IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> «ძუელი დღეთა», ახალი აღთქმის ღმერთი ძველ აღთქმაში
აკაკი
პოსტი Jan 9 2012, 08:06 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა... მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა... და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა... მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა. ( წინასწარმეტყველება დანიელისა 7. 9-11)


IPB-ს სურათი


ეს ცნობილი ჩვენება ღმრთისა, რომელიც გადმოცემულია დანიელის წიგნში, საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის აცბუნებდა და აოცებდა ღმრთისმეტყველებს, შთააგონებდა ხელოვანებს, ფერმწერებსა და მწერლებს. მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ჩვენება «ძუელთა დღეთა» განიმარტება, როგორც ჩვენება მამა ღმერთისა. მაგრამ საწინააღმდეგოდაა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში, ეს არის ჩვენება ძე ღმერთისა, ღმრთის მარადიული სიტყვისა, ქრისტესი ვიდრე მის განკაცებამდე.

ციტატა
«პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი» (იოვანე 1.1)


მართლმაიდებელი ქრისტიანული სარწმუნოება დაფუძნებულია რწმენაზე: «ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა... რომლისაგან ყოველი შეიქმნა». ქრისტე არის თანამარადიული მამისა და სულისა. მაგრამ ხშირად ქრისტიანთა შორის თავს იჩენს აზრი, რომ ძველ აღთქმის მთავარმოქმედი, «მთავარი პირი» არის მამა. ეს მაშინ როცა ძე ღმრთისა შემეცნებულია, როგორც თანამარადიული მამისა, ის, რომლის მოსვლაც ნაწინასწასწარმეტყველებია, მაგრამ თავად რჩება როგორც სრულიად უხილავი. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის ჰიმნებსა და საგალობლებში, ეკლესიის აღმოსავლელ მამათა ნაწერები ცხადჰყოფენ, რომ ქრისტე წინა-განკაცებამდე სწორედაც ფაქტობრივად არის მოვლენათა ცენტრში, და წინა პლანზე ძველი აღთქმის წიგნებში.

«ძველთა დღეთას» ქრისტოლოგიური აღქმა, გაგება და შემეცნება მაშინ ხდება ნათელი, როდესაც გულისხმისყოფით ჩვენს თვალთა წინაშე იქნება გამოჩინება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი, როგორც დანახულ იქნა უფლის ერთგული და უსაყვარლესი მოწაფის მიერ, კუნძულ პატმოსზე:

ციტატა
და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ... მსგავსი ძისა კაცისაჲ... და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ... და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა. და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. (გამოცხადებაჲ იოვანესი 1. 12, 18)


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


მკვდრეთი აღდგომილი ქრისტე ჩანს და იხილვება ისეთი, როგორიცაა «ძუელი დთეთა», ასევე ისეთი, როგორიც ეჩვენა ის თავის მოწაფეებს მისი ფერისცვალებისას თაბორის მთაზე (მათე 17. 1-9). ქრისტეა «ძუელი დღეთა», რადგან იგი საუკუნო და მარადიულია. «საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ ღმერთი» (ფალმუნი 89. 2). ის არის უწინარეს ყოველი ქმნილებისა და არა აქვს დასასრული. ზოგიერთნი იბნევიან, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, აღდგომილი ქრისტე უტყუარად და ჭეშმარიტად იგივეა ვინც იწოდება «ძუელად დღეთაჲსად» დანიელის წიგნის შემდეგ მუხლებში:

ციტატა
«ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას. “ (დანიელი 7. 13, 14)


საყოველთაოდ ცნობილია, რომ «ძე კაცისად» იწოდება ქრისტე, ამიტომ შეცდომაა ვიფიქროთ, თითქოს «ძუელთა დღეთა» მამაა. ეკლესიის მამათა სწავლება გვიჩვენებს, რომ ძე კაცისა (წოდება) ეხმიანება (ეხება) განკაცებულ სიტყვას, «ვინაიდან ეს არის მისი თავმდაბლობა, რომ ის (ქრისტე) კაცის ძედ სახელ-იდების» (წმ. ათანასე დიდი, ეპისტოლე ანტიოქეს (? Antiochus) მიმართ). ხოლო «ძუელი დღეთა» არის სიტყვა, თავის წინა-განკაცებამდე. ამიტომ «ძუელი დღეთა» და ძე კაცისა არის ერთი და იგივე პიროვნება:

«დანიელმა იხილა სიმბოლური ნიშანი (პირველსახე) და ხატება, თუ რა იქნებოდა მომავალში, რომ, უხილავი ძე და სიტყვა ღმრთისა ჭეშმარიტად კაცად იქცა, შეიერთა რა ჩვენი ბუნება»
(წმ. იოანე დამასკელი, საღმრთო ხატებზე (On Divine Images) 3.26)

«კაცის ძის მსგავსებაში ის წინასწარ ჭვრეტს განკაცებას მხოლოდშობილისას»
(წმ. ამონოსი, პატროლოგია გრეკა 85-ე ტომი, l380A)


“მოდით ყველამ აღვამაღლოთ ჩვენი თვალები ზეცად ღმრთისა მიმართ, მსგავსად მგოდებელი იერემიასი: ერთი, რომელიც გამოჩნდა დედამიწაზე, ეს არის ღმერთი ჩვენი, რომელიც სიხარულით (შდრ, “ნათელი მხიარული”) იქცეოდა კაცთა შორის, რომელსაც არ განუცდია ცვლილება, რომელმაც სხვადასხვაგვარად გამოუჩინა თავი თვისი წინასწარმეტყველთ, რომელსაც ეზეკიელი ახსენებს, როგორც კაცის სახით ცეცხლოვან ეტლზე, და დანიელი, როგორც კაცის ძეს და ძუელსა დღეთას, ერთადერთი უფლის ძველ და ახალ გამოცხადებას: ერთი, რომელი განსცხადნა და განანათლა ყოველი” (წმ. რომანოზ მელოდისტი, II კონდაკი განცხადებისათვის) - (მოცემული თარგმანი არ არის საეკლესიო, ძველი ქართულიდან გადმოტანილი ახალ ქართულზე, ამდენად იგი არ არის ზუსტი, არამედ თარგმნილია შინაარსის გასაგებად) არაერთი საგალობელი თუ პატრისტიკული ჰომილია მაცხოვრის შობის შესახებ, ჩვენში იწვევს იმას, რომ გვაფიქრებს იმ სიღრმეზე, «ძუელთა დღეთას» სრული თავმდაბლობისა, ჩვენთან ყველაზე დაუცველად და უმწეოდ მოსულისა და წარმოჩენილისა, ვითარცა ახალშობილი ყრმისა:

«რა შემიძლია ვთქვა? რადგან საკვირველება მაოცებს მე. «ძუელი დღეთა» რომელიც ზის მაღალ და დიდებულ ტახტზე, მიიწვინა ბაგაში»
(წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილია მაცხოვრის შობაზე)

«ძუელი დღეთა, ჩვილად იქცა "
(წმ. ათანასე, ჰომილია ქრისტეს შობაზე)

«მოდით მიწამდე მოვიდრიკოთ თავი, მოდით ყოველნო ერნო უგალობეთ და განადიდეთ ყრმა ღმერთი, ორმოცი დღისა და საუკუნეთა უწინარესი, პატარა - თავმდაბალი ჩვილი და «ძუელი დღეთა», ჩვილი ძუძუს მწოვარი და შემოქმედი საუკუნეთ»
(წმ. კირილე იერუსალიმელი, ჰომილია ტაძრადმიყვანებისათვის (მირქმისა) უფლისა)

«ძუელი დღეთა, რომელმაც მისცა ძველად სჯული მოსეს სინაზე, დღეს იხილვება ვითარცა ჩვილი»
(ტროპარ-ვედრებათა კრებული, მირქმა (ტაძრადმიყვანება) უფლისა)

«ძველი დღეთა ჩვილი გახდა ჩემთვის... »
(Matins, Kathisma)

«ჰშევ მიუწდომელი ძუელი დღეთა, ვითარცა ახალი ჩვილი, რომელმან გვიჩვენა სათნოებათა ახალი ბილიკები ქვეყანაზე... "

(ღვთისმშობლისა, პარასკევსა ხმა V)

«ძველი დღეთა, ჰოი, ერთი ყოვლადწმიდა, კურთხეულსა საშოსა შენსა შინა გარდამოსრული, ვითარცა ცვარი ღრუბელზე, და კაცთმოყვარე გამოჩინებული ვითარცა ახალი ადამი»
(ღმრთისმშობლისა, წმ. პოლიკარპე სმირნელი, 23 თებერვალი)

«ჰშევ შენ ძუელი დღეთა ვითარცა ყრმა ახალი ჩვენთვის.. «
(ღმრთისმშობლისა, VI ხმა)

«რომელი გარდახვედ სჯულსა ბუნებისასა, ჰოი ქალწულო უბიწოო, ქვეყნად ახალი ყრმის მომყვანებელო, რომელი იგი ორივე არს რჯულის მომცემელი და ძუელი დღეთა...»
(ღმრთისშმობლისა, V კვირა მარხვისა)?

«მხოლოდ სვიმეონმა მიიეღო თავის მოხუცებულ ხელებში ძუელი დღეთა- ჩვილის სახით, და მაშინვე მაკურთხეველმა ღმრთისა თქვა: «აწ განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით...»
(წმ. მეთოდიუს ოლიმპუსი, პატროლოგია გრეკა 18-ე ტომი 3658)

[თარგმანი მოცემულია მხოლოდ შინაარსის გასაგებად]
= = =


ეს არის გამორჩეული მახასიათებელი მართლმადიდებელი გალობათმეტყველებისა და პატრისტიკული თეოლოგიისა: საკვირველია ღმრთის თავმდაბლობა, შესაბამისობა მისი ყოვლადძლიერებისა და ღმრთაებრივი დიდებისა და უსასრულო უბრალოებისა და მისი თავმდალობისა. ეგევე ღმერთი, რომელი საყდართა ზედა დიდებისათა მდჯომარე არს და ურიცხვნი და უთვალავნი ანგელოზნი მსახურებენ, იშვა უწმინდურ (შეუფერებელ) ქვაბულში, როგორც დაუცველი ყრმა! რომელსაც თავად ზეცა ვერ იტევს დედაკაცის მუცელმა დაიტია! რომლის შობასაც დასაწყისი არა აქვს! ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველივე, მორჩილად დაჰყვა მისსავ ქმნილებას, რომ ჯვარცმულიყო! და კიდევ მეტად გასაკვირი არაფერია, ვიდრე საგალობელები დიდი (წითელი) პარასკევისა: «რომელმან დედამიწა წყალთა ზედა დაჰკიდა, ხეზე დამოეკიდა», «რომელმან გარდაართხა ცანი, მეწამული მოახვიეს საცინლად»

IPB-ს სურათი

ასე, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს გონებაში ფესვს გაიდგამს ეკლესიის მამათა განმარტება და მათი შემეცნება ძველი აღთქმისა, შევძლებთ დავაფასოთ და განვიცადოთ, ღმრთის თავმდაბლობა და სიყვარული კაცობრიობისადმი. თუმცა შეუძლია გაანადგუროს უსამართლობა ჩვენში, მაგრამ ის ირჩევს თავად თავმდაბლობას, რათა ივნოს და მოკვდეს ჩვენთვის! რათა აღდგეს ისევ და აღადგინოს ჩვენი კაცობრივი ბუნება მასთან სასუფევლის სიმაღლეში. რადგან სიკვდილი ვერ მოიცავს სიცოცხლის მომნიჭებელს, ძუელსა დღეთას! «ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. « (გამოცხ. 1. 17,18).

მისია სუფევა და ძალი, უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   «ძუელი დღეთა»   Jan 9 2012, 08:06 PM
GIORGI LELUASHVILI   კარგი თემაა, საინტ...   Jan 9 2012, 10:05 PM
აკაკი   [b]სამი კაცის სტუმრო...   Jan 10 2012, 06:47 PM
აკაკი   [color=#990000][b]ქრისტე და მო...   Jan 12 2012, 06:06 PM
A.V.M   აკაკი ჯიგარი ხარ... ...   Jan 12 2012, 08:36 PM
აკაკი   [b]სინა, ქორები და თა...   Jan 13 2012, 08:08 PM
აბდალა   სად იყავით კაცო აქ...   Jan 13 2012, 08:14 PM
აკაკი   აბდალა მართლმადიდ...   Jan 13 2012, 08:29 PM
აბდალა   აკაკი გმადლობ :მად...   Jan 13 2012, 08:35 PM
GIORGI LELUASHVILI   აბდალა დამოდარას:D ...   Jan 13 2012, 08:46 PM
karpaki   აბდალა დამოდარას:D...   Apr 18 2012, 10:32 PM
აბდალა   GIORGI LELUASHVILI :D   Jan 13 2012, 08:52 PM
აკაკი   [color=#CC0000][b]აღსრულება ს...   Jan 13 2012, 11:02 PM
ხახაბოელი   ერთი რაგაც ვერ გავ...   Apr 18 2012, 07:05 PM
George Leluashvili   ერთი რაგაც ვერ გავ...   Apr 18 2012, 10:46 PM
აკაკი   “მოდით ყველამ აღვ...   Apr 18 2012, 10:46 PM
Otherguy   ეკლესიის მამების ნ...   Apr 21 2012, 12:36 AM
ხახაბოელი   ვინც იცის იქნებ გა...   Apr 21 2012, 11:58 AM
აკაკი   აი მეც როგორ გავიგ...   Apr 21 2012, 12:25 PM
ხახაბოელი   ესეიგი დანიელმა ნა...   Apr 21 2012, 12:36 PM
Otherguy   ესეიგი დანიელმა ნ...   Apr 23 2012, 08:42 AM
esre ars cheshmariteba   მაგრამ ძე კაცისა ც...   Apr 23 2012, 09:23 PM
ხახაბოელი   Otherguy მამები, როგორ გ...   Apr 23 2012, 12:50 PM
აკაკი   გარდა ამისა ჩვენ ვ...   Apr 23 2012, 01:00 PM
ხახაბოელი   ხო მართალია ეგ სიტ...   Apr 23 2012, 01:18 PM
Otherguy   ხახაბოელი ანუ ამბ...   Apr 23 2012, 09:13 PM
ხახაბოელი   მე არ ვამბობ, რომ უე...   Apr 23 2012, 09:29 PM
esre ars cheshmariteba   მე არ ვამბობ, რომ უ...   Apr 23 2012, 09:39 PM
ხახაბოელი   ალეგორიულად იცი რა...   Apr 23 2012, 10:14 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba რაც უნდა გ...   Apr 23 2012, 10:28 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რაც უნდა გ...   Apr 24 2012, 09:32 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რაც უნდა გ...   Apr 24 2012, 09:42 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba ჩემი პოსტ...   Apr 24 2012, 09:37 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba მარტო ხორ...   Apr 24 2012, 10:02 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მარტო ხორ...   Apr 24 2012, 10:04 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba ზუსტად ამ...   Apr 24 2012, 10:33 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ზუსტად ამ...   Apr 24 2012, 10:59 PM
ხახაბოელი   ვფიქრობ შენ არ იცნ...   Apr 25 2012, 07:44 AM
esre ars cheshmariteba   ვფიქრობ შენ არ იცნ...   Apr 25 2012, 07:20 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba მე ბერძნუ...   Apr 25 2012, 08:14 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მე ბერძნუ...   Apr 26 2012, 12:03 AM
აკაკი   ვფიქრობ რომ თემისა...   Apr 25 2012, 08:49 PM
ხახაბოელი   მართალია გადახვევ...   Apr 25 2012, 08:52 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba ბევრი რამ...   Apr 26 2012, 07:53 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ბევრი რამ...   Apr 27 2012, 04:31 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 02:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი