პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Georg |
Oct 3 2006, 06:18 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 2004 წლის საშობაო ეპისტოლე (მცირე ფრაგმენტი)
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკითე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვითი ცხოვრება არა თუ სირცხვილად აღარ ითვლება, არამედ ერთგვარი "პროგრესის" გამოხატულებადაც მიიჩნევა, ზნეობრიობა კი - დრომოჭმულად. ამგვარი დამოკიდებულება სულუწმინდის გმობაა. ეს კი ისეთი დიდი ცოდვაა, რომელიც არავის ეპატიება არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად. ... სამწუხაროდ, ხშირად ჩვენს ახალგაზრდებს შთააგონებენ, რომ ჩვენი სულიერი და ეროვნული ფასეულობანი ახლა უკვე საჭირო აღარ არის, რომ ორიენტაცია ე.წ. საერთო - საკაცობრიო ღირებულებებზე უნდა ავიღოთ, რადგან დღეს სხვა დროა. ამასთან მათში ხელოვნურად აღვივებენ წინააღმდეგობის სულს, უნდობლობის გრძნობას, გულგრილობასა და ცინიზმს. ...ახალგაზრდებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც აღიზიანებთ მაგალითად წმინდა ილია მართლის დევიზი - 'ენა, მამული, სარწმუნოება', რადგან მათთვის ეს ფასეულობანი ზედმეტად ვიწროა; არიან ისეთნიც, რომელთაც შეუძლიათ უტიფრად ისაუბრონ წმინდა ვახტანგ გორგასალზე, წმინდა დავით აღმაშენებელზე, წმინდა თამარ მეფეზე. ... გასული წლის ნოემბრის(იგულისხმება 2003 წელი) მოვლენებით დამთავრდა კიდევ ერთი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა. სამწუხაროდ, წლების მანძილზე დაშვებული იქნა ბევრი ისეთი შეცდომა, რამაც შედეგად მოიტანა ხელისუფლების ამგვარად შეცვლა. შეცდომებს შორის, რა თქმა უნდა, უნდა ვიგულისხმოთ 1991 წელს პრეზიდენტის ძალით დამხობის ფაქტიც. საერთოდ კი, დღევანდელი დღე ძირითადი ქრისტიანული პრინციპების დარღვევამ მოიტანა. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი