სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Apr 25 2007, 01:30 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოკუპაციისთანავე კომუნისტები შეუდგნენ ეკლესიების რბევას და ქართველი ხალხის რელიგიური მრწამსის აღმოფხვრას. პირველი ნაბიჯი იყო საეკლესიო ქონების კონფისკაცია. ეკლესიების დიდი ნაწილი ან საერთოდ აღგავეს პირისაგან მიწისა, ანდა სახელმწიფო და პარტიულ დაწესებულებათა შენობებად, კლუბებად, საწყობებად და თვით ფარეხებადაც კი აქციეს. ასეთი ხვედრი ხვდა წილად ქართველისათვის სათაყვანებელ მრავალ ძველ სამლოცველოს, კათედრალსა და ეკლესია-მონასტერს, მათ შორის ჯვრის მონასტერს, კათედრალებს თბილისში, ნიკორწმინდაში, ბედიაში, მოქვსა და ჯუმათში (რომელსაც ჯვრის ნაცვლად ლენინის ბიუსტი დაადგეს) და სხვა. გაზიდეს ჯვრები, შანდლები, ხატები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. ნაწილი მუზეუმებს გადასცეს, მაგრამ უმეტესობა საბჭოთა რუსეთში გაიტანეს. გაიტაცეს ძვირფასი თვლები, ხოლო ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გადაადნეს.
ოკუპაციისთანავე შეიქმნა "მებრძოლ ათეისტთა საბჭო", რომელსაც მიეცა დიდძალი ფულადი ფონდი, შენობები, პრესა და ა.შ. და დაევალა ანტირელიგიური პროპაგანდა, ლენინის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს ნათქვამი სიტყვების თანახმად: "რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია არის ერთგვარი სულიერი არაყი, რომლისთაც კაპიტალის მონები კარგავენ ადამიანურ სახესა და ღირსების გრძნობას." კომუნისტების შემოსვლამდე საქართველოში, მრავალი ათასი ეკლესია იყო, ოკუპაციიდან ერთი წლის შემდეგ, 1922 წელს კი კათოლიკოსი ამბროსი ჩიოდა, რომ საქართველოში მხოლოდ 1500 ეკლესია მოქმედებსო. 1951 წელს კათოლიკოსმა კალისტრატემ "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტთან ჰარისონ ე. სეილსბერისთან საუბრისას თბილისში აღნიშნა, მხოლოდ ასი ეკლესია დაგვრჩაო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აქედანაც ნათელია, რა უყვეს კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას. იდევნება რელიგიური წეს-ჩვეულებები. აკრძალულია ბავშვების მონათვლა ანდა საეკლესიო ჯვრისწერა (ამ მხრივ მეტი შეღავათები იყო მეორე მსოფლიო ომის დროს). თუ როგორ შეხვდა ქართველი ხალხი ამ აკრძალვებს, ეს ჩანს მღვდლის შვილის ვალერიან სანგულიასმიერ 1954 წლის 13 ოქტომბერს ჩვენამდე ფიცით მოცემეული ჩვენებიდან: "მინდა აღვნიშნო, რომ კომუნისტები არა მხოლოდ სამღვდელოებას დევნიდნენ, არამედ პრაქტიკულად მათ ყველა ეკლესია-მონასტერი გააჩანაგეს. მოგეხსენებათ, ქართული ეკლესია IV საუკუნიდან იღებს სათავეს. იმ დროიდან მოყოლებული ქართველ ხალხს არ უღალატია თავისი რწმენისათვის, მთელი საქართველო მოფენილი იყო ტაძრებით, მონასტრებითა და ეკლესიებით. დაიპყრეს თუ არა საქართველო, კომუნისტებმა იერიში მიიტანეს ეკლესიებზე. ზოგი მათგანი მთლიანად დაანგრიეს, მაგალითად კათედრალური ტაძარი თბილისში, ხოლო ზოგი კლუბებად ან თავლებად აქციეს და ყოველნაირად შებღალეს. მე ვარ იმის მომსწრე, რომ ერთ ცნობილ და ძალიან ძველ ეკლესიას ჯვარი მოხსნეს და ზედ ლენინის ქანდაკება დაადგეს; დიახ, ლენინის ბიუსტი ჯვრის ნაცვლად. კომუნისტებმა არა მხოლოდ დაანგრიეს და შემუსრეს ეკლესიები, არამედ გაძარცვეს ისინი ყოველგვარი განძეულობისაგან, რაც იქ საუკუნეების მანძილზე ინახებოდა. ქართველები ღრმად მორწმუნე ხალხია. ქართველი მეფეები, დიდებულები და უბრალო ხალხი ათასგვარ ძვირფას ნივთს სწირავდნენ ეკლესიას. კომუნისტებმა დააცარიელეს ეკლესიები და მთელი განძეულობა რუსეთში გაგზავნეს. ერთი მაგალითი: დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონასტრიდან გაიტანეს დიდად ცნობილ ქართველ მეფესთან დაკავშირებული განძეულობა. ამის გამო პროტესტი გაეგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვდნენ წაღებული ნივთების დაბრუნებას. მათ ცინიკურად განუცხადეს, რომ განძეულობა მოსკოვშია გაგზავნილი სარესტავრაციოდ. ამის შემდეგ ეს განძეულობა აღარავის უნახავს. ტერორისა და დევნის მიუხედავად, კომუნისტებმა ვერ შეძლეს ქართველ ხალხში რელიგიური გრძნობის მოსპობა. ბევრჯერ ვყოფილვარ იმის მოწმე არა მხოლოდ ჩემს მშობლიურ სოფელში, არამედ სხვაგანაც, როდესაც საიდუმლოდ მოსულან მამაჩემთან და ბავშვის მონათვლა ან სხვა რელიგიური წესის აღსრულება უთხოვიათ. ასეთ შემთხვევაში ყველა კარსა და ფანჯარას ვკეტავდით, რომ კომუნისტს ან ინფორმატორს არაფერი გაეგო. მაგრამ მამაჩემს განსაკუთრებით უჭირდა, როდესაც ზიარებისათვის იძახებდნენ. დღისით წასვლა სახიფათო იყო, ამიტომ ღამეს ამჯობინებდა. მახსოვს ასეთი შემთხვევაც: ადგილობრივი დიდი თანამდებობის პირის, კაპიტან თორიას ცოლი ქმრისგან უჩუმრად მივიდა ბავშვის მოსანათლად. მაგრამ მოგვიანებით ეს ფაქტი გამჟღავნდა და ცოლიც და ქმარიც დააპატიმრეს. ქმარი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და სადღაც გააქრეს." ოკუპაციის პირველი დღიდანვე დაიწყო სამღვდელოების დევნა. ათასობით ქართველი მღვდელი, ბერი და მონაზონი დააპატიმრეს, გადაასახლეს, აწამეს და დახვრიტეს. აი, რას გვიამბობს ამის შესახებ ვალერიან სანგულია: "კომუნისტები მოვიდოდნენ რომელიმე სოფელში და ხალხს უბრძანებდნენ შეკრებილიყვნენ მოედანზე ან საფიხვნოზე (ვაი იმას, ვინც არ მოვიდოდა). შემდეგ ხალხს მიმართავდნენ პროპაგანდისტები და რელიგიას აძაგებდნენ. ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობდნენ: "რელიგია ოპიუმია, საწამლავია; იგი ხალხის დასამონებლად არის მოგონილი ექსპლუატატორებისა და მდიდრების მიერ; იმქვეყნიური სიკეთის აღთქმით იმორჩილებენ ღარიბებსა და უპოვართ; მჩაგვრელები ეუბნებიან ხალხს, რაც უფრო მეტად გაიტანჯებით ამქვეყნად, მით უფრო ნეტარნი იქნებით იმ სოფლად; ეკლესია იმპერიალისტებსა და მდიდრებს ემსახურება, ყველა მღვდელი ხალხის მტერია; ამიტომ არის, რომ ჩვენ, კომუნისტები, ხალხის ინტერესების ჭეშმარიტი დამცველნი, ვებრძვით ეკლესიასა და სამღვდელოებას. დაუსწორდით თქვენს მოღალატეებსა და უსასტიკეს მტრებს" და ა.შ. ამის შემდეგ მათი აგენტები იწყებდნენ ყვირილს: "მღვდელი, მღვდელი, მოღალატე მოვიყვანოთ აქ!" მიდიოდა 10-15 აგენტი და მოათრევდა მღვდელს შეკრების ადგილას, ხელებშეკრულს ყელზე თოკი ჰქონდა გამობმული. კომუნისტები დაუნდობლად ურტყამდნენ მუშტებსა და წიხლებს. სამოსელს შემოახევდნენ, წმინდა ჯვარს ჩამოგლეჯდნენ, ტალახში ათრევდნენ და წვერს გაპარსავდნენ. ძალით თავმოყრილი ხალხი გარინდებული იდგა. ადრე ზოგი ცდილობდა გამოჰქომაგებოდა და მიშველებოდა უმწეო მსხვერპლს, მაგრამ ასეთებს ადგილზე კლავდნენ და ამის შემდეგ ხმას არავინ იღებდა. ზოგჯერ დედაბრები თუ წამოიტირებდნენ სასოწარკვეთილებისა და სიბრალულისაგან. იგივე ხვედრი ერგო მამაჩემს და ბევრ სხვა მღვდელს. როდესაც მამაჩემი სახლიდან გაათრიეს, საბარლო დედაჩემი თან გაჰყვა და მეც თან წამიყვანა. პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. მახსოვს აგრეთვე, მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა, - ისიც მღვდელი იყო - მ. ხარებავა. კომუნისტებმა იგი სასიკვდილოდ სცემეს, ხოლო შემდეგ წვერზე ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ყოველთვის, როდესაც კომუნისტები სცემდნენ და აწამებდნენ მღდლებს ხითხითით ეკითხებოდნენ: "სად არის თქვენი ღმერთი ახლა? რატომ არ გეხმარებათ?" კომუნისტები ყველაფერს აკეთებდნენ ხალხში რელიგიური გრძნობის დასათრგუნავად და მათ გამოსავლენად, ვინც კვლავ იცავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. ვალერიან სანგულია განაგრძობს: "მახსოვს, შობის, აღდგომისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს სკოლაში კომუნისტები მოდიოდნენ და მოსწავლეებს გვეკითხებოდნენ, რა კერძები გვქონდა შინ იმ დღეს. შავ დღეს დააყრიდნენ ოჯახს, თუ ბავშვი იტყოდა რომ სადღსასწაულოდ ჰქონდათ რაიმე მომზადებული. აღდგომის მეორე დღეს კომუნისტების შვილებს ხელებს უსინჯავდნენ და ვაი მას, ვისაც თითები წითლად, ლურჯად ან სხვა ფერად ჰქონდა შეღებილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ სააღდგომოდ კვერცხები შეეღებათ. ასეთი ბავშვების მშობლებს სასტიკად სჯიდნენ, ჩვეულებრივ - გადასახლებით." მაგრამ ამ სასტიკმა დევნამ სულიერად მაინც ვერ გატეხა ქართველი სამღვდელოება. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო და ეკლესიის ისტორიაში იშვიათი სიმტკიცე გამოამჟღავნა. სხვათა შორის, როდესაც წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, ვისაც კი შეეძლო, თავს შველოდა, უცხოეთში მიეშურებოდა, მაგრამ არც ერთ სასულიერო პირს საქართველო არ დაუტოვებია. ისინი მრევლთან დარჩენასა და მისი ხვედრის გაზიარებას ამჯობინებდნენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| ulvashi |
May 29 2007, 10:43 AM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ირგე
ციტატა შენ უცხოეთიდან პოსტავ? რატომ მეკითხები? მე ოზურგეთიდან ვწერ. |
marine რელიგიის დევნა საქართველოში Apr 25 2007, 01:30 PM
შოთა საოცრება ისაა, რომ ... Apr 29 2007, 08:04 AM
ზესქვი_უჩა ექვსკურსიაზე გაიჟ... May 2 2007, 04:30 AM
afxazi ზესქვი_უჩა
არ დაიჯ... May 2 2007, 04:53 PM
Floyd ზესქვი_უჩა
იცი უჩა... May 3 2007, 09:52 AM
დათიკო afxazi
Floyd
საინტერესოა რ... May 4 2007, 01:21 AM
Floyd დათიკო
იცი სტალინი... May 4 2007, 10:05 AM
ქავთარაძე Floyd
ეხლავე დავდებ მა... May 4 2007, 10:22 AM
natia83
ეხლავე დავდებ მამ... May 4 2007, 11:25 AM
შოთა ქავთარაძე
გირჩევდ... May 4 2007, 11:31 AM
ნათია
natia83
მილიონობით ხალ... May 27 2007, 11:32 PM
ქავთარაძე შოთა
რატომ ენდობი ... May 4 2007, 01:48 PM
შოთა ქავთარაძე
მე ვერ ჩ... May 4 2007, 02:14 PM
Lenus
შოთა,
რამდენი მილ... May 4 2007, 07:37 PM
ირგე არამართლმადიდებლ... May 27 2007, 07:51 PM
marita26 ირგე
რომელს გულისხ... May 27 2007, 07:55 PM
ketino
დააკონკრეტე. May 27 2007, 07:58 PM
ირგე marita26
ketino
ყველას. წარმ... May 27 2007, 10:14 PM
marita26 ირგე
არავინ არ დას... May 27 2007, 11:00 PM
ირგე marita26
წარმართებიდან ... May 27 2007, 11:03 PM
marita26 ირგე
მერე მე დაგიწ... May 27 2007, 11:08 PM
ირგე marita26
გაეცანი სუბარი... May 27 2007, 11:13 PM
marita26 ირგე
მაგას ზუსტად ... May 27 2007, 11:16 PM
ირგე marita26
გაეცანი მოხსენ... May 27 2007, 11:18 PM
marita26 ირგე
მასიური ნიშნა... May 27 2007, 11:19 PM
ირგე marita26
ბევრგან და ხში... May 27 2007, 11:21 PM
marita26 ირგე
არც მოხსენება... May 27 2007, 11:23 PM
ირგე marita26
ანუ არ გაინტერ... May 27 2007, 11:26 PM
marita26 ირგე
სუბარის მოხსე... May 27 2007, 11:29 PM
ირგე marita26
აბა რა გაიგე სხ... May 27 2007, 11:30 PM
marita26 ირგე
ხო ჯერ ჩემი სა... May 27 2007, 11:33 PM
ირგე marita26
მდააა. ნეტა ყვე... May 27 2007, 11:39 PM
ketino ირგე
და როდიდან გა... May 27 2007, 11:54 PM
ნათია ირგე და ეგრი ? :unsure: May 28 2007, 12:02 AM
marita26 ირგე
საუბრით პატრი... May 28 2007, 12:03 AM
marine ირგეს გასაგონად ვა... May 28 2007, 12:22 PM
afxazi ირგე
როგორც ჩანს შ... May 28 2007, 02:37 PM
ირგე marineს გასაგონად ვამბ... May 28 2007, 04:46 PM
marine
marineს გასაგონად ვამ... May 28 2007, 04:57 PM
afxazi ირგე
აბა რატომ დავ... May 28 2007, 05:10 PM
ირგე marine
იყო.
შეცვალე თე... May 28 2007, 05:26 PM
marine ირგე
გთხოვ, ბოლომდ... May 28 2007, 05:28 PM
afxazi ირგე
ძალიან დაკონ... May 28 2007, 05:34 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e რელიგია იდევნება კ... May 28 2007, 05:47 PM
ირგე marine
რომელი?
afxazi
ხო ეგ... May 28 2007, 05:50 PM
afxazi ირგე
პირველ ორში ა... May 28 2007, 06:03 PM
ირგე afxazi
მაინც?
მხოლოდ მ... May 28 2007, 06:23 PM
afxazi ირგე
ეხლა თან არ მა... May 28 2007, 06:42 PM
ირგე afxazi
საინტერესო ინფ... May 28 2007, 07:45 PM
კანუდოსელი
afxazi
საინტერესო ინფ... May 29 2007, 01:16 PM
ulvashi როგორც ადამიანს ვე... May 29 2007, 09:30 AM
ირგე ulvashi
შენ უცხოეთიდან ... May 29 2007, 10:05 AM
ირგე ulvashi
ოზურგეთში არ ირ... May 29 2007, 12:21 PM
ulvashi ირგე
კი ირღვევა, რა... May 29 2007, 12:32 PM
ირგე ulvashi
არცერთი არ მინდ... May 29 2007, 12:50 PM
ulvashi
ulvashi
არცერთი არ მინ... May 29 2007, 01:04 PM
ირგე ulvashi
თლა ეგრე არაა, მ... May 29 2007, 01:06 PM
afxazi ulvashi
ფერიის მთის ტაძ... May 29 2007, 01:08 PM
ulvashi afxazi
რომელიმე ადგილ... May 29 2007, 01:16 PM
ირგე კანუდოსელი
სალამი.... May 29 2007, 01:25 PM
afxazi ulvashi
ყოველშემთხვევ... May 29 2007, 01:36 PM
ulvashi
ზუსტი ინფორმაცია ... May 29 2007, 02:03 PM
afxazi ulvashi
ეს კი ნამდვილად... May 29 2007, 02:18 PM
ulvashi როგორ მოუვლიან, ში... May 29 2007, 02:21 PM
afxazi ulvashi
ზუსტად ეხლა მიჭ... May 29 2007, 02:28 PM
ulvashi ახლა რა ვქნათ, რახა... May 29 2007, 02:30 PM
afxazi ulvashi
ვინ არ უშვებს? მ... May 29 2007, 02:33 PM
ulvashi სახელმწიფო არ უშვე... May 29 2007, 02:35 PM
afxazi ulvashi
მართლა არ მესმი... May 29 2007, 02:39 PM
ulvashi
სახალხო დამცველის... May 29 2007, 02:40 PM
afxazi ulvashi
აბა იქნებ ფაქტე... May 29 2007, 02:45 PM
ulvashi 1 წლის წინანდელი ფა... May 29 2007, 02:47 PM
afxazi ulvashi
კარგი მომიყევი ... May 29 2007, 02:49 PM
ulvashi ადამიანს საკუთარ ე... May 29 2007, 02:53 PM
afxazi ulvashi
კარგი დიდი მადლ... May 29 2007, 03:09 PM
ირგე afxazi
ეგეც დარღვევაა, ... May 29 2007, 03:21 PM
afxazi ირგე
იყო ასეთი შემ... May 29 2007, 03:37 PM
ირგე afxazi
რა გითხრა აბა.
ა... May 29 2007, 03:47 PM
afxazi ირგე
აბა გამარკვიე... May 29 2007, 03:55 PM
ირგე afxazi
ნაღდად ვერ გეტყ... May 29 2007, 04:04 PM
afxazi ირგე
აი ეხლა ორგზი... May 29 2007, 04:21 PM
ulvashi afxazi
მე არ მითქვამს, მ... May 29 2007, 04:31 PM
ირგე ulvashi
ვისი საკუთრები... May 29 2007, 04:33 PM
afxazi ulvashi
ამაშეი ძნელია ა... May 29 2007, 04:38 PM
ulvashi
ამ შემთხვევაში სა... May 29 2007, 04:42 PM
afxazi ირგე
შენ რა გითხარ... May 29 2007, 04:46 PM
ირგე ulvashi
დარწმუნებული ხ... May 29 2007, 04:52 PM
ulvashi
ulvashi
მშენებარე ეკლე... May 29 2007, 04:52 PM
ulvashi პასუხისმგებლობა ფ... May 29 2007, 05:14 PM
ირგე ulvashi
დარწმუნებული ხ... May 29 2007, 05:26 PM
afxazi ირგე
ეს სხვა რამეა,... May 29 2007, 05:53 PM
ulvashi ირგე
საკუთრების და... May 30 2007, 09:28 AM
ირგე ulvashi
სულ ტყუილად. ზო... May 30 2007, 09:56 AM
ulvashi
რატომაა სხვა საკი... May 30 2007, 10:17 AM
ირგე ulvashi
თემასთან კი. სა... May 30 2007, 10:24 AM
ulvashi ბოლო პოსტი კარგად ... May 30 2007, 11:20 AM
ირგე ulvashi
შეზღუდვების გა... May 30 2007, 11:27 AM
Lenus
ანუ, პრიორიტეტული ... May 30 2007, 11:46 AM
ulvashi
ეგ ბუნებრივია, მაგ... May 30 2007, 11:47 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი