Advanced Member
ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018
|
წერილთა შესწავლა - საჭირო წესი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის- რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს. [რომ. 15:4]
- ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა [2 ტიმ. 3:16]
- საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ვიპოვოთ თუ რა არის სათანადო ცხოვრებისათვის, არის ჩაფიქრება იმაზე, თუ რა წერია ღვთივშთაგონებულ წერილებში. [წმ. ბასილი დიდი 329-379წ.]
- წერილთა უგულებელჰყოფა დიდი კლდიდან ღრმა უფსკრულში გადაჩეხვაა. წერილთა არ ცოდნა არის მიზეზი ყოველი ბოროტებისა. წერილთა მკითხველი ჰგავს დიდი სიმდიდრის მფლობელს. ქრისტიანი ხარობს სულიწმინდაში, სულიწმინდა მეტყველებს წერილთა მეშვეობით.. [წმ. იოანე ოქროპირი 354-407წ.]
- წერილთა უგულებელჰყოფა, ქრისტეს უგულებელჰყოფაა! [წმ. იერემი (ერემო) 347-420წ.]
- წმინდა საქმე, წერილის კითხვისა არის ნათელი გონებისა, მეგზური და შთამგონებელი ლოცვათა შინა [წმ. ისააკ სირიელი 7 საუკ.]
- წერილთა სიტყვანი დაიწერა ჩვენთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვეგო, არამედ რათა საქმითაც აღვასრულოთ. [წმ. ისიქი იერუსალიმელი 4 საუკ.]
* * * რამოდენიმე რჩევა ბიბლიის კითხვისათვის- ყოველთვის ილოცე სანამ ბიბლიის კითხვას დაიწყებ, შესთხოვე კაცთმოყვარე ღმერთს შეგეწიოს და დაგეხმაროს იმის შემეცნებასა და გაგებაში, რასაც კითხულობ, რათა სიტყვანი რასაც კითხულობთ გაითავისო და იქცეს ჩვეულებად ყოველდღიური ცხოვრებისა.
ერთერთი ლოცვა, წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან: - გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო, ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩვენზედა ნეტართა მათ მცნე- ბათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი გულისთქმაი დავსთრგუნოთ, და ყოველი სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და ვიქმოდეთ. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსამაბოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოველდღეს დაუთმე სულ-რამოდენიმე წუთი ბიბლიის კითხვას - დილით ან ნაშუადღევს, ან სანამ დასაძინებლად წახვალ ლოგინად, როდესაც მოგიხერხდება. არ თქვა, რომ დრო არ გაქვს! შენ შეგიძლია გამოყო დრო. ყოველთვის, არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დაკავებული ხარ, შეგიძლია დაუთმო 5-10 წუთი ყოველდღე, რათა გაეცნო წერილებს. დასაწყისისათვის წაიკითხეთ ის საკითხავი წიგნები, რომლებიც შედარებით მარტივია გასაგებად. აი ასე მაგალითად, ახალ აღთქმაში დაიწყეთ მათესა და ლუკას სახარებით, ფოკუსირებენ ქრისტეზე, და შემდეგ იოანეს პირველი ეპისტოლე. ძველ აღთქმაში დაიწყეთ იგავთა წიგნით და შემდეგ ფსალმუნები. პირველმკითხელთათვის არ არის მიზანშეწონილი, პირველი წიგნიდან ანუ "დაბადებიდან" ბოლო წიგნამდე "იოანეს გამოცხადება"-მდე თანმიმდევრული კითხვა. ხდება ხოლმე, რომ ვინც დაიწყებს ასეთი გზით ბიბლიის კითხვას, პირველი წიგნის "დაბადების" მხოლოდ პირველნახევრამდე თუ მივა და შემდეგ მიანებებს თავს, რაც სამწუხაროა.
ნუ წაიკითხავთ ერთ დროს ძალიან ბევრს. კონცენტრირდი რამოდენიმე სტროფზე, ჩაუფიქრდი და შეიმეცნე, ასე გაცილებით უმჯობესია, ვიდრე ისრიალო მთლიან თავზე ზედაპირულად. თუ ბიბლია სრულიად ახალი წიგნია თქვენთვის, მაშინ დაგჭირდება ერთი მთლიანი, სწრაფი წაკითხვა, და საინტერესო ფრაზებზე ფოკუსირება, რომ იგრძნო იგი. როგორც წაიკითხავ ბიბლიიდან რაიმეს სცადე, რომ ყურადღება გაამახვილო და შეიმეცნო საინტერესო და საჭირო "ნაწყვეტებზე", რომლებსაც გამოვიყენებთ, ჩვენს დღიურ ცხოვრებაში. ბიბლია არ არის მხოლოდ ისტორიული წიგნი - ეს არის წერილი ღვთის სიტყვისა, რომელიც მომართულია თითოეული ჩვენთაგანის მომართ და რომელიც არის მეგზური ჩვენი ცხოვრებისა. ბიბლია არის წიგნი ეკლესიისა. ეს არის ეკლესია, რომლის მეგზურიცაა სულიწმინდა, ეს არის ეკლესია, რომელიც სულიწმინდით ხელმძღვანელობს, აქედან გამომდინარე დაუშვებელია წერილის თვითნებური ინტერპრეტაცია, არც სხვა ადამიანების მიმართ გვმართებს ნდობა, არამედ ვნახოთ რას ამბობს და როგორ განმარტავს ეკლესია, და შევიმეცნოთ ეკლესიის სწავლება, ვიკითხოთ წმინდანთა ნაშრომები და ტექსტები და მათით ვიხელმძღვანელოთ. ყოველშემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ "ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების." [2 პეტრე. 1:20]
ველი თქვენს პოსტებსაც . . .
|