IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა მიწაზე მოგზაურობა, შთაბეჭდილებები და ცოტაოდენი დარიგებები
ვეშაპო
პოსტი Jan 14 2007, 10:40 PM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



გამარჯობა ყველას!

გილოცავთ შობას, ახალ წელს და ჩემს წმინდა მიწაზე მოგზაურობას. IPB-ს სურათი

მაშ ასე:

მოგეხსენებათ, რომ სრულიად შემთხვევით მე გამომიჩნდა სრულიად ბედნიერი შემთხვევა, რომ გავმგზავრებულიყავი წმინდა მიწაზე.
10 იანვარს გვქონდა საქველმოქმედო კონცერტი თელ-ავივში.
6 იანვარს გავემგზავრეთ ისრაელში და მინდა გითხრათ, რომ ღვთის წყალობით ბეთლემში დავესწარის საშობაო ლიტურგიას და ვეზიარე.
დიდება და მადლობა ღმერთს.
აქ დავდებ სხვადასხვა ფოტოებს.

აქ ჩემს უკან, მაღლა შობის ლიტურგია მ იმდინარეობს და მე ვერ ვუახლოვდები. ბევრი ხალხია.
IPB-ს სურათი


ეს კი, არის:
ვიღაც არაბი ბოძის მონგრევას ლამობდა და სვეტიდან ბურთულების სახით 5 ქვა გამოვარდა და ადგილზე დაცხრილა ურჯულო. ამ ხუთმა ქვამ ერთობლიობაში ჯვარი შექმნა სვეტზე.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


ეს კი, შობის ადგილი.
IPB-ს სურათი

აქ, ჩვენს უკან იერუსალიმის ხედი.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - ღვთისმშობლის საფლავი.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - მე ღვთისმშობლის საფლავთან.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - გარდამოხსნის ქვა.
გოლგოთის ძირში.
ადგილი სადაც დროებით დაასვენეს მაცხოვარი და მენელსაცხებლე დედებმა ნელსაცხებელი სცხეს.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იერუსალიმი - გოლგოთა.
ჯვარცმის ადგილი.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - მაცხოვრის საფლავი.
IPB-ს სურათი


იერუსალიმი - ადამის განსასვენებელი.
გოლგოთის ძირში, ჯვარცმის ქვეშ.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იერუსალიმი - ჯვრის პოვნის ადგილი.
აქ იპოვეს უფლის ჯვარი.
ეხლა სომხებს ეკუთვნით.
IPB-ს სურათი

ნაზარეთი - იოსების და მარიამის სახლი.
ამ სახლში იზრდებოდა და ცხოვრობდა მაცხოვარი 30 წლის განმავლობაში.
ეხლა კათოლიკეებს ეკუთვნით.
IPB-ს სურათი


ნაზარეთი - ღვთისმშობლის ხარების ადგილი.
IPB-ს სურათი


გალილეის ტბა - მე და მამა საბა.
IPB-ს სურათი


იორდანე - ნამდვილი ნათლობის ადგილი.
ამაზე ცოტა დაწვრილებით მოგახსენებთ.
ეს არის ადგილი, სადაც ნამდვილად მოინათლა მაცხოვარი. ეს ადგილი სპეციალურად იხსნება წელიწადში ორჯერ, ნათლისღებას და დიდ ხუთშაბათს. უშვებენ მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქს.
ისრაელის ტურიზმის დეპარტამენტმა კატეგორიულად მოსთხოვა თავდაცვის სამინისტროს, რათა ჩვენი ჯგუფისთვის გაეხსნა ეს ადგილი სპეციალურად.
მოგეხსენებათ, ისრაელი დღეს ძირითადად ტურიზმით ცხოვრობს და შესაბამისად, ტურიზმის დეპარტამენტს ძალიან დიდი გავლენა აქვს.
სამხედროებმაც დათმეს და გახსნეს საზღვრის ეს მონაკვეთი.
იორდანის მეორე ნაპირზე იორდანიაა და ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან კონფლიქტში იმყოფება. სულ რაღაც 30 წელიწადია, რაც ისრაელმა ეს ტერიტორია წაართვა იორდანიას. ეს ადგილი მდებარეობს მკვდარ ზღვასთან. დაახლოებით 2 კილომეტრში იორდანე ერთვის მკვდარ ზღვას.
ხოლო რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც ყველა ტურისტები ჩადიან და ასე ვთქვათ "გაბაზრებულია", ის არის გალილეის ტბიდან რომ გამოდის დაახლოებით 2 კილომეტრში, მშვენიერ წალკოტში. იქ არის კამკამა წყალი, თევზები ლივლივებენ, გარშემო მაღალი ხეებია. იორდანეში შესასვლელი სრულიად კეთილმოწყობილია და აქეთ-იქედან ვიდეო-კამერები გიღებენ.
წყლიდან ამოსულს DVD დისკებს გთავაზობენ 15 დოლარად.
კიდევ ერთი რამ:
თუ გხვდათ წილად ბედნიერება, რომ იორდანეში შეხვიდეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კვართი. ამ კეთილმოწყობილ ადგილზე არის უზარმაზარი მაღაზია, სადაც ყიდიან სხვადასხვა ქრისტიანულ სუვენირებს და მათ შორის ამ კვართსაც. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამამაძაღლებულები არიან გამყიდველები. კვართს ყიდიან 25 დოლარად. პირადად მე ეს კვართი ნაზარეთში ქუჩაში შევიძინე 7 დოლარად.

მაშ ასე, ნათლობის ადგილი:
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ლოდი - წმიდა გიორგის საფლავი.
თუ დააკვირდებით, ადვილად შეამჩნევთ, რომ საფლავის ქვა სულ ზეთიანია. ეს თვითონ ქვიდან გამოდის.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იერუსალიმი - ჯვრის მონასტერი.
მინდა აღვნიშნო, რომ მას მერე რაც რუსთაველის ფრესკა ბერძნებმა გადაფხიკეს და შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად აღადგინეს, ვიღაცას, ალბათ ქართველს, გულმოდგინედ უშრომია და ძალიან კარგად აღუდგენია.
სანამ მივიდოდით ჯვრის მონასტერში, ხალხი ავტობუსში იჭვნეულად უყურებდა ჩვენი იქ შესვლის ფაქტს. ერთი ამბობდა, ამას წინათ ვიყავიო და კარებზე რომ ვაკაკუნებდი, ვიღაც ე.წ. "მონაზონმა" ცხელი წყალი გადმოგვასხა ტაშტითო.
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ადვილად შევედით და "დაჟე" გადავიღეთ.
დიდი ძალა ჰქონია ტურიზმის დეპარტამენტს. IPB-ს სურათი
მაშ ასე, რუსთაველის ფრესკა.
IPB-ს სურათი

ესეც, ის ადგილი სადაც იზრდებოდა ისე ხე, რომლისაგანაც მაცხოვრის ჯვარი გააკეთეს.
IPB-ს სურათი

რაც შეეხება ამ ფოტოს, აქ მე და მამა გურამმა ცოტა თამამი საქციელი ჩავიდინეთ. მამა გურამმა ის ფილა მიწია, რომელიც ზემოთა სურათშია და მე შიგთავსი გადავიღე.
აქ იზრდებოდა სწორედ ის ხე, რომლისაგანაც მაცხოვრის ჯვარი გააკეთეს.
IPB-ს სურათი


თაბორის მთა.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


იერუსალიმი - გოდების კედელი.
IPB-ს სურათი

ეს კი ისე. IPB-ს სურათი
ნუკრი კაპანაძე, ბუბა კიკაბიძე და მე.
IPB-ს სურათი

მე და პაატა ბურჭულაძე.
IPB-ს სურათი

სულ ეს იყო.

მინდა გითხრათ:
არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ გიდების შემოთავაზებას.
ისინი გეთყვიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ არაფერი ქუჩაში. გეუბნებიან, რომ შეიძინოთ სუვენირები მათ მიერ შემოთავაზებულ მაღაზიებში.
ისინი ამ მაღაზიებთან შეთანხმებული არიან და იღებენ გასამრჯელოს თქვენი იქ მიყვანით. მაგ მაღაზიებში რაიმე იყიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ქუჩაში, ან სხვა იაფ მაღაზიებში მსგავსი რამ არ მოიპოვება.
მაგალითისთვის გითხარით უკვე, რომ ნაზარეთში ქუჩაში ნაყიდი 7 დოლარიანი კვართი, იქვე გიდების მიერ შემოთავაზებულ მაღაზიაში 18 დოლარი, ხოლო იორდანეში შესასვლელთან 25 დოლარი ღირდა.
ასევე ჩვენს გიდს ეზარებოდა ჩვენი ხარების ადგილზე წაყვანა და იოსების და მარიამის სახლზე გვითხრა, რომ მარიამს მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებაც ამ სახლში ჰქონდა. ერთერთი ჩვენგანი ნამყოფი იყო ხარების ტაძარში და გაუხურა. ამის მერე უკვე კეთილი ინება ჩვენმა გიდმა და წაგვიყვანა.
იტოგში, გიდებს ყველაფერში ნუ ენდობით.

აბა!
გისურვებთ წარმატებებს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ვეშაპო   წმინდა მიწაზე მოგზაურობა   Jan 14 2007, 10:40 PM
mogzaura   ძალიან ლამაზია რა ...   Jan 14 2007, 10:46 PM
keti   ვეშაპომ მთელი მად...   Jan 14 2007, 11:02 PM
მნათე   ვეშაპო ვეშაპოჯან ...   Jan 14 2007, 11:10 PM
თათი87   ვაიმეეეეეეეეე!!...   Jan 14 2007, 11:17 PM
_MATASI_   რა მაგარი რეპორტაჟ...   Jan 15 2007, 12:03 AM
ქავთარაძე   გილოცავ ვეშაპო მაგ...   Jan 15 2007, 12:23 AM
შოთა   ვეშაპო ვეშაპო როგო...   Jan 15 2007, 01:09 AM
ვეშაპო   ახლა მეც ცოტა დავი...   Jan 15 2007, 01:32 AM
ნიკოლოზ_V   ძალიამ მაგარია, გი...   Jan 15 2007, 01:40 AM
beqa.shuxoshvili   ვაიმე ვეშაპო მეგობ...   Jan 15 2007, 01:50 AM
solomony   ძალიან ლამაზი სურა...   Jan 15 2007, 02:24 AM
შოთა   ვეშაპო აბა გალილე...   Jan 15 2007, 02:26 AM
ვეშაპო   შოთა ეგ, უბრალოდ ტუ...   Jan 15 2007, 03:07 AM
მაეასი   რა ბედნიერი ადამია...   Jan 15 2007, 03:14 AM
მხევალი ნინო   ვეშაპო ზოგას რა ბე...   Jan 15 2007, 03:06 PM
იოანა   ვეშაპო ღმერთმა კი...   Jan 15 2007, 03:12 PM
sofi89   ვეშაპო მადლო...   Jan 15 2007, 08:35 PM
გუჯა   თხა თხაზე ნაკლები ...   Jan 16 2007, 12:13 AM
გუჯა   ჯვრის მონასტერი. შ. ...   Jan 16 2007, 12:24 AM
keti   მეც მინდააააააააა...   Jan 16 2007, 12:37 AM
_MATASI_   ვეშაპო გუჯა მმაგარ...   Jan 16 2007, 12:56 AM
Zeskvi_ucha   ვეშაპო აუ ახლა დავ...   Jan 16 2007, 01:23 AM
ვეშაპო   გუჯა! შენ იერუსალ...   Jan 16 2007, 02:28 AM
გუჯა   გუჯა! შენ იერუსალ...   Jan 16 2007, 04:01 AM
გუჯა   სიონი. ღვთისმშობლი...   Jan 16 2007, 07:57 AM
მხევალი ნინო   გუჯა, რა ბედნიერი კ...   Jan 16 2007, 09:58 AM
marine   ვეშაპო გუჯა ბიჭებო...   Jan 18 2007, 03:57 PM
miss_kartveli   რა ბედნიერებაა, მე...   Jan 18 2007, 04:07 PM
cicinatela   ჩემი ოცნებაა აღდგო...   Feb 19 2007, 10:52 PM
მხევალი ნინო   ვეშაპო არ დაბრუნდა...   Feb 20 2007, 10:27 AM
ზებედე   ვეშაპო არ დაბრუნდ...   May 1 2007, 04:06 AM
Qeti   ზებედე ვეშაპო რა ბ...   May 1 2007, 04:56 AM
ზებედე   ზებედე ვეშაპო რა ბ...   May 1 2007, 07:02 AM
Qeti   შურიანოოოო :D მეც კ...   May 1 2007, 07:09 AM
KAIROS   იქნებ ვინმემ ასევე...   May 31 2007, 07:08 AM
marine   იქნებ ვინმემ ასევ...   May 31 2007, 01:18 PM
ეკუმენისტი   იქნებ ვინმემ ასევ...   Jun 1 2007, 03:28 AM
ალექსანდრე   ეკუმენისტი რაიო? :bl...   Jun 1 2007, 03:33 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 05:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი