ფილიპელთა 2;6 როგორ გავიგოთ??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფილიპელთა 2;6 როგორ გავიგოთ??? |
esre ars cheshmariteba |
Sep 30 2012, 10:14 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
პავლე მოციქულის ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ 2თავის 6 მუხლი შეცდომით ითარგმნება დღევანდელ ბიბლიებში და ისეთი წარმოდგენა იქმნება რომ ქრისტე ღმერთის თანასწორია, მაგრამ სინამდვილეში რისი თქმა სურს პავლეს? მოდი ზედმიწევნით განვიხილოთ ეს მუხლი. ὃς ἐν μορφῇ θεοῦ ὑπάρχων
οὐχ ἁρπαγμὸν ἡγήσατο τὸ εἶναι ἴσα θεῷ, ოს ენ მორფე თეუ უპარხონ ოუქს არპაგმონ ეგესატო ტო ეინაი ისა თეო. ესეიგი ის ვინც ღმერთის ხატებაში არსებობდა არც კი უფიქრია მიტაცებაზე _ ღვთის თანასწორად ყოფნაზე. ვინაიდან ოუქს არის უარყოფის გაძლიერებული ფორმა ამიტომ ლოგიკურია რომ ის ანუ ქრისტე არამც და არამც ანუ არავიტარ შემთხვევაში მიიტაცებდა ღმერთთან თანასწორობას რადგან ეს გამოიწვევდა ისაიას 46 : 5 მუხლის დარღვევას სადაც ღმერთი ბრძანებს რომ ვის შემადარებთ რომ გამიტოლოთ? ნუთუ პავლე იესოს გაუტოლებს ღმერთს და ტექსტს დაარღვევს? არამც და არამც! ტო ეინაი ისა თეო _ ანუ ღმრთის სწორად ყოFნა იესოსთვის არის საშინელი მტაცებლობა_ ბერძნულად _არპაგმონ_ პავლეს აქ სურს იმის დადასტურება რომ იესო სატანისგან განსხვავებით , არ ფიქრობს რომ ღმერთს თავი გაუტოლოს , რადგან ის თავმდაბალია და სამაგალითოა ყოველი ქრისტიანისტვის , რომელთაც საკუთარი თავი ერთიმეორეზე დაბლა უნდა დააყენონ და ერთი მეორეზე მეტად უნდა შერაცხონ ერთმანეთი! თუ ფილიპელთა 2 თავის 1 მუხლიდან 6 მდე წაიკითხავ დაინახავ რომ პავლე ქრისტიანებს თავმდაბლობისკენ უბიძგებს და ქრისტე მოყავს თვალსაჩინო ნიმუშად, რომელიც რადიკალურად განსხვავებული და თავმდაბალია და არც კი ფიქრობს ღმერთთან თანასწორობაზე! ისმის კითხვა_ რაში სჭირდება პავლეს არპაგმონის გამოყენება რომელიც ნიშნავს ძალით წაგლეჯვას ან მიტაცებას? აქ ტექსტში დგას სიტყვა ეგესატო რომელიც ნიშნავს_ ჩათვლას , ვარაუდს , ფიქრს. ეს სიტყვა რომ არ იდგეს მაშინ არპაგმონი მიიღებდა _ მფლობელობაში ქონის მნიშვნელობას, მაგრამ საბედნიეროდ ეგესატო დგას ტექსტში! თუ პავლეს სურს რომ დაადასტუროს ქრისტეს ღმერთობა და მისი თანასწორობა ღმერთთან , მაშინ მას ასე უნდა დაეწერა_ ის არც კი ფიქრობდა რომ საკუთარი თავი , ღმერთზე მაღლა დაეყენებინა. ამ შემტხვევაში იესო ღვთის სწორი გამოვიდოდა, მაგრამ საქმე გვაქვს ერთი საფეხურით ქვემდგომ შედარებასთან__ ანუ თანასწორობასთან_ რასაც იესო არც კი ფლობს თუ სხვანაირად გავიგებტ პავლეს სიტყვებს მაშინ ეს გამოიწვევს ტექსტის დარღვევას! იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი