პაციფიზმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი |
ulvashi |
May 29 2007, 05:01 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს პაციფისტი?
ეს შეკითხვა დავისვი მოძღვარს კითხვა-პასუხის განყოფილებაში პასუხის მიღებამდე მაინტერესებს სხვების აზრიც, რადგან იქ კამათი აკრძალულიაო ასე ეწერა თქვენ რას ფიქრობთ? |
ირგე |
May 30 2007, 07:59 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
მარიამი
შენს (ალექსანდრეს) ციტატებში სახარება და ძველი აღქმა ერთმანეთშია არეული. სახარებიდან კი ეს სიტყვებია: ციტატა 'მეომრებმაც ჰკითხეს: ''ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას'' [ლუკა. 3. 14]. იარაღის ხელში აღება მათთვის ცოდვა რომ ყოფილიყო, იოანე უსათუოდ ჯარისა და იარაღის მიტოვებას ურჩევდა მათ. იარაღის ხელში აღება აპრიორი კაცის კვლას არ ნიშნავს, თუმცა ეგეც დიდი მარაზმია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იმდენად გაკადნიერდით (შენ და ალექსანდრე), რომ იოანეს სიტყვების ინტერპრეტაციის უფლებას აძლევთ თავს. მე მაქვს ამის უფლება, თქვენ არა. ციტატა ''ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხვდურს? და თუ არ შეუძლია, ელცებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ სორშაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას'' [ლუკა. 14. 31-32] სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში წასვლა ცოდვა რომ იყოს, უფალი ამ იგავს მაგალიტად არ მოიყვანდა. აქ, სწორედ რომ დიპლომატიის უპირველესობაზეა საუბარი, და არაფერია ნათქვამი ადამიანის მოკვდინების უფლებაზე. ციტატა ეგრისთვის წმინდანები არაა ავტორიტეტი, მაგრამ ვისთვისაც ავტორიტეტია, მინდა შევახსენო, რომ ეკლესიას ბევრი წმინდა მხედარი (მეომარი) ჰყავს. რაღაც შორს წავიდე და, თუნდაც მარტო წმინდა გიორგი გავიხსენოთ. თუ იცით რა იყო მისი თანამდებობა? მხედართმთავარი იყო, ანუ მეომარი. შესაბამისად, ალბათ, ბრძოლაშიც ღებულობდა ხოლმე მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, წმინდა გიორგის, რომელმაც არაადამინური წამება დაითმინა და სიცოცხლე დათმო ქრისტესთვის, თანამდებობის და პროფესიის დათმობა გაუჭირდებოდა, ის რომ ქრისტიანობის საწინააღმდეგო ყოფილიყო? ან კი აირჩევდა საერთოდ ასეთ პროფესიას? ის ხომ ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა. წმ. გიორგის გარდა ბევრი სხვა წმინდა მეომარიც ახსოვს ქრისტიანობის ისტორიას. ეგ ეკლესიური შემოქმედებაა და 4 კანონიკურ სახარებასთან საერთო არაფერი აქვს. ulvashi ციტატა მე იმის თქმა მინდა, რომ ყველა ადამიანმა თავისი შეხედულების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს ერთიც და მეორეც. თავიდან ეს თემა იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა, სხვები დამერწმუნებია, რომ თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობს (ანუ არ აპირებს თავის გაწირვას), სულაც არაა მისი ქმედება დასაძრახი თვითმკვლელობა კი, მაგრამ სხვისი მოკვლა მკვლელის გადასაწყვეტი არაა. მარიამი ციტატა არ არის ასე და აი, რატომ: მამული საბოლოო ჯამში ისევ შენს მოყვასზე დაიყვანება. რადგან თუ დასაპყრობად წამოსულ მტერს არ გააჩერებ, ის შენს მოყვასს: დედას, მამას, დას, ძმას, მეგობარს დაესხმება თავს. პატარა ხარ ჯერ. გაიზრდები და მიხვდები რომ ეგრე არაა. ციტატა პაციფისტები კი უბრალოდ ლაჩრები არიან და მეტი არაფერი. ასეთი ადამიანის გვერდზე ყოფნისას რომ ვინმე თავს დამესხას, მისი იმედი არ შეიძლება მქონდეს, ისე გაიქცევა და შემატოვებს თავდამსხმელს, უკან არ მოიხედავს. ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ადამიანთან ახლობლობას. პაცეფისტი არ გაიქცევა. იგი მომხვდურს დაარწმუნებს, რომ სისულელეს აკეთებს. თუ ყაჩაღია და ფული და სამკაული უნდა, მაშინ უნდა მისცე, წინააღმდეგობის არგაწევა ლაჩრობა კი არა პრაგმატული ნაბიჯია, წინააღმდეგობის გაწევა კი სისულელე, რომელსაც ზოგი გმირობას ეძახის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 11:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი