IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძმები კარბელაშვილების ხსენების დღე, გილოცავთ ყველას...
mariami-k
პოსტი Sep 6 2012, 09:37 PM
პოსტი #1


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



დღეს ძმები კარბელაშვილების ხსენების დღე აღინიშნა პირველად...

როგორც ვიცით წმ. სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის თავმჯდომარეობით საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, ძმები კარბელაშვილები წმინდანთ დასში შერაცხეს. დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე წმ. მოწამეებად, ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი პოლიევქტოსი და მღვდელი ფილიმონი წმინდა აღმსარებლებად შეირაცხნენ...


დღეს პირველად აღინიშნა მათი ხსენების დღე... 6 სექტემბერი წმ. ანდრიას და პეტრეს წამების დღეა.


აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, გუშIნ კონსერვატორიაში გაიმართა მათდამი მიძღვნილი საღამო, სადაც მონაწილეობდნენ, ანსამბლი "აღსავალი", "დიდგორი", "ამერ-იმერი", "იალონი", ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის გუნდი და სამების საპატრიარქო ტაძრის გუნდი..

დღეს კი აღევლინა სადღესასწაულო მსახურება გორის საკათედრო ტაძარში. წირვა აღავლინეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ და ამბა-ალავერდელ მიტროპოლიტმა დავითმა.
წირვის შემდეგ მღვდელმოწამეების ანდრიასა და პეტრეს დახვრეტის ადგილზე,ტირიფონას ველზე აღიმართა ჯვარი.
ამის შემდეგ მოვილოცეთ სამთავისის ტაძარი და მის ეზოში მდებარე წმ. ფილიმონ აღმსარებლის საფლავი.
მოლოცვის შემდეგ გადავინაცვლეთ სოფელ ქმემოჭალაში, სადაც ჯვარი-პატიოსნის ტაძარში შესრულდა წმ. ძმებიის სადიდებელი.
დღევანდელი ღონისძიება დასრულდა იმ სახლში, სადაც აღიზარდნენ წმ. ძმები.. იქ გაიმართა მცირე ღონისძიება და სადღესასწაულო ტრაპეზი.




გილოცავთ ყვალას ....


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 08:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience