IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. სინოდის სხდომა, ოქმი
კანონისტი
პოსტი Dec 22 2010, 10:02 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.

2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება.

3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს.

4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები.

5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   წმ. სინოდის სხდომა   Dec 22 2010, 10:02 AM
sandro40   4. კიდევ ერთხელ გაეს...   Dec 22 2010, 11:42 AM
terra   რაში ჭირდებათ ეს ვ...   Dec 22 2010, 12:25 PM
sandro40   განაკანონებენ. რა ...   Dec 22 2010, 01:06 PM
მარიამი   სინოდის დადგენილე...   Dec 22 2010, 12:09 PM
sandro40   სინოდის დადგენილე...   Dec 22 2010, 12:24 PM
მარიამი   არ დაემორჩილებიან...   Dec 22 2010, 12:26 PM
terra   sandro40 კათოლიციზმის მ...   Dec 22 2010, 01:19 PM
sandro40   sandro40 კათოლიციზმის ...   Dec 22 2010, 01:29 PM
კანუდოსელი   ხოდა არც ბიზანტიუ...   Dec 22 2010, 01:34 PM
sandro40   გაუმარჯოს მმკ-ს :D გ...   Dec 22 2010, 01:59 PM
კანუდოსელი   გეწყინება მეგობარ...   Dec 22 2010, 02:03 PM
Funkenstein   ისე რა ახირებაა ეს ...   Dec 22 2010, 01:21 PM
ნანინა   კანონისტი კარგად ...   Dec 22 2010, 02:05 PM
sandro40   კანონისტი კარგად ...   Dec 22 2010, 03:21 PM
კანუდოსელი   ვითომ მმკელებზე უ...   Dec 22 2010, 03:58 PM
კანუდოსელი   ნანინა სქიზმატები ...   Dec 22 2010, 02:08 PM
ნანინა   კანუდოსელი სქიზმა...   Dec 22 2010, 02:12 PM
კანუდოსელი   სქიზმატები რამდენ...   Dec 22 2010, 02:16 PM
Funkenstein   საერთიდ ვერ ვხდები...   Dec 22 2010, 02:17 PM
ნანინა   sandro40 რას ნიშნავთ შე...   Dec 22 2010, 03:34 PM
sandro40   sandro40 რას ნიშნავთ შე...   Dec 22 2010, 03:52 PM
aia   1. წმიდა სინოდის სხ...   Dec 22 2010, 03:52 PM
ნანინა   sandro40 შენ ამბობ რომ მ...   Dec 22 2010, 03:59 PM
sandro40   sandro40 შენ ამბობ რომ მ...   Dec 22 2010, 04:09 PM
კანუდოსელი   თუკი ემორჩილება ი...   Dec 22 2010, 04:14 PM
Funkenstein   ბერ მონაზვნების ე...   Dec 22 2010, 04:01 PM
ნანინა   sandro40 არა მე არ ვამბო...   Dec 22 2010, 04:24 PM
კანუდოსელი   ვისაც არ უნდა ამ ეკ...   Dec 22 2010, 04:33 PM
ნანინა   კანუდოსელი კარგი ...   Dec 22 2010, 04:34 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი კარგი ...   Dec 22 2010, 04:36 PM
sandro40   ნანინა ძალიან მომწ...   Dec 22 2010, 04:58 PM
აკაკი   sandro40 ეგვიპტურად რატ...   Dec 22 2010, 05:04 PM
sandro40   sandro40 ეგვიპტურად რატ...   Dec 22 2010, 05:15 PM
ნანინა   sandro40 არგუმენტები შე...   Dec 22 2010, 05:11 PM
sandro40   'ნანინა' ჩემი არ...   Dec 22 2010, 05:19 PM
თამარი_ცქნაფო   sandro40 მე საერთოდ არ მ...   Dec 22 2010, 05:18 PM
აკაკი   sandro40 სადღაა ბიზანტი...   Dec 22 2010, 05:21 PM
თამარი_ცქნაფო   sandro40 სადღაა ბიზანტი...   Dec 22 2010, 05:26 PM
ნანინა   sandro40 ვაიმეეე ამაზე ...   Dec 22 2010, 05:28 PM
sandro40   sandro40 ვაიმეეე ამაზე ...   Dec 22 2010, 06:20 PM
sandro40   აი რას წერს მართლმ...   Dec 22 2010, 06:35 PM
A.v.B   სამხმაზე რომ იგალო...   Dec 22 2010, 07:02 PM
აკაკი   უფალო ღაღად ვყავ შ...   Dec 22 2010, 07:14 PM
sandro40   უფალო ღაღად ვყავ შ...   Dec 22 2010, 07:35 PM
თამარი_ცქნაფო   A.v.B კი და ძალიან მარ...   Dec 22 2010, 07:25 PM
A.v.B   თამარი_ცქნაფო როგ...   Dec 22 2010, 07:36 PM
თამარი_ცქნაფო   B)-->
ციტატა(A.v....   Dec 22 2010, 10:19 PM
afxazi   sandro40 მართალია სათან...   Dec 22 2010, 10:49 PM
sandro40   afxazi ხო, შესაძლოა, არ...   Dec 23 2010, 12:00 AM
ქევანა   დამღლეს ბერძნული ე...   Dec 23 2010, 12:01 AM
sandro40   დამღლეს ბერძნული ...   Dec 23 2010, 12:07 AM
sandro40   ვინ გიშლით ქართულ ...   Dec 23 2010, 12:02 AM
თამარი_ცქნაფო   sandro40 რატომ უნდა იგალ...   Dec 23 2010, 12:07 AM
sandro40   sandro40 რატომ უნდა იგა...   Dec 23 2010, 12:14 AM
თამარი_ცქნაფო   ვიწრო ეროვნულ, კუთ...   Dec 23 2010, 12:16 AM
sable   ბიზანტიური არის ქ...   Dec 26 2010, 10:27 AM
ნანინა   sandro40 და რატომ ადამი...   Dec 23 2010, 12:08 AM
sandro40   [b]sandro40 და რატომ ადამ...   Dec 24 2010, 10:57 AM
ქევანა   sandro40 არა, ტელევიზიებ...   Dec 23 2010, 12:11 AM
ქევანა   კი შეიძლება: გადად...   Dec 23 2010, 12:34 AM
თამარი_ცქნაფო   ქევანა მაცალე, გოგ...   Dec 23 2010, 12:38 AM
მარიამი   ისე უკან დახევა აშ...   Dec 23 2010, 10:37 AM
კანუდოსელი   ის რამდენიმე ადამ...   Dec 24 2010, 02:05 PM
athos   ამ სხდომაზე მეტი ს...   Dec 23 2010, 11:21 AM
კანუდოსელი   მე კიდევ ერთხელ ვი...   Dec 23 2010, 01:43 PM
sandro40   მე კიდევ ერთხელ ვი...   Dec 25 2010, 10:40 AM
benediqt16   +1 1. წმიდა სინოდის ს...   Dec 23 2010, 02:54 PM
damiane80   ეს კიდე დემაგოგია...   Dec 23 2010, 03:59 PM
მხევალი ნინო   sandro40 დაუმორჩილებლ...   Dec 23 2010, 07:36 PM
athos   კანუდოსელი ორი კი...   Dec 23 2010, 08:08 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ორი კი...   Dec 23 2010, 10:18 PM
ნანინა   არა ისე ერეტიკოსებ...   Dec 23 2010, 08:44 PM
athos   კანუდოსელი მწვალე...   Dec 23 2010, 10:32 PM
კანუდოსელი   მწვალებლებად გამო...   Dec 23 2010, 10:42 PM
ნანინა   sandro40 კითხვაზე თავი ა...   Dec 24 2010, 01:44 PM
KAIROS   ვეთანხმები მარია...   Dec 24 2010, 01:50 PM
მხევალი ნინო   KAIROS ვააა, მონატრებ...   Dec 24 2010, 02:44 PM
ქევანა   sable საბლე სერიოზულა...   Dec 26 2010, 05:51 PM
ნანინა   sable ჩემო კარგო ადამი...   Dec 26 2010, 08:55 PM
KAIROS   სამწუხაროა, რომ თა...   Dec 27 2010, 03:11 AM
sable   სამწუხაროა, რომ თა...   Dec 27 2010, 09:19 PM
ნანინა   sable კარგი ბატონო ბი...   Dec 27 2010, 11:49 PM
sable   sable კარგი ბატონო ბი...   Dec 28 2010, 09:35 AM
KAIROS   ჰო, ახლა ის სიტყვა ...   Dec 28 2010, 01:58 AM
sable   ჰო, ახლა ის სიტყვა ...   Dec 28 2010, 09:56 AM
კანუდოსელი   sable მართალი იქნებოდ...   Dec 28 2010, 12:07 PM
sable   sable მართალი იქნებოდ...   Dec 28 2010, 09:02 PM
ქევანა   კანუდოსელი +1 :D sable შ...   Dec 28 2010, 01:19 PM
KAIROS   ნამდვილად, როგორც ...   Dec 28 2010, 01:42 PM
კანუდოსელი   მოკლედ გასარკვევი...   Dec 28 2010, 02:43 PM
ნანინა   sable რა ეწინააღმდეგე...   Dec 28 2010, 05:20 PM
ნანინა   sable არა მხოლოდ ბერძ...   Dec 28 2010, 10:34 PM
sable   sable არა მხოლოდ ბერძ...   Dec 29 2010, 11:47 PM
კანუდოსელი   sable მოკლედ გეტყვი იმ...   Dec 28 2010, 10:46 PM
death   sable თეოლოგიური ნაშ...   Dec 28 2010, 11:21 PM
sable   [b]sable თეოლოგიური ნაშ...   Dec 29 2010, 11:57 PM
ნანინა   sable გალობაზე გეუბნე...   Dec 29 2010, 11:56 PM
sable   sable გალობაზე გეუბნ...   Dec 30 2010, 12:11 AM
benediqt16   ნანინა შენა, რასაც...   Dec 30 2010, 12:24 AM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 07:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი