საქართველოს პრეზიდენტი, მისი პოლიტიკა ეკლესიასთან დაკავშირებით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს პრეზიდენტი, მისი პოლიტიკა ეკლესიასთან დაკავშირებით |
კანონისტი |
Oct 18 2006, 05:52 PM
პოსტი
#301
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
შეიძლება ვინმეს ცოტა შეუსაბამოდაც კი ეჩვენოს ამგვარი შინაარსის თემის გახსნა, თუმცა კი, მიმაჩნია, რომ იგი აუცილებლად უნდა იყოს.
ცხადია, აქ თავი უნდა შევიკავოთ ისეთი გამონათქვამებისაგან, რაც არც პრეზიდენტს ეკადრება და არც მართლმადიდებელ ქრისტიანს. ამავე დროს, კარგი იქნება, თუ მივუთითებთ კონკრეტულ დადებით ან უარყოფით ფაქტებს, რაც უშუალოდ ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას. მქონდა ბედნიერება, რომ გარკვეული ხნის მანძილზე მქონოდა ურთიერთობა ბატონ პრეზიდენტთან და ერთი რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა და ყველა დავარწმუნო არის ის, რომ ბატონი სააკაშვილი უაღრესად კეთილგანწყობილია ეკლესიის, და განსაკუთრების მისი საჭეთმპყრობლის უწმიდესი ილია II-ის მიმართ. პირველი რაც მომაგონდა, სჯობს ალბათ მართლმადიდებლებამდე მივიტანოთ ის სამართლებრივი აქტები, რომელსაც გამოსცემს პრეზიდენტი სააკაშვილი ეკლესიისათვის ხელშეწყობის მიზნით. ამჯერად წარმოგიდგენთ მის განკარგულებებს 2006 წლის 1 იანვრიდან დღემდე. სხვა აქტებს შემდგომ მოგაწვდით. ისევ ვიმეორებ, ამ თემის მიზანია, რომ შეიქმნას ობიექტური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ახორციელებს პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობა უდიდესი წინაპირობა იქნება ივერიის გასაბწრყინებლად. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 198 2006 წლის 18 აპრილი ქ.თბილისი საქართველოს საპატრიარქოსათვის მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის მშენებლობისათვის საკუთრებაში გადაეცეს მცხეთის რაიონის დაბა ზაჰესში, ენერგეტიკის ქუჩაზე მდებარე 1900 (ათას ცხრაასი) კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. 2. მცხეთის რაიონის გამგეობამ მიწის გადასაცემად უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 289 2006 წლის 19 მაისი ქ.თბილისი საქართველოს საპატრიარქოსათვის წყალტუბოს რაიონის სოფელ თერნალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ 1. დაკმაყოფილდეს წყალტუბოს რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ტაძრის ასა-შენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს წყალტუბოს რაიონის სოფელ თერნალში მდებარე 1800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2. წყალტუბოს რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 315 2006 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საპატრიარქოსათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ 1. დაკმაყოფილდეს წყალტუბოს რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს ქ. წყალტუბოში, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთასთან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2. წყალტუბოს რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვა-ლისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N412 2006 წლის 28 ივლისი ქ.თბილისი სახელმწიფო ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროში ყოფილი სამხედრო ნაწილის N 9 რეგიონალური ბაზის ს/ნ 05647 ს/ქ N 2, N 14 ყაზარმის მიწის ფართობი (4202 კვ.მ.), N 16 შტაბის შენობის მიწის ფართობი (2359 კვ.მ.), N 13 სასადილოს მიწის ფართობი (5493 კვ.მ.), N 71 საწყობის მიწის ფართობი (1985 კვ.მ.), N 17 სანიტარიული ნაწილის მიწის ფართობი (2881 კვ.მ.), N 64 გამშვები პუნქტის მიწის ფართობი (187,2 კვ.მ.) სიმბოლურ ფასად, 1000 (ათასი) დოლარის ეკვივალენტ ლარად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს. 2. მყიდველმა ობიექტის საფასურის გადახდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში. 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე) ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 454 2006 წლის 15 აგვისტო ქ.თბილისი საქართველოს საპატრიარქოსათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ 1. დაკმაყოფილდეს გარდაბნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 0,57 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2. გარდაბნის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 453 2006 წლის 15 აგვისტო ქ.თბილისი საქართველოს საპატრიარქოსათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ 1. დაკმაყოფილდეს გორის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდებარე 936,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2. გორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოლს პრეზიდენტის განკარგულება N 479 2006 წლის 23 აგვისტო ქ.თბილისი საქართველოს საპატრიარქოსათვის გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ 1. დაკმაყოფილდეს გარდაბნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2. გარდაბნის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 538 2006 წლის 15 სექტემბერი ქ.თბილისი საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ 1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს ქ. თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩასა და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (დიღმის მასივის II კვარტლის მიმდებარედ) შორის არსებული მიწის ნაკვეთი (2000 კვ.მ). 2. ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მიხეილ სააკაშვილი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნიკოლოზ_V |
May 29 2007, 12:20 PM
პოსტი
#302
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
კანონისტი
ციტატა შენ არ მოიაზრები იმ "ზოგიერთებში"... ციტატა შენიშვნა ძირითადად ნიკოლოზ_V-ს ეხებოდა ვერაფერი ვერ გავიგე ციტატა შენ არაფერ შუაში ხარ პირადად პოსტებს მიშლიან, მიშააა I. განყოფილება "საეკლესიო სამართალი" 1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია ფორუმზე დარეგისტრირებული წევრების მიერ საეკლესიო სამართალთან, ეკლესიისა და სახელმწიფოსთან დაკავშირებული მოსაზრებების, იდეებისა და შეხედულებების გამოსახატად. 2. განყოფილებაში მოქმედებს ფორუმის საერთო წესები. 3. განყოფილების თემად ითვლება ყველა ის თემა ან ქვეთემა, რომელიც ეხება: 3.1. უშუალოდ საეკლესიო სამართალს; 3.2. ცხოვრებისეულ იმ საკითხებს რომელსაც საეკლესიო სამართალი პირდაპირ განსაზღვრავს; 3.3. ყველა იმ სფეროს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის სამართლებრივი ცხოვრებისათვის; 3.4. საქართველოს სახელმწიფოს და მის უმაღლეს ხელისუფლებას; 3.5. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს. 4. განყოფილების ენა არის ახალი ქართული. 4.1. ყოველი მოსაზრება უნდა იქნეს დაწერილი ქართული მხედრული ანბანით. 4.2. არაქართულენოვანი მოსაზრების ან ციტატის დაწერა დასაშვებია მაშინ, თუ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. II. მოსაზრების (ე.წ. "პოსტი"-ს) დაწერის წესი 1. მოსაზრება უნდა იქნეს დაწერილი გასაგებად და მკაფიოდ, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებლურ სწავლებას. 2. მოსაზრება უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს. 3. დაუშვებელია თემისგარეთა მოსაზრებები (ე.წ. "ოფტოპიკი"), ლაყბობა (ე.წ. "ჩეთი") ან თემიდან სხვაგვარი გადახვევა. 4. დაუშვებელია შეურაცხყოფა, გადაკიდება და განკითხვა. III. ახალი თემის გახსნა 1. ახალი თემა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის I ნაწილის მე-3 პუნქტს. 2. დაუშვებელია ახალი თემის გახსნა მაშინ, როდესაც არსებობს მსგავსივე შინაარსის სხვა თემა ამავე ან სხვა განყოფილებაში. 3. ფორუმის 10 წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მნიშვნელოვანი თემის მიჭიკარტება (ე.წ. "მიპინვა"). IV. მოდერატორი 1. ფორუმზე დადგენილი წესების შესაბამისად განყოფილებას აკონტროლებს მოდერატორი. 2. მოდერატორს უფლება აქვს: 2.1. შეაერთოს, გადაიტანოს, მიაჭიკარტოს, ჩამოაჭიკარტოს, წაშალოს, ჩაასწოროს ან დახუროს თემა ან შესაბამისად ცალკეული მოსაზრება; 2.2. გაფრთხილება (ე.წ. "ვორნი") მისცეს ფორუმის წევრს ამ წესების ან ფორუმის საერთო წესების დარღვევისათვის; 2.3. შეასრულოს მისთვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. 3. ფორუმის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მოდერატორის ნებისმიერი გადაწყვეტილება ადმინისტრატორთან. V. წესებში ცვლილების შეტანა 1. წესებში ცვლილების შეტანა ხდება მოდერატორის მიერ საკუთარი ან არანაკლებ 15 წევრის ინიციატივით. გადავხედე ამ განყოფილების წეესბს და მაინტერესებს მე და ულვაშმა როელი პუნქტი დავარღვიეთ? ?? -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th October 2024 - 11:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი