IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ანთიმოზ ივერიელი
ანნო
პოსტი Jun 26 2009, 09:59 PM
პოსტი #1


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ანთიმოზ ივერიელი - საქართველოდან მოტაცებული და კონსტანტინოპოლის ბაზარზე მონად გაყიდული ქართველი, თავის მეორე სამშობლოს ვლახეთში პოულობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მართლაც რომ ამ საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის მრავალმხრივი მოღვაწეობა. იგი იყო შესანიშნავი კალიგრაფი, მხატვარი, ხუროთმოძღვარი, ქსილოგრაფი, გრავიორი და მოქანდაკე. ფლობდა მრავალ ენას: მშობლიური ქართულის გარდა - ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს და თურქულს. იგი იყო სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი მთელი ბეჭვდითი საქმიანობისა.


ანთიმოზ ივერიელი იყო რუმინული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ბრწყინვალე მწერალი. იგი აღიარებული იყო როგორც შესანიშნავი ორატორი. მის კალამს ეკუთვნოდა ლექსები ბერძნულ, რუმინულ და ძველ სლავურ ენებზე. მას დიდი დამსახურება მიუძღვის, როგორც თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწეს. წმინდა ანთიმოზმა სიცოცხლეც კი მიიტანა რუმინელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სამსხვერპლოზე. იგი მედგრად მიუძღვოდა ჩაგრულ რუმინელ ხალხს თურქთა და ფანარიოტთა ბატონობისაგან გათავისუფლების გზაზე. ცნობილი ფრანგი მეცნიერი ემილ პიკო აღნიშნავდა, რომ: "ყველა მღვდელმთავარს შორის, რომლებიც ვლახეთის მიტროპოლიტად ყოფილან, არავინ არის ისეთი, რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღვოდეს, როგორც ანთიმოზ ივერიელს. მისი ცოდნა, მისი გემოვნება ხელოვანისა, მისი ღრმა სიყვარული წიგნებისადმი საკმარისი იქნებოდა, რომ იგი უბადლოდ მიგვეჩნია, მაგრამ მას მეტი აქვს გაკეთებული. მან, უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული
"პატრიოტიზმისა".


ანთიმოზ ივერიელი მოიტაცეს იმ ასაკში, როცა იგი სრულიად ჩამოყალიბებული "ინტელექტუალური
ვინაობის" მქონე ქართული ხელოვნების ტრადიციებზე აღზრდილი პიროვნება იყო. იგი ტყვედ ჩაიგდეს ჩრდილოეთ
კავკასიის მთიელებმა, მაშინ როდესაც არჩილ მეფესთან ერთად რუსეთში ყოფნის შემდეგ საქართველოსაკენ მიმავალ გზას ადგა. ანთიმოზი კონსტანტინოპოლში 1666 წელს მონობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა იმ მიზნით, რომ გამოეყენებინა მისი მხატვრის, გრავიორის და კალიგრაფის ნიჭი სასტამბო საქმიანობაში. ანთიმოზ ივერიელმა ის ბრწყინვალე განათლება, სახელდობრ, კლასიკური ლიტერატურის შესანიშნავი ცოდნა, შეიძინა საკუთრივ ვლახეთშიჩასვლის შემდეგ. ხოლო რაც შეეხება მესტამბეობას, ამ საკითხის გარკვევისას მკვლევართა აზრი რამდენიმე ნაწილად იყოფა.


აშკარაა, რომ მას მესტამბეობა კონსტანტინოპოლში არ შეუსწავლია, რადგან ამ ქალაქში აღნიშნულ პერიოდში ბერძნული სტამბები ჯერ კიდევ არ არსებობდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მან მესტამბის ხელოვნება ქ. ბუზეუში ეპისკოპოს მიტროფანეს ხელმძღვანელობით შეისწავლა. სხვები კი, ანთიმოზ ივერიელის ბეჭვდითი საქმიანობის დასაწყისს უკავშირებენ აგრეთვე მიტროფანეს სახელს, ხოლო ბუზეუს მაგივრად ასახელებენ ბუქარესტს. არსებობს სხვა ვერსიებიც, რომლის მიხედვით იგი მესტამბეობას დაეუფლა ან რუსეთში, როდესაც თან ახლდა არჩილ მეფეს ან პატრიარქ დოსითეოსის მიერ ქალაქ აისში (მოლდავეთი) დაარსებულ სტამბაში. სწორედ ამ ქალაქიდან მოიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ ანთიმოზი რუმინეთში. კონსტანტინე ბრანკოვიანუ იყო მმართველი, რომლის მეფობის პერიოდი (1688-1714) ითვლება "ძველი რუმინული კულტურის აყვავების ხანად ვლახეთში". მეფე აგებდა ტაძრებს, მონასტრებსა და ეკლესიებს, აშენებდა ახლებს, არამარტო ვლახეთის ტერიტორიაზე, არამედ სამთავროს ფარგლებს გარეთაც. რუმინეთში წმინდა ანთიმოზმა მეტად ნაყოფიერი საქმიანობა წარმართა და შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი რუმინული წიგნის ბეჭდვის საქმეში, რაზეც თვალნათლივ მოწმობს მისი თაოსნობით გამოცემული 64-მდე წიგნი. მისი, როგორც მბეჭდავის პირველი
ნაბიჯები ვლახეთში, დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან. მისი ინიციატივით საფუძველი ეყრება: სნაგოვოს, რიმნიკის, ტირგოვიშტეს და "ყოველთა წმიდათა მონასტრის" სტამბებს, სადაც წიგნები იბეჭდებოდა რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე. 1701 წელს სნაგოვოს მონასტრის სტამბაში ანთიმოზ ივერიელი ბეჭდავს "კონდაკს", რომელიც გამოიცა ბერძნულ და არაბულ ენებზე ანტიოქიის პატრიარქის ათანასე IV-ის თხოვნით და ვლახეთის მთავრის კონსტანტინე ბრანკოვიანუს ხარჯით. ამ წიგნის გამოცემის თაობაზე ანტიოქიის პატრიარქი შემდეგს სწერს: "მისმა უდიდებულესობამ, მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ დაუყონებლივ შეისმინა ჩვენი თხოვნა, უხვად გაიღო სახსრები და დაავალა დახელოვნებულ მესტამბეს, უკეთილშობილესს იერარქთა შორის, ანთიმ ივერიელს, რათა მას მოწადინებით ჩამოესხა არაბული შრიფტი და დაებეჭდა "წიგნი წმიდათა სამთა ჟამისწირვათა" (კონდაკი) ორ ენაზე, ბერძნულზე და არაბულზე". კონდაკი დაბეჭდილია ორ ფერში და ორ სვეტად. ბერძნული ტექსტი შავ ფერში, ხოლო არაბული, შესაბამისად, წითელ ფერში. წიგნში მოთავსებულია წმინდათა გამოსახულებანი, რომელთა მსგავსს ანთიმოზ ივერიელის მიერ გამოცემულ სხვა წიგნებშიც ვხვდებით. მოკლედ შევეხოთ ისტორიას, რომლის მიხედვით ნაბეჭდი წიგნის გავრცელება არაბეთის აღმოსავლეთში, კერძოდ კი სირიაში, წმინდა ანთიმოზ ივერიელს მიეწერება. 1700 წლის მარტში ბუქარესტში ჩადის ანტიოქიის პატრიარქი ათანასე IV და იქ დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში ჩერდება. პატრიარქი შემდეგი სიტყვებით აღწერს იმდროინდელ ბუქარესტს: "მხარე გაშენებული მონასტრებით და სხვა მრავალრიცხოვანი დიდებული შენობებით, განსაკუთრებით კი სემინარიებითა და სკოლებით, მეცნიერების სხვადასხვა დარგების დასაუფლებლად. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სტამბა, სადაც იბეჭდება წიგნები ბერძნულ, რუმინულ და სლავურ ენებზე".







IPB-ს სურათი


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი