ქართული ხალხური ინსტრუმენტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური ინსტრუმენტები |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:42 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აქ ვისაუბროთ, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე.
გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, მის წარმომავლობაზე, დამზადებაზე, შემსრულებელზე და ა.შ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ჯეგე |
Jan 30 2007, 04:21 PM
პოსტი
#2
|
ღორონთქ გოგიმორძგვან! ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 |
მოსაზრება არ ვიცი, მარა ლარჭემის სწავლის მუღამი მაქვს, ლარჭემიდან მერე აფხარცაზე ვაპირებ გადასვლას.
ამჯერად კი ჭიბონის ჭყვიტინის სწავლა მომიწევს -------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
Ninia I |
May 30 2007, 02:36 PM
პოსტი
#3
|
ბეგე მიყვარხარ ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 |
აფხარცაზე ვაპირებ გადასვლას. ”აფხარცა” არა ”აფხერცა”. ისე ეს საკრავი მკვლევარების მიერ ”აფხიარცა”-დაც არის მოხსენიებული. რახან შევეხეთ აფხაზურ ხალხურ საკრავებზე მე დავწერ. აჭარპანი უენო სალამურის მსგავსი ჩასაბერი საკრავია, რომელიც ლერწმისაგან მზადდება. მას სამი თვალი აქვს. მისი წარმოშობა მწყემსურ ყოფას უკავშირდება. აჭარპანს უკრავდნენ ფარის ძოვნის დროს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი კარგი შემსრულებელი ახერხებს გარკვეული მელოდიის შესრულებისას, ცხვირით მეორე ხმის აყოლებას. აჭარპანი მყარად იყო დამკვიდრებული განსაკუთრებით მწყემსთა საქმიანობაში, მას მაგიურ ძალასაც მიაწერდნენ. გამოიყენებოდა მაღალმთიან ადგილებში. რაც შეეხება აიუმას, იგი სამკუთხა ფორმისაა და ცხენის ძუისაგან დამზადებული 14 სიმი აქვს. იგივე ფორმისაა ახუმაც, მხოლოდ მას 28 სიმი აქვს. ამჟამად მათზე აღარავინ უკრავს. ორ სიმიანი აფხიარცა უმთავრესად თანმხლები საკრავია და მასზე დამკვრელი უპირატესად მამაკაცია. აფხაზური და ქართული (სვანური) ხალხური საკრავების აშკარაა მსგავსება. დასტურად მოვიყვან მათ ფორმას, შესრულების წესს და საკრავის წყობას: აფხაზური ორსიმიანი აფხერცა _ g - c სვანური სამსიმიანი ჭუნირი _ g - a - c აფხაზური 14 სიმიანი აიუმა _ c – d – e – f – g – a – h – c – d – e – f – g – a – h სვანური 9 სიმიანი ჩანგი _ e – f – g – a – h – c – d – e – f |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი