ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით ) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთ)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ) მისი საერო სახელი იყო ანასტასი... პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მარიამი |
May 30 2007, 11:33 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ერთ ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი კაცი, რომელსაც ცილი დასწამეს მეფის წინაშე და ამიტომაც მძიმე ხვედრი ელოდა. ამ კაცის მეუღლემ სთხოვა ერთ ბერს, ელოცა მისი ოჯახის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მოძღვარმა უპასუხა, რომ მართალია, ის ილოცებს, მაგრამ აუცილებელია მეფესთან დაახლოებული პირების შუამდგომლობაც და ამ მიზნით მოითხოვა გარკვეული თანხა მათთვის დასარიგებლად. ბერს საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქროს თუმნიანები შესთავაზეს, მან ამაზე უარი თქვა, აიღო მხოლოდ ვერცხლის ფული და წავიდა.
საღამოს კი დიდებულის სახლში დაბრუნებულმა განაცხადა: მეფესთან დაახლოებულმა პირებმა დახმარება აღგვითქვეს, დამშვიდდით და ელოდეთ სასიხარულო ამბებსო. იმ დღესვე სამეფო კანცელარიიდან მოვიდა შეტყობინება, რომ საქმე გაიხსნა და ცილისწამება არ დადასტურდა, ოჯახმა გაიხარა და მადლობდა ბერს. მან კი უთხრა, რომ იგი მთელი დღე დადიოდა ქალაქში და წაღებულ ფულს ღარიბ-ღატაკთ ურიგებდა და თან სთხოვდა, ელოცათ ცილისწამებისაგან დიდებულის გასათავისუფლებლად, ასე რომ სამადლობელი მათაც ეკუთვნით, ისინი არიან ღმერთთან და მეფესთან ახლო მდგომნი, რომლებზეც გელაპარაკებოდითო. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი