IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მთვარისა კერესელიძე, პოეზია
მოაზროვნე
პოსტი Dec 2 2010, 11:27 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,725



მთვარისა კერესელიძე
მიძღვნა

უწმინდესსა და უნეტარესს,
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.
დაბადების 61-ე წლისთავზე თქმული ლექსი


სამოცდაერთი რა არის წელი
მსახურო ერის, მსახურო მრევლის,
ჯერ ღვთაებრივი საქმენი გელის,
სამოცდაერთი რა არის წელი!

შენი მირონით უნდა შემოსო,
ჯერ მრევლისათვის აქ უნდა ენთო...
მამულისათვის უნდა ილოცო
იმ ტაოელთა სულის ნაღვენთო!

რამეთუ ღმერთმა ასე ინება,
ზეცით ღვთის მადლი მოგეფინება...
მამულისათვის ანთია კვარი,
მამულისათვის - გეწეროს ჯვარი!

რამეთუ ქვეყნად ვიშვით, მოვედით
ზოგი ლოცვად და, ზოგიც ღვთაებად,
ნათლით მოსილა ძელი - ცხოველი
და უკვდავება -
დგას სვეტიცხოვლის მაღალ კარებთან
და ზენაარის ეფინება მცხეთას ნათელი,
იწვის დიადი კელაპტარიც, მცირე სანთელიც...

რამეთუ ღმერთმა ასე ინება,
შენში ღვთის მადლი მოედინება,
დაამწყალობო კვლავ უნდა ერი,
დაამწყალობო კვლავ უნდა მრევლი...

კვლავ შენი მადლი მოეფინოს უნდა სიონსაც;
შენი ნათელი აფენია ზედაზენს, ხერთვისს
და როცა ღამე ეძინება კავკასიონსაც,
შენი ლოცვაი ღვთაებრივი ზენაარს ერთვის...

შუბლი ნათელი გამოჩნდება აღსავლის კართან,
მიიმალება მაშინ, მჯერა, სადღაც არესიც.
და დგას ტაძარში გადარჩენილ იმედის კალთად
უწმინდესი და...
უნეტარესი!

ჯერ კიდევ ბევრი...
ჯერ კიდევ ბევრი...
ჯერ კიდევ ბევრი...
ერი და მრევლი,
ერი და ბერი შემოგყურებს ვითარცა
იმედს,
ჯერ კიდევ...
ჯერაც გოლგოთამდე ჯვარია მძიმე,
ჯერ კიდევ...
ჯერაც, მეც იმედი ლამპრად მინთია.
მწყემსი კეთილი -
საით მღერის, ბერო მინდიავ?
მწყემსი კეთილი -
გააღვიძებს იმერ-ამიერს...
მრევლს მოუხმობდე ჯადოსნური შენი კვერთხით და...
ერს მიუძღოდე მრავალჟამიერ!

მთვარისა კერესელიძე
სად მიდიოდით, წმინდა მამანო?

სად მიდიოდით, წმინდა მამანო?
თქვით, რა გინდოდათ პალესტინას, იერუსალიმს,
ათონს, პეტრიწონს, ანტიოქიას,
ანდა კვიპროსზე რომ აგებდით წმინდა ღალიას,
რად არ ააგეთ ეს ტაძრები ქართულ მიწაზე?

თუ უცხოეთის უცხო მიწა თქვენად იწამეთ,
მაშინ რა არის მადლი ჩვენი ქართული მიწის,
მაშინ რა არის მადლი ჩვენი ქართული პურის,
ანდა რა არის მაშინ მადლი ჩვენი ღვინისა?..

იქნებ გეგონათ, რომ ეს მიწა ვერ დაგიტევდათ,
უცხოეთისკენ გაჰყევით გზასა?
- რას ვამბობ, რასა???
თქვენ საქართველო გაიტანეთ ჩვენი მთებიდან,
აჩვენეთ სხვასა,
წმინდა მამანო, ზეცის მადლი თქვენს კეთილ გზასა!


1968 წლის იანვარი


მთვარისა კერესელიძე
სვეტიცხოველთან

ისევ და ისევ, ისევ და ისევ,
კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან.
ისევ და ისევ, ისევ და ისევ
მფარავდეს შენი მოწყალე კალთა,
რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო,
ჩემი შვილების სიკეთის გარდა.

ისე, ვითარცა მაღალი ღმერთი
მინათებს ეზოს და გზებს საესავს,
ნათელი ედგას სიონს და ხერთვისს
და ყველას, ვინაც შენთვის დაეცა...

გარს მახვევია ყველა ლტოლვილი,
ყველა შორეულ გზებით მოვლილი,
ყველა მშიერი, ყველა ეული,
ყველა ჩემსავით ჩამოხეული...

ვიცი, იოლი არ არის შენთვის,
ყველას სწყალობდეს სიკეთის ღმერთი,
მაგრამ ეს ერთიც,
მაგრამ ეს ერთიც
გამონაკლისი დაუშვი ჩვენთვის...

ნუთუ ვერ ხედავ, შენთვის უმწეო
სისხლს ღვრიან შენი საბრალო ძენი
თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი,
თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი,
შეგვინარჩუნე მამულის ბჭენი!

თუკი ჩემი ხმა საითმე გესმის,
გვეყოს ამდენი შხამი და გესლი,
დაუფიქრებლად წარსულს რომ ესვრის,
დაუფიქრებლად მამულს რომ ესვრის,
ჩამოგვაშორე ეს უცხო თესლი!

ისევ და ისევ, ისევ და ისევ,
კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან,
ისევ და ისევ, ისევ და ისევ
მფარავდეს შენი მოწყალე კალთა,
რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო,
ჩემი მამულის სიკეთის გარდა!

1994

მთვარისა კერესელიძე
ალავერდს, ილორს, ლომისას

ალავერდს, ილორს, ლომისას,
წმინდა გიორგის საყდარს,
იმ შენი პატარობისა
ნაფეხურები აჩნდა.

იმ შენი პატარობისა
კვლავ სურვილები მწველი,
ალავერდს, ილორს, ლომისას
გეძახის, გიხმობს, გელის.

ალავერდს, ილორს, ლომისას
შენი ბავშვობის ხმა ესმის,
ალავერდს, ილორს, ლომისას
გეძახის უზენაესი.

ალავერდს, ილორს, ლომისას
წმინდა გიორგის საყდარს,
ალავერდს, ილორს, ლომისას
ნეტავ რა ხდება ახლა?

ალბათ ტაძარზე ჰკიდია
სული, რაითაც გწამდი,
იქ, სადაც ბონდის ხიდია
გაკიდებული ცამდის...

ალავერდს, ილორს, ლომისას
ნეტავი ახლა რა ესმის,
ალავერდს, ილორს, ლომისას
გეძახის უზენაესი.

1994 წელი





მთვარისა კერესელიძე
ზმანება

ჩემს შესახვედრად გამოდიან ბრძენნი მამანი,
როს ფანჯარაში აინთება იასამანი
და სევდიანი გაქროლებით, ნელი ქარებით
თეთრ საუფლოში მივექანები.

მდუმარებაა თეთრ საუფლოში,
სად მთელი ქვეყნის მწუხარება არა ღირს გროში.
მაღალი ქოშით მიმოდის მნათი
და სახეებიც მოსჩანან მათი.

რა სახეები, ან რა ცვალება,
თან მომდევს ჩემი ფერისცვალება
ჰაეროვანი, გამჭვირვალე როგორც ზამბახი.
ო სახეები, სახეები სადღაც ნანახი
და ყველაფერი, ყველაფერი, როგორც ზმანება,
მაინც აქეთკენ მოექანება.
. . .
ჩემს შესახვედრად გამოდიან ბრძენნი მამანი,
როს ფანჯარაში იწვის ლურჯი იასამანი.

1977
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მოაზროვნე   მთვარისა კერესელიძე   Dec 2 2010, 11:27 AM
მოაზროვნე   მთვარისა კერესელი...   Dec 5 2010, 12:09 PM
მოაზროვნე   მთვარისა კერესელი...   Dec 5 2010, 01:04 PM
მოაზროვნე   მთვარისა კერესელი...   Dec 9 2010, 01:28 PM
თამარი_ცქნაფო   ერთი იმის ტურა გამ...   Dec 9 2010, 03:57 PM
მოაზროვნე   ერთი იმის ტურა გამ...   Dec 9 2010, 10:42 PM
თამარი_ცქნაფო   :D თქვენ მხედველობა...   Dec 9 2010, 11:08 PM
მოაზროვნე   ყოველივე... არაფერი...   Dec 10 2010, 12:08 AM
მოაზროვნე777   მთვარისა კერესლიძ...   Jan 15 2011, 12:38 PM
მოაზროვნე777   მთვარისა კერესელი...   Feb 10 2011, 12:08 PM
მხევალი ნინო   ვინ არის მთვარისა ...   Feb 10 2011, 12:09 PM
თამარი_ცქნაფო   ვინ არის მთვარისა ...   Feb 10 2011, 03:37 PM
ნაინა   თამარი_ცქნაფო რომ...   Feb 10 2011, 05:26 PM
თამარი_ცქნაფო   სამაგიეროდ, მე დავ...   Feb 10 2011, 05:33 PM
ნაინა   თამარი_ცქნაფო მაი...   Feb 10 2011, 05:36 PM
სოფი   თამარი_ცქნაფო ხოო,...   Feb 10 2011, 07:19 PM
kato_Bato   თამარი_ცქნაფო ვა.. ვ...   Feb 10 2011, 08:21 PM
მოაზროვნე777   უდიდესი ბოდიშის მო...   Apr 5 2011, 01:13 PM
მოაზროვნე777   მთვარისა კერესელი...   Apr 21 2011, 04:29 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2024 - 05:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience