წესები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წესები |
ნიკოლოზ_V |
Dec 7 2006, 07:05 PM
პოსტი
#1
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს განყოფილება "ჩვენი პატრიარქის"
წესები განყოფილება "ჩვენი პატრიარქი" 1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია ფორუმზე დარეგისტრირებული წევრების მიერ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებული მოსაზრებების, ისტორიებისა და შეხედულებების გამოსახატად. 2. განყოფილებაში მოქმედებს ფორუმის საერთო წესები. 3. განყოფილების თემად ითვლება ყველა ის თემა ან ქვეთემა, რომელიც ეხება: 3.1. მის უწმიდესობას, ილია II-ს უშუალოდ; 3.2. საქართველოს ნეტარხსენებულ პატრიარქებსა და მამამთავრებს; 3.3. ყველა იმ სფეროს, სადაც მოღვაწეობდა, მოღვაწეობს ან შეიძლება იმოღვაწეოს საქართველოს პატრიარქმა, როგორც მოქმედმა, ისე აწ განსვენებულმა ან მომავალმა. 4. განყოფილების ენა არის ახალი ქართული. 4.1. ყოველი მოსაზრება უნდა იქნეს დაწერილი ქართული მხედრული ანბანით. 4.2. არაქართულენოვანი მოსაზრების ან ციტატის დაწერა დასაშვებია მაშინ, თუ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. მოდერატორი 1. ფორუმზე დადგენილი წესების შესაბამისად განყოფილებას აკონტროლებს მოდერატორი. 2. მოდერატორს უფლება აქვს: 2.1. შეაერთოს, გადაიტანოს, მიაჭიკარტოს, ჩამოაჭიკარტოს, წაშალოს, ჩაასწოროს ან დახუროს თემა ან შესაბამისად ცალკეული მოსაზრება; 2.2. გაფრთხილება (ე.წ. "ვორნი") მისცეს ფორუმის წევრს ამ წესების ან ფორუმის საერთო წესების დარღვევისათვის; 2.3. შეასრულოს მისთვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. 3. ფორუმის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მოდერატორის ნებისმიერი გადაწყვეტილება ადმინისტრატორთან. წესებში ცვლილების შეტანა 1. წესებში ცვლილების შეტანა ხდება მოდერატორის მიერ საკუთარი ან არანაკლებ 15 წევრის ინიციატივით. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი