IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პაციფიზმი
ulvashi
პოსტი May 29 2007, 05:01 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს პაციფისტი?
ეს შეკითხვა დავისვი მოძღვარს კითხვა-პასუხის განყოფილებაში
პასუხის მიღებამდე მაინტერესებს სხვების აზრიც, რადგან იქ კამათი აკრძალულიაო ასე ეწერა
თქვენ რას ფიქრობთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი May 30 2007, 04:42 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ვიღაცას აინტერესებდა, სახარებაში სად წერია, რომ ომი შეიძლებაო. სხვა თემაშიც იყო ამაზე საუბარი და იმ თემიდან ალექსანდრეს პოსტს ვაკოპირებ:

QUOTE
სახარებაში წერია: ''ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც'' და მართლაც, ეს ქრისტიანული სრულყოფილების უმაღლესი საფეხურია. ყველა ქრისიტანი ვალდებულია, თავის პირად მტრებს წყენა და შეურაცხყოფა აპატიოს. რაც არ უნდა დიდი იყოს შეურაცხყოფა, მას არა აქვს მოკვლის უფლება, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება უფლის, მის სიწმიდეებსა და მოყვასს, იგი ვალდებულია დაიცვას ისინი და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის თავიც კი გაწიროს.

იესო ქრისტე მოწაფეებს ასწავლის, რომ: ''არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ თქვენ'' [იოანე. 15. 13-14]. მოცემული მუხლით უფალი პირდაპირ თავგანწირვისაკენ მოგვიწოდებს, რაც სარწმუნოებისა და მამულის დაცვის საჭიროებისათვის ბრძოლაში წასვლით არის ყველაზე მეტად შესაძლებელი.

ომის შესახებ ღმერთი შემდეგს ამბობს: ''ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას. თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება. თუ არ დაგეზავა და ბრძოლა გაგიმართა, ალყა შემოარტყი. ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი და მახვილით გაწყვეტ მტელს მამროვანს'' [რჯლ. 20. 10-13] აქ როგორც ვხედავთ , ბევრი მკვლელობა ხდება, მაგრამ ღმერთი ამას არ კრძალავს.

სინას უდაბნოში, როდესაც ამალეკი შეებრძოლა ისრაიტელებს, ''უთხრა მოსემ ისუ ნავეს ძეს: გამოარჩიე კაცები და გადი ამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში ... როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი, როცა დაუშვებდა ხელს, ამალეკი ძლევდა'' [გამ. 17. 9,11] და ასე ხელებაღმართული მოსეს ლოცვით ''სძლია ისუ ნავეს ძემ ამალეკს და მის ხალხს მახვილით'' [გამ. 17. 13] განა მოსეს ლოცვა არ ნიშნავდა იმას, რომ ისრაიტელებს დაეხოცათ მტერი?

ილია თეზბიტელის ბრძანებით შეიპყრეს ბაალის ოთხას ორმოცდაათი ქურუმი, რომლებიც ღმერთს შეურაცხყოფდნენ და ისრაიტელთა ჭეშმარიტ რწმენას რყვნიდნენ: ''ჩაიყვანა ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა'' [3მეფ. 18. 40]; მის შესახებ კი წერია, რომ ''ღვთისკაცი'' [4მეფ. 1. 11] ილია ცეცხლოვანი ეტლით ცოცხლად იქნა ატაცებული ზეცად [4მეფ. 2. 11].

საულ მეფე უფალმა მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ მან უარყო უფლის ბრძანება და ერთიანად არ გაწყვიტა ამალეკი, რომელმაც ეგვიპტის უდაბნოში მრავალი ზიანი მიაყენა ისრაიტელებს. იგი მათ ნადავლს დახარბდა, მათი მეფე აგაგი შეიბრალა და არ მოკლა. ამის გამო განრისხებულმა სამუელ წინასწარმეტყველმა მიმართა მას: ''რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ... გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს... და აჩეხა სამუელ წინასწარმეტყველმა აგაგი გილგაში უდლის წინაშე'' [1მეფ. 15.26,28,33]

ისუ ნავესი ძველი აღთქმის წმიდანად იწოდება მიუხედავად იმისა,რომ ისრაიტელთა მხედართმთავარი იყო და ქანაანის ქვეყნისათვის ბრძოლაში მრავალი კაცი ჰყავდა მოკლული. ღვთის სათნო ცხოვრებისა და ერთგულებისათვის მას უფლის მხედრობის თავი, მთავარანგელოზი მიქაელიც კი გამოეცხადა [იესო 5. 13-15].

დიდმა წინასწარმეტყველმა და მეფემ, დავითმა, ორი დიდი ცოდვა ჩაიდინა: თავისი მსახური ურია ხეთელი ბრძოლის ველზე მოაკვლევინა, ხოლო ცოლი მისი ბერსაბე თვითონ შეირთო. ღმერთმა, წინასწარმეტყველ ნათანის პირით ამხილა იგი და შესაბამისი სასჯელიც დაადო. სასჯელიც სამართლიანი იყო, რამეთუ დავითმა ორი მცნება, არა კაც ჰკლა და არა იმრუშო დაარღვია. მან დიდი ხნით ადრე ერთი მკვლელობაც ჩაიდინა. ფილისტიმელებთან ბრძოლაში შურდულიდან ნატყორცნი ქვით დასცა საბაოთ უფლის შეურაცხმყოფელი გოლიათი და შემდეგ საკუთარი მახვილით მოჰკვეთა თავი [1მეფ. 17. 43-51]. დავით მეფე უფალს ამ მკვლელობისათვის არ განუკითხავს, რადგან ეს ღვთისთვის სათნო ქმედება იყო.

მაშ ასე , არა კაც ჰკლა ნიშნავს, არ წაართვა სხვას სიცოცხლე, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ ღვთის სახელი შეურაცხყოფისაგან, ასევე ბრძოლის დროს მომხვდურთაგან -საკუთარი და განსაცდელში მყოფ მოყვასთა სიცოცხლე.

ზოგნი იტყვიან რომ ყველაფერი ზემოთხსენებული ძველ აღთქმას ეხება, ხოლო ახალ აღთქმაში მსგავსი არაფერი წერიაო.
განვიხილოთ, რას ამბობს ამ მიმართებით ახალი აღთქმა.
იოანე ნათლისმცემლის მოწმობა
''მეომრებმაც ჰკითხეს: ''ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას'' [ლუკა. 3. 14]. იარაღის ხელში აღება მათთვის ცოდვა რომ ყოფილიყო, იოანე უსათუოდ ჯარისა და იარაღის მიტოვებას ურჩევდა მათ.

იესოს იგავად მოჰყავს ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მაგალითი ომში მიმავალ მეფეზე.
''ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხვდურს? და თუ არ შეუძლია, ელცებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ სორშაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას'' [ლუკა. 14. 31-32] სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში წასვლა ცოდვა რომ იყოს, უფალი ამ იგავს მაგალიტად არ მოიყვანდა.

მართალი და ღვთისმოშიში ასისთავი.
''კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოფორტის ასისტავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი'' [საქ.10. 1-2]. ეს იყო რომაელი ჯარისკაცი, ასისტავი, რომელიც მრავალ ბრძოლაში მონაწილეობდა და თავის მოწინააღმდეგეებს უსათუოდ კლავდა. ეს რომ ნამდვილად ცოდვა ყოფილიყო, წმიდა წერილი არ დაახასიათებდა მას, როგორც ღვთის წინაშე ''მრავალმოწყალე, მართალ და ღმერთის მოშიშ პიროვნებას. განა შესაძლებელია, რომ წმიდა წერილი მართალსა და ღვთისმოშიშს უწოდებდეს კაცს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მცნებას არღვევს? რა თქმა უნდა - არა. იქნებ ამ კაცმა თავისი სამსახური გაქრისტიანების შემდეგ მიატოვა, როდესაც მოციქულმა პეტრემ მის სახლში იქადაგა? აი რა თქვა მოციქულმა: ''ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ მიუკერძოებელია ღმერთი. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის'' [საქ. 10. 34-35]. მოციქულმა ღვთის მცნებები იცოდა, ამიტომ ჯარის მიტოვება მისი პირველივე რჩევა იქნებოდა, თუკი ასეთი მსახური ღმერთს არ მოეწონებოდა, მაგრამ წმიდა წერილში მსგავსი არაფერია წერია.

უფალი რომაელ ასისთავს ცათა სასუფეველს ჰპირდება [მათ. 8. 5-11, 13]. ჯარში მსახურება ცოდვა რომ ყოფილიყო, მაცხოვარი ასისთავს, პირველ რიგში, ცოდვის, ანუ სამხედრო სამსახურის მიტოვებას მოსთხოვდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, პირიქით, მას მოეწონა ღვთისადმი ასისთავის დიდი რწმენა და ცათა სასუფეველში შესვლაც კი შეპირდა.



ეგრისთვის წმინდანები არაა ავტორიტეტი, მაგრამ ვისთვისაც ავტორიტეტია, მინდა შევახსენო, რომ ეკლესიას ბევრი წმინდა მხედარი (მეომარი) ჰყავს. რაღაც შორს წავიდე და, თუნდაც მარტო წმინდა გიორგი გავიხსენოთ. თუ იცით რა იყო მისი თანამდებობა? მხედართმთავარი იყო, ანუ მეომარი. შესაბამისად, ალბათ, ბრძოლაშიც ღებულობდა ხოლმე მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, წმინდა გიორგის, რომელმაც არაადამინური წამება დაითმინა და სიცოცხლე დათმო ქრისტესთვის, თანამდებობის და პროფესიის დათმობა გაუჭირდებოდა, ის რომ ქრისტიანობის საწინააღმდეგო ყოფილიყო? ან კი აირჩევდა საერთოდ ასეთ პროფესიას? ის ხომ ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა.
წმ. გიორგის გარდა ბევრი სხვა წმინდა მეომარიც ახსოვს ქრისტიანობის ისტორიას.

რაც შეეხება იმას, რომ ყველაზე ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე, ეს ქრისტიანული თვალსაზრისით არასწორია. ყველაზე ძვირფასი არის მარადიული სიცოცხლე, ანუ ცხონება.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ulvashi   პაციფიზმი   May 29 2007, 05:01 PM
კანონისტი   [b]მე მირჩევნია ომი, ...   May 29 2007, 05:03 PM
ulvashi   "მშვიდობა ქვეყან...   May 29 2007, 05:10 PM
ირგე   ulvashi პაცეფიზმი ერთა...   May 29 2007, 05:28 PM
მამფალი   ეგ მაშინ როცა მოწი...   May 29 2007, 06:26 PM
კანონისტი   მამფალი მე ასე ვიტ...   May 29 2007, 06:53 PM
ulvashi   პაციფისტებს არ აი...   May 30 2007, 09:31 AM
კანონისტი   ulvashi ანუ გინდა თქვა, ...   May 30 2007, 09:53 AM
ირგე   მამფალი ვერ გევგე. ...   May 30 2007, 10:06 AM
ulvashi   თავდასხმის შემთხვ...   May 30 2007, 10:10 AM
solomony   ირგე მაშ მეორე მსო...   May 30 2007, 10:15 AM
ulvashi   ირგე ესაა ძირითად...   May 30 2007, 10:26 AM
ირგე   solomony ტიპიური მილიტა...   May 30 2007, 10:33 AM
solomony   ასეთი აზროვნება მ...   May 30 2007, 10:37 AM
ulvashi   ასეთი აზროვნება მ...   May 30 2007, 10:39 AM
solomony   მაშ ამ შემთხვევაშ...   May 30 2007, 10:40 AM
ირგე   solomony სამშობლოს და მ...   May 30 2007, 10:41 AM
ulvashi   შეეშვით წარსულზე მ...   May 30 2007, 10:48 AM
solomony   სწორედ მასეთი აზრ...   May 30 2007, 10:56 AM
ulvashi   თუ კაცი ხარ, პირდაპ...   May 30 2007, 11:04 AM
ირგე   solomony სად სწერია სახ...   May 30 2007, 11:13 AM
solomony   მთელი 2000 წლოვანი ქრ...   May 30 2007, 11:47 AM
ირგე   solomony სანამ სახარები...   May 30 2007, 11:51 AM
ulvashi   ირგე ჰო, გამოუვყო...   May 30 2007, 11:55 AM
ირგე   ulvashi არის და რომ ვერ ...   May 30 2007, 12:13 PM
solomony   ირგე შენ თუ მთლად ა...   May 30 2007, 12:46 PM
ირგე   solomony რას? ეს საკმაოდ...   May 30 2007, 01:03 PM
მამფალი   ირგე შენ თქვი რომ ო...   May 30 2007, 02:19 PM
ირგე   მამფალი იეს. დამარ...   May 30 2007, 02:26 PM
მამფალი   აბა რა ქვია როცა ის...   May 30 2007, 02:36 PM
ირგე   მამფალი კონკრეტულ...   May 30 2007, 02:50 PM
მამფალი   მონობაში სიცოცხლი...   May 30 2007, 02:57 PM
ირგე   მამფალი თავისუფალ...   May 30 2007, 03:22 PM
მამფალი   ირგე ეგ იდეაში. თორ...   May 30 2007, 03:51 PM
მარიამი   ვიღაცას აინტერესე...   May 30 2007, 04:42 PM
ulvashi   მამული აქ აშკარად ...   May 30 2007, 04:48 PM
მარიამი   არ არის ასე და აი, რ...   May 30 2007, 04:52 PM
ulvashi   ასე ზოგადად მსჯელ...   May 30 2007, 04:59 PM
მარიამი   ulvashi შენთან ერთი შეკ...   May 30 2007, 05:02 PM
ulvashi   ჩემი შვილი და სახე...   May 30 2007, 05:05 PM
მარიამი   მოვედით :) მტერი რო...   May 30 2007, 05:08 PM
ulvashi   არა გენაცვალე ჩემი...   May 30 2007, 05:14 PM
marita26   მარიამი გეთანხმებ...   May 30 2007, 05:24 PM
კანონისტი   ulvashi მასე ფიქრობდა ...   May 30 2007, 05:25 PM
ulvashi   რატომ გიყვართ ისტო...   May 30 2007, 05:29 PM
მარიამი   ამ ორ წინადადებას ...   May 30 2007, 05:33 PM
ulvashi   ამ ორ წინადადებას ...   May 30 2007, 05:34 PM
კანონისტი   ulvashi ამის გარდა ყველ...   May 30 2007, 05:34 PM
მარიამი   ყველაფერი ერთად. დ...   May 30 2007, 05:36 PM
კანონისტი   ulvashi ჩემი სახელმწიფ...   May 30 2007, 05:36 PM
ulvashi   ცუდი ანეკდოტი ვიც...   May 30 2007, 05:37 PM
მარიამი   მე კიდე წარსულზე გ...   May 30 2007, 05:38 PM
კანონისტი   ulvashi მე არ მაინტერს...   May 30 2007, 05:40 PM
მამფალი   ulvashi აუ რა უაზრო პოზი...   May 30 2007, 07:06 PM
ირგე   მარიამი შენს (ალექ...   May 30 2007, 07:59 PM
მამფალი   ეეეეეეეეეეჰჰჰჰ   May 30 2007, 08:12 PM
piligrimi   და ადრეულ ეპოქაში ...   May 30 2007, 08:20 PM
მარიამი   ნუ ი ჩტო :D რა ინტერ...   May 30 2007, 08:36 PM
solomony   პაცეფისტები თუ ასე...   May 30 2007, 10:15 PM
მარიამი   პაცეფისტები თუ ას...   May 30 2007, 10:43 PM
ირგე   მარიამი ადამიანი ...   May 30 2007, 10:56 PM
მარიამი   არა, მეოცნებეობა ი...   May 30 2007, 11:02 PM
ulvashi   არანაირი მტერი არ ...   May 31 2007, 09:22 AM
მარიამი   ulvashi კარგად მესმის, რ...   May 31 2007, 09:41 AM
კანონისტი   ulvashi რა გვინახავს დ...   May 31 2007, 10:03 AM
ulvashi   კანონისტი აფხაზეთ...   May 31 2007, 12:06 PM
solomony   ulvashi აფხაზეთის და ოს...   May 31 2007, 12:19 PM
ulvashi   solomony საკითხს უდგები ...   May 31 2007, 12:27 PM
მამფალი   ulvashi კაი კაცო. თუ გინ...   May 31 2007, 05:34 PM
marita26   მამფალი ეჰ რუსეთი ...   May 31 2007, 05:40 PM
მამფალი   marita26 იქაურებზე ამბო...   May 31 2007, 05:44 PM
marita26   მამფალი ხოდა მაგ ი...   May 31 2007, 05:48 PM
მამფალი   marita26 ეგ დროის საკითხ...   May 31 2007, 05:57 PM
marita26   მამფალი არ ვიცი ღმ...   May 31 2007, 05:59 PM
მამფალი   მანდ ომი იქნება მა...   May 31 2007, 06:02 PM
ketino   ასე ასე.... წავიკითხ...   May 31 2007, 06:05 PM
marita26   მამფალი მაგას ვამბ...   May 31 2007, 06:05 PM
მამფალი   marita26 ხო რა თქმა უნდა ...   May 31 2007, 06:11 PM
ირგე   მამფალი ეგ რაა? უფრ...   May 31 2007, 06:26 PM
მამფალი   ვრცლად და კონკრეტ...   May 31 2007, 06:32 PM
ირგე   მამფალი ძლიერ ზურ...   May 31 2007, 07:55 PM
მამფალი   რით მერე?   May 31 2007, 08:19 PM
ulvashi   კი, სრულიად. შეგიძლ...   Jun 1 2007, 09:41 AM
_გიორგი_   ერთიც, სამშობლოზე ...   Jun 1 2007, 11:25 AM
ulvashi   დიდი შეცდომაა. ჩვე...   Jun 1 2007, 11:36 AM
_გიორგი_   მართალი გითხრა არ ...   Jun 1 2007, 12:47 PM
ketino   ირგე, მადლობა პასუ...   Jun 1 2007, 12:26 PM
მხევალი ნინო   ulvashi შენი პოსტიდან ...   Jun 1 2007, 12:37 PM
კანონისტი   ulvashi აკი იძახდი რუსე...   Jun 1 2007, 01:02 PM
ირგე   კანონისტი _გიორგი_ ...   Jun 1 2007, 02:21 PM
მამფალი   ირგე მაგასაც მოვი...   Jun 1 2007, 02:41 PM
ulvashi   მხევალი ნინო :D 7 წლ...   Jun 1 2007, 02:46 PM
ირგე   მამფალი მოიცა ვნა...   Jun 1 2007, 02:46 PM
ulvashi   აფხაზები საკუთარ ...   Jun 1 2007, 02:50 PM
მამფალი   ირგე შენ ერთი რამე ...   Jun 1 2007, 02:53 PM
ulvashi   აზრზე არ ხარ აფხაზ...   Jun 1 2007, 02:56 PM
_გიორგი_   აზრზე არ ხარ აფხაზ...   Jun 1 2007, 03:22 PM
ილია   კაი რა რებს ლაპარა...   Jun 1 2007, 03:02 PM
მხევალი ნინო   ulvashi ვამჩნევ, რომ მც...   Jun 1 2007, 03:26 PM
ნათია   უფალმა დაგვიფაროს ...   Jun 1 2007, 04:25 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 01:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი