აპოკალიფსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აპოკალიფსი |
mr_morrison |
Oct 2 2006, 05:43 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
აბა დაწერეთ ვის რა აზრი გაქვთ ამის შესახებ.
თქვენი აზრი მაინტერესებს, ახლოს არის თუ არა აღსასრულის ჟამი. ჩემი აზრით ეხლა ისე ახლოს არის რო მეტი აღარ შეიძლება. ამდენი წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე, არცერთ საუკუნეს არ შეხებია ისე როგორც xx-xxl საუკუნეს. -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
ზებედე |
Oct 2 2006, 09:32 PM
პოსტი
#42
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ღირსმა ლავრენტიმ ერთ დიაკონს, რომელიც ახლა უკვე მოხუცებულია, პირდაპირ უთხრა:
- შენ მოესწრები ანტიქრისტეს გამოჩენას! ნუ შეშინდები, ყველას ამცნე, რომ იგი ანტიქრისტეა! იქნება ომი და სადაც ის გაივლის, იქ ადამიანები აღარ იქნებიან! მანამდე უფალი უძლურებს ავადმყოფობებს გამოუგზავნის და ისინი მოკვდებიან, ხოლო ანტიქრისტეს დროს სიკვდილი არ იქნება. მესამე მსოფლიო ომი იქნება უკვე არა სინანულისათვის, არამედ გასაჟლეტად. ყველაზე ძლიერთ კი უფალი თავის შესახვედრად დატოვებს. ... დადგება დრო, როდესაც იქნება `ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი~ და გაჩაღდება მსოფლიო ომი. შუა ომში იტყვიან: მოდით, ერთი ამოვირჩიოთ და მან მართოს მთელი ქვეყანა. აირჩევენ კიდეც! ანტიქრისტეს როგორც საყოველთაო მმართველს და დედამიწაზე უმთავრეს `მშვიდობისმყოფელს~ ამოირჩევენ. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ და ფხიზლად ვიყოთ! როგორც კი მთელს ქვეყანაზე საყოველთაო არჩევნები გამოცხადდება, იცოდეთ, რომ იგი ანტიქრისტეა და ხმის მიცემა არ შეიძლება! ბოლო ჟამს ადამიანები დემონებით აივსებიან და ისინი არც ილოცებენ და არც პირჯვარს გამოისახავენ, მხოლოდ ერთმანეთის დახოცვა ედებათ გულში. დემონები ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს შეპყრობილი კაცისკვლის ჟინით. თვით სატანა კი ამოვა რა ტარტაროზიდან, თორმეტი წლის ბიჭუნაში შევა, რომელიც შემდგომში ანტიქრისტე იქნება და მთავარი სულთამხუთავი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 01:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი