როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას?, დადებითად/უარყოფითად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას?, დადებითად/უარყოფითად |
ნათია |
May 30 2007, 12:10 AM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ადამიანთა სიკვდილით დასჯა არის დიდი ბოროტება და დანაშაული. ზოგი იტყვის, რომ იგივე სიბოროტე იყო დამნაშავისაგან დანაშაულის ჩადენა, მაგრამ არ უნდა ვუპასუხოთ დანაშაულს იმავე დანაშაულით. რა თქმა უნდა, საშიში პიროვნებისგან სხვა ხალხის დაცვის მიზნით დამნაშავე უნდა იმყოფებოდეს საზოგადოებისაგან იზოლირებული, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება მისი სიცოცხლის ხელყოფის. როგორ აფასებს სიკვდილით დასჯას ეკლესია? ხომ არ მოგეპოვებათ ამასთან დაკავშირებით წმინდა მამების მოსაზრებები? თუ წერია ახალ აღთქმაში სიკვდილით დასჯის შესახებ? მადლობა უფალს, საქართველოში კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ 1996 წელს გააუქმეს. P.S. უფრო წმინდა მამების მოსაზრებები მაინტერესებს ან წმინდა წერილიდან სიკვდილით დასჯის შესახებ. იქნებ მამაომაც გვიპასუხოს, რას ფიქრობს რამდენად გამართლებულია ეს სასჯელი? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ირგე |
May 30 2007, 11:18 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
_გიორგი_
რატომ იცავ სიკვდილის დაცვას მაინც ვერ გავიგე. თუ ადამიანს სიკვდილით არ დასჯიან ან შენ ან ვინმეს რამე დააკლდება? მეორეც განაჩენი გამოაქვს სასამართლოს, რომელიც შეიძლება შეცდეს. ეხლა მითხარი რა სჯობია: არცერთი დამნაშავე არ დაისაჯოს სიკვდილით, თუ ერთი უდანაშაულო მაინც დაისაჯოს სიკვდილით? |
გიორგი |
May 30 2007, 11:27 AM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
_გიორგი_ თუ ადამიანს სიკვდილით არ დასჯიან ან შენ ან ვინმეს რამე დააკლდება? მეორეც განაჩენი გამოაქვს სასამართლოს, რომელიც შეიძლება შეცდეს. ეხლა მითხარი რა სჯობია: არცერთი დამნაშავე არ დაისაჯოს სიკვდილით, თუ ერთი უდანაშაულო მაინც დაისაჯოს სიკვდილით? რთული საკითხია, მაგრამ ეგრე სასამართლო ყოველთვის შეიძლება შეცდეს . . . ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა, მაგრამ მაგ ლოგიკით ტყუილა რომ სიკვდილამდე პატიმრობა მიესაჯოს ადამიანს და სიცოცხლის ბოლომდე ტყუილა ციხეში იყოს ესიც ძალიან ცუდია. უვადო პატიმრობა კი არა და ვთქვათ 20 წელი რომ ტყუილა იყოს ადამიანი ციხეში ეგეც ძალიან დიდი საშინელებაა, მაგრამ ეგრე შეცდომის შიშით სასჯელს ხომ ვერ გავაუქმებთ. მეორე კითხვაზე პასუხიც რთულია, მაგრამ აქაც იგივე ლოგიკაა . . . რომელი ჯობია არცერთი დამნაშავე არ დაისაჯოს სამუდამო პატიმრობით თუ ერთი უდანაშაულო მაინც დაისაჯოს უვადო პატიმრობით? ძალიან რთულია. თუ სასამართლოს სწორი განაჩეი ვერ გამოაქვს ამ მოტივით სასჯელების შემსუბუქება არ მიმაჩნია სწორად. ისე საერთოდ სახელმწიფო აზროვნებით ჯობია ერთი უდანაშაულო დაისაჯოს სიკვდილით ვიდრე მკვლელები გარეთ აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ისინი მაინც დახოცავენ ხალხს, შეიძლება მოჰყვეს რეციდივი . . . ურთულესი საკითხია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი