დავეხმაროთ 11 წლის მარიამ კაჭარავას, |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავეხმაროთ 11 წლის მარიამ კაჭარავას, |
აბე |
Feb 5 2010, 01:22 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
რამოდენიმე დღის წინ შემატყობინეს 11 წლის მარიამ კაჭარავას შესახებ და დახმარება მთხოვეს...
მარიამს დაუდგინდა უმძიმესი დაავადება, ლოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზი, თირკმლის ქრონიკული დაავადება IV სტადია. ამჟამად მას უტარდება პროგრამული ჰემოდიალიზი ესეც ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. წითლად შემოხაზულია დიაგნოზი. მარიამს ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც რამოდენიმე თვეშია დაგეგმილი. თუ მშობლები გამოდგებიან დონორად, ოპერაციის გაკეთება საქართველოშიც შესაძლებელი იქნება და თან სახელმწიფოც დააფინანსებს ალბათ. მაგრამ თუ მშობლები არ გამოდგებიან დონორად, ბავშვს საზღვარგარეთ უნდა გაუკეთონ ოპერაცია, რადგანაც საქართველოში ასეთი დონორები არ არიან და ეს კი კოლოსალური თანხა 100 000 ჯდებაო... ტელევიზია იმედის ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, მაგრამ უშედეგოდ... ეს ოჯახი ძალიან გაჭირვებულია ფინანსურად. ჰომეოდიალიზი უფასო კი არის, მაგრამ წამლებისა და სხვა წვრილმანი ხარჯების დაფარვაც უჭირთ... იქნებ როგორმე შევძლოთ და დავეხმაროთ მარიამს... უფალმა ინებოს, რომ გამოდგნენ დონორებად ეს მშობლები, თორემ ასეთი კოლოსალური ღირებულების ოპერაციას ალბათ არავინ დააფინანსებს... საკონტაქტო ინფორმაცია: 895 48-52-70 მარიამის დედა, ხათუნა. 895 75-96-43 მარიამის მამა, ზურაბი. ბანკში ანგარიშს ამ დღეებში გახსნიან და შემატყობინებენ რეკვიზიტებს და დავწერ. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 07:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი