IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ამოკი - შეძენილი ფსიქიური დაავადება?, მისი გამომწვევი მიზეზები
guest
პოსტი Mar 25 2009, 04:02 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ამ თემაში მინდა ვისაუბროთ ამ ფენომენზე, რასაც ამოკი ქვია. სიტყვა ამოკი მალაიური წარმოშობის ყოფილა და თარგმანში ნიშნავს ბრმა მრისხანებას და სისხლის წყურვილს.

არსებობს უამრავი მაგალითები ამოკის შესახებ, უახლოესი რაც იყო, ეს მოხდა აქ, გერმანიაში, შტუტგარტთან ახლოს მდებარე პატარა დასახლება ვინენდენში ამა წლის 11 მარტს. 17 წლის რეალშულე-ს მოსწავლემ თავის სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მასწავლებლები და თანასკოლელები, ასევე იქიდან გამოქცევის შემდეგ ქუჩაში პასანტები - სულ 15 კაცი. ბოლოს ის დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ , მაგრამ ამის შემდეგ მან მისივე ხელით მოიკლა თავი. იხ. სურათი:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


ქვემოთ მოვიყვან უახლოეს წარსულში გერმანიაში მომხდარ მსგავს შემთხვევებს მაგალითად:

20.11.2006 - ვესტფალიის დასახლება ემსდეტენში ცეცხლსასროლი იარაღით, საფეთქებელი ნივთიერებებით და კვამლის ბომბებით შეიარაღებული 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი შეიჭრა მის ყოფილ სკოლაში და გახსნა ცეცხლი, შედეგად მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი, საბოლოოდ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

26.04.2002 - ერფრუტის ერთ-ერთ გიმნაზიაში ყოფილმა მოსწავლემ, შენიღბულმა და მძიმედ შეაიარაღებულმა 19 წლის ბიჭმა დაცხრილა 16 ადამიანი, მათ შორის 8 მასწავლებელი ქალი , 4 მასწავლებელი კაცი , 1 მოსწავლე, მდივანი ქალი და 1 პოლიციელი. ამის შემდეგ მან თავად მოიკლა საკუთარი თავი.

ამ და მსგავს მაგალითებს თუ გადავხედავთ, ჩანს რომ ამოკით "შეპყრობილები" ბოლოს ლიკვიდაციას უკეთებენ საკუთარ თავს.

კიდევ იმას მივამატებ, რომ ეს ბავშვები არიან შეძლებული ოჯახებიდან, არანაირი ფინანსური პრობლემები, არანაირი მარეტიალური დანაკლისი მათ ცხოვრებაში არ განუცდიათ.

ბოლო უახლოეს მოვლენას რაც შეეხება, ბავშვმა მამამისის იარაღი აიღო, რომელიც ჩაუკეტავად ედო საძინებელ ოთახში. მამა იყო ე.წ. მსროლელთა კლუბის წევრი და უამრავი სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ქონდა სახლში, თუმცა ჩაკეტილი ამ უკანასკნელის გარდა. დღესითვის ის გადაცემულია პასუხისგებაში დაუდავარი მკვლელობისათვის 15 შემთხვევაში.

მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემაზე, როგორ შეიძლება , რომ ბავშვები ავაცილოთ ამ დიდ უბედურებას. არის ეს სიყვარულის და სითბოს ნაკლებობა რასაც ისინი განიცდიან? რამდენადაც მატერიალურად არცერთ ჩამოთვლილთაგანს არაფერი აკლდათ.

პ.ს. ძალიან საინტერესოა ფსიქოლოგების აზრი, თუ რამდენად განხილულია ამოკის ფენომენი . არის ეს ფსიქიური დაავადება და თუ კი, როდის ყალიბდება, აქვს თუ არა მას წინა პირობები თუ მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებაა. მადლობა წინასწარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   ამოკი - შეძენილი ფსიქიური დაავადება?   Mar 25 2009, 04:02 PM
Iona   მე მეგონა მსგავსი ...   Mar 25 2009, 04:36 PM
staywhite   Iona გერმანიას რაც შე...   Mar 25 2009, 04:47 PM
ქევანა   ამოკი დაახლოებით ი...   Mar 25 2009, 04:48 PM
staywhite   ქევანა რაღაც რომ ე...   Mar 25 2009, 04:50 PM
Iona   მემგონი ძირითადა...   Mar 25 2009, 04:59 PM
staywhite   Iona მთელი გადაცემებ...   Mar 25 2009, 05:02 PM
Ismail   შტეფან ცვაიგს აქვს...   Mar 25 2009, 05:14 PM
staywhite   Ismail ხო, ის სიყვარული...   Mar 25 2009, 05:20 PM
Ismail   Ismail ხო, ის სიყვარულ...   Mar 25 2009, 05:23 PM
staywhite   Ismail ცდები, ისმაილ, ა...   Mar 25 2009, 05:28 PM
Ismail   staywhite Ismail მთავარი ის ...   Mar 25 2009, 05:44 PM
Iona   არა გერმანელები ჯ...   Mar 25 2009, 06:17 PM
staywhite   Iona მაგაზეც იყო საუბ...   Mar 25 2009, 06:30 PM
staywhite   Ismail მე არა და ჩემს მ...   Mar 26 2009, 12:27 PM
likka   მე ფილმი მაქვს ნან...   Mar 26 2009, 02:38 PM
staywhite   likka იქ არცაა მკვლელო...   Mar 26 2009, 02:44 PM
ქევანა   მასობრივი ჩაცხრილ...   Mar 26 2009, 07:29 PM
staywhite   ქევანა მეც მასე ვფ...   Apr 1 2009, 04:48 PM
ქევანა   ფსიქოლოგებს მეც ვე...   Apr 1 2009, 08:58 PM
ნაინა   ამერიკაში საკმაოდ ...   Apr 1 2009, 09:22 PM
staywhite   ნაინა მაქედან მოდი...   Apr 1 2009, 10:25 PM
k@the   წინა კვირის ხუთშაბ...   Apr 27 2009, 04:14 PM
ქევანა   staywhite აი ეს მართლაც ა...   Apr 27 2009, 05:11 PM
staywhite   ქევანა ნამდვილად ...   Apr 27 2009, 05:44 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 02:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი