IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მართლმადიდებელი ქალი მღვდელი ვერ გახდება
ზებედე
პოსტი Feb 19 2007, 08:38 PM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მართლმადიდებელი ქალი მღვდელი ვერ გახდება


შესაძლებელია თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელი-ქალი? ეს კითხვა ერთ-ერთი უმთავრესი იყო ბრატისლავაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე: “ქალის როლი თანამედროვე მსოფლიოში – მართლმადიდებლური ხედვა”.

სლოვაკეთისა და ჩეხეთის მიწების მიტროპოლიტ ქრისტეფორეს აზრით, ქალი მართლმადიდებელი მღვდელი ვერასდროს გახდება. “ჩვენთან მღვდლის ტიპოლოგია არსებობს. მოძღვარი იესო ქრისტეს მსგავსი უნდა იყოს: მის მსახურებაში კი გრძელდება ქრისტეს მსახურება, იესო ქრისტე კი კაცი იყო”, - შენიშნა მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ.

ქალებს კი, მისი თქმით, ღვთისმშობლის ტიპოლოგია შეესაბამება. ქალის როლი ეკლესიაში, კაცის როლთან შედარებით, ისტორიულად ნაკლებ მნიშვნელოვანი და ღირსეული არ ყოფილა. (?!. რედ.) მიუხედავად ამისა, ლიტურგიულ ფუნქციას მოციქულთა მემკვიდრეობით ყოველთვის ასრულებდნენ და ასრულებენ კაცები. “ამიტომ ქალის სასულიერო ხარისხში აყვანის საკითხი მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ დამდგარა”, - დასკვნის სახით განაცხადა მიტროპოლიტმა და დაამატა, რომ ამ პოზიციას მსოფლიოს 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებს.


კონფერენციაზე განსხვავებული მოსაზრებით გამოვიდა ლიტვის პარლამენტის დეპუტატი, მართლმადიდებელთა პარლამენტთაშორისი ასამბლეის წევრი ვლადიმერ ორეხოვი. მისი აზრით, არავის აქვს უფლება აუკრძალოს ქალებს კაცებთან ერთად ემსახუროს ღმერთს. “თუ ღმერთმა დააჯილდოვა წინასწარმეტყველების, შორსმჭვრეტელობის ნიჭით, მდიდარი სამეტყველო შესაძლებლობით, რატომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს შეხედულებას ქალის შესაძლებლობის შესახებ იყოს მოძღვარი, გაავრცელოს ღვთის სიტყვა, იქადაგოს, მიიღოს აღსარება”, - განაცხადა ორეხოვმა.

კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობა არ ეთანხმება წინადადებას ქალის მღვდლის ხარისხში აყვანის შესახებ, ამის მიზეზი კი რიგი ფიზიოლოგიური და საღვთისმეტყველო საკითხებია. ეს იდეა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ტრადიციებს, - აღნიშნავდნენ კონფერენციის მონაწილეები.

კონფერენცია ორგანიზებული იყო მართლმადიდებელი ხალხების ერთიანობის საერთაშორისო ფონდისა და სლოვაკეთისა და ჩეხეთის მიწების მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. საქართველოდან მას არავინ დასწრებია. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიწვევა არ მიუღია.





--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გუჯა   მართლმადიდებელი ქალი მღვდელი ვერ გახდება   Feb 19 2007, 08:38 PM
მნათე   ტიტეს მიმართ ეპისტ...   Feb 19 2007, 08:45 PM
KAIROS   როგორი დამახასია...   Feb 19 2007, 10:40 PM
მნათე   კაიროს მე მაინტერ...   Feb 19 2007, 11:02 PM
მხევალი ნინო   ოხ, ღმერთო ჩემო, უკე...   Feb 20 2007, 10:23 AM
შეხვეწილი   საჯარეს დიაცს რა უ...   Feb 20 2007, 10:56 AM
კანონისტი   KAIROS მნათე კვერექსი...   Feb 20 2007, 11:37 AM
KAIROS   რატომ დაიბენით :) რ...   Feb 20 2007, 04:40 PM
მხევალი ნინო   KAIROS მართალი გითხრა...   Feb 20 2007, 04:51 PM
KAIROS   კი, ნელნელა გაქრნე...   Feb 20 2007, 05:06 PM
ქავთარაძე   KAIROS ისე ეხლაც არის მ...   Feb 20 2007, 05:09 PM
KAIROS   კი ოღონდ, იშვიათად...   Feb 20 2007, 05:11 PM
ქავთარაძე   KAIROS აა მანამდე უფლე...   Feb 20 2007, 05:19 PM
KAIROS   ზემოთ უკვე დავწერე...   Feb 20 2007, 05:21 PM
კანონისტი   KAIROS მაშ ხელდასხმა რ...   Feb 20 2007, 06:11 PM
მხევალი ნინო   რითი იყო გმოწვეული...   Feb 20 2007, 07:03 PM
KAIROS   სამწუხაროდ ახლა ხ...   Feb 20 2007, 11:42 PM
დათიკო   ქალის შესვლა რომ ა...   Feb 20 2007, 11:45 PM
KAIROS   ეს წესი,როგორც ბე...   Feb 21 2007, 12:19 AM
ალექსანდრე   მე როგორც ვიცი დია...   Feb 21 2007, 12:29 AM
KAIROS   ნამდვილად, დამავი...   Feb 21 2007, 01:01 AM
დათიკო   Женщина в Церкви. Из книги: ...   Feb 21 2007, 11:42 AM
კანონისტი   დათიკო დედაკაცი ს...   Feb 21 2007, 12:06 PM
დათიკო   Тайна пола в православной т...   Feb 21 2007, 12:27 PM
დათიკო   Мнимое бесправие? прот. Ма...   Feb 21 2007, 12:46 PM
მხევალი ნინო   ოხ, მადლობთ მაგრამ ...   Feb 21 2007, 03:15 PM
KAIROS   იკითხე, იკითხე და ...   Feb 22 2007, 02:44 AM
stch   რავი მე ადრე რა იყო ...   Jul 4 2007, 02:23 AM
ზებედე   ქალებს კი, მისი თქმ...   Oct 26 2007, 01:45 PM
კანონისტი   ზებედე და დოგმატს ...   Oct 26 2007, 01:53 PM
lamasvani   ფიზიოლოგიურ მომენ...   Oct 26 2007, 01:54 PM
კანონისტი   lamasvani შენ რა გგონია, ...   Oct 26 2007, 01:58 PM
lamasvani   lamasvani შენ რა გგონია, ...   Oct 26 2007, 02:04 PM
კანონისტი   lamasvani საფუძველი ძვე...   Oct 26 2007, 02:06 PM
lamasvani   lamasvani ფიზიოლოგიურ...   Oct 26 2007, 02:09 PM
ზებედე   lamasvani საფუძველი ძვე...   Oct 26 2007, 02:22 PM
lamasvani   ძველ აღთქმაში ქალ...   Oct 26 2007, 02:29 PM
კანუდოსელი   მართალი ხარ ასეა ...   Oct 27 2007, 02:40 AM
მხევალი ნინო   lamasvani თუ ჩვენს უფლე...   Oct 26 2007, 02:35 PM
lamasvani   lamasvani თუ ჩვენს უფლებ...   Oct 26 2007, 02:45 PM
მხევალი ნინო   lamasvani რატომ? თუ ქალე...   Oct 26 2007, 02:54 PM
ზებედე   მაშინ გავიყოთ ორა...   Oct 27 2007, 12:59 AM
მართა   კიდევ კარგი უფლის ...   Oct 26 2007, 11:10 PM
solomony   მოდით დასვით კითხ...   Oct 26 2007, 11:38 PM
კანონისტი   ზებედე არა :) არც მა...   Oct 27 2007, 01:03 AM
ზებედე   ზებედე არა :) არც მა...   Oct 27 2007, 01:16 AM
მხევალი ნინო   ზებედე დედები და ...   Oct 27 2007, 01:49 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი კაპას...   Oct 27 2007, 02:27 PM
yipiani gio   ისე რა შუაშია მარა ...   Dec 3 2007, 10:12 PM
ალექსანდრე   yipiani gio კი და მშობიარ...   Dec 4 2007, 12:05 AM
ketino   უF.. უF... ბიჭია თუ გოგ...   Dec 4 2007, 01:02 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 01:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი