IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მართლმადიდებლური კატეხიზმო, კათოლიციზმის საწინააღმდეგო
აკაკი
პოსტი May 18 2010, 03:01 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



კათოლიციზმის საწინააღმდეგო მართლმადიდებლური კატეხიზმო

შესავალი


კითხვა: აქვთ თუ არა მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს ერთიıდა იგივე რწმენა?

პასუხი: არა, მართლმადიდებლურსა და კათოლიკურ რწმენას შორის არის სხვაობა და ამასთან დიდი სხვაობაც.

კ: რაში მდგომარეობს ეს სხვაობა?

პ: მართლმადიდებლებმა რწმენა წმიდად და შეუბღალავად შეინახეს, ისე, როგორც ის უფალმა იესო ქრისტემ გაგვიცხადა, როგორც ქადაგებდნენ მოციქულნი, როგორც განმარტეს მსოფლიო კრებებმა და ეკლესიის მასწავლებელმა წმ. მამებმა. კათოლიკებმა კი ქრისტიანული რწმენა დაამახინჯეს, ერეტიკული სწავლებების გვერდით დააყენეს და ის წესები მიიღეს, რომლებიც წმ. ეკლესიის გადმოცემებს არ ეთანხმებოდა.

კ: დიდი ხანია რაც კათოლიკები სარწმუნოებრივ ცდომილებაში არიან?

პ: ეკლესია კათოლიკებს შეაგონებდა, მოუწოდებდა უარი ეთქვათ ცდომილებაზე, მაგრამ ისინი ჯიუტობდნენ. მაშინ ეკლესიამ მოიწყვიტა და განკვეთა ისინი.

კ: მათი განკვეთით სწორად მოიქცა ეკლესია?

პ: სწორად მოიქცა, რადგან კათოლიკებმა ყური არ უგდეს მას: “ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი; ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყვაი; ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი”(მათე 18, 15-17). პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში წერდა: “მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე, უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ”(ტიტე 3,10-11).

კ: ამჟამად რა ცდომილებაში არიან კათოლიკები?

პ: კათოლიკეთა მთავარი ცდომილებანია შემდეგი: ისინი ასწავლიან, რომ რომის პაპი მთელი ეკლესიის თავი და ღმერთის მოადგილეა დედამიწაზე, ამტკიცებენ რომ ის არ შეიძლება შეცდეს, როცა სარწმუნოებაზე მსჯელობს და ამიტომ უცდომელს უწოდებენ. ასევე სწამთ, თითქოსდა სულიწმიდა არა მხოლოდ მამისაგან, ძისაგანაც გამოვალს, სცნობენ იოაკიმ და ანასაგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვას, აქვთ სწავლება წმიდანთა ჭარბ დამსახურებაზე, ჩვილებს მირონს არ სცხებენ და არ “აზიარებენ” მათ, ერისკაცებს აღუკვეთენ “წმიდა სისხლთან” ზიარებას, და მხოლოდ ხმიადით “აზიარებენ”, შაბათობით მარხულობენ, ღვთისმსახურებას ხალხისათვის გაუგებარ ლათინურ ენაზე ასრულებენ, ღვთისმსახურებისას ორღანს იყენებენ და ა.შ.


პაპის მეთაურობის შესახებ.


კ: სწორია თუ არა კათოლიკეთა მტკიცება იმისა, რომ რომის პაპი მთელი ეკლესიის თავი და ქრისტეს მოადგილეა დედამიწაზე?

პ: არა, ეს სწორი არ არის. ეკლესიის თავი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, რის შესახებაც წერს წმ. პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: “და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზესთა ყოველთა ეკლესიათა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო”(ეფეს. 1,22-23).

კ: ხომ არ დაადგინა უფალმა იესო ქრისტემ დედამიწაზე ეკლესიის მეთაურად მოციქულთაგან რომელიმე თავის ნაცვლად?

პ: არა, არ დაუდგენია: უფალმა მოციქულებს მთავრობაზე და უფროსობაზე განსჯაც კი აუკრძალა, როცა უთხრა: “უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ხელმწიფებედ მათ ზედა? ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ” (მარკ. 10,42-44).

კ: როგორღა ამტკიცებენ კათოლიკები, თითქოსდა უფალმა წმ. პეტრე მოციქული დაადგინა ეკლესიის თავად და თავის მოადგილედ?

პ: კათოლიკები ცდებიან იმის გამო, რომ არასწორად იგებენ მაცხოვრის სიტყვებს, რომელიც მან უთხრა მოციქულ პეტრეს: “და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისა ცათაისანი, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა”(მათე 16,18-19).

კ: რას ნიშნავს სიტყვები “ამას კლდესა ზედა”?

პ: წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტების 53-ე საუბარში ამბობს: “ამას კლდესა ზედა ანუ სარწმუნოებაზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას. მოციქულის სარწმუნოება კი რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს შემდეგში: “შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა”. ნეტარი ავგუსტინე მეორე ტრაქტატში იოანეს პირველი ეპისტოლეს შესახებ წერს: “რას ნიშნავს სიტყვები: აღვაშენო ეკლესიაი ჩემი ამას კლდესა ზედა? ეს ნიშნავს: ამ რწმენაზე, ამ სიტყვებზე - “შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა”.

კ: სახარებიდან რა მოჰყავთ საფუძვლად კათოლიკებს იმის მტკიცებისთვის, თითქოსდა უფალმა ეკლესიის თავად და თავის მოადგილედ დედამიწაზე წმ. პეტრე დაადგინა?

პ: პირველ რიგში კათოლიკებს მოჰყავთ მაცხოვრის სიტყვები პეტრესადმი: “სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი; ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი (ლუკა 22,31-32). ამ სიტყვებიდან კათოლიკები აკეთებენ დასკვნას, თითქოსდა პეტრე მოციქულს დაევალა დანარჩენი მოციქულების დამტკიცება ანუ ჩააბარა მათზე მთავრობა და მეუფება. მეორე - კათოლიკები ამტკიცებენ, თითქოსდა სიტყვებით: “აძოვენ კრავნი ჩემნი” და “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი” მაცხოვარმა ძალაუფლება ჩააბარა მოციქულ პეტრეს არა მხოლოდ ქრისტიანებზე, არამედ მოციქულებზეც (იოანე 21,15-17).

კ: როგორ უნდა შევხედოთ კათოლიკეთა ამგვარ განმარტებას?

პ: ეს განმარტება უეჭველად არასწორია და მცდარი. ერთის მხრივ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ “ძმებში” და “ცხვრებში”, რომელთა დამწყსვაც მოციქულ პეტრეს დაავალა უფალმა, სწორედ მოციქულები ვიგულისხმოთ. მეორეს მხრივ მოციქულებს წმ. პეტრე თავიანთ მეთაურად არასდროს ჩაუთვლიათ.

კ: საიდან ჩანეს ეს?

პ: უპირველესად თორმეტი მოციქულისადმი უფლის სიტყვებიდან, სადაც ნათქვამია, რომ მათ თანაბარი ხელისუფლება აქვთ და ქრისტეს გარდა არავინაა მათი მსაწავლებელი. აი ეს სიტყვები: “ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ; და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქუენი, რომელ არს ცათა შინა”(მათე 23,8-9).

კ: იქნებ ეს სიტყვები არა მხოლოდ მოციქულთა, დანარჩენი ქრისტიანების მიმართაც ითქვა?

პ: არა, იმიტომ, რომ მოციქულნი ქრისტიანებს შვილებს უწოდებდნენ(იოანე 2,1-18), თავიანთ თავს კი მამებს, რადგან შობდნენ მათ სულიერი ცხოვრებისათვის: “რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გეხსნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუის მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ; აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისვლად თქუენდა და არავე დაგიმძიმო თქუენ; რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებენ, არამედ მამა-დედანი შვილთა”(Iკორ. 4,15; Iıკორ. 12,14).

კ: კიდევ საიდან ჩანს, რომ მოციქულები პეტრეს თავიანთ თავად არ თვლიდნენ?

პ: ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იერუსალიმში შეკრებილმა მოციქულებმა თავმჯდომარეობა არა პეტრეს, არამედ იაკობს დააკისრეს: “ ... და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო ისმინეთ ჩემი” (საქმე 15,13). ასევე ცნობილია, რომ ერთხელ პავლე მოციქული “წინააღუდგა” მოციქულ პეტრეს: “და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდემულ იყო; და რამეთუ პირველ მოსვლადმდე ვიეთთამე იაკობისაგან წარმართთა თანა ჭამდა, ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თვისი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან” (გალატ. 2,11-14). ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ მოციქულნი პეტრეს თანასწორად, თანამოძმედ თვლიდნენ და არა მთავრად.

კ: რა მიზნით ცდილობენ კათოლიკები პეტრეს მთავარ მოციქულობის დამტკიცებას?

პ: რამდენადაც პეტრე მოციქული კათოლიკეთა აზრით არა მხოლოდ თავი იყო ეკლესიისა, არამედ ქ. რომის ეპისკოპოსიც, აქედან ისინი ასკვნიან, რომ რომის პაპი, როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრე, მთელი ეკლესიის თავს წარმოადგენს.

კ: იყო თუ არა სინამდვილეში პეტრე რომის ეპისკოპოსი?

პ: ეს საკითხი დიდ ეჭვქვეშაა. პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: “და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოანე, რომელნი იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თვისთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაი, რაითა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ” (გალ. 2,9). ანუ მოციქული ამბობს: “უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაი იგი წინადაუცვეთელებისაი, ვითარცა-იგი პეტრეს წინადაცუეთილებისაი”(გალ. 2,7). თუკი პეტრე მოციქულს თვით უფლისაგან ჰქონდა ნაბრძანები ექადაგა წინადაცვეთილთათვის ანუ იუდეველთათვის, როგორღა უნდა ყოფილიყო ის რომის ქრისტიანთა ან წარმართთა ეპისკოპოსი? ამასთანავე პავლე მოციქულს, როგორც ცნობილია დაწერილი აქვს რომაელთა მიმართ ეპისტოლე, რასაც ის არასგზით არ გააკეთებდა იქ წმ. პეტრეს - თვით ეკლესიის თავის ეპისკოპოსობის შემთხვევაში, როგორც ამას კათოლიკები ამტკიცებენ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პირდაპირ ამბობს: “მე ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც ქრისტეს სახელი უკვე იყო ცნობილი, რათა სხვის ნაღვაწზე არ მეღვაწა” - “ხოლო ესრედ პატივცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ-დებულ არს ქრისტე, რაითა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე” (რომ. 15,20).

კ: სცნობდნენ თუ არა ძველი ქრისტიანები რომის პაპს მთელი ეკლესიის მეთაურად?

პ: არა, არ სცნობდნენ. ცნობილია, რომ მოციქულების და მათ შორის პეტრეს გარდაცვალების შემდგომ მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა კიდევ კარგა ხანს იცოცხლა. შეუძლებელია დავუშვათ, რომ ძველ ქრისტიანებს რომის პაპი წმ. იოანეზე მაღლა დაეყენებინათ.

კ: მომდევნო პერიოდებში ხომ არ ჩაუთვლიათ ქრისტიანებს რომის პაპი ეკლესიის მეთაურად?

პ: არა, არ ჩაუთვლიათ. მსოფლიო კრებებზე, რომლებიც მთელი ეკლესიის ხმას წარმოადგენდა, განსაზღვრულ იქნა რომის პაპის დანარჩენ პატრიარქებთან თანაბარი უფლებები.

კ: რომელმა მსოფლიო კრებებმა განსაზღვრეს ეს?

პ: პირველმა მსფოლიო კრებამ მე-6 წესად დაადგინა: “დაცულ იქნეს ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში (პენტოპოლისში), რომ ყველა ამათზე ვრჩელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ძალაუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიაშიც და სხვა სამთავროებშიც – დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება”. ამ წესის მიხედვით რომის პაპი გათანაბრებული იყო ალექსანდრიის, ანტიოქიის პატრიარქებთან და სხვა საოლქო ეპისკოპოსებთან. იგივე კრებამ მე-7 წესად დაადგინა “რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამოტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიტის პატივი”. ამ წესით რომის პაპთან იერუსალიმის პატრიარქიც იყო გათანაბრებული.
მე-2 მსოფლიო კრებამ მე-3 კანონით დაადგინა. “კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულება პატივისა, რომელიც რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინოპოლი არის ახალი რომი”. ამ წესით კონსტანტინოპოლის პატრიარქი პაპთან იყო გათანაბრებული. ის რაც დადგინდა პირველ ორ კრებაზე, შემდგომ მსოფლიო კრებებზე იქნა განმტკიცებული. ასე, მე-4 მსოფლიო კრებამ 28-ე წესად დაადგინა: “დადგენილება ამ წმიდა კრებისა, რომელიც შეეხო კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა საყდრის დიდებულებას . . . ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი, რადგან იგი სამეფო ქალაქია. ამავე ფიქრით აღძრულმა ასორმოცდაათმა ღვთივმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალი რომის უწმინდეს საყდარს”.
მე-6 მსოფლიო კრების 36-ე კანონში იგივეა დადასტურებული: “ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი და ქალკედონში შეკრებილი ექვსას ოცდაათი წმინდა მამის სჯულისდებას განვაახლებთ და ვადგენთ: განვსაზღვრავთ: კონსტანტინოპოლის საყდარს ძველი რომის საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს . . . შემდეგ იყოს დიდი ქალაქის, ალექსანდრიის საყდარი და მის შემდეგ – იერუსალიმის საყდარი”.
ამგვარად ყველა საოლქო ეპისკოპოსს ან პატრიარქს მსოფლიო კრებათა განსაზღვრით თანაბარი უფლებები და ხელისფულება ჰქონდა.

კ: შეეძლოთ თუ არა საოლქო ეპისკოპოსებს და მათ შორის რომის პაპს განევრცოთ თავიანთი ხელისუფლება სხვა ეკლესიებზე?

პ: არა, არ შეეძლოთ. მე-2 მსოფლიო კრება მე-2 კანონით ადგენს: “არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გასცდეს თავის ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიათა აღრევა”. მე-3 მსოფლიო კრება მე-8 კანონით იგივეს ადგენს: “ნურც ერთი ეპისკოპოსი ნუ მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც თავიდანვე და ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპყრობელთა გამგებლობის ქვეშ. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, განტავისუფლებულ უნდა იყოს იგი, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელმთავრებში არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნებამ და მედიდურობამ”.

კ: როგორ უყურებდნენ მსოფლიო კრებები რომის პაპების მცდელობას გაევრცელებინათ თავიანთი ხელისუფლება სხვის საეკლესიო ოლქებზე?

პ: კრებები, კერძოდ მე-7 მსოფლიო კრების მიერ დამტკიცებული კართაგენის ადგილობრივი კრების 139-ე კანონი ამას კრძალავს იმ ეპისკოპოსთა გადაყენების მუქარით, რომლებიც საჩივრით პაპს მიმართავდნენ.

კ: კიდევ რითი ცდილობენ ლათინები თავიანთი პაპების მეთაურობის დამტკიცებას?

პ: ისინი სხვათა შორის ამბობენ, რომ ძველ აღთქმაში ყველა მორწმუნისათვის ერთი მღვდელმთავარი იყო. ამიტომ ახალ აღთქმაშიც უნდა იყოს ყველა ქრისტიანის ერთი სულიერი თავი, რომელიც ღვთის წინაშე ყველასათვის იწინამძღვრებს.

კ: შესაძლოა თუ არა წმ. წერილში ამ აზრის დადასტურების პოვნა?

პ: არა, პირიქით: მოციქული პავლე ნაცვლად ამბობს, რომ ძველი აღთქმის ერთურთის მემკვიდრე მღვდელმოძღვართა შემცვლელნი იქნებიან არა ახალი აღთქმის მღვდელმთავარნი - კაცნი, არამედ ერთადერთი, საუკუნო მღვდელმთავარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე(ებრ. 7:23,24,28).

კ: რა უნდა ვუპასუხოთ ლათინებს, როცა ისინი ამბობენ, თითქოსდა იესო ქრისტეს არ ძალუძს ეკლესიის მართვა იმიტომ, რომ ზეცად ამაღლდა. ჩვენ კი ხილული მღვდელმთავარი და მეოხი გვესაჭიროება?

პ: მათ პავლე მოციქულის სიტყვებით უნდა ვუპასუხოთ: ,,ვინაიცა ყოვლითურთ ცხოვრებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუხდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათდა“(ებრ. 7-25).

კ: რომის პაპის მეთაურობის შესახებ ლათინთა სწავლებასთან დაკავშირებით ზემოთთქმულიდან რა დასკვნა უნდა გაკეთდეს?

პ: უნდა დავასკვნათ, რომ ეს სწავლება მაცხოვრისა და წმ. მოციქულთა სწავლების, წმ. ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა.

პაპის მეთაურობის შესახებ II


კითხვა: სწორად ამტკიცებენ თუ არა კათოლიკები, თითქოსდა რომის პაპი არ შეიძლება შეცდეს, როცა რწმენის შესახებ განსჯის?

პასუხი: არა, ეს სწორი არ არის, რადგან იყვნენ პაპები, რომლებიც სარწმუნოებაში უეჭველად სცდებოდნენ.

კ: სარწმუნოებაში შეუმცდარი პაპებიდან რომელია ცნობილი?

პ: ცნობილია პაპი ვიქტორი (192წ.), რომელიც ერთ დროს მონტანელთა ერესს ეთანხმებოდა; ცნობილია პაპი ლიბერიუსი, რომელმაც მხარი დაუჭირა წმ. ათანასეს გასამართლებას და იმისათვის, რომ გადასახლებიდან დაბრუნებულიყო და ადრინდელი კათედრა ისევ მიეღო, არიანელი გახდა (358წ.); ასევე ცნობილია პაპი ჰონორიუსი (625წ.), რომელიც მონოთელიტური ერესის მიმდევარი იყო, რის გამოც მე-6 მსოფლიო კრებამ დაგმო იგი.

კ: კიდევ რატომ არ შეიძლება რომის პაპის უცდომელობის ცნობა სარწმუნოებრივ საკითხებზე განსჯაში?

პ: იმიტომ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ეს უცდომელობა მთელ ეკლესიას ჩააბარა. ცალკეული ადამიანი კი ყოველთვის შეიძლება შეცდეს და არასწორად განსაჯოს.

კ: უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ამის შესახებ როგორი სწავლება დაგვიტოვა?

პ: მან თქვა: ,,ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას. რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი; ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი; ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“(მათე 18,15-17).

კ: რატომ მიანდო უფალმა სარწმუნოებრივ საკითხებში უცდომელობა მთელ ეკლესიას და არა რომელიმე ცალკეულ პირს?

პ: იმიტომ, რომ მოციქულის სწავლებით მხოლოდ ეკლესიაა ,,სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი“(1 ტიმ. 3,15). გარდა ამისა პაპები ხშირ შემთხვევებში მძიმედ ცოდვილნი იყვნენ, რასაც პაპისტებიც ვერ უარყოფენ. ასეთ ადამიანებს კი ღვთაებრივი ჭეშმარიტების შეცნობა არ შეუძლიათ.

კ: საიდან ჩანს ეს?

პ: ეს ჩანს ღვთის სიტყვიდან, რომელიც დაამოწმებს, რომ ,,რამეთუ ბოროტსა მოქმედსა სულსა არა შევიდეს სიბრძნე და არცა დაიმკვიდროს ხორცთა შინა განკაფულთა ცოდვითა. რამეთუ სული წმიდაი სწავლისაი ევლტის ზაკუვასა და განეშორების გულისსიტყუათაგან უგულისხმოთა, და ემხილოს, მო-რაი-იწიოს მათ ზედა სიცრუვე”(სიბრძ. სოლომ. 1,4-5).

კ: სცნობდა თუ არა პაპის უცდომელობას სარწმუნოებრივ საკითხებში ძველი ეკლესია?

პ: არა, არ სცნობდა.

კ: საიდან ჩანს ეს?

პ: ეს ჩანს შემდეგიდან: როცა ეკლესიაში ერეტიკოსები ჩნდებოდნენ და სარწმუნოებაზე განსჯას იწყებდნენ, ეკლესია არასდროს ცალკეული პირის ხმას არ ეყრდნობოდა, არამედ მსოფლიო კრებებს იწვევდა.

კ: იქნებ მსოფლიო კრებები რომის პაპების ხმით ხელმძღვანელობდნენ?

პ: არა, პაპები კრებებზე არც კი ცხადდებოდნენ. ისინი თავიანთ მოადგილეებს აგზავნიდნენ, რომლებსაც არასდროს ეკავათ პირველი პირის მდგომარეობა.

კ: კრებებზე რომელი განმანათლებლები თავმჯდომარეობდნენ?

პ: პირველ მსოფლიო კრებაზე თავმჯდომარეობდა ოსია კორდუბელი(?); მეორეზე ერთმანეთის მიყოლებით თავმჯდომარეობდნენ აღმოსავლელი განმანათლებლები: მელეტი ანტიოქიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტიმოთე ალექსანდრიელი და ნექტარიოს კონსტანტინეპოლელი; მესამეზე - წმ. კირილე ალექსანდრიელი; მეოთხეზე - ანატოლი კონსტანტინეპოლელი; მეხუთეზე - ევტიხი კონსტანტინეპო-ლელი; მეექვსეზე - თავად ბერძენი იმპერატორი კონსტანტინე ჰაგონატი 668-685წ. მეშვიდე კრებაზე - კონსტანტინოპოლის პატრიარქი ტარასი.

კ: სცნობდნენ თუ არა სარწმუნოებაში პაპის უცდომელობას თუნდაც დასავლეთის ძველ ეკლესიაში?

პ: პაპის უცდომელობას სარწმუნოებრივ საკითხებში არა მარტო არ სცნობდა დასავლეთის ძველი ეკლესია, მსოფლიო ეკლესიისაგან მისი განყოფის შემდგომაც კი ლათინური კრებები ასამართლებდნენ და განაყენებდნენ პაპებს. ასე მაგალითად პიზის კრებამ (1409წ.) განაყენა პაპი გრიგოლ მე-12 და ბენედიქტე მე-13; კონსტანცის კრებამ (1414-1418წლები) პაპს იოანე 23-ეს ხარისხი ჩამოართვა.

კ: როდის გამოცხადდა ლათინურ ეკლესიაში სწავლება პაპის უცდომელობის შესახებ?

პ: ეს სწავლება გამოცხადებულ იქნა რომში, ვატიკანის კრებაზე 1870 წელს.

კ: რა უნდა ითქვას ამ სწავლების შესახებ?

პ: ეს სწავლება ახლადგამოგონილია და წმ. წერილისა და საეკლესიო გადმოცემების საწინააღმდეგოა.

სულიწმიდის გამომავლობის შესახებ


კ: სწორად ამტკიცებენ თუ არა კათოლიკები, თითქოსდა სული წმიდა არა მხოლოდ ,,მამისაგან“, არამედ ,,ძისაგანაც“ გამოვალს?

პ: არა, არასწორად. წმ. წერილში არის მოწმობები, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს.

კ: წმ. წერილის რომელი მოწმობიდან ჩანს ეს?

პ: უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს უთხრა: ,,ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის” (იოანე 15,26). აქ პირდაპირ ნათლადაა ნათქვამი, რომ სულიწმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს.

კ: სახარების რომელი ადგილიდან ჩანს, რომ სული წმიდა არ შეიძლება ძისაგან იყოს გამომავალი?

პ: ეს ჩანს ნათლიღების ამბიდან, სადაც ნათქვამია, რომ სული წმიდა ,,გარდამომავალი ვითარცა ტრედი მოვიდა და დაადგრა მას ზედა“(მათე 4,16); ,, ... და სული ღმრთისაი გარდამომავალი ვითარცა ტრედი მოვიდა და დაადგრა მის ზედა(მარკ. 1,10); ,,და გარდამოხდა სული წმიდაი ხორციელითა ხილვითა ვითარცა ტრედი მის ზედა“(ლუკა 3,22); ,,რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“(იოანე 1,33). სულიწმიდა ძისაგანაც რომ გამოსულიყო, რისთვისღა ,,დაადგრებოდა მას ზედა“ მამისაგან?

კ: თუკი სულიწმიდა არ გამოდის ძისაგან, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ წმ. წერილის ის ადგილები, სადაც ძის სულზეა ლაპარაკი? ,,და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისაი გულთა შინა ჩუენთა(გალატ. 4,6); ,,რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექნეს მე საცხოვრებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესოისითა“(ფილიპ. 1,19); ,,უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი“(რომ. 8,9).

პ: ზემოთ მოყვანილ ადგილებში ლაპარაკია არა სულიწმიდაზე, არამედ იმ სულიერ ნიჭებზე, რომლებიც უნდა გააჩნდეთ ქრისტეს მორწმუნე ადამიანებს. წმ. მოციქული წერდა: ,,რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაი, რაითამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაი, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო“(რომ. 8,15).

კ: შეიძლება თუ არა ძისაგან სული წმიდის გამომავლობის შესახებ ისწავლებოდეს მაცხოვრის შემდეგი სიტყვების საფუძველზე: ,,ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ“?

პ: არა, არ შეიძლება. პირველ რიგში: სიტყვებს, ,,მე მოვავლინო“, მაცხოვარმა დაუმატა - ,,მამისა ჩემისა მიერ“ და ამით გვიჩვენა, რომ სულიწმიდა მამისაგან გამოვალს; მეორე - თუკი სულიწმიდის გამომავლობას ვასწავლით მხოლოდ ,,მე მომავლინოს“ საფუძველზე, მაშინ ლაპარაკი მოგვიწევს სული წმიდისაგან ძის გამომავლობაზეც იმდენად, რამდენადაც წმ. წერილში მოიპოვება ცნობები სული წმიდის მიერ ძის გამოგზავნის შესახებ(ესაია 48,16; 61,1; ლუკა 4,18).

კ: როგორ ასწავლიდა სული წმიდის გამომავლობას ძველი ეკლესია?

პ: ძველი ეკლესია ასწავლიდა, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს. წმ. მამებმა მე-2 მსოფლიო კრებაზე დაადგინეს: ,,და სულიწმიდა უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს“.

კ: ჰქონდათ თუ არა ქრისტიანებს უფლება სულიწმიდის შესახებ მეორე კრების ამ განსაზღვრებისათვის რაიმე დაემატებინათ, მაგ: ,,და ძისაგან“, როგორც ეს კათოლიკებმა გააკეთეს?

პ: არა, არ ჰქონდათ. მე-6 მსოფლიო კრების მონაწილე მამებმა დაადგინეს: ,,ხოლო უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქუმულთა ამით კეთილად მსახურებისა სჯულთა შეიტკბობდეს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ხელჰყოფდეს, იყავ შეჩუენებულ წინაისწარ განჩინებულისა მისებრ საზღვრისა პირველმოხსენებულთა მიერ წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა და ქრისტეანეთა კრებულისაგან, ვითარცა უცხოი განიხადენ და განვარდინ, რამეთუ ჩუენ არცა შემატებასა რასმე და არცა დაკლებასა თავს-ვიდებთ, რაითურთით პირველ განჩინებულთა მათ სარწმუნოებისა საზღვართასა, ანუ გარდავხდებით რომელსაცა სიტყუასა“(მე-6 მსოფ. კრე. წესი 1).

კ: საიდან გაჩნდა კათოლიკებთან სარწმუნოების სიმბოლოში დამატება - ,,და ძისაგან“?

პ: ამ დროის ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ კარგა ხნის მანძილზე კათოლიკები მართლმადიდებლების მსგავსად სარწმუნოების სიმბოლოს ,,და ძისაგან“ - სიტყვების გარეშე კითხულობდნენ. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 809 წელს, რომის პაპმა ლეონ III-მ რომში, წმ. პეტრეს ტაძარში ორი ვერცხლის დაფა დაადგმევინა. ერთ დაფაზე სიმბოლო ლათინურად ეწერა, მეორეზე - ბერძნულად. ორსავე დაფაზე ის ,,და ძისაგან“ - სიტყვების გარეშე იყო დაწერილი.

კ: სულიწმიდის ძისაგან გამომავლობასთან დაკავშირებით კათოლიკების სწავლებაზე, ყოველივე ზემოთთქმულის მიხედვით რა შეიძლება ითქვას?

პ: ეს სწავლება წმ. წერილისა და წმ. გადმოცემების საწინააღმდეგოა და ამიტომ ერეტიკულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   მართლმადიდებლური კატეხიზმო   May 18 2010, 03:01 PM
Believer   სირცხვილია უბრალო...   May 18 2010, 03:03 PM
აკაკი   [b]ყოვლადწმიდა ღვთი...   May 18 2010, 03:25 PM
Believer   აკაკი საიდან დად...   May 18 2010, 03:29 PM
აკაკი   Believer აი ზევით დავწერ...   May 18 2010, 03:32 PM
Believer   ვინც ამას პასუხო...   May 18 2010, 03:37 PM
afxazi   Believer ნუ ახლა ეკლესი...   May 18 2010, 03:41 PM
terra   Believer ეს საიტი გაწყო...   May 18 2010, 03:42 PM
Believer   afxazi მიპასუხეთ, ვინ ...   May 18 2010, 03:44 PM
afxazi   Believer ხომ შეგიძლია მ...   May 18 2010, 03:47 PM
terra   http://www.orthodoxy.ge/apologetika/teofan...adage...   May 18 2010, 03:52 PM
აკაკი   უპირველესად მოგიწ...   May 18 2010, 03:53 PM
Believer   აქ "ვიღაცა" რა...   May 18 2010, 03:54 PM
terra   ევანგელიკურიც შეუ...   May 18 2010, 04:00 PM
აკაკი   “ხოლო უკუეთუ შეგც...   May 18 2010, 03:59 PM
აკაკი   Believer მართლმადიდებლ...   May 18 2010, 04:02 PM
Believer   terra იყო, მხილებული ...   May 18 2010, 04:04 PM
terra   terra 2010 წელია, საქმე ...   May 18 2010, 04:13 PM
afxazi   Believer ამ ცტატებით სპ...   May 18 2010, 04:08 PM
აკაკი   Believer მემგონი კითხვა ...   May 18 2010, 04:08 PM
Fee   ერთმანეთისთვის წი...   May 18 2010, 04:14 PM
აკაკი   Fee არა რატომ, ჩვენთვ...   May 18 2010, 04:19 PM
Believer   "მათ (ლათინებმა) წ...   May 18 2010, 04:20 PM
lingvo   [center][b][size=4]პროტოპრესვ...   May 18 2010, 04:22 PM
Believer   აკაკი შენი მიზანი ...   May 18 2010, 04:24 PM
terra   აკაკი შენი მიზანი ...   May 18 2010, 05:01 PM
აკაკი   Believer შენ გინდა თქვა, ...   May 18 2010, 04:27 PM
Believer   აკაკი რას გამოვლ...   May 18 2010, 04:33 PM
აკაკი   Believer კითხვა ვერ გავი...   May 18 2010, 04:35 PM
Believer   თქვენ არ დადეთ სტა...   May 18 2010, 04:44 PM
აკაკი   Believer გასაგებია, მაგრ...   May 18 2010, 04:47 PM
Believer   16-23 ოქტომბერს, 2009 წლი...   May 18 2010, 04:59 PM
Believer   მაქსიმე აღმსარებე...   May 18 2010, 05:05 PM
afxazi   Believer თუ ეს მიზანმიმ...   May 18 2010, 05:06 PM
აკაკი   Believer შენ წმ წერილს ა...   May 18 2010, 05:07 PM
terra   Believer წყარო დადე, საი...   May 18 2010, 05:09 PM
Believer   აკაკი afxazi სტატიის ...   May 18 2010, 05:11 PM
terra   terra ყველა წერილზე დ...   May 18 2010, 05:20 PM
newbie   რა შუაში რუსეთი მ...   May 18 2010, 11:28 PM
death   ეს XIX ს. რუსული აპოლო...   May 18 2010, 11:55 PM
Believer   death +1 თან კიდე, როცა ...   May 19 2010, 12:05 AM
afxazi   death რაო ფანატიზმის...   May 19 2010, 12:10 AM
death   death რაო ფანატიზმისკ...   May 19 2010, 12:27 AM
newbie   შენთვითონაც ხომ კ...   May 19 2010, 10:46 AM
afxazi   თემის ავტორს მინდა...   May 19 2010, 12:24 AM
afxazi   death ეს რა თქმა უნდა ...   May 19 2010, 12:29 AM
Believer   afxazi გაერთიანება ი...   May 19 2010, 01:12 AM
აკაკი   მართალი ხარ, შენ რ...   May 19 2010, 01:17 AM
lingvo   როგორ მოხდება გაერ...   May 19 2010, 12:41 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 11:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი