IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლიტერატურულ პერსონაჟთა განხილვა
ქევანა
პოსტი Nov 9 2009, 02:15 PM
პოსტი #1


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ან მოვუწყოთ მათ სასამართლო biggrin.gif

არა, ვხუმრობ კაცო, რაის სასამართლო, biggrin.gif როგორ გამოასწორებ ადამიანს, რომელიც წიგნებში არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ, განა ლიტერატურული პერსონაჟების უმეტესობა რეალური ცხოვრებიდან არ არის აღებული? ჩვენთვის არ უნდა იყოს უცხო ზოგიერთი ჩვევები თუ თვისებები, იმიტომ რომ ისინი ჩვენც გვახასიათებს, ჩვენ მივეცით მწერალს საბაბი დაეწერა მასზე.

მოდით და განვიხილოთ ლიტერატურული გმირების საქციელი, ანალიზი გავუკეთოთ მათ ყოფას, მსოფლმხედველობას, მისწრაფებებს.. დავინახოთ, ვიპოვოთ მათში ჩვენი თავიც.

მე არ მინდა აქ ლიტ კრიტიკოსების დაკოპირებული აზრები, ციტატების გამოყენებას არ გიკრძალავთ, უბრალოდ მე მინდა თქვენი შეხედულებები, დასაბუთებული და ლოგიკურად გამართული, მოდით ვიაზროვნოთ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე.

ამ თემის შექმნა გადამაწყვეტინა მამაჩემთან "ვენეციელი ვაჭრის" მოქმედ პირთა განხილვამ. მე ვიცავდი შეილოკს, მამაჩემი - ანტონიოს... მერე გამახსენდა, როგორ ასამართლებდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟებს...

თემაში გაირჩევა რომელიმე ერთი კონკრეტული ნაწარმოები და მისი პერსონაჟები. როცა მასზე დისკუსია ამოიწურება, გადავიდეთ ახალზე : )

ვფიქრობ ამ თემამ უნდა გაამართლოს; ეს ხომ არაა, მწერლის კრიტიკა, თუმცა სასარგებლოა, ეს ხომ არაა ეპოქის კრიტიკა, თუმცა აუცილებელია, ეს ხომ არაა ისტორიულ პირთა განხილვა, თუმცა ესეც აუცილებელია. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, წიგნზე, მასში ჩადებულ აზრზე, ლიტ პერსონაჟებზე და ვისწავლით დისკუსიის უნარ-ჩვევებს (მიყვარს ეს სიტყვა biggrin.gif)

პირველი თემა იყოს შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი".
შინაარსი იცით ხომ? მაინც მოგიყვებით, მოკლედ.
მოქმედება ხდება ვენეციაში, ახალგაზრდა ვენეციელს ბასანიოს უყვარს მდიდარი მამის შვილი, პორცია. მაგრამ საჩუქრების ფული არ აქვს და დახმარებას სთხოვს მეგობარს - ვენეციელ ქრისტიან ვაჭარს, ანტონიოს, რომელიც გემების შემოსვლას ელოდება. მაგრამ არც მას აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ მიდიან და ებრაელ მევახშე შეილოკთან ფულის სასესხებლად. შეილოკი ასესხებს ანტონიოს თანხას, მაგრამ უცნაური პირობით: თუ დადგენილ ვადებში იგი ვერ მიიღებს თავის თანხას უკან, მაშინ შეილოკს უფლება აქვს ანტონიოს სხეულის ნებისმიერი ადგილიდან მოაჭრას 1 ფუნტი ხორცის მასა.
ნუ, ცხადია ანტონიოს გემები ვერ შემოდიან პორტში (კატასტროფა განიცადეს შუა ზღვაში), ამიტომ ვერ გადაუხდის თანხას და შეილოკი ითხოვს პირობის შესრულებას. იმართება სასამართლო. კანონით, ებრაელის უფლებებს ცნობს მოსამართლე, მაგრამ თხოვს იყოს შემწყნარებელი, მაგრამ შეილოკი უარზეა, რადგან როგორც თავს იმართლებს (და მე მჯერა მისი): მას ქრისტიანები ცუდად ექცევიან, რატომ უნდა იყოს მათ მიმართ შემწყნარებელი?
ამ გამოუვალ სიტუაციაში, საიდანღაც ჩნდება ახალი ვექილი (ვაჟად გადაცმული პორცია), რომელიც მოხერხებულად მოიგებს პროცესს. და ეხლა როგორ. კი, სასამართლო ცნობს ებრაელის უფლებებს, მაგრამ ვენეციაში კანონია ასეთი, მისი მოქალაქის მოკვლაზე სასჯელია (შეილოკი არ ითვლებოდა მოქალაქედ). მაშ მიდი და ჩამოაჭერი ხორცი ისე, რომ არ წვეთი სისხლი არ დაიღვაროს და არ მოკვდეს. თუ მოკვდება, პასუხს აგებ მკვლელობაზეო. სასოწარკვეთილი შეილოკი აგებს საქმეს. მას შეიწყალებენ და მისი ქონების ნახევარს აძლევენ ანტონიოს. მაგრამ მარტო ეს არ არის ბედის უცნაურობა. შეილოკის გოგო ჯესიკა ქრისტიანს გაჰყვა ცოლად, პლუს მამაც გაქურდა ( dry.gif ).
ასე და ამრიგად, შეილოკმა დაკარგა ქონება, დაკარგა გოგო, დაკარგა ღირსება და დაკარგა სარწმუნოებაც (იმიტომ რომ აიძულეს გამხდარიყო ქრისტიანი).
IPB-ს სურათი

რა უსამართლობაა...
ნაწარმოებს ჰქვია "ვენეციელი ვაჭარი", ეს ვაჭარი არის ჩვენი ანტონიო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი დასმულია შეილოკზე.
მამაჩემი ფიქრობს რომ ავტორი ებრაელებს დასცინის. ანუ ანტისემიტური განწყობაა ჩადებული. შეილოკმა მიიღო ის რაც დაიმსახურა: ვერ იძია შური ქრისტიანზე და მიიღო ქრისტიანი სიძე. (შესაბამისად თვითონაც ეთანხმება შექსპირის პათოსს).
მე კი ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. შეიძლება შეილოკი არ იყო ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ არც ქრიტიანი არ უნდა ისწრაფვოდეს სხვების დამცირებაზე. მე დარწმუნებული ვარ ანტონიოც ვერ იტანდა ზოგადად ებრალებს, თუმცა ეს უფრო მის მეგობარ ბასანიოს ეტყობა, და სხვებს კიდე.
გასაებია რომ უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის მსოფლმხედველობა (ანუ როგორ უყურებდნენ მაშინ ებრაელებს) მაგრამ ქრისტინობა მარტო დაწერილი სიტყვა არაა, იგი ქმედებაშიც უნდა გამოიხატებოდეს.
კი, შეიძლება მითხრათ, რომ შეილოკი არ იყო მოწყალე თავის შეურაცხმყოფელთა მიმართ, რომ გაბოროტებამ ასე იცის, და რომ ახია. მაგრამ რამდენად სამართლიანია ანტონიოს ქმედება? როცა უჭირს, ებრაელ მევახშეს მიმართავს დახმარებისთვის, და როცა მყარად დგას, ზედაც არ უყურებს, დასცინის. და რაც მთავარია თავის თანამოძმეებში იგი ითვლება შესანიშნავ ადამიანად, გულმოწყალეთ და კეთილად (!)

ხოდა, რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ძნელია გამოკვეთო, რომელი პესონაჟი ესიმპატიურება თავად შექსპირს.

უხ, მე ვიცავდე შეილოკს, მერე ვნახავდი პორციას, ანტონიოსა და ბასანიოს ხახამშრალს... dry.gif mad.gif

პ.ს. მოდერ მაპატიე biggrin.gif თუ რამე კანონსაწინააღდეგოა, შეგიძლია დახურო user.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ქევანა   ლიტერატურულ პერსონაჟთა განხილვა   Nov 9 2009, 02:15 PM
KAIROS   :) რა კარგი სიტუაცი...   Nov 9 2009, 08:35 PM
ქევანა   KAIROS გამწარებული და ...   Nov 13 2009, 12:04 AM
KAIROS   გასაგებია, მაგრამ ...   Nov 13 2009, 04:15 AM
ქევანა   ავიღოთ რომელიმე, ი...   Nov 13 2009, 10:33 PM
KAIROS   დააყენე პრობლემა, ...   Nov 14 2009, 02:03 AM
Ligia   მიხეილ ჯავახიშვილ...   Nov 14 2009, 02:56 AM
ქევანა   ოკე, ოკე... ჯავახიშვ...   Nov 14 2009, 12:53 PM
ქევანა   ჩემი მიგდებული თემ...   Dec 2 2009, 12:40 AM
Ligia   ქევანა გამოვეხმაუ...   Dec 2 2009, 01:27 AM
ქევანა   მართლა? რა უცნაური ...   Dec 2 2009, 02:37 PM
Elisa_Day   ისე სადაც მადამ ბო...   Mar 22 2011, 11:24 PM
ქევანა   Elisa_Day მადამ ბოვარი., უ...   Mar 25 2011, 12:00 PM
Elisa_Day   Elisa_Day მადამ ბოვარი., ...   Mar 30 2011, 01:08 PM
ქევანა   Elisa_Day :* ბოდიშს გიხდი, ...   May 31 2011, 12:38 PM
georgios   როდესაც ლიტერატურ...   Aug 15 2011, 12:27 PM
ქევანა   georgios მე არ მაქვს დოს...   Jan 20 2012, 11:59 PM
georgios   ქევანა ჩემთვის "...   Jan 21 2012, 12:13 AM
ქევანა   georgios კიდე მომიყევი, ...   Jan 22 2012, 12:42 AM
georgios   ქევანა მხოლოდ მოყ...   Jan 22 2012, 03:01 AM
აბდალა   "იდიოტმა" ჩემზე...   Jan 22 2012, 10:53 AM
georgios   აბდალა კარამაზოვ...   Jan 22 2012, 11:00 AM
ქევანა   georgios მე იმიტომ მინდა...   Jan 22 2012, 01:16 PM
georgios   ქევანა მე მიყვარს ...   Jan 22 2012, 05:21 PM
ikanosi   ქევან არ გსურს კვლ...   Aug 12 2012, 03:57 PM
tamuna m   georgios აბდალა ”იდიოტი...   Aug 12 2012, 07:23 PM
A.V.M   ჯერ მაგის მოდერი გ...   Aug 12 2012, 11:36 PM
ქევანა   ikanosi მსურს. ვეცდები. ...   Aug 13 2012, 11:03 AM
სიდონია   პარფიუმერი - ფილმი ...   Aug 13 2012, 04:32 PM
ქევანა   სიდონია მე რუსულა...   Aug 13 2012, 06:04 PM
ikanosi   კი :D რაც მე ეგ შევრი...   Aug 13 2012, 11:47 PM
A.V.M   ლამაზი გოგოები რო...   Aug 14 2012, 12:11 AM
ქევანა   მაგ ლამაზებს აღიქ...   Aug 14 2012, 09:33 AM
სიდონია   მაშინ ქართველი მთა...   Aug 14 2012, 10:12 AM
ქევანა   აუ ამ თემის გამოცო...   Aug 25 2012, 12:04 AM
ikanosi   სინანული და აღდგე...   Aug 25 2012, 12:08 AM
A.V.M   აუ... განდეგილი... უს...   Aug 25 2012, 12:08 AM
ქევანა   ikanosi საინტერესო აზრ...   Aug 25 2012, 12:19 AM
A.V.M   აი ხვალ დავიწყებ გ...   Aug 25 2012, 12:22 AM
ikanosi   ქევანა "დაესხა რე...   Aug 25 2012, 12:25 AM
A.V.M   რა იცი რომ მიტევებ...   Aug 25 2012, 12:30 AM
ikanosi   სულიერი ჭვრეტა მა...   Aug 25 2012, 12:50 AM
აკაკი   ჯერ ღმერთს შეჰღაღა...   Aug 25 2012, 01:33 AM
ქევანა   ikanosi საინტერესო რაღ...   Aug 25 2012, 01:14 PM
ikanosi   ქევანა ანუ სხივი ი...   Aug 25 2012, 01:22 PM
ქევანა   ikanosi ეეჰ, იკანოს :D გა...   Aug 25 2012, 01:33 PM
Atm@n   ილიას "განდეგილს...   Aug 25 2012, 01:36 PM
ikanosi   როცა ასეთი ცხოვრე...   Aug 25 2012, 01:38 PM
Atm@n   უნდა იცოდე, რომ ბე...   Aug 25 2012, 01:45 PM
A.V.M   მაგ მომენტით ილია ...   Aug 25 2012, 05:06 PM
ikanosi   ასე როგორ შეიძლებ...   Aug 25 2012, 05:13 PM
A.V.M   არაფერს... რაში მდგ...   Aug 25 2012, 05:38 PM
ikanosi   დაცემა რომ მოხდებ...   Aug 25 2012, 05:52 PM
Atm@n   A.V.M "მამა სერგი" ...   Aug 25 2012, 06:06 PM
A.V.M   კაი ერთი... მართალი...   Aug 25 2012, 07:35 PM
ქევანა   ოო, იკანოს, გამოგიჩ...   Aug 25 2012, 08:03 PM
A.V.M   რათ უნდა ბევრი ძებ...   Aug 25 2012, 08:10 PM
ikanosi   გაიტანეთ ეს თავის ...   Aug 25 2012, 08:27 PM
A.V.M   ikanosi :D :D   Aug 25 2012, 08:35 PM
ქევანა   ikanosi კაი ბიჭი ხარ და ...   Aug 25 2012, 10:19 PM
ikanosi   ქევანა ჰო აბა როგო...   Aug 25 2012, 10:32 PM
A.V.M   ქევანა რას დამაჭმე...   Aug 25 2012, 10:35 PM
ikanosi   A.V.M კონკრეტულის ტკი...   Aug 25 2012, 10:36 PM
A.V.M   პიროვნებაზე არ და...   Aug 25 2012, 10:38 PM
სოფი   გამოვჩნდი ასპარეზ...   Aug 25 2012, 10:39 PM
ikanosi   A.V.M კაცო მე ასე შევხ...   Aug 25 2012, 10:39 PM
A.V.M   აგაშენა ღმერთმა მ...   Aug 25 2012, 10:50 PM
ქევანა   A.V.M ძალიანაც კარგი რ...   Aug 25 2012, 10:53 PM
A.V.M   არანაირად. ილია ზო...   Aug 25 2012, 10:58 PM
ikanosi   სხვა პერსონაჟზე გა...   Aug 25 2012, 11:04 PM
ქევანა   ikanosi კაი :D შენ აარჩიე ...   Aug 25 2012, 11:07 PM
ikanosi   იყოს არსაკიძე :D   Aug 25 2012, 11:08 PM
სოფი   A.V.M იცი, ვერ დაგეთან...   Aug 25 2012, 11:12 PM
ქევანა   ikanosi აააა :lol: :lol: :lol: რო...   Aug 25 2012, 11:13 PM
ikanosi   ქევანა არა :D არსაკ...   Aug 25 2012, 11:15 PM
ქევანა   ikanosi ასეა ძმაო, გენიო...   Aug 25 2012, 11:17 PM
სოფი   შესაძლებელია. ანუ ...   Aug 25 2012, 11:20 PM
ikanosi   ხო მაგრამ პირადი ბ...   Aug 25 2012, 11:20 PM
ქევანა   ikanosi დიახ ფაფუ! არი...   Aug 25 2012, 11:24 PM
A.V.M   რა დრო გამსახურდია...   Aug 25 2012, 11:25 PM
ikanosi   მაგრამ, სიმართლე რ...   Aug 25 2012, 11:26 PM
ქევანა   ikanosi სიმართლე გითხრ...   Aug 25 2012, 11:28 PM
A.V.M   არ ვამბობ რომ მხოლ...   Aug 25 2012, 11:29 PM
ikanosi   ჰო, ქვეყნის ინტერე...   Aug 25 2012, 11:30 PM
სოფი   ikanosi ხო, მოვრჩით მემ...   Aug 25 2012, 11:34 PM
A.V.M   შორენას განხილვას ...   Aug 28 2012, 03:28 PM
A.V.M   ეს თემა რატომ გავა...   Sep 10 2012, 11:12 AM
ქევანა   A.V.M სახელი საიდან მ...   Sep 23 2012, 09:55 PM
Atm@n   ქევანა გეგმაში მქ...   Sep 23 2012, 09:59 PM
ikanosi   ხვალ ვაპირებ ზებულ...   Sep 23 2012, 10:15 PM
ქევანა   ikanosi მშურს :უსერ: მერ...   Sep 23 2012, 10:18 PM
Atm@n   ქევანა კომპიდან პ...   Sep 23 2012, 10:25 PM
ქევანა   Atm@n ქართულად იყიდებ...   Sep 23 2012, 10:29 PM
A.V.M   შესავალისავით გა...   Sep 24 2012, 12:53 AM
A.V.M   ლუარსაბი-კმაყოფილ...   Oct 28 2012, 01:55 AM
A.V.M   ლუარსაბი-კმაყოფილ...   Oct 28 2012, 01:55 AM
ქევანა   A.V.M რით განსხვავდებ...   Oct 29 2012, 12:28 PM
qetevano   A.V.M რით განსხვავდებ...   Oct 29 2012, 09:45 PM
A.V.M   შენ მითხარი რა კუთ...   Oct 30 2012, 01:45 AM
A.V.M   გმირის ძიების პრობ...   Nov 5 2012, 01:32 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 05:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი