IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დავეხმაროთ პატარა ქართველს, გთხოვთ ნახეთ
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 03:52 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს წერილი!



“ოღონდ შვილი გადამირჩეს”


ამბობენ, ბავშვის ცრემლი დედამიწას გადასწონისო, სიცოცხლე - მით უმეტეს. თქვენ არ იცით, სამი თვის ანა ხუციშვილი სიცოცხლისთვის როგორ იბრძვის... ცხვირში - ზონდით, ხორხში - ზონდით, თვალებში - ტანჯვით. ექიმებმა, - ალბათ, გეჩვენებათო, მაგრამ ნამდვილად ვიცი, თვალებით შველა ანამ მეც მთხოვა. რა იყო საჭირო, რომ ანა არ დატანჯულიყო? - სულ უბრალო რამ: ჩვენს რომელიმე ერთ საავადმყოფოში ის ლაზერული საოპერაციო დანა უნდა ჰქონოდათ, რომლის დახმარებით თანდაყოლილ მემბრანას ამოკვეთდნენ, ანუ ხორხს იმ წანაზარდს მოაცილებდნენ, რომელიც მას თითქმის მთლიანად ფარავს და პატარას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

ჩვენ რომ ეს აპარატურა გვქონოდა, ანა გაგიღიმებდათ, თითზე ჩაგებღაუჭებოდათ და “თავის ენაზე” დაგელაპარაკებოდათ. ახლა კი მხოლოდ მის თვალებს შეუძლია საუბარი. გოგონა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრებით შეიძლება გადარჩეს. ჩვენგან განსხვავებით იქ საჭირო აპარატურა აქვთ, მაგრამ ოპერაცია გვიანდება და ბავშვის გადარჩენის შანსი იკლებს. ის, რასაც ანა დაბადებიდან უძლებს, არ იზომება. გაზომვა მხოლოდ იმ ჟანგბადის რაოდენობით შეიძლება, რომელსაც პატარას ცხვირსა და ხორხში ჩადგმული ზონდით აწვდიან. პატარა ისე ახველებს, რომ მნახველს შესაძლოა, გული გაუსკდეს. თუმცაღა ეს ხველა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბავშვს დაბადებიდანვე ხორხში ჩადგმულმა მილმა დამართა. უცხო სხეულმა გოგონას საყლაპავი მილი დაუზიანა. სუნთქვის უკმარისობამ კი ცენტრალური ნერვული სისტემა მოუშალა და სისხლჩაქცევები განუვითარა... მილის მოსაშორებლად ექიმები იძულებული გახდნენ, ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ერთი ოპერაცია ჩაეტარებინათ და ყელსქვემოთა ხორხის მიმდებარე ნაწილი გაეკვეთათ. ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ანას დედამ აიღო...

- როცა ექიმებმა მითხრეს, ბავშვს დაკარგავ, ამდენ ხანს პირში ჩადგმულ აპარატურას ვერ გაუძლებსო, დიდხანს ვიყოყმანე, მაგრამ მაინც დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლება ჩემს შვილს ამისთვის ვეღარ გაეძლო, მაგრამ ვეღარც მილს უძლებდა... ახლა თორმეტი დღეა, სასუნთქი ზონდი გარედან ჩადის ჭრილობაში და თუ ამას სუნთქვა ჰქვია, თავისით სუნთქავს. რაიმე რომ დაემართოს, რა მეშველება. ყველაფერს ავიტან, ოღონდ ჩემი შვილი გადამირჩეს...

თბილისში დიაგნოსტირების საშუალება კი არის, მაგრამ ოპერაციები არ კეთდება... სხვა საშველი არ მაქვს, უცხოეთში უნდა წავიყვანო. ოპერაციას იქ გაუკეთებენ, მაგრამ ამას ფული უნდა. ერთმა გერმანულმა კლინიკამ 150.000 ევრო მოგვთხოვა(!). გამწარებულმა ყველა შევაწუხე, - უცნობი და ნაცნობი, ტელევიზია, პრეზიდენტმაც კი იცის, რაც მჭირს. მის ადმინისტრაციაში მითხრეს, - 15.000 ევროს გადმოგირიცხავთო... ჩვენს ქვეყანაში ეს რომ პატარა ფული არ არის, ვიცი, მაგრამ ჩემს შვილს რომ არ ჰყოფნის? არადა, როდემდე გაუძლებს? ზოგჯერ ვფიქრობ, ან გავგიჟდები, ან მოვკვდები-მეთქი. ხომ თან ჰყვებიან ექიმები, მაგრამ აუტანელ სიცხეებში ნასიცხარი ლაქები გაუჩნდა. თანაც თავზე რომ ვადგავარ, სულ ასე მგონია, თვალებით შველას მთხოვს... და ვერ ვშველი.

დავით ფულარია, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი: - ბავშვი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაემგზავროს უცხოეთში. უცხო სხეულით ამდენ ხანს სუნთქვამ შესაძლოა, მეორადი ინფექციაც განუვითაროს. ამას ნამდვილად ვერ აიტანს. დღემდე პატარას სიცოცხლეს ექიმები და დედამისი ბრძოლით ვინარჩუნებთ, მაგრამ მალე, ალბათ, ამას ვეღარ შევძლებთ... კლინიკასაც ვეძებთ, რომელიც შედარებით იაფად დათანხმდება ოპერაციაზე... სხვა ჩვენ, სამწუხაროდ არაფერი შეგვიძლია...

P.S. არაერთხელ გვითხოვია დახმარება ისედაც გაწამებული და გაუსაძლისი ყოფით დამძიმებული ჩვენი მკითხველისთვის... მაგრამ თუ გვინდა, ჩვენი არსებობა გავამართლოთ და თან დატანჯული ჩვილის თვალები არ დაგვყვებოდნენ, კიდევ ერთხელ (და მეათასედაც!) სხვისი ტკივილი უნდა გავინაწილოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რა გვაქვს, - იმით. ზოგმა ერთი ზარით, ანუ ლარით (მაგთის აბონენტებისთვის 442 334 ჯეოსელის - 700 439); ზოგმა - მეტითაც. პატარა ანას სახელზე მამამისს ანგარიში აქვს გახსნილი (თი-ბი-სი ბანკი - 5370869 - დოლარის კურსით; 36010014 - ლარის კურსით; ავთანდილ ხუციშვილი). ამქვეყნად არაფერი იკარგება და უკან გვიბრუნდება... სიკეთეც...

ეთერ ერაძე



“რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ”

წინა ნომერში პატარა ანა ხუციშვილის შესახებ გწერდით. ოთხი თვის წინ დაიბადა გოგონა, რომელიც დაბადების დღიდან იტანჯება, რადგან საქართველოში არ არსებობს ლაზერის დანა, რომლითაც მას ხორხიდან თანდაყოლილ სტენოზს ამოკვეთენ. თანდაყოლილი სტენოზი კი იმას ნიშნავს, რომ პატარას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია. პირველივე უცხოურმა კლინიკამ, რომელსაც ანას მშობლებმა მიმართეს ოპერაციისთვის, 150.000 ევრო მოითხოვა. ბავშვის ბედით პრეზიდენტი შეწუხდა და მისი ადმინისტრაცია პატარა ანას 15.000 ევროს დაჰპირდა. ეს ცოტა ფული არ არის, მაგრამ არა ოპერაციისთვის საკმარისი. იაშვილის კლინიკის ექიმების აზრით, შესაძლოა ისეთი კლინიკის მოძებნაც, რომელიც ოპერაციას 50.000 ევროზედაც დათანხმდება. პატარა ანა ისევ დიღომში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაშია.

რაც ჩვენ მასზე ვწერდით, მას შემდეგ ორი კვირა გავიდა და მის ცხოვრებაში თითქმის არაფერი შეცვლილა. პატარა ოთხი თვის ხდება და ისედაც ციცქნა საწოლზე ისეთი ნამცეცა ჩანს, გული მოგეწურება. ან კი როგორი შეიძლება ბავშვი თავისით ვერ სუნთქავდეს და ზრდა დაეტყოს. სასწაული კი მაინც ზრდის - გამხდარი თითები უგრძელდება. ოღონდ კანი კი უფითრდება, - ჰაერზე იმიტომ ვერ გაჰყავთ, ხორხიდან ზონდის ამოვარდნის ეშინიათ. ვერც სხვა ბავშვებივით აბანავებენ, - ესეც რისკია, - შესაძლოა წყალი ნაჭრილობევ ხორხში მოხვდეს და ინფექცია გამოიწვიოს. პატარა ამას ვეღარ გადაიტანს. მან იმდენი იბრძოლა, რომ ეცოცხლა, იმდენ ადამიანს გაუხსნა გული სიკეთის საკეთებლად, ეს არ უნდა მოხდეს... ამიტომ ჩვენ სიამაყით გვინდა გითხრათ - თუ ანას ღარიბ სამშობლოს საოპერაციო აპარატურა არ გააჩნია, მას სხვა სიმდიდრე აქვს - ადამიანური სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი. მიუხედავად იმისა, ვინაობის გამხელა არავინ ისურვა, მაინც გვინდა მოგითხროთ, როგორ შეგვიძლია ალბათ ყველაზე მძიმე ტვირთი - ერთმანეთის ტანჯვა გავინაწილოთ.

იმით დავიწყებთ, რომ მთავარმა რედაქტორმა ნომრის დაბეჭდვის წინ საქველმოქმედო ნომრები აკრიფა და ისინი სატელეფონო ქსელში არ დაფიქსირდა. კვირადღეს და ისიც გვიან საღამოს, ამ გაუგებრობაში გარკვევა შეუძლებელი იყო, რომ არა “მაგთისა” და “ჯეოსელის” ოპერატორები. ისინი თავიანთი კომპანიების პასუხისმგებელ პირებს დაუკავშირდნენ. მათ კი, თავის მხრივ, ის პირები მოძებნეს, ვინც ანას პირადი საქველმოქმედო ნომრები მიანიჭა. ამ უკანასკნელებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება მოუხდათ, რათა “კვირის პალიტრის” გამოსვლის დღიდან საქველმოქმედო ნომრებზე ყველა მსურველს დაერეკა. რაც მთავარია, როგორც “მაგთის”, ისე “ჯეოსელის” კომპანიამ დაუშვა გამონაკლისი და მოხსნა 30%-იანი ბაჟი, რომელიც ამგვარი სატელეფონო მომსახურების შემთხვევაში კომპანიებს მოგების სახით ერიცხებათ.

დანარჩენი კი მათ გააკეთეს, ვისაც რიდით, მაგრამ მაინც გამუდმებით ვაწუხებთ დახმარების თხოვნით, ვისაც თავადვე უჭირს. როცა გაზეთის დაბეჭდვის პირველივე დღეს ანას მშობლებს დავურეკეთ, გვესმოდა, როგორ არ წყდებოდა ზარი საქველმოქმედო ნომრებზე. ჩანს, ხაზი ისეთი გადატვირთული იყო, რომ რაიონიდან გვთხოვდნენ - აბონენტს ვერ ვუკავშირდებით და დაგვეხმარეთო. იმაზე ლაპარაკი კი როგორ თანაუგრძნობენ პატარა ანას ჩვენი ჟურნალისტები, ალბათ ზედმეტია... ერთმა ქალბატონმა ანას მშობლებს თვითონვე მიუტანა ვინ იცის რისთვის დაზოგილი 100 დოლარი, საბანკო ანგარიშებზე ჯერჯერობით 400 დოლარი გადაირიცხა...

“კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული წერილის შემდეგ გამოგვეხმაურა ინგლისში მცხოვრები ქართველი ქალბატონი. იგი მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველ ნახევარ საათში რეკავდა რედაქციაში, რომ ანას რამდენიმე ფოტო და საბანკო ანგარიშები გადაგვეგზავნა. ეს მონაცემები, “კვირის პალიტრიდან” ნათარგმნი წერილი და ინგლისელი ჟურნალისტის ინტერვიუ ადგილობრივ პრესაში დაიბეჭდა... მან სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც დაგვირეკა - ინგლისი მდიდარი ქვეყანაა, ერთად ვილოცოთ, რომ ამ წერილს საქველმოქმედო ორგანიზაციები გამოეხმაურონო.

მოდით, ვილოცოთ. ასეთ დროს ჩვენ მხოლოდ თუნდაც უკანასკნელი ლარის გაღება და დარდი შეგვიძლია. უფალს კი - ყველაფერი. სწორედ მისი წყალობით ვერ განდევნა გაჭირვებულმა ყოფამ ჩვენი გულებიდან სიკეთე - პატარა ანას სიცოცხლისთვის ჩვენმა თითქმის ორი ათასამდე მკითხველმა აკრიფა საქველმოქმედო ნომრები და გოგონას ანგარიშზე თითო ლარი გადარიცხა.

ჩვენ კი უდიდესი რიდით ისევ ვიმეორებთ ანა ხუციშვილის პირად საქველმოქმედო ტელეფონის ნომრებს და საბანკო ანგარიშებს. ზარის ღირებულება ერთი ლარია. “მაგთის” აბონენტთათვის: 44 23 34, “ჯეოსელის” აბონენტთათვის: 70 04 39. საბანკო ანგარიშები: ლარის კურსით 360 100 121 თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი. ჭავჭავაძის პროსპ. #11, დოლარის კურსით - თიბისი ბანკის ნაძალადევის ფილიალი 530 708 69.

P.S. ბოლოს კი გვინდა წაიკითხოთ ის, რაც პატარა ანას დედამ გვთხოვა, რომ აუცილებლად გადმოგვეცა თქვენთვის...

“მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორი მადლიერი ვარ ხალხის. ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. მხატვრულად ლაპარაკს ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, ტირილი შევძელი, როცა ბანკში სხვა თანხასთან ერთად ანას სახელზე შემოტანილი 2-დოლარიანი ვნახე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უჭირდეს და ამავე დროს, რა ღვთისნიერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც 2 დოლარის გარდა არაფერი გააჩნია და ისიც ჩემს შვილს მისცა. მე რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო? სხვა არაფერი, - სანამ შემიძლია, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენთვის ვილოცებ...”

ეთერ ერაძე




sad.gif


გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ დავეხმაროთ ამ პატარა ბაიას რომ იცოცხლოს :ტირილის სმაილიკი:



სამწუხაროდ ნომრები გათიშულია, ხვალისთვის გავარკვევ მიზეზებს


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   დავეხმაროთ პატარა ქართველს   Jun 19 2007, 03:52 PM
BOO   ვაიმე გული მომიკვდ...   Jun 19 2007, 04:16 PM
ნათია   ვაიმე გული მომიკვ...   Jun 19 2007, 04:20 PM
marine   ფორუმელებო, ყველამ...   Jun 19 2007, 04:17 PM
marine   “მხოლოდ ღმერთმა ი...   Jun 19 2007, 04:20 PM
k@the   ნათია ძალიან ძნელი...   Jun 19 2007, 04:23 PM
ნათია   [b]ნათია ძალიან ძნე...   Jun 19 2007, 04:34 PM
poposa   ნათია ძალიან ძნელ...   Jun 19 2007, 06:53 PM
ნათია   გავხსნათ მერე, მაგ...   Jun 19 2007, 07:27 PM
k@the   რა იყო საჭირო, რომ ...   Jun 19 2007, 04:44 PM
ნათია   ეხლა მე ვრეკავდი ჯ...   Jun 19 2007, 04:56 PM
ana-xatia   ჯეოსელის ნომერი არ...   Jun 19 2007, 04:58 PM
ნათია   ხვალ აუცილებლად გა...   Jun 19 2007, 05:07 PM
abo   "მაგთის” აბონენტ...   Jun 19 2007, 05:25 PM
ბექა.შუხოშვილი†   მე ვრეკავ და რითაც ...   Jun 19 2007, 05:31 PM
შაკუნა   მოდით ავკრიბოთ ეს ...   Jun 19 2007, 05:33 PM
ნათია   მოდით ავკრიბოთ ეს ...   Jun 19 2007, 05:41 PM
მარიტა   ნათია ხო გაიგე ხვა...   Jun 19 2007, 05:50 PM
nike_22   ნათია იქნებ გაგვა...   Jun 19 2007, 06:34 PM
ნათია   ნათია იქნებ გაგვა...   Jun 19 2007, 06:47 PM
poposa   ცრემლად დავიღვარე ...   Jun 19 2007, 06:49 PM
ნათია   ცრემლად დავიღვარე...   Jun 19 2007, 06:53 PM
poposa   ქეთ როცა ჩამოხვალ ...   Jun 19 2007, 07:06 PM
nike_22   ნათია კი აუცილებლ...   Jun 19 2007, 07:30 PM
::სალომე::   ნათია ნათი გაიხარე...   Jun 19 2007, 07:43 PM
abo   ხალხო აქ ლაზერულ დ...   Jun 19 2007, 07:44 PM
ნათია   ხალხო აქ ლაზერულ დ...   Jun 19 2007, 07:58 PM
მაეასი   ჯეოსელის ნომერი დრ...   Jun 19 2007, 07:44 PM
ნათია   ჯეოსელის ნომერი დ...   Jun 19 2007, 07:47 PM
BOO   ნათია შევაგროვო...   Jun 19 2007, 07:54 PM
nike_22   ნათია იცი არის ასე...   Jun 19 2007, 07:54 PM
nike_22   ნათია სიმართლე გი...   Jun 19 2007, 08:07 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e   აუუ 2300 კაციდან მართ...   Jun 19 2007, 08:08 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e   მე თუ ვინმე მყავდა ...   Jun 19 2007, 08:26 PM
ნოდარიკო   მაგთი ვარ და ესეიგ...   Jun 19 2007, 08:35 PM
ნათია   მაგთი ვარ და ესეიგ...   Jun 19 2007, 08:51 PM
ubralod ninka   მეც ვეთანხმები იქ...   Jun 19 2007, 08:39 PM
nike_22   აუ რატომგაც ცუდად ...   Jun 19 2007, 08:51 PM
ნათია   აუ რატომგაც ცუდად ...   Jun 19 2007, 08:55 PM
ai gogoo   აუ რა ცუდი ამბავია...   Jun 19 2007, 09:15 PM
nike_22   ai gogoo მე არ ვიცი თქვე...   Jun 19 2007, 09:41 PM
ai gogoo   ai gogoo მე არ ვიცი თქვე...   Jun 19 2007, 10:53 PM
BOO   როდის შევიკრიბები...   Jun 19 2007, 10:17 PM
ნათია   როდის შევიკრიბები...   Jun 19 2007, 10:21 PM
k@the   ხალხო აქ ლაზერულ დ...   Jun 19 2007, 10:25 PM
tinka   :user: :user: :user:   Jun 19 2007, 10:56 PM
nike_22   ai gogoo ხოდა ძალიან კა...   Jun 20 2007, 02:00 AM
ნათია   კვირის პალიტრას მი...   Jun 20 2007, 02:03 AM
abo   მიმატვალეთ ფულის დ...   Jun 20 2007, 02:16 AM
ნათია   მიმატვალეთ ფულის ...   Jun 20 2007, 02:19 AM
ნათია   შოკში ვარ ეხლა დავ...   Jun 20 2007, 11:19 AM
მარიამი   უფასოდ გაუკეთეს ოპ...   Jun 20 2007, 11:29 AM
ნათია   კიდევ გადავრეკე ამ...   Jun 20 2007, 11:33 AM
::სალომე::   :user: :user:   Jun 20 2007, 12:08 PM
nike_22   აუ რა მაგარია რომ გ...   Jun 20 2007, 01:06 PM
მაეასი   მდაა,ვერ გავიგე.. ე....   Jun 20 2007, 02:02 PM
ალექსანდრე   მოკლედ ჩვენ როგორ ...   Jun 20 2007, 02:14 PM
nike_22   მაეასი მემგონი კი ...   Jun 20 2007, 02:35 PM
ალექსანდრე   nike_22 თუ მანამდე არაფ...   Jun 20 2007, 02:45 PM
მაეასი   nike_22 თუ მანამდე არა...   Jun 20 2007, 02:50 PM
ubralod ninka   uime deda ras ar gaigeb? :huh:   Jun 20 2007, 09:30 PM
ნათია   მაპატიეთ ალბათ სჯო...   Jun 20 2007, 11:10 PM
BOO   მაპატიეთ ალბათ სჯ...   Jun 21 2007, 02:32 AM
ubralod ninka   მაპატიეთ ალბათ სჯ...   Jun 21 2007, 08:39 PM
nike_22   ნათია მაპატიეთ ალ...   Jun 21 2007, 01:05 AM
ნათია   საბოდიშო რა არის კ...   Jun 21 2007, 09:12 AM
nike_22   ნათია ეგ ვიცი ნათ...   Jun 21 2007, 09:49 PM
ნათია   დედა გერმანიაშია დ...   Jun 21 2007, 10:06 PM
mariami-k   თქვენ ვერ წარმოიდგ...   Jun 22 2007, 09:14 AM
ნათია   თქვენ ვერ წარმოიდ...   Jun 22 2007, 10:45 AM
ნათია   მოვიძიე ინფრომაცი...   Jun 22 2007, 08:37 PM
nike_22   ნათია აუ რა ტრაგედ...   Jun 22 2007, 09:08 PM
ნათია   ნათია აუ რა ტრაგე...   Jun 22 2007, 09:12 PM
eku_nika   ამ შემთხვევაში ჩვე...   Jun 22 2007, 09:36 PM
ბექა.შუხოშვილი†   ვაიმე როგორ გამიხა...   Jun 22 2007, 10:01 PM
nike_22   eku_nika ბექა.შუხოშვილი...   Jun 22 2007, 10:40 PM
ხათუნა   მთავარია დედა რომ ...   Jun 24 2007, 12:39 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 07:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი