![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ოკუპაციისთანავე კომუნისტები შეუდგნენ ეკლესიების რბევას და ქართველი ხალხის რელიგიური მრწამსის აღმოფხვრას. პირველი ნაბიჯი იყო საეკლესიო ქონების კონფისკაცია. ეკლესიების დიდი ნაწილი ან საერთოდ აღგავეს პირისაგან მიწისა, ანდა სახელმწიფო და პარტიულ დაწესებულებათა შენობებად, კლუბებად, საწყობებად და თვით ფარეხებადაც კი აქციეს. ასეთი ხვედრი ხვდა წილად ქართველისათვის სათაყვანებელ მრავალ ძველ სამლოცველოს, კათედრალსა და ეკლესია-მონასტერს, მათ შორის ჯვრის მონასტერს, კათედრალებს თბილისში, ნიკორწმინდაში, ბედიაში, მოქვსა და ჯუმათში (რომელსაც ჯვრის ნაცვლად ლენინის ბიუსტი დაადგეს) და სხვა. გაზიდეს ჯვრები, შანდლები, ხატები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. ნაწილი მუზეუმებს გადასცეს, მაგრამ უმეტესობა საბჭოთა რუსეთში გაიტანეს. გაიტაცეს ძვირფასი თვლები, ხოლო ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გადაადნეს.
ოკუპაციისთანავე შეიქმნა "მებრძოლ ათეისტთა საბჭო", რომელსაც მიეცა დიდძალი ფულადი ფონდი, შენობები, პრესა და ა.შ. და დაევალა ანტირელიგიური პროპაგანდა, ლენინის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს ნათქვამი სიტყვების თანახმად: "რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია არის ერთგვარი სულიერი არაყი, რომლისთაც კაპიტალის მონები კარგავენ ადამიანურ სახესა და ღირსების გრძნობას." კომუნისტების შემოსვლამდე საქართველოში, მრავალი ათასი ეკლესია იყო, ოკუპაციიდან ერთი წლის შემდეგ, 1922 წელს კი კათოლიკოსი ამბროსი ჩიოდა, რომ საქართველოში მხოლოდ 1500 ეკლესია მოქმედებსო. 1951 წელს კათოლიკოსმა კალისტრატემ "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტთან ჰარისონ ე. სეილსბერისთან საუბრისას თბილისში აღნიშნა, მხოლოდ ასი ეკლესია დაგვრჩაო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აქედანაც ნათელია, რა უყვეს კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას. იდევნება რელიგიური წეს-ჩვეულებები. აკრძალულია ბავშვების მონათვლა ანდა საეკლესიო ჯვრისწერა (ამ მხრივ მეტი შეღავათები იყო მეორე მსოფლიო ომის დროს). თუ როგორ შეხვდა ქართველი ხალხი ამ აკრძალვებს, ეს ჩანს მღვდლის შვილის ვალერიან სანგულიასმიერ 1954 წლის 13 ოქტომბერს ჩვენამდე ფიცით მოცემეული ჩვენებიდან: "მინდა აღვნიშნო, რომ კომუნისტები არა მხოლოდ სამღვდელოებას დევნიდნენ, არამედ პრაქტიკულად მათ ყველა ეკლესია-მონასტერი გააჩანაგეს. მოგეხსენებათ, ქართული ეკლესია IV საუკუნიდან იღებს სათავეს. იმ დროიდან მოყოლებული ქართველ ხალხს არ უღალატია თავისი რწმენისათვის, მთელი საქართველო მოფენილი იყო ტაძრებით, მონასტრებითა და ეკლესიებით. დაიპყრეს თუ არა საქართველო, კომუნისტებმა იერიში მიიტანეს ეკლესიებზე. ზოგი მათგანი მთლიანად დაანგრიეს, მაგალითად კათედრალური ტაძარი თბილისში, ხოლო ზოგი კლუბებად ან თავლებად აქციეს და ყოველნაირად შებღალეს. მე ვარ იმის მომსწრე, რომ ერთ ცნობილ და ძალიან ძველ ეკლესიას ჯვარი მოხსნეს და ზედ ლენინის ქანდაკება დაადგეს; დიახ, ლენინის ბიუსტი ჯვრის ნაცვლად. კომუნისტებმა არა მხოლოდ დაანგრიეს და შემუსრეს ეკლესიები, არამედ გაძარცვეს ისინი ყოველგვარი განძეულობისაგან, რაც იქ საუკუნეების მანძილზე ინახებოდა. ქართველები ღრმად მორწმუნე ხალხია. ქართველი მეფეები, დიდებულები და უბრალო ხალხი ათასგვარ ძვირფას ნივთს სწირავდნენ ეკლესიას. კომუნისტებმა დააცარიელეს ეკლესიები და მთელი განძეულობა რუსეთში გაგზავნეს. ერთი მაგალითი: დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონასტრიდან გაიტანეს დიდად ცნობილ ქართველ მეფესთან დაკავშირებული განძეულობა. ამის გამო პროტესტი გაეგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვდნენ წაღებული ნივთების დაბრუნებას. მათ ცინიკურად განუცხადეს, რომ განძეულობა მოსკოვშია გაგზავნილი სარესტავრაციოდ. ამის შემდეგ ეს განძეულობა აღარავის უნახავს. ტერორისა და დევნის მიუხედავად, კომუნისტებმა ვერ შეძლეს ქართველ ხალხში რელიგიური გრძნობის მოსპობა. ბევრჯერ ვყოფილვარ იმის მოწმე არა მხოლოდ ჩემს მშობლიურ სოფელში, არამედ სხვაგანაც, როდესაც საიდუმლოდ მოსულან მამაჩემთან და ბავშვის მონათვლა ან სხვა რელიგიური წესის აღსრულება უთხოვიათ. ასეთ შემთხვევაში ყველა კარსა და ფანჯარას ვკეტავდით, რომ კომუნისტს ან ინფორმატორს არაფერი გაეგო. მაგრამ მამაჩემს განსაკუთრებით უჭირდა, როდესაც ზიარებისათვის იძახებდნენ. დღისით წასვლა სახიფათო იყო, ამიტომ ღამეს ამჯობინებდა. მახსოვს ასეთი შემთხვევაც: ადგილობრივი დიდი თანამდებობის პირის, კაპიტან თორიას ცოლი ქმრისგან უჩუმრად მივიდა ბავშვის მოსანათლად. მაგრამ მოგვიანებით ეს ფაქტი გამჟღავნდა და ცოლიც და ქმარიც დააპატიმრეს. ქმარი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და სადღაც გააქრეს." ოკუპაციის პირველი დღიდანვე დაიწყო სამღვდელოების დევნა. ათასობით ქართველი მღვდელი, ბერი და მონაზონი დააპატიმრეს, გადაასახლეს, აწამეს და დახვრიტეს. აი, რას გვიამბობს ამის შესახებ ვალერიან სანგულია: "კომუნისტები მოვიდოდნენ რომელიმე სოფელში და ხალხს უბრძანებდნენ შეკრებილიყვნენ მოედანზე ან საფიხვნოზე (ვაი იმას, ვინც არ მოვიდოდა). შემდეგ ხალხს მიმართავდნენ პროპაგანდისტები და რელიგიას აძაგებდნენ. ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობდნენ: "რელიგია ოპიუმია, საწამლავია; იგი ხალხის დასამონებლად არის მოგონილი ექსპლუატატორებისა და მდიდრების მიერ; იმქვეყნიური სიკეთის აღთქმით იმორჩილებენ ღარიბებსა და უპოვართ; მჩაგვრელები ეუბნებიან ხალხს, რაც უფრო მეტად გაიტანჯებით ამქვეყნად, მით უფრო ნეტარნი იქნებით იმ სოფლად; ეკლესია იმპერიალისტებსა და მდიდრებს ემსახურება, ყველა მღვდელი ხალხის მტერია; ამიტომ არის, რომ ჩვენ, კომუნისტები, ხალხის ინტერესების ჭეშმარიტი დამცველნი, ვებრძვით ეკლესიასა და სამღვდელოებას. დაუსწორდით თქვენს მოღალატეებსა და უსასტიკეს მტრებს" და ა.შ. ამის შემდეგ მათი აგენტები იწყებდნენ ყვირილს: "მღვდელი, მღვდელი, მოღალატე მოვიყვანოთ აქ!" მიდიოდა 10-15 აგენტი და მოათრევდა მღვდელს შეკრების ადგილას, ხელებშეკრულს ყელზე თოკი ჰქონდა გამობმული. კომუნისტები დაუნდობლად ურტყამდნენ მუშტებსა და წიხლებს. სამოსელს შემოახევდნენ, წმინდა ჯვარს ჩამოგლეჯდნენ, ტალახში ათრევდნენ და წვერს გაპარსავდნენ. ძალით თავმოყრილი ხალხი გარინდებული იდგა. ადრე ზოგი ცდილობდა გამოჰქომაგებოდა და მიშველებოდა უმწეო მსხვერპლს, მაგრამ ასეთებს ადგილზე კლავდნენ და ამის შემდეგ ხმას არავინ იღებდა. ზოგჯერ დედაბრები თუ წამოიტირებდნენ სასოწარკვეთილებისა და სიბრალულისაგან. იგივე ხვედრი ერგო მამაჩემს და ბევრ სხვა მღვდელს. როდესაც მამაჩემი სახლიდან გაათრიეს, საბარლო დედაჩემი თან გაჰყვა და მეც თან წამიყვანა. პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. მახსოვს აგრეთვე, მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა, - ისიც მღვდელი იყო - მ. ხარებავა. კომუნისტებმა იგი სასიკვდილოდ სცემეს, ხოლო შემდეგ წვერზე ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ყოველთვის, როდესაც კომუნისტები სცემდნენ და აწამებდნენ მღდლებს ხითხითით ეკითხებოდნენ: "სად არის თქვენი ღმერთი ახლა? რატომ არ გეხმარებათ?" კომუნისტები ყველაფერს აკეთებდნენ ხალხში რელიგიური გრძნობის დასათრგუნავად და მათ გამოსავლენად, ვინც კვლავ იცავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. ვალერიან სანგულია განაგრძობს: "მახსოვს, შობის, აღდგომისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს სკოლაში კომუნისტები მოდიოდნენ და მოსწავლეებს გვეკითხებოდნენ, რა კერძები გვქონდა შინ იმ დღეს. შავ დღეს დააყრიდნენ ოჯახს, თუ ბავშვი იტყოდა რომ სადღსასწაულოდ ჰქონდათ რაიმე მომზადებული. აღდგომის მეორე დღეს კომუნისტების შვილებს ხელებს უსინჯავდნენ და ვაი მას, ვისაც თითები წითლად, ლურჯად ან სხვა ფერად ჰქონდა შეღებილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ სააღდგომოდ კვერცხები შეეღებათ. ასეთი ბავშვების მშობლებს სასტიკად სჯიდნენ, ჩვეულებრივ - გადასახლებით." მაგრამ ამ სასტიკმა დევნამ სულიერად მაინც ვერ გატეხა ქართველი სამღვდელოება. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო და ეკლესიის ისტორიაში იშვიათი სიმტკიცე გამოამჟღავნა. სხვათა შორის, როდესაც წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, ვისაც კი შეეძლო, თავს შველოდა, უცხოეთში მიეშურებოდა, მაგრამ არც ერთ სასულიერო პირს საქართველო არ დაუტოვებია. ისინი მრევლთან დარჩენასა და მისი ხვედრის გაზიარებას ამჯობინებდნენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ირგე
ციტატა ნებისმიერი ძალადობა რელიგიური ნიშნით. (მაგ. კათოლიკეს ცემა იმის გამო რომ ის კათოლიკეა და არა იმის გამო რომ მთვრალია და იგინება) ნებისმიერი შეძღუდვა რელიგიური ნიშნით. (მაგ. 50-იანელის არმიღება სამსახურში იმის გამო, რომ ის 50-იანელია და არა იმიტომ რომ ორი ღერი განათლება არ აქვს) ნებისმიერი არათანასწორობა რელიგიური ნიშნით. (მაგ. ერთი ეკლესიის უფლება ააშენოს საყდარი და მეორე ეკლესიისთვის ანალოგიური უფლების ჩამორთმევა) პირველ ორში აბსოლიტურად გეტანხმები და ეს პირადად ჩემი მხრიდან დასაგმობია, არ შეიძლება. ფიზიკური კიარა და სიტყვერი შეურაცყოფაც არაქრისტიანულია და სასჯელს ექვემდებარება, ნებისმიერ შემთხვევაში. თუ ქრისტიანი ქვია ადამიანს დიდი სიყვარული უნდა უჩვენო სხვას და არა სიძულვილი. რაც შეეხება მესამეს, კატეგორიულად არ გეთანხმები და რატომ, ბევრჯერ აღინიშნა რომ საქართველოს მარტლმადიდებელ ეკლესიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე და ეს ეკლესია საქართველოში უბრალოდ ვერ იქნება თანასწორ მდგომარეობაში, როგორც კათოლიკურ ან სომხურ ან სხვა ეკლესიებტან. ერთიცაა - საქართველოში მხოლოდ საქართველოს მარტლმადიდებელი ეკლესიაა რომელიც დასრულებულადაა წარმოდგენილი, სხვა ეკლესიები კი ეპარქიებს წარმოადგენენ, სომხური ეკლესიის ეპარქია, აგრეთვე კათოლიკურიც ეპარქიაა და სხვებიც ხომ. ეხლა შენ მითხარი რომ გვაქვს დასავლეთ ევროპის ეპარქია იცი რის ფასად უჯდებათ თუნდაც პატარა სამლოცველოს გახსნა, ეკლესიის აშენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რაც აქვთ მე მგონი იმის შესაბამისი მრევლი ყავთ მათ, პირიქით თბილისში მოქმედ ორ სომხურ ეკლესიაში ძალიან ცოტა ხალხი დადის, რათ უნდათ მათ ბევრი, თუ დაჭირდებათ შეიძლება მიეცეთ უფლება, მაგრამ ისე არაა რა დროსაც გაუხარდებათ და როცა გაუხარდებათ მაშინ ააშენონ ტაძრები, რაც შეეხებაიმას თუ ვისი ქმედება ითვლება ეკლესიის ქმედებად, ამაზე იმას ვიტყვი რომ ეკლესია ეპისკოპოსთა კრებულისგან შედგება, რომელსაც სათავეში კათოლიკოს-პატრიარქი უდგას, რომლებიც ერტად შეადგენენ საეკლესიო კრებას, ქარტულ სინამდვილეში წმ. სინოდს, აი სწორედ მისი გადაწყვეტილება ითვლება ეკლესიის პოზიციად და არა თუნდაც ცალკეული ეპისკოპოსის სეუმწყნარებლობა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 01:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი