სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Apr 25 2007, 01:30 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოკუპაციისთანავე კომუნისტები შეუდგნენ ეკლესიების რბევას და ქართველი ხალხის რელიგიური მრწამსის აღმოფხვრას. პირველი ნაბიჯი იყო საეკლესიო ქონების კონფისკაცია. ეკლესიების დიდი ნაწილი ან საერთოდ აღგავეს პირისაგან მიწისა, ანდა სახელმწიფო და პარტიულ დაწესებულებათა შენობებად, კლუბებად, საწყობებად და თვით ფარეხებადაც კი აქციეს. ასეთი ხვედრი ხვდა წილად ქართველისათვის სათაყვანებელ მრავალ ძველ სამლოცველოს, კათედრალსა და ეკლესია-მონასტერს, მათ შორის ჯვრის მონასტერს, კათედრალებს თბილისში, ნიკორწმინდაში, ბედიაში, მოქვსა და ჯუმათში (რომელსაც ჯვრის ნაცვლად ლენინის ბიუსტი დაადგეს) და სხვა. გაზიდეს ჯვრები, შანდლები, ხატები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. ნაწილი მუზეუმებს გადასცეს, მაგრამ უმეტესობა საბჭოთა რუსეთში გაიტანეს. გაიტაცეს ძვირფასი თვლები, ხოლო ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გადაადნეს.
ოკუპაციისთანავე შეიქმნა "მებრძოლ ათეისტთა საბჭო", რომელსაც მიეცა დიდძალი ფულადი ფონდი, შენობები, პრესა და ა.შ. და დაევალა ანტირელიგიური პროპაგანდა, ლენინის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს ნათქვამი სიტყვების თანახმად: "რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია არის ერთგვარი სულიერი არაყი, რომლისთაც კაპიტალის მონები კარგავენ ადამიანურ სახესა და ღირსების გრძნობას." კომუნისტების შემოსვლამდე საქართველოში, მრავალი ათასი ეკლესია იყო, ოკუპაციიდან ერთი წლის შემდეგ, 1922 წელს კი კათოლიკოსი ამბროსი ჩიოდა, რომ საქართველოში მხოლოდ 1500 ეკლესია მოქმედებსო. 1951 წელს კათოლიკოსმა კალისტრატემ "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტთან ჰარისონ ე. სეილსბერისთან საუბრისას თბილისში აღნიშნა, მხოლოდ ასი ეკლესია დაგვრჩაო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აქედანაც ნათელია, რა უყვეს კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას. იდევნება რელიგიური წეს-ჩვეულებები. აკრძალულია ბავშვების მონათვლა ანდა საეკლესიო ჯვრისწერა (ამ მხრივ მეტი შეღავათები იყო მეორე მსოფლიო ომის დროს). თუ როგორ შეხვდა ქართველი ხალხი ამ აკრძალვებს, ეს ჩანს მღვდლის შვილის ვალერიან სანგულიასმიერ 1954 წლის 13 ოქტომბერს ჩვენამდე ფიცით მოცემეული ჩვენებიდან: "მინდა აღვნიშნო, რომ კომუნისტები არა მხოლოდ სამღვდელოებას დევნიდნენ, არამედ პრაქტიკულად მათ ყველა ეკლესია-მონასტერი გააჩანაგეს. მოგეხსენებათ, ქართული ეკლესია IV საუკუნიდან იღებს სათავეს. იმ დროიდან მოყოლებული ქართველ ხალხს არ უღალატია თავისი რწმენისათვის, მთელი საქართველო მოფენილი იყო ტაძრებით, მონასტრებითა და ეკლესიებით. დაიპყრეს თუ არა საქართველო, კომუნისტებმა იერიში მიიტანეს ეკლესიებზე. ზოგი მათგანი მთლიანად დაანგრიეს, მაგალითად კათედრალური ტაძარი თბილისში, ხოლო ზოგი კლუბებად ან თავლებად აქციეს და ყოველნაირად შებღალეს. მე ვარ იმის მომსწრე, რომ ერთ ცნობილ და ძალიან ძველ ეკლესიას ჯვარი მოხსნეს და ზედ ლენინის ქანდაკება დაადგეს; დიახ, ლენინის ბიუსტი ჯვრის ნაცვლად. კომუნისტებმა არა მხოლოდ დაანგრიეს და შემუსრეს ეკლესიები, არამედ გაძარცვეს ისინი ყოველგვარი განძეულობისაგან, რაც იქ საუკუნეების მანძილზე ინახებოდა. ქართველები ღრმად მორწმუნე ხალხია. ქართველი მეფეები, დიდებულები და უბრალო ხალხი ათასგვარ ძვირფას ნივთს სწირავდნენ ეკლესიას. კომუნისტებმა დააცარიელეს ეკლესიები და მთელი განძეულობა რუსეთში გაგზავნეს. ერთი მაგალითი: დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონასტრიდან გაიტანეს დიდად ცნობილ ქართველ მეფესთან დაკავშირებული განძეულობა. ამის გამო პროტესტი გაეგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვდნენ წაღებული ნივთების დაბრუნებას. მათ ცინიკურად განუცხადეს, რომ განძეულობა მოსკოვშია გაგზავნილი სარესტავრაციოდ. ამის შემდეგ ეს განძეულობა აღარავის უნახავს. ტერორისა და დევნის მიუხედავად, კომუნისტებმა ვერ შეძლეს ქართველ ხალხში რელიგიური გრძნობის მოსპობა. ბევრჯერ ვყოფილვარ იმის მოწმე არა მხოლოდ ჩემს მშობლიურ სოფელში, არამედ სხვაგანაც, როდესაც საიდუმლოდ მოსულან მამაჩემთან და ბავშვის მონათვლა ან სხვა რელიგიური წესის აღსრულება უთხოვიათ. ასეთ შემთხვევაში ყველა კარსა და ფანჯარას ვკეტავდით, რომ კომუნისტს ან ინფორმატორს არაფერი გაეგო. მაგრამ მამაჩემს განსაკუთრებით უჭირდა, როდესაც ზიარებისათვის იძახებდნენ. დღისით წასვლა სახიფათო იყო, ამიტომ ღამეს ამჯობინებდა. მახსოვს ასეთი შემთხვევაც: ადგილობრივი დიდი თანამდებობის პირის, კაპიტან თორიას ცოლი ქმრისგან უჩუმრად მივიდა ბავშვის მოსანათლად. მაგრამ მოგვიანებით ეს ფაქტი გამჟღავნდა და ცოლიც და ქმარიც დააპატიმრეს. ქმარი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და სადღაც გააქრეს." ოკუპაციის პირველი დღიდანვე დაიწყო სამღვდელოების დევნა. ათასობით ქართველი მღვდელი, ბერი და მონაზონი დააპატიმრეს, გადაასახლეს, აწამეს და დახვრიტეს. აი, რას გვიამბობს ამის შესახებ ვალერიან სანგულია: "კომუნისტები მოვიდოდნენ რომელიმე სოფელში და ხალხს უბრძანებდნენ შეკრებილიყვნენ მოედანზე ან საფიხვნოზე (ვაი იმას, ვინც არ მოვიდოდა). შემდეგ ხალხს მიმართავდნენ პროპაგანდისტები და რელიგიას აძაგებდნენ. ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობდნენ: "რელიგია ოპიუმია, საწამლავია; იგი ხალხის დასამონებლად არის მოგონილი ექსპლუატატორებისა და მდიდრების მიერ; იმქვეყნიური სიკეთის აღთქმით იმორჩილებენ ღარიბებსა და უპოვართ; მჩაგვრელები ეუბნებიან ხალხს, რაც უფრო მეტად გაიტანჯებით ამქვეყნად, მით უფრო ნეტარნი იქნებით იმ სოფლად; ეკლესია იმპერიალისტებსა და მდიდრებს ემსახურება, ყველა მღვდელი ხალხის მტერია; ამიტომ არის, რომ ჩვენ, კომუნისტები, ხალხის ინტერესების ჭეშმარიტი დამცველნი, ვებრძვით ეკლესიასა და სამღვდელოებას. დაუსწორდით თქვენს მოღალატეებსა და უსასტიკეს მტრებს" და ა.შ. ამის შემდეგ მათი აგენტები იწყებდნენ ყვირილს: "მღვდელი, მღვდელი, მოღალატე მოვიყვანოთ აქ!" მიდიოდა 10-15 აგენტი და მოათრევდა მღვდელს შეკრების ადგილას, ხელებშეკრულს ყელზე თოკი ჰქონდა გამობმული. კომუნისტები დაუნდობლად ურტყამდნენ მუშტებსა და წიხლებს. სამოსელს შემოახევდნენ, წმინდა ჯვარს ჩამოგლეჯდნენ, ტალახში ათრევდნენ და წვერს გაპარსავდნენ. ძალით თავმოყრილი ხალხი გარინდებული იდგა. ადრე ზოგი ცდილობდა გამოჰქომაგებოდა და მიშველებოდა უმწეო მსხვერპლს, მაგრამ ასეთებს ადგილზე კლავდნენ და ამის შემდეგ ხმას არავინ იღებდა. ზოგჯერ დედაბრები თუ წამოიტირებდნენ სასოწარკვეთილებისა და სიბრალულისაგან. იგივე ხვედრი ერგო მამაჩემს და ბევრ სხვა მღვდელს. როდესაც მამაჩემი სახლიდან გაათრიეს, საბარლო დედაჩემი თან გაჰყვა და მეც თან წამიყვანა. პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. მახსოვს აგრეთვე, მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა, - ისიც მღვდელი იყო - მ. ხარებავა. კომუნისტებმა იგი სასიკვდილოდ სცემეს, ხოლო შემდეგ წვერზე ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ყოველთვის, როდესაც კომუნისტები სცემდნენ და აწამებდნენ მღდლებს ხითხითით ეკითხებოდნენ: "სად არის თქვენი ღმერთი ახლა? რატომ არ გეხმარებათ?" კომუნისტები ყველაფერს აკეთებდნენ ხალხში რელიგიური გრძნობის დასათრგუნავად და მათ გამოსავლენად, ვინც კვლავ იცავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. ვალერიან სანგულია განაგრძობს: "მახსოვს, შობის, აღდგომისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს სკოლაში კომუნისტები მოდიოდნენ და მოსწავლეებს გვეკითხებოდნენ, რა კერძები გვქონდა შინ იმ დღეს. შავ დღეს დააყრიდნენ ოჯახს, თუ ბავშვი იტყოდა რომ სადღსასწაულოდ ჰქონდათ რაიმე მომზადებული. აღდგომის მეორე დღეს კომუნისტების შვილებს ხელებს უსინჯავდნენ და ვაი მას, ვისაც თითები წითლად, ლურჯად ან სხვა ფერად ჰქონდა შეღებილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ სააღდგომოდ კვერცხები შეეღებათ. ასეთი ბავშვების მშობლებს სასტიკად სჯიდნენ, ჩვეულებრივ - გადასახლებით." მაგრამ ამ სასტიკმა დევნამ სულიერად მაინც ვერ გატეხა ქართველი სამღვდელოება. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო და ეკლესიის ისტორიაში იშვიათი სიმტკიცე გამოამჟღავნა. სხვათა შორის, როდესაც წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, ვისაც კი შეეძლო, თავს შველოდა, უცხოეთში მიეშურებოდა, მაგრამ არც ერთ სასულიერო პირს საქართველო არ დაუტოვებია. ისინი მრევლთან დარჩენასა და მისი ხვედრის გაზიარებას ამჯობინებდნენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| afxazi |
May 29 2007, 04:38 PM
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ulvashi
ციტატა არის უფლებების დარღვევის უხეში მაგალითები და სახელმწიფო არის დამნაშავე იმიტომ რომ არ იცავს დარღვეულ უფლებებს, არ სჯის დამნაშავეებს და ა.შ. თავის დროზე სახელმწიფომ უხეშად დაარღვია ბასილ მკალავიშვილის დაჯგუფების უფლებები, მერე რა, რომ ისინი განდგომილნი არიან მართლმადიდებლური ეკლესიიდან, მათ თავიანთი რწმენა აქვთ ბოლო მაგალითი იყო ფერიის მთაზე ეკლესიიდ დანგრევა, რაც იყო კერძო საკუთრების უხეში დარღვევა და სახელმწიფო იყო ვალდებული, მინიმუმ დაესაჯა უშუალო დამნაშავეები და პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები ამაშეი ძნელია არ დაგეტანხმო, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა მე ვიცი რომ ცალკეული სემთხვევების გარდა სჯიან ამ მხრივ დამნაშავეებს, ამას წინათ გავიგე რომ იეღოველის ცემისთვის ერთს სამი წელი მიუსაჯეს. ბასილ მკლავიშვილი კი ცალკე ფენომენია. მარტალია ძალიან საშინლად მოხდა მისი დაკავება, ეს არ უნდა მომხდარიყო, ამ მხრივ ხელისუფლება ხშირად ცდება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine რელიგიის დევნა საქართველოში Apr 25 2007, 01:30 PM
შოთა საოცრება ისაა, რომ á... Apr 29 2007, 08:04 AM
ზესქვი_უჩა ექვსკურსიაზე გაიჟá... May 2 2007, 04:30 AM
afxazi ზესქვი_უჩა
არ დაიჯá... May 2 2007, 04:53 PM
Floyd ზესქვი_უჩა
იცი უჩა... May 3 2007, 09:52 AM
დათიკო afxazi
Floyd
საინტერესოა რ... May 4 2007, 01:21 AM
Floyd დათიკო
იცი სტალინი... May 4 2007, 10:05 AM
ქავთარაძე Floyd
ეხლავე დავდებ მა... May 4 2007, 10:22 AM
natia83
ეხლავე დავდებ მამá... May 4 2007, 11:25 AM
შოთა ქავთარაძე
გირჩევდ... May 4 2007, 11:31 AM
ნათია
natia83
მილიონობით ხალ... May 27 2007, 11:32 PM
ქავთარაძე შოთა
რატომ ენდობი áƒ... May 4 2007, 01:48 PM
შოთა ქავთარაძე
მე ვერ ჩáƒ... May 4 2007, 02:14 PM
Lenus
შოთა,
რამდენი მილá... May 4 2007, 07:37 PM
ირგე არამართლმადიდებლáƒ... May 27 2007, 07:51 PM
marita26 ირგე
რომელს გულისხ... May 27 2007, 07:55 PM
ketino
დააკონკრეტე. May 27 2007, 07:58 PM
ირგე marita26
ketino
ყველას. წარმá... May 27 2007, 10:14 PM
marita26 ირგე
არავინ არ დასáƒ... May 27 2007, 11:00 PM
ირგე marita26
წარმართებიდან ... May 27 2007, 11:03 PM
marita26 ირგე
მერე მე დაგიწáƒ... May 27 2007, 11:08 PM
ირგე marita26
გაეცანი სუბარიá... May 27 2007, 11:13 PM
marita26 ირგე
მაგას ზუსტად áƒ... May 27 2007, 11:16 PM
ირგე marita26
გაეცანი მოხსენ... May 27 2007, 11:18 PM
marita26 ირგე
მასიური ნიშნა... May 27 2007, 11:19 PM
ირგე marita26
ბევრგან და ხშიáƒ... May 27 2007, 11:21 PM
marita26 ირგე
არც მოხსენება... May 27 2007, 11:23 PM
ირგე marita26
ანუ არ გაინტერáƒ... May 27 2007, 11:26 PM
marita26 ირგე
სუბარის მოხსე... May 27 2007, 11:29 PM
ირგე marita26
აბა რა გაიგე სხá... May 27 2007, 11:30 PM
marita26 ირგე
ხო ჯერ ჩემი საá... May 27 2007, 11:33 PM
ირგე marita26
მდააა. ნეტა ყვეá... May 27 2007, 11:39 PM
ketino ირგე
და როდიდან გაá... May 27 2007, 11:54 PM
ნათია ირგე და ეგრი ? :unsure: May 28 2007, 12:02 AM
marita26 ირგე
საუბრით პატრი... May 28 2007, 12:03 AM
marine ირგეს გასაგონად ვა... May 28 2007, 12:22 PM
afxazi ირგე
როგორც ჩანს შáƒ... May 28 2007, 02:37 PM
ირგე marineს გასაგონად ვამბ... May 28 2007, 04:46 PM
marine
marineს გასაგონად ვამáƒ... May 28 2007, 04:57 PM
afxazi ირგე
აბა რატომ დავá... May 28 2007, 05:10 PM
ირგე marine
იყო.
შეცვალე თეáƒ... May 28 2007, 05:26 PM
marine ირგე
გთხოვ, ბოლომდá... May 28 2007, 05:28 PM
afxazi ირგე
ძალიან დაკონáƒ... May 28 2007, 05:34 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e რელიგია იდევნება კ... May 28 2007, 05:47 PM
ირგე marine
რომელი?
afxazi
ხო ეგá... May 28 2007, 05:50 PM
afxazi ირგე
პირველ ორში აá... May 28 2007, 06:03 PM
ირგე afxazi
მაინც?
მხოლოდ მáƒ... May 28 2007, 06:23 PM
afxazi ირგე
ეხლა თან არ მა... May 28 2007, 06:42 PM
ირგე afxazi
საინტერესო ინფáƒ... May 28 2007, 07:45 PM
კანუდოსელი
afxazi
საინტერესო ინფá... May 29 2007, 01:16 PM
ulvashi როგორც ადამიანს ვე... May 29 2007, 09:30 AM
ირგე ulvashi
შენ უცხოეთიდან ... May 29 2007, 10:05 AM
ulvashi ირგე
რატომ მეკითხáƒ... May 29 2007, 10:43 AM
ირგე ulvashi
ოზურგეთში არ ირ... May 29 2007, 12:21 PM
ulvashi ირგე
კი ირღვევა, რაá... May 29 2007, 12:32 PM
ირგე ulvashi
არცერთი არ მინდ... May 29 2007, 12:50 PM
ulvashi
ulvashi
არცერთი არ მინáƒ... May 29 2007, 01:04 PM
ირგე ulvashi
თლა ეგრე არაა, მá... May 29 2007, 01:06 PM
afxazi ulvashi
ფერიის მთის ტაძ... May 29 2007, 01:08 PM
ulvashi afxazi
რომელიმე ადგილáƒ... May 29 2007, 01:16 PM
ირგე კანუდოსელი
სალამი.... May 29 2007, 01:25 PM
afxazi ulvashi
ყოველშემთხვევáƒ... May 29 2007, 01:36 PM
ulvashi
ზუსტი ინფორმაცია á... May 29 2007, 02:03 PM
afxazi ulvashi
ეს კი ნამდვილად... May 29 2007, 02:18 PM
ulvashi როგორ მოუვლიან, შიáƒ... May 29 2007, 02:21 PM
afxazi ulvashi
ზუსტად ეხლა მიჭ... May 29 2007, 02:28 PM
ulvashi ახლა რა ვქნათ, რახაá... May 29 2007, 02:30 PM
afxazi ulvashi
ვინ არ უშვებს? მáƒ... May 29 2007, 02:33 PM
ulvashi სახელმწიფო არ უშვე... May 29 2007, 02:35 PM
afxazi ulvashi
მართლა არ მესმი... May 29 2007, 02:39 PM
ulvashi
სახალხო დამცველის... May 29 2007, 02:40 PM
afxazi ulvashi
აბა იქნებ ფაქტე... May 29 2007, 02:45 PM
ulvashi 1 წლის წინანდელი ფაá... May 29 2007, 02:47 PM
afxazi ulvashi
კარგი მომიყევი ... May 29 2007, 02:49 PM
ulvashi ადამიანს საკუთარ ე... May 29 2007, 02:53 PM
afxazi ulvashi
კარგი დიდი მადლá... May 29 2007, 03:09 PM
ირგე afxazi
ეგეც დარღვევაა, ... May 29 2007, 03:21 PM
afxazi ირგე
იყო ასეთი შემá... May 29 2007, 03:37 PM
ირგე afxazi
რა გითხრა აბა.
აáƒ... May 29 2007, 03:47 PM
afxazi ირგე
აბა გამარკვიე... May 29 2007, 03:55 PM
ირგე afxazi
ნაღდად ვერ გეტყá... May 29 2007, 04:04 PM
afxazi ირგე
აი ეხლა ორგზიá... May 29 2007, 04:21 PM
ulvashi afxazi
მე არ მითქვამს, მ... May 29 2007, 04:31 PM
ირგე ulvashi
ვისი საკუთრებიá... May 29 2007, 04:33 PM
ulvashi
ამ შემთხვევაში საáƒ... May 29 2007, 04:42 PM
afxazi ირგე
შენ რა გითხარá... May 29 2007, 04:46 PM
ირგე ulvashi
დარწმუნებული ხá... May 29 2007, 04:52 PM
ulvashi
ulvashi
მშენებარე ეკლე... May 29 2007, 04:52 PM
ulvashi პასუხისმგებლობა ფá... May 29 2007, 05:14 PM
ირგე ulvashi
დარწმუნებული ხá... May 29 2007, 05:26 PM
afxazi ირგე
ეს სხვა რამეა,... May 29 2007, 05:53 PM
ulvashi ირგე
საკუთრების და... May 30 2007, 09:28 AM
ირგე ulvashi
სულ ტყუილად. ზოáƒ... May 30 2007, 09:56 AM
ulvashi
რატომაა სხვა საკიáƒ... May 30 2007, 10:17 AM
ირგე ulvashi
თემასთან კი. საáƒ... May 30 2007, 10:24 AM
ulvashi ბოლო პოსტი კარგად áƒ... May 30 2007, 11:20 AM
ირგე ulvashi
შეზღუდვების გაá... May 30 2007, 11:27 AM
Lenus
ანუ, პრიორიტეტული ... May 30 2007, 11:46 AM
ulvashi
ეგ ბუნებრივია, მაგá... May 30 2007, 11:47 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2026 - 08:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი