![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლალი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 979 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 742 ![]() |
|
![]() ![]() |
inkvizitor |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 ![]() |
იმისათვის რომ კვლავაც გავაგრძელოთ კარტზე საუბარი, აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი გარემოება;-მაშინ როდესაც მე იმფორმაციას ვაგროვებდი კარტის შესახებ, ძალზედ ხშირად, სხვადასხვა წყაროებში იხსენიებოდა ვინმე ელიფას ლევი როგორც ერთ ერთი დიდი ავტორიტეტი პაპიუსთან ერთად.
ჩავეძიე და აღმოჩნდა რომ ეს შენი ელიფას ლევი ყოფილა დიდზე დიდი ავტორიტეტი მაგიაში და შავბნელ ძალებთან ურთიერთობის საკითხებში. ელიფას ლევიც და პაპიუსიც, მასონური მოძრაობის, ერთერთი ლოჟის წევრები იყვნენ. (ამავდროულად ეშმაკსაც ემსახურებოდნენ და არც კი მალავდნენ ამას) კვლავაც კარტს დაუბრუნდეთ. XVIII-ე საუკუნეში, კარტი ელიტარულ თამაშად ითვლებოდა და მას მხოლოდ ევროპის მაღალი წრის საზოგადოებაში თამაშობდნენ. კათოლიკურ სამყაროში, ინკვიზიციის გაუქმების მერე, გაძლიერდნენ ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წრეები. (რადგან ინკვიზიცია აღარ მოქმედებდა მათ წინააღმდეგ) სულ მალე, ასეთი ძალების ხელშეწყობით მოხდა საფრანგეთის რევოლუცია, რომლის უმთავრესი მიზანი იყო, საფრანგეთში მონარქიის დამხობა და ანტიმონარქიული ტალღის გავრცელება მთელ მსოფლიოში. (დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა რომ ეს ყველაფერი წარმატებით დაასრულეს კიდეც.) რა კავშირი აქვს ამას კარტთან!? რადგან კარტი ძალზედ პოპულარული თამაში იყო იმ დროინდელ ელიტაში და ცუდ ბიძიებს კი გადაწყვეტილი ჰქონდათ გაელაშქრათ ეკლესიის და მეფობის წინააღმდეგ,(რადგან ეკლესიას მართავს შიდა ეპისკოპოსი, ხოლო ქვეყანას გარე ეპისკოპოსი, იგივე მეფე, და ორივე ღმერთისგან იღებს მირონცხებით კურთხევას.) მათ გადაწყვიტეს სათამაშო კარტში, ქრისტიანული სიმბოლოები და მონარქიული სიწმიდეები გამოესახათ და ამ გზით გაეუბრალოებინათ იმ ხალხში, დამოკიდებულება ეკლესიისადმი და მონარქიისადმი. დღევანდელ კართში, პირობითად არის გამოსახული, მეფე (კაროლი), დედოფალი(დამა), და მსახური(ვალეტი). ადრე კი აქ კონკრეტული პიროვნებები იყვნენ და თანაც ისეთები ვისაც დიდ პატივს მიაგებდა ხალხის უდიდესი ნაწილი. კარლVII-ყვავის კაროლი. კარლ დიდი-გულის კაროლი. იმპერატორის ცოლი, მარიამი-ჯვრის დამა. ორლეანელი ქალწული(ჟანა დ, არკი)-ყვავის დამა. აგნესა სორელი-აგურის დამა. იზაბელ ბავარიელი-გულის დამა. varlets.(იარაღის მტვირთველი) ვალეტზე დახატული იყო ძალზედ მამაცი და სახალხო გმირი მხედრები;-ოჟიე და ლანცელოტი, რომლებიც კარლ დიდს ემსახურებოდნენ და გექტორ დე გალარი და ლა-გირა,კარლოსVII-ს ემსახურებოდნენ. შეიძლება ზოგი დაიბნეს და ასეთებისთვის ვიტყვი:- ეს იმ საზოგადოებაში ჰგავდა იმას, დღეს რომ ჩვენ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ქეთევან წამებული და მზგავსი რანგის მამულიშვილები რომ გამოვხატოთ კარტზე. დღეს ამით დავამთავროთ და ხვალ კიდევ არ გამოტოვოტ. უფრო საინტერესო იქნება. -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი