IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ.ეგნატე(ბრიანჩანინოვი), სწავლება''საზვერეების''შესახებ
saria-giorgi
პოსტი May 17 2008, 01:04 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



მიწიერ სიბრძნეთა ჯურღმულების ტუსაღნო!ვუსმინოთ მათ,ვინც სულიერი თავისუფლება ჰპოვა უფალში და გაუნათდა სულიერი თვალი!ბრმადშობილნო!მათ იხილეს ნათელი ჭეშმარიტი,იხილეს და მის ნათელში შეიცნეს ის,ის რაც შეუცნობია ხორციელი და მშვინვიერი გონებისათვის.ღმრთის სიტყვა და მისი თანამოქმედი სული,ღმრთის რჩეულ ჭურჭელთა მეოხებით,გვაუწყებს,რომ სივრცე ცასა და დედამიწას შორის,ხილული ცა,ცისქვეშეთი,ციდან გარდმოგდებულ დაცემულ ანგელოზთა სამყოფელია.
''და იქმნა ბრძოლა ცათა შინა:მიქაელ და ანგელოსნი მისნი ჰბრძოდენ ვეშაპსა მას და ვეშაპნი და ანგელოსნი მიმსნი ებრძოდნენ მათ.და ვერც შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.''(გამოცხ.12,7,8.)[u]წმ.ანდრია კესარიელის განმარტებით,ეშმაკისა და მის მიერ წარტყვენულ სულთა გარდმოგდება მოჰყვა მათ პირველ შეცოდებას,როდესაც წმიდა ანგელოსთა მიერ განდევნილი იქნენ ანგელოსთა დასიდან,როგორც გვაუწყებს ამის შესახებ წმიდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი(28.16)
იობის წიგნში დაცემული ანგელოსი წარმოდგენილია,როგორც ცისქვეშეთის განუსაზღვრელ სივრცეში მოხეტიალე:იგი ხეტიალობს,მსწრაფლ მიმოვლის ფრენით,ადამიანთა მიმართ გაუმაძღარი სიძულვილით დამაშვრალი(დაბ.1.7)პავლე მოციქული დაცემულ ანგელოსებს ცისქვეშეთის დაცემულ სულებს უწოდებს.(ეფ.6.12)ხოლო მათ მეთაურს ჰაერის ხელმწიფების მთავარს(ეფ.2.2)
დაცემული ანგელოსები მრავლად არიან მიმოფანტულნი ჩვენთვის ხილულ მთელს სივრცეში.ისინი მუდმივად აშფოთებენ ადამიანთა საზოგადოებას,თითოეულ ადამიანს პირად-პირადად და სხვადასხვაგვარად.არ არსებობს ბოროტება,არ არსებობს დანაშაული,რომლის დამწყები და მონაწილეც ისინი არ იყვნენ.ისინი ყოველგვარ საშუალებით ასწავლიან და მიმართავენ ადამიანს ცოდვის ჩადენისაკენ.ამიტომაც,''წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს,ვინცა შთანთქა''(1პეტ.5.8)მიწიერ ცხოვრებაშიც და სხეულიდან სულის განსვლის შემდგომაც.
როცა ქრისტეანის სული,თავის მიწიერი სამყოფელის დატოვების შემდგომ ზეციურ სამშობლოში მიემგზავრება,მას გზად დემონები აჩერრებენ,ცდილობენ თავისთან მსგავსება მოუძებნონ-აღმოუჩინონ ცოდვები,დაცემა და ჩააგდონ ჯოჯოხეთში,რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოსებისთვის არის განმზადებული.ისინი ასე მათ მიერვე შეძენილი უფლებით მოქმედებენ.
უფალი მიუწვდომელი სიბრძნით,უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ ადამიანთა გამოსყიდვის შემდეგ,ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფლება აირჩიოს სიკვდილი ან სიცოცხლე,შეიწყნაროს მაცხოვარი და მაცხოვარება ანდა უარყოს ისინი.და სამწუხაროდ,მრავალმა ისურვა სატანის ტყვეობასა და მონობაში დარჩენა,აღიარეს თავი მაცხოვრისა და მისი საღმრთო მოძღვრების მტრებად.
ყველა ვინც აშკარად უარყო მაცხოვარი,შეადგენს სატანის საკუთრებას:მათი სულები,სხეულიდან განსვლისთანავე ჯოჯოხეთში დაინთქმებიან(იგულისხმება,პირ
ველ საზვერესაც კი ვერ გაივლის ცოდვილის სული)აუცილებელია სამსჯავრო,რატა განისაზღვროს ცოდვებისადმი ქრისტეანის სულის მიდრეკილების ხარისხი იმის გასარჩევად,თუ რას იმსახურებს-მარადიულ სიცოცხლეს თუ მარადიულ სიკვდილს.და თითოეულ ქრისტეანის სულს სხეულიდან განსვლის შემდეგ,ელის ღმერთის პირუთვენელი სამსჯავრო,როგორც ამბობს წმ.პავლე მოციქული:''წინა-უც კაცთა ერთ-გზის სიკვდილი და მისა შემდგომად საშჯელი''(ებრ.9.27)
ღმერთი თავის სამართალს,სხეულიდან გასული ქრისტეანების სულთა მიმართ,როგორც კეთილი.ასევე ბოროტი ანგელოსების მეშვეობით წარმართავს.პირველნი ადამიანის მიწიერი ცხოვრების დროს მის მიერ ჩადენილ კეთი საქმეებს ინიშნავენ,ხოლო მეორენი-ძველ მის მიერ ჩადენილ უკანონობას.როცა ქრისტეანის სული ცისკენ იწყებს აღსვლას წმიდა ანგელოსების წინამძღოლობით,ბნელი სულები ამხელენ მის მოუნანიებელ ცოდვებს,როგორც სატანისათვის მსხვერპლშეწირვას[/u],როგორც წინდს მასთან ურთიერთობისა და მისი სამარადისო ხვედრის განაწილებისა.
ჰაერის სივრცეში გამავალი სულების განკითხვისათვის ბნელ მთავრობათა მიერ განსაკუთრებული მიმდევრობით დადგენილია ცალკეული სამსჯავროები და მცველები.დედდამიწიდან ზეცამდე,შრეების მიხედვით,დგანან დაცემული სულების საგუშაგო ლეგიონები.თითოეული მათგანი ცოდვის გარკვეულ სახეს განაგებს და პასუხს სთხოვს სულს,როცა მას მიაღწევს.ეშმაკთა ჰაერის საგუშაგოები და სამსჯავროები მამათა ნაწერებში იწოდება საზვერეებად,ხოლო მათში მომსახურე სულები-მეზვერეებად,მებაჟეებად.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
saria-giorgi   წმ.ეგნატე(ბრიანჩანინოვი)   May 17 2008, 01:04 PM
saria-giorgi   მეზვერეებად,მებაჟ...   May 19 2008, 05:01 PM
Iona   ნუთუ ასე ასე მკაც...   May 22 2008, 12:37 PM
saria-giorgi   ნუთუ ასე ასე მკაცრ...   May 22 2008, 07:34 PM
nana_007   მეც მასე გამიგია, ...   May 22 2008, 08:04 PM
saria-giorgi   მეც მასე გამიგია, გ...   May 23 2008, 10:19 AM
llaasshhaa   ვაიიიმეე ზუსტად მ...   May 26 2008, 11:15 PM
saria-giorgi   ვისაც გსურთ,დაამატ...   May 28 2008, 09:57 AM
saria-giorgi   საზვერეთა შესახებ ...   Mar 5 2009, 03:20 PM
KAIROS   საზვერეებზე იყო აქ...   Mar 5 2009, 05:05 PM
saria-giorgi   საზვერეებზე იყო ა...   Mar 9 2009, 11:37 AM
მხევალი ნინო   KAIROS თან, ცოტა არ იყო...   Mar 6 2009, 10:56 AM
Iona   არა სასიამოვნო მა...   Mar 6 2009, 12:12 PM
მხევალი ნინო   Iona ცოტა სადავოც.   Mar 6 2009, 02:42 PM
KAIROS   სარია-გიორგი, ამ სა...   Mar 9 2009, 08:53 PM
saria-giorgi   სარია-გიორგი, ამ ს...   Apr 4 2009, 11:54 AM
ქევანა   ჩვენ საზვერეები, ი...   Apr 4 2009, 12:07 PM
KAIROS   :D ნუ წერ საოცრებებ...   Apr 5 2009, 05:39 AM
saria-giorgi   :D თუ რაიმე ახალი ი...   May 28 2009, 02:57 PM
gvanchi   ვაიმე შემეშინდა სი...   Jan 28 2010, 10:45 PM
KAIROS   აი ნიმუში როგორ შე...   Jan 29 2010, 04:30 AM
ნონა   აი ნიმუში როგორ შე...   Jan 29 2010, 11:52 AM
afxazi   იხილეთ ეს http://church.ge/index...   Jan 29 2010, 02:04 PM
ნონა   მადლობა დათო, გაიხ...   Jan 29 2010, 02:43 PM
elenele   მონაკვეთი წიგნიდა...   Mar 15 2010, 04:22 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 11:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი