![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ადამიანთა სიკვდილით დასჯა არის დიდი ბოროტება და დანაშაული. ზოგი იტყვის, რომ იგივე სიბოროტე იყო დამნაშავისაგან დანაშაულის ჩადენა, მაგრამ არ უნდა ვუპასუხოთ დანაშაულს იმავე დანაშაულით. რა თქმა უნდა, საშიში პიროვნებისგან სხვა ხალხის დაცვის მიზნით დამნაშავე უნდა იმყოფებოდეს საზოგადოებისაგან იზოლირებული, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება მისი სიცოცხლის ხელყოფის. როგორ აფასებს სიკვდილით დასჯას ეკლესია? ხომ არ მოგეპოვებათ ამასთან დაკავშირებით წმინდა მამების მოსაზრებები? თუ წერია ახალ აღთქმაში სიკვდილით დასჯის შესახებ? მადლობა უფალს, საქართველოში კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ 1996 წელს გააუქმეს. P.S. უფრო წმინდა მამების მოსაზრებები მაინტერესებს ან წმინდა წერილიდან სიკვდილით დასჯის შესახებ. იქნებ მამაომაც გვიპასუხოს, რას ფიქრობს რამდენად გამართლებულია ეს სასჯელი? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ulvashi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
_გიორგი_
ციტატა მეორე კითხვაზე პასუხიც რთულია, მაგრამ აქაც იგივე ლოგიკაა . . . რომელი ჯობია არცერთი დამნაშავე არ დაისაჯოს სამუდამო პატიმრობით თუ ერთი უდანაშაულო მაინც დაისაჯოს უვადო პატიმრობით? ძალიან რთულია. თუ სასამართლოს სწორი განაჩეი ვერ გამოაქვს ამ მოტივით სასჯელების შემსუბუქება არ მიმაჩნია სწორად. ისე საერთოდ სახელმწიფო აზროვნებით ჯობია ერთი უდანაშაულო დაისაჯოს სიკვდილით ვიდრე მკვლელები გარეთ აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ისინი მაინც დახოცავენ ხალხს, შეიძლება მოჰყვეს რეციდივი . . . ურთულესი საკითხია არა ჩემო კარგო, ძალაინ ცდები ერთი უდანაშაულოს დასჯას სჯობს 10 დამნაშავე უყოს გარეთ. მაგას კარგად მაშინ გაიგებ, შენ თუ აღმოჩნდები იმ ერთი უდანაშაულოს როლში სად არის დემოკრატიულ სა სამართლებრივ აზროვნებას აქ არ ველოდი, მაგრამ ასეთი სიყვარულისგან, მიმტევებლობისაგან და კაცთმოყვარეობისაგან დაცლილი ტუ იქნებოდა, არ მეგონა ზოგადად უმრავლესობის განწყობაზე ვამბობ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 08:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი