IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეს სიყვარულია?, ცოდვის გაგება კათოლიკურ ეკლესიაში
afxazi
პოსტი Mar 30 2009, 12:22 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კათოლიკური ეკელსიის მიერ გამოცემულ კათეხიზმოში ამგვარი რამ წერია:


რა არის შეწყალება?

შეწყალება არის ღვთის სასჯელთა მიტევება დროებითი ცოდვებისათვის, რომლებიც როგორც დანაშაული, უკვე მიტევებულია...

ეკლესიის ეს მოძღვრება და პრაქტიკა რომ გავიგოთ, საჭიროა მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ცოდვას აქვს ორმაგი შედეგი. მძიმე ცოდვა ჩვენ ღვთის თანაზიარობას გვაკლებს, გვართმევს უნარს მივიღოთ მარადიული ცხოვრება, რასაც ცოდვის "მარადიული სასჯელი" ეწოდება. მეორე მხრივ, ყოველი ცოდვა, მისატევებელიც კი, იწვევს შექმნილ არსებთან არაჯანსაღ დაკავშირებას, რაც განწმენდას საჭიროებს როგორც ამქვეყნად, ასევე სიკვდილის შემდეგ, იმ მდგომარეოაბში, რომელსაც განსაწმენდელი ეწოდება. ამგვარი განწმენდა გვათავისუფლებს ცოდვის ეგრეთ წოდებული "დროებითი სასჯელისაგან". ეს ორი სასჯელი არ უნდა განვიხილოთ, როგორც შურისძიების რაღაც სახე, რომელსაც ღმერთი გარდან გვადებს, არამედ როგორც თვით ცოდვის ბუნებიდან გამომდინარე მოქცევას, რომელიც მხურვალე სიყვარულიდან მოედინება, შეუძლია სრულ განწმენდამდე მიიყვანოს ცოდვილი, ისე რომ არავიტარის სასჯელი არ დაედოს.



მე მგონი სამართლიანად იყო გაკვირვებული მარკოზ ეფესელი, როდესაც ამბობდა, "თქვენ (კათოლიკებმა) რაღაც საოცარი განყოფა გააკეთეთ, როდესაც თქვით, რომ ყოველი ცოდვა ორი ასპექტით უნდა გავიგოთ: 1. თვით ღმერთის შეურაცხყოფა; 2. სასჯელი ამის გამო. ამ ორი ასპექტიდან ღმრთის შეურაცხყოფა ნამდვილად შეიძლება მიტევებულ იქნეს სინანულისა და ბოროტისაგან მოქცევის შემდეგ, მაგრამ, სასჯელს ყველა შემთხვევაში ექვემდებარება. ასე რომ, ამ ცნების საფუძველზე, აუცილებელია, რომ ცოდვათაგან განთავისუფლებულნი მათს გამო სასჯელს მაინც დაექვემდებარონ.

მაგრამ ჩვენ ვუშვებთ იმის თქმას, რომ საკითხის ასე დაყენება აშკარა და საყოველთაო ჭეშმარიტებას ეინააღმდეგება: თუკი ჩვენ ვხედავთ, რომ მეფე ამნისტიისა და პატიების შემდეგ, დამნაშავეს აღარ სჯის, მით უმეტეს ღმერთი, რომლის მრავალი თვისებათაგან კაცთმოყვარება განსაკუთრებით გამორჩეული თვისებაა, თუმცაღა სჯის ადამიანს, მის მიერ ცოდვის ჩადენის შემდეგ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც აპატია სასჯელისაგან დაუყონებლივ ათავისუფლებს. და ეს ბუნებრივია, რამეთუ თუ ღმერთის შეურახყოფას სასჯელამდე მივყავართ, მაშინ, როცა დანაშაული გაუქმებულია, თვით დანაშაულის შედეგი, ე.ი. სასჯელი, აუცილებლობის ძალით უქმდება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   ეს სიყვარულია?   Mar 30 2009, 12:22 PM
ავგუსტინე   რა არის სასჯელი, თ...   Mar 30 2009, 01:29 PM
afxazi   ავგუსტინე ეს გასა...   Mar 30 2009, 01:42 PM
staywhite   afxazi დავით, ეს ზუსტად...   Mar 30 2009, 02:04 PM
afxazi   staywhite ანუ ადამიანი რ...   Mar 30 2009, 02:06 PM
Lashab   staywhite ანუ ადამიანი რ...   Mar 30 2009, 05:03 PM
ავგუსტინე   მე მინახავს როგორ ...   Mar 30 2009, 02:10 PM
staywhite   afxazi და წმინდანები? ი...   Mar 30 2009, 02:11 PM
staywhite   afxazi და წმინდანები? ...   Mar 30 2009, 04:19 PM
კანონისტი   ავგუსტინე რომელ ს...   Mar 30 2009, 02:30 PM
afxazi   ავგუსტინე განარის...   Mar 30 2009, 02:40 PM
evangelizer   "გულმოწყალება იმ...   Mar 30 2009, 06:47 PM
ავგუსტინე   არც ეს არის სწორი ...   Mar 30 2009, 10:21 PM
staywhite   ავგუსტინე როცა მო...   Mar 30 2009, 10:22 PM
ავგუსტინე   ამ ამბორს ვერ უძლე...   Mar 30 2009, 10:36 PM
subterranean   გასაგებად ბუტბუტი ...   Mar 30 2009, 10:37 PM
ავგუსტინე   კანონისტის მედავ...   Mar 30 2009, 10:39 PM
staywhite   ავგუსტინე მეც, მარ...   Mar 30 2009, 10:49 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 08:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი