გილოცავთ!!!!, პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილება!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გილოცავთ!!!!, პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილება!! |
კანონისტი |
May 28 2007, 01:05 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მეგობრებო,
ეს წუთია შევიტყვე, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რიყეზე აშენდება 100 000 ქართველი მოწამის სახელობის ეკლესია. ამით ერთგვარად შევეცდებით იმ ცოდვის გამოსყიდვას, რაც აჭარაში მოხდა, ბრძანა პრეზიდენტმა იდეა მის უწმიდესობასთან შეხვედრისას წარმოიშვა და პატრიარქმა დალოცა პრეზიდენტი ამ საქმისათვის! გილოცავთ!!! 100 000 მოწამის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ პრეზიდენტსა და პატრიარქს, სრულიად საქართველოს!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
May 28 2007, 04:35 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
სულიერი ტაძრის აშენება საერო ხელისუფლების კომპეტენცია არ არის. თვით ყველაზე კეთილმსახური მმართველნიც კი მხოლოდ იმით გამოირჩეოდნენ, რომ ეხმარებოდნენ ეკლესიას, რადგან სულიერი ტაძრის შენება ოდენ ეკლესიის უფლება და კურთხევაა ვიცი, რომ მრავალი ბრკოლდება იმის გამო, რომ ვითომ ნაძარცვი ფულით შენდება ეკლესიები, მაგრამ მერწმუნე, ეს ასე რომ არ იყოს, მერე სხვა რამით "დაბრკოლდებოდნენ"... რადგან ისინი უფალთან არმისვლის მიზეზს ეძიებენ და არა უფალს პირადად მე თბილისში ვარ დაბადებული, უამრავი ტაძარი იყო მაშინაც და ახლაც, მაგრამ ეკლესიური გავხდი მაშინ, როდესაც აშენდა ვაკის წმ. სამება. უფალი ბრძანებს, დიდი იქნება სიხარული ერთი მოქცეულის გამოო და შენ რატომ ლამობ ამ სიხარულის წყაროს გადაკეტვას? არ გვინდა ზოგად ფრაზები, რომ ლოცვა ყველგან შეიძლება, რომ თურმე ისეც ბევრი ეკლესიაა თბილისში და ასე შემდეგ. კონკრეტიკაა მთავარი და კონკრეტიკა არის ის, რომ თითოეული ეკლესიის აგება ნიშნავს ასობით გადარჩენილ სულს მე დავწერე უკვე ერთხელ, რომ არ ვაპირებ პრეზიდენტის პოლიტიკის აპოლოგიას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ადამიანს, თუკი არ უნდა უფლის არსებობაში ვერ დაარწმუნებ და მე როგორღა შევძლებ მოკვდავი ადამიანის საქმეებში ვინმეს დარწმუნებას? გჯეროდეთ ისე, როგორც გინდათ.... (სპეციალურად ვამბობ "გჯეროდეთ" იმიტომ, რომ რასაც ამბობთ, ეს ცოდნის ფარგლებს ცილდება და უფრო რწმენის, დაჯერების ნაწილშია გადასული) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 11:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი