IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამხედრო ფსიქოლოგია, გამოცდილებების თუ აზრების გაზიარება
guest
პოსტი Sep 5 2008, 02:29 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ეს თემა მე არსენალში მქონდა და ნამდვილად საინტერესოდ განვითარდა.ვფიქრობ, აქაც შეიძლება იყოს, გარდა ამისა , ფორუმს ყავს ფსიქოლოგები და ასევე სამხედრო პირები,ამ მხრივაც ამართლებს ამ თემის არსებობა.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ამ საკითხთან. იწერებოდა კიდეც ჯარისკაცთა დღიურებიდან ამონარიდები და ასე თუ ისე , ბევრი რამ ბევრისთვის უცხო იყო.

აქვე გთხოვთ, რომ არ იყოს სხვების განკითხვა,განსაკუთრებით ფაქიზად მოიხსენიეთ მეომრები, ვისაუბროთ მხოლოდ გამოცდილის ან სარწმუნო ფაქტების გამოყენებით და არა ჭორებითა და ლეგენდების საშუალებით. მოდერატორს ვთხოვ, ნებისმიერი სახის დამაკნინებელ-დამამცირებელი პოსტის ავტორი დაისაჯოს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ვთხოვ თავი შეიკავოს.

მადლობა წინასწარ.

მე შევეცდები პუნქტების სახით დავყო, რაც გამახსენდება და რაც მაინტერესებს, ვისაც სურვილი, აქვს სიმარტივის გამო ჩამოთვლილთაგან აირჩიოს რომელიმე ან რამდენიმე და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები. ვცადოთ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პიროვნულია და ზედმეტად განზოგადებაც არ მოხერხდება. თუ არ შეგეზარებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით.



1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან.

2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა?

3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია?

4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ.

5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია?

6.როდის ხდება მოწინააღმდეგის როგორც სამიზნის და მოწინააღმდეგის როგორც ადამიანს შორის ზღვრის გაჩენა: ანუ როდის წყვეტს მოწინააღმდეგე იყოს მხოლოდ გასანადგურებელი სამიზანე და როდის ხდება ის ჩვენთვის ცოცხალი ადამიანი?

7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.( მსგავსად ვაჟასი:

”-იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა!
-რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა!
-მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა! ”)

8. ე.წ. ვიეტნამის სინდრომი, რამდენად შესაძლებელია ეს გაუჩნდეს ნებისმიერს, თუ მხოლოდ გარკვეული ფსიქიური დარტყმის დროს იჩენს თავს?

9. მოტივაციის დადებითი ზეგავლენა ჯარისკაცებზე. რას მიიჩნევთ თქვენ მოტივაციად? თუ მხოლოდ ელემენტარული ბრძანების შესრულება-დაქვემდებარება-დამორჩილება წყვიტავს ჩვენს ქმედებისუნარიანობას?

10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით?

11. სიმამაცის ფაქტორი: როდის ხდება ყოველივე უმნიშვნელო, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ვიბრძვით (არაფერი გვაფერხებს, თვით სიკვდილის მოსალოდნელობაც ამის შესასრულებლად)? თუ სწორედ მაშინ არის მებრძოლი ყველაზე მეტად მამაცური, როცა ამ მიზნის გარდა მას უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნია და მის განსახორციელებლად ერთადერთი გზა გამარჯვებაა?

12. მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ჯარისკაცი და სიყვარული. რა დონეზე მოქმედებს ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე საყვარელი ქალის მიერ არდაცდა,სხვისი არჩევა. ვიცი, ეს ყველასთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ არის თუ არა უფრო დამამძიმებელი ან პირიქით - შემამსუბუქებული გარემოებები ჯარისკაცებისთვის ამ უდიდესი ”სასოწარკვეთის” დასამუშავებლად.


13. ზღვარი სისასტიკესა და სამხედრო ეთიკას შორის, როგორ მოვახერხოთ კონტროლი ”ზედმეტის” არმოსვლის? რა ითვლება სისასტიკედ საერთოდ ბრძოლის პირობებში?

14. თავგანწირვის ფაქტორი, არა მხოლოდ ზოგადი მიზნების,არამედ მეგობრის გამო. როგორ უნდა ვიმექმოდოთ, თუ ეს გრძნობისმიერი ფაქტორი სხვა მიზნებისთვის იქნებ საშიში აღმოჩნდეს, თუ საკუთარ სიცოცხლეს დავივიწყებთ და მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ?

ვისაც რაიმეს დამატება უნდა, მადლობელი ვიქნები თუ მიამატებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   სამხედრო ფსიქოლოგია   Sep 5 2008, 02:29 AM
შოთაძე   ჩემის აზრით ამ კით...   Sep 5 2008, 11:28 PM
staywhite   შოთაძე მართალი ხა...   Sep 6 2008, 12:09 AM
.ნინო   ბევრის წასაკითხა...   Sep 7 2008, 10:05 PM
staywhite   .ნინო და წარმოიდგი...   Sep 8 2008, 12:18 AM
Ismail   staywhite :thumbs: მაგარი თემ...   Sep 8 2008, 10:11 PM
staywhite   Ismail საკითხს ნამდვი...   Sep 8 2008, 10:41 PM
Ismail   ადამიანის უშიშრობ...   Sep 8 2008, 11:14 PM
staywhite   Ismail მაგაზეა საუბარ...   Sep 8 2008, 11:44 PM
Ismail   staywhite აქ არის პუნქტი ...   Sep 9 2008, 12:21 AM
staywhite   Ismail კი,ერთერთი ეგეც...   Sep 9 2008, 12:38 AM
შოთაძე   ბევრისგან მსმენია ...   Sep 10 2008, 01:22 AM
staywhite   შოთაძე უდიდესი აფ...   Sep 10 2008, 01:25 AM
შოთაძე   შოთაძე უდიდესი აფ...   Sep 10 2008, 01:27 AM
staywhite   შოთაძე ომში ამას ა...   Sep 10 2008, 01:39 AM
ლეონტი   1. როგორ შევაფასებდ...   Sep 10 2008, 01:23 PM
staywhite   1. როგორ შევაფასებდ...   Sep 10 2008, 03:21 PM
staywhite   ერთი ჯარისკაცის ლე...   Sep 10 2008, 10:54 PM
ქეთინო   staywhite ნან :მპუა: მე ერ...   Sep 11 2008, 12:40 AM
სარდიონ   6.როდის ხდება მოწინ...   Sep 11 2008, 12:48 AM
staywhite   ქეთინო მშვენივრად...   Sep 11 2008, 12:53 AM
staywhite   აქ დავაკოპირებ პრო...   Sep 25 2008, 12:31 AM
piligrimi   ეს მოთხრობა ადრეც ...   Mar 14 2009, 11:36 PM
betaneli luka   staywhite-ს ციტატა იყო ას...   Mar 15 2009, 01:56 AM
neo   როგორც ქრისტე ამბო...   Mar 16 2009, 12:02 PM
betaneli luka   როგორც ქრისტე ამბ...   Mar 16 2009, 02:19 PM
Iona   simartle vtkva da dzaan echvi mepareba amashi ...   Mar 16 2009, 04:17 PM
betaneli luka   simartle vtkva da dzaan echvi mepareba amashi m...   Mar 16 2009, 05:19 PM
piligrimi   simartle vtkva da dzaan echvi mepareba amashi m...   Mar 16 2009, 11:31 PM
Iona   betaneli luka მესმის შენი ა...   Mar 16 2009, 06:22 PM
betaneli luka   betaneli luka მესმის შენი ...   Mar 16 2009, 08:45 PM
Bagrem   piligrimi ჯარში ან ჯარის ...   Mar 17 2009, 12:04 AM
Iona   მოკლედ რო ვთქვა გე...   Mar 17 2009, 10:54 AM
betaneli luka   მშვიდობა თქვენდა ყ...   Mar 17 2009, 12:31 PM
Bagrem   Iona ნამდვილად :) მშვ...   Mar 17 2009, 04:16 PM
Iona   betaneli luka ნამეტანი ავც...   Mar 17 2009, 01:51 PM
betaneli luka   betaneli luka ნამეტანი ავც...   Mar 17 2009, 02:05 PM
Iona   არა :) მაგრამ პელა...   Mar 17 2009, 03:13 PM
Iona   სად იყო და როდის? ა...   Mar 17 2009, 10:47 PM
Bagrem   Iona ყველგან და მათ შ...   Mar 18 2009, 12:32 AM
egri3   დეიდებო და ბიძიებო...   Mar 18 2009, 04:25 PM
betaneli luka   დეიდებო და ბიძიებ...   Mar 18 2009, 05:40 PM
staywhite   egri3 ამ თემაში შენი ა...   Mar 18 2009, 11:58 PM
betaneli luka   egri3 ამ თემაში შენი ა...   Mar 19 2009, 10:16 AM
egri3   staywhite ვინძლო. (მაგარი...   Mar 19 2009, 10:14 AM
staywhite   betaneli luka ამას თუ დღევა...   Mar 19 2009, 12:58 PM
betaneli luka   betaneli luka ამას თუ დღევ...   Mar 19 2009, 04:41 PM
staywhite   თემას დავუბრუნდეთ....   Apr 1 2009, 04:53 PM
tustusa-gogo   ანუ აქ რა იგულისხმ...   May 9 2009, 09:56 PM
staywhite   tustusa-gogo ტუსტუს :მპუა: ...   May 9 2009, 10:58 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 06:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი