წმინდა მიწაზე მოგზაურობა, შთაბეჭდილებები და ცოტაოდენი დარიგებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა მიწაზე მოგზაურობა, შთაბეჭდილებები და ცოტაოდენი დარიგებები |
ვეშაპო |
Jan 14 2007, 10:40 PM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
გამარჯობა ყველას!
გილოცავთ შობას, ახალ წელს და ჩემს წმინდა მიწაზე მოგზაურობას. მაშ ასე: მოგეხსენებათ, რომ სრულიად შემთხვევით მე გამომიჩნდა სრულიად ბედნიერი შემთხვევა, რომ გავმგზავრებულიყავი წმინდა მიწაზე. 10 იანვარს გვქონდა საქველმოქმედო კონცერტი თელ-ავივში. 6 იანვარს გავემგზავრეთ ისრაელში და მინდა გითხრათ, რომ ღვთის წყალობით ბეთლემში დავესწარის საშობაო ლიტურგიას და ვეზიარე. დიდება და მადლობა ღმერთს. აქ დავდებ სხვადასხვა ფოტოებს. აქ ჩემს უკან, მაღლა შობის ლიტურგია მ იმდინარეობს და მე ვერ ვუახლოვდები. ბევრი ხალხია. ეს კი, არის: ვიღაც არაბი ბოძის მონგრევას ლამობდა და სვეტიდან ბურთულების სახით 5 ქვა გამოვარდა და ადგილზე დაცხრილა ურჯულო. ამ ხუთმა ქვამ ერთობლიობაში ჯვარი შექმნა სვეტზე. ეს კი, შობის ადგილი. აქ, ჩვენს უკან იერუსალიმის ხედი. იერუსალიმი - ღვთისმშობლის საფლავი. იერუსალიმი - მე ღვთისმშობლის საფლავთან. იერუსალიმი - გარდამოხსნის ქვა. გოლგოთის ძირში. ადგილი სადაც დროებით დაასვენეს მაცხოვარი და მენელსაცხებლე დედებმა ნელსაცხებელი სცხეს. იერუსალიმი - გოლგოთა. ჯვარცმის ადგილი. იერუსალიმი - მაცხოვრის საფლავი. იერუსალიმი - ადამის განსასვენებელი. გოლგოთის ძირში, ჯვარცმის ქვეშ. იერუსალიმი - ჯვრის პოვნის ადგილი. აქ იპოვეს უფლის ჯვარი. ეხლა სომხებს ეკუთვნით. ნაზარეთი - იოსების და მარიამის სახლი. ამ სახლში იზრდებოდა და ცხოვრობდა მაცხოვარი 30 წლის განმავლობაში. ეხლა კათოლიკეებს ეკუთვნით. ნაზარეთი - ღვთისმშობლის ხარების ადგილი. გალილეის ტბა - მე და მამა საბა. იორდანე - ნამდვილი ნათლობის ადგილი. ამაზე ცოტა დაწვრილებით მოგახსენებთ. ეს არის ადგილი, სადაც ნამდვილად მოინათლა მაცხოვარი. ეს ადგილი სპეციალურად იხსნება წელიწადში ორჯერ, ნათლისღებას და დიდ ხუთშაბათს. უშვებენ მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქს. ისრაელის ტურიზმის დეპარტამენტმა კატეგორიულად მოსთხოვა თავდაცვის სამინისტროს, რათა ჩვენი ჯგუფისთვის გაეხსნა ეს ადგილი სპეციალურად. მოგეხსენებათ, ისრაელი დღეს ძირითადად ტურიზმით ცხოვრობს და შესაბამისად, ტურიზმის დეპარტამენტს ძალიან დიდი გავლენა აქვს. სამხედროებმაც დათმეს და გახსნეს საზღვრის ეს მონაკვეთი. იორდანის მეორე ნაპირზე იორდანიაა და ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან კონფლიქტში იმყოფება. სულ რაღაც 30 წელიწადია, რაც ისრაელმა ეს ტერიტორია წაართვა იორდანიას. ეს ადგილი მდებარეობს მკვდარ ზღვასთან. დაახლოებით 2 კილომეტრში იორდანე ერთვის მკვდარ ზღვას. ხოლო რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც ყველა ტურისტები ჩადიან და ასე ვთქვათ "გაბაზრებულია", ის არის გალილეის ტბიდან რომ გამოდის დაახლოებით 2 კილომეტრში, მშვენიერ წალკოტში. იქ არის კამკამა წყალი, თევზები ლივლივებენ, გარშემო მაღალი ხეებია. იორდანეში შესასვლელი სრულიად კეთილმოწყობილია და აქეთ-იქედან ვიდეო-კამერები გიღებენ. წყლიდან ამოსულს DVD დისკებს გთავაზობენ 15 დოლარად. კიდევ ერთი რამ: თუ გხვდათ წილად ბედნიერება, რომ იორდანეში შეხვიდეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კვართი. ამ კეთილმოწყობილ ადგილზე არის უზარმაზარი მაღაზია, სადაც ყიდიან სხვადასხვა ქრისტიანულ სუვენირებს და მათ შორის ამ კვართსაც. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამამაძაღლებულები არიან გამყიდველები. კვართს ყიდიან 25 დოლარად. პირადად მე ეს კვართი ნაზარეთში ქუჩაში შევიძინე 7 დოლარად. მაშ ასე, ნათლობის ადგილი: ლოდი - წმიდა გიორგის საფლავი. თუ დააკვირდებით, ადვილად შეამჩნევთ, რომ საფლავის ქვა სულ ზეთიანია. ეს თვითონ ქვიდან გამოდის. იერუსალიმი - ჯვრის მონასტერი. მინდა აღვნიშნო, რომ მას მერე რაც რუსთაველის ფრესკა ბერძნებმა გადაფხიკეს და შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად აღადგინეს, ვიღაცას, ალბათ ქართველს, გულმოდგინედ უშრომია და ძალიან კარგად აღუდგენია. სანამ მივიდოდით ჯვრის მონასტერში, ხალხი ავტობუსში იჭვნეულად უყურებდა ჩვენი იქ შესვლის ფაქტს. ერთი ამბობდა, ამას წინათ ვიყავიო და კარებზე რომ ვაკაკუნებდი, ვიღაც ე.წ. "მონაზონმა" ცხელი წყალი გადმოგვასხა ტაშტითო. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ადვილად შევედით და "დაჟე" გადავიღეთ. დიდი ძალა ჰქონია ტურიზმის დეპარტამენტს. მაშ ასე, რუსთაველის ფრესკა. ესეც, ის ადგილი სადაც იზრდებოდა ისე ხე, რომლისაგანაც მაცხოვრის ჯვარი გააკეთეს. რაც შეეხება ამ ფოტოს, აქ მე და მამა გურამმა ცოტა თამამი საქციელი ჩავიდინეთ. მამა გურამმა ის ფილა მიწია, რომელიც ზემოთა სურათშია და მე შიგთავსი გადავიღე. აქ იზრდებოდა სწორედ ის ხე, რომლისაგანაც მაცხოვრის ჯვარი გააკეთეს. თაბორის მთა. იერუსალიმი - გოდების კედელი. ეს კი ისე. ნუკრი კაპანაძე, ბუბა კიკაბიძე და მე. მე და პაატა ბურჭულაძე. სულ ეს იყო. მინდა გითხრათ: არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ გიდების შემოთავაზებას. ისინი გეთყვიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ არაფერი ქუჩაში. გეუბნებიან, რომ შეიძინოთ სუვენირები მათ მიერ შემოთავაზებულ მაღაზიებში. ისინი ამ მაღაზიებთან შეთანხმებული არიან და იღებენ გასამრჯელოს თქვენი იქ მიყვანით. მაგ მაღაზიებში რაიმე იყიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ქუჩაში, ან სხვა იაფ მაღაზიებში მსგავსი რამ არ მოიპოვება. მაგალითისთვის გითხარით უკვე, რომ ნაზარეთში ქუჩაში ნაყიდი 7 დოლარიანი კვართი, იქვე გიდების მიერ შემოთავაზებულ მაღაზიაში 18 დოლარი, ხოლო იორდანეში შესასვლელთან 25 დოლარი ღირდა. ასევე ჩვენს გიდს ეზარებოდა ჩვენი ხარების ადგილზე წაყვანა და იოსების და მარიამის სახლზე გვითხრა, რომ მარიამს მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებაც ამ სახლში ჰქონდა. ერთერთი ჩვენგანი ნამყოფი იყო ხარების ტაძარში და გაუხურა. ამის მერე უკვე კეთილი ინება ჩვენმა გიდმა და წაგვიყვანა. იტოგში, გიდებს ყველაფერში ნუ ენდობით. აბა! გისურვებთ წარმატებებს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი