IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ისლამი
George Leluashvili
პოსტი Jun 15 2011, 10:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მოგესალმებით ახალ თემაში,რომელსაც მე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რელიგიას-ისლამს მივუძღვნი.

ყველა იმ ადამიანს ვისაც რაიმე შეხება ან ინტერესი აქვს არაბული სამყაროს მიმართ ალბათ ჩემსავით გასჩენია ვიზუალური და გარეგნული ეფექტებით დაწყებული და სიღრმისეული საკითხებით დამთავრებული კითხვები, მაგალითად თუ რატომ აქვთ არაბებს შავი გრძელი წვერი და ჩადრები, საიდან არის ამდენი მოწოდებები მკვლელობებისკენ და რატომაა მათ წიაღში არქაიზმისა და ძალადობის ამდენი გამოვლინება? ისლამი შეუთავსებადია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, კაცისა და ქალის თანაბარ უფლებებთან და ზოგადად მოდერნულობასთან? საინტერესოა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ისტორიული კონტექსტისა და სხვა ბევრი სპეციფიური ფაქტორის გათვალისწინებით და ქვემოთ სწორედ ამას შევეცდები.

IPB-ს სურათი


მაშ ასე მისთვის ვინც თავს მოიაზრებს რწმენის რაიმე სისტემის წიაღში, სრულიად კანონიერია იმის თქმა, რომ აღიარებს დოქტრინის ამგვარ ინტერპრეტაციას და არა სხვაგვარს, მაგრამ მე, უბრალო ადამიანი, რომელიც არ ვარ მუსლიმი და საერთოდ ნებისმიერი სარწმუნოების ჩარჩოებს მიღმა მოვიაზრებ თავს, სრულიად არ ვფლობ იმის გარჩევის უნარს თუ რა შეესაბამება ისლამს და რა არა, მე მაქვს მხოლოდ ჩემი სურვილები, მოსაზრებები და მისგან გამომდინარე შეხედულებები, ყოველთვის მივიჩნევდი და მივიჩნევ, რომ ესა თუ ის უკიდურესი ქცევა ტერორიზმი, გარკვეული კატეგორიის მუსიკის აკრძალვა, ექსციზიის ლეგალიზება და სხვები არ თავსდება ჩემს შეხედულებებში ისლამის შესახებ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ ამაოა წმიდა წიგნებში ჩაღრმავება და არგუმენტების შეგროვება, რადგან ყოველთვის იარსებებს განსხვავებული და საპირისპირო ინტერპრეტაციები. ერთსა და იმავე წიგნებზე დაყრდნობით შესაძლებელია მონობასთან შეგუებაც გაამართლონ და მისი დაგმობაც, ერთნაირად დაუჭირონ მხარი ღვინის აკრძალვასაც და მის გამოყენებასაც. ხოტბა შეასხან დემოკრატიასაც და თეოკრატიასაც. ადამიანებს თითქოს უხილავი მოთხოვნილება აქვთ საკრალური სიბრძნის მიმართ, რომლის ციტატებიც გაამართლებს, მათ ქმედებებს. აქედან გამომდინარე მგონი მართლა აზრს კარგავს საკუთარი თავისათვის კითხვის დასმა თუ სინამდვილეში რას ამბობს ქრისტიანობა, ისლამი, ან სხვა რომელიმე დოქტრინა, რომლის სახელითაც ძალიან ხშირად დასაგმობი ქმედება ხორციელდება. პასუხების ძებნაზე უფრო პროდუქტიულ გზად მე პირადად ის მესახება, რომ ყურადღება გამახვილდეს არა თავად მოძღვრების არსზე, არამედ ისტორიიის მანძილზე იმათ ქცევებზე, რომლებიც აღნიშნულ მოძღვრებებს თავიანთ სასარგებლოდ იმოწმებდნენ და იყენებდნენ

IPB-ს სურათი




ისლამი (არაბ. الإسلام ალ–ისლამ – "მორჩილება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამადი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალ-ლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია.

მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)
არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში [რედაქტირება]

არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში - ქააბა. ისლამურ გადმოცემის მიხედვით ქააბა ააგო იბრაჰიმმა, რომლისთვისაც მას ღმერთმა ციდან გამოუგზავნა შავი ქვა. შემდეგ კი არაბებმა მიატოვეს მონოთეიზმი (ჰანიფობა), ხოლო ქააბის სამლოცველოში კერპებს დაუდეს ბინა. არაბები მექაში ჩადიოდნენ სალოცავად ისლამამდელ პერიოდშიც. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ხეები არაბულ წარმართობაში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ – მათი მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა.
მუჰამედი [რედაქტირება] მთავარი სტატია : მაჰმადი.


მუჰამედი (არაბ. محمد‎‎ მუჰამმად) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ–ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა – 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა (ეს საქმიანობა არცთუ ისე პატივსაცემად ითვლებოდა არაბებში). 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა მიიღო პირველი გამოცხადება (გადმოცემით ეს მოხდა 19 ან 21 რამადანის თვეში) ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია, განსაკუთრებით მას ეწინააღმდეგებოდნენ გავლენიანი მექელები აბუ ჯაჰლი (უმეცართა მამა), აბუ სუფიანი (შემდგომში ისლამი მიიღო), მუჰამედის ბიძა აბუ ლაჰაბი (ალმოდებულთა მამა), მუჰამედი იყო დაცინვებისა და შეურაცხყოფის ობიექტი 12 წლის განმავლობაში და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მისი ბევრმა ირწმუნა და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა – (სახალიფო), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ.

თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნუჰს, იბრაჰიმს, ისმაილს იაყუბს, იშაყს, მუსას, დავუდს და სულაიმანს, წმიდა მარიამსა (მარიამ) და იესო ქრისტეს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და შესაბამისად არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ღმერთმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.

ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც შედგება მუჰამედის ქადაგებებისა და ხილვებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ. ისლამური ტრადიციის მიხედვით, ყურანი მუჰამედს ანგელოზმა ჯებრაილმა (გაბრიელმა) წაუკითხა. მისი ტექსტი პირველად ხალიფა ოსმანის დროს (644-665) გამოჩნდა. იგი 114 სურისაგან (თავი) შედგება. ყურანის შექმნიდან რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მასში ჩამოყალიბებული დებულებების, კერძოდ, ეთიკური მოძღვრების კონკრეტიზაცია, რის გამოც შეიქმნა ე.წ. სუნა ანუ ხადისების კრებული, რომელიც თავის მხრივ მუსლიმური სამართლის - შარიათის წყაროდ იქცა.

ყურანში ბიბლიურმა სიუჟეტებმა თავისებური ტრანსფორმაცია (1) განიცადეს.

ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს: ადამს, ნოეს (ნუხი), აბრაამს (იბრაჰიმი), მოსეს (მუსა) და იესოს (ისა). მუჰამედი, როგორც უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მათზე მაღლა დგას. იუდეურ-ქრისტიანული ტრადიციიდან ისესხა ისლამმა ერთღმერთიანობის, ანგელოზების, სულის უკვდავების, საიქიო მისაგებელის, მეორედ მოსვლის და სხვა იდეები, თუმცა ყოველ მათგანში საკუთარი შინაარსი ჩადო.


მექა
IPB-ს სურათი

ისლამის სარწმუნოებრივ საფუძველს ე.წ. „5 ბურჯი“ შეადგენს: 1. ერთი ღმერთისა და მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის აღიარება; 2. ხუთგზის ყოველდღიური ლოცვა (ასსალათი, ანუ ნამაზი); 3. მარხვა (საუმი, ურაზა), 4. მოწყალების გაცემა (ზაქათი); 5. მოსალოცად წასვლა მექაში, სიცოცხლეში ერთხელ მაინც (ჰაჯი).

ისლამი არ არის ერთიანი რელიგია. მორწმუნეთა უმრავლესობა ტრადიციულ ისლამს - სუნიზმს აღიარებს, რომელიც სუნასა და ყურანს ემყარება. შიიტები ყურანს ქარაგმულად განმარტავენ, ხოლო სუნაში მხოლოდ იმ ხადისებს აღიარებენ, რომელიც მუჰამედის სიძის - მეოთხე ხალიფა ალის სახელს უკავშირდება, მათ აქვთ საკუთარი წმიდა გადმოცემა - ახბარი. ცნობილია აგრეთვე მუსლიმანური სექტები: ისმაილიტები, დრუზები, ვაჰაბიტები, ბაბიდები, ბაჰაულას მიმდევრები და სხვა.

მუსლიმანური თეოლოგიის საყრდენს ვოლუნტარიზმი და ფატალიზმი წამოადგენს. ისლამში ღმერთი მოიაზრება, როგორც სამყაროს შემოქმედი, მარადიული სული, იგია პირველი და უკანასკნელი, ამასთან იგი უპიროვნო არსია (ამაში ზოგიერთი მკვლევარი გნოსტიციზმის გავლენას ხედავს, ალაჰის, როგორც უპიროვნო ღმერთის განმარტება ჩვენს დროში სულ უფრო მეტ მომხრეს იძნენს მუსლიმან ღვთისმეტყველთა შორის). მუსლიმანურ მონოთეიზმთან მჭიდროდაა დაკავშირებული ალაჰისადმი აბსოლუტური მორჩილების იდეა, რომელიც ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს. ღვთის მიერ დადგენილი წესრიგისადმი უსიტყვო მორჩილების მოთხოვნა აისახა ყოვლისშემძლე ღმერთისა და წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ მოძღვრებაში. თვითონ ყურანში სწავლება ღვთაებრივ და ადამიანურ ნებათა თანაფარდობის შესახებ წინააღმდეგობრივადაა ჩამოყალიბებული. აბსოლუტური წინასწარგანზრახულობის იდეისა და ადამიანის თავისუფლების იდეის მომხრენი ყურანში თავისი თვალსაზრისის დადასტურებას პოულობენ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადრეულ პერიოდში მუჰამედი და მისი მიმდევრები მექის არისტოკრატიასთან ბრძოლის დროს ნების თავისუფლებას ქადაგებდნენ, ხოლო როცა ისლამი ოფიციალური რელიგია გახდა, წინასწარგანზრახულობის იდეა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იდეად იქცა, რომელსაც უნდა გაემართლებინა როგორც ახალი, ფეოდალური წყობილების, ისე საღვთო ომის (ჯიჰადი) აუცილებლობა, როგორც ღვთის ნების გამოვლინება.

ამ პოზიციაზე დგას ისლამის ოფიციალური თეოლოგიური დოქტრინა ქალამი (მეცნიერება, მოძღვრება), რომლის ფუძემდებელია ალაშარი (783-835 წწ.). ქალამის მიხედვით, ალაჰს გააჩნია აბსოლუტური თავისუფალი ნება, რომლითაც ის უწყვეტად ქმნის და ამოძრავებს ყოველ ტომს. ყოველი მოვლენა განიხილება, როგორც ალაჰის შემოქმედებითი აქტის შედეგი. ნებისმიერი საგანი, მათ შორის ადამიანიც, იარაღია ღმერთის ხელში. ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე.

ქალამი შეიქმნა VIII საუკუნეში წარმოშობილი მუთაზილიტური მოძრაობის წინააღმდეგ, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ბასილ-იბნ-ატა (699-748 წწ.), ალ-კანდი (800-860 წწ.) და ან-ნაზამი (-845 წწ.), ხოლო ხალიფა მამუნის (813-838 წწ.) დროს მუთაზილიზმი სახელმწიფო მოძღვრება გახდა. იგი ტრადიციულ ისლამს ზომიერი რაციონალიზმის პოზიციიდან დაუპირისპირდა. მუთალიზიტები ცდილობდნენ, ალაჰისათვის ანთროპომორფული ნიშნები ჩამოეცილებინათ, უარყოფდნენ ყურანის შეუქმნელობას და ამდენად მას აბსოლუტურ ხასიათს. მათვე წამოაყენეს ადამიანის ნების თავისუფლების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თვითონ არის სიკეთისა და ბოროტების ჩამდენი (2).

რაც შეეხება ბოროტების საკითხს, ისლამის ვოლუნტარიზმისა და ფატალიზმიდან იმგვარი დასკვნა გამომდინარეობს, რომ სამყაროში არსებული ბოროტების მიზეზი თვით ალაჰია. მით უფრო, რომ მუსლიმანური ანთროპოლოგია ადამიანს სუსტ არსებად წარმოაჩენს, რომელიც არარაობაა, უგუნურია, ძლიერ და ბრძენ ალაჰთან შედარებით, რისი მიზეზიც საბოლოოდ თვითონ ალაჰია. გარდა ამისა, ყურანის ბოლო 113 სურაში პირდაპირაა ნათქვამი: „თქვი, მივმართავ უფალს განთიადისას, რომ დამიფაროს ყოველი ბოროტებისაგან, რაც გააჩინა“, ამასთან ერთად, თვით ბოროტების ცნებაც ისლამში ფარდობითია, მაგ: კაცის კვლა საზოგადოდ - ბოროტებაა, მაგრამ იგივე კაცის კვლა ჯიჰადის დროს არა თუ ბოროტებად, არამედ პირიქით, წმინდა საქმედ ითვლება. ამგვარი თეოლოგიური წინამძღვარი შესაბამის მორალს აფუძნებს, რომელიც მუსლიმანური წესების ფორმალური და მექანიკური შესრულების ფარგლებს არ სცილდება და ყურანის მთელი ზნეობრივი მოძღვრებაც მხოლოდ ცხოვრების პრაქტიკული მხარის მოწესრიგებისაკენაა მიმართული.

ზემოხსენებულ ისლამური სექტებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია ვაჰაბიზმი და ბაჰაიზმი. პირველი მისი განსაკუთრებული აგრესიული ხასიათის გამო და მეორე იმიტომ, რომ მისი მიმდევრები საქართველოშიც არიან.

ვაჰაბიზმი, მომთაბარე არაბი ტომების იდეოლოგია, ჩაისახა XVIII საუკუნეში. მისი ფუძემდებელი იყო გამუსლიმანებული ებრაელი, მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი. მისი სახელის გამო თანამოაზრეებს ვაჰაბიტებს ეძახდნენ. ეს რელიგიური გაერთიანება ითხოვდა მუჰამედის დროინდელი ისლამის აღდგენას და აღიარებდა მხოლოდ ყურანს. ისინი უარყოფდნენ ყოველგვარი შექმნილის, მათ შორის მუჰამედის საფლავის თაყვანისცემას. ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მუჰამედისა და მისი ოჯახის წევრების დაფიცებას. არ იყენებდნენ მათრობელა სასმელებს, თამბაქოს, არ უსმენდნენ მუსიკას, არ მღეროდნენ, არ მონაწილეობდნენ ცეკვებსა და სხვა თამაშებში, ე.ი. უარყოფდნენ ადამიანის აღმგზნებ ყოველგვარ საშუალებას. 1740 წელს ურთიერთშეთახმების საფუძველზე იბნ ვაჰაბმა და იბნ საუდმა გადაწყვიტეს, ერთად ემოქმედათ ვაჰაბიზმის გასავრცელებლად. გაიყვეს რა ძალაუფლება, ვაჰაბი სასულიერო ლიდერი გახდა, საუდი - საერო. მათ მიერ ნეჯდში შექმნილი სახელმწიფო უფრო ძალადობას ეყრდნობოდა, ვიდრე რელიგიურ ღვთისმოსაობას. მათ მუსლიმანთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვიეს, როდესაც ჯერ გაძარცვეს შიიტების სალოცავი, ხოლო 1806 წელს, ქ. მექა და დაარბიეს სალოცავები, არ შეეხნენ მხოლოდ ქააბას, სამაგიეროდ, შებილწეს მედინაში აიშას სახლი, სადაც სამი დიდი ადამიანის განსასვენებელი იყო. აქ ხომ ერთმანეთის გვერდით ესვენა მუჰამედი, აბუ ბაქრი და ომარი. დროთა მანძილზე ეს სექტა გავრცელდა მესოპოტამიასა და სომალში და ბევრი სირთულეებიც შეუქმნა ადგილობრივ ხელისუფლებას. ვაჰაბიტების მიერ უარყოფილი იყო მოლა, წმინდანები, წმინდა ადგილები. განსაკუთრებული ყურადღებდა დაეთმო ჯიჰადს ურწმუნოთა და რწმენაში დაბნეულთა წინააღმდეგ. როგორც რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანების საშუალება ვაჰაბიტური იდეები ადვილად გავრცელდა ინდოეთის მუსლიმებში. მათ მაშინვე იერიში მიიტანეს ადგილობრივ სიქხებზე (3). ბრძოლის რელიგიური მოტივი ის გახლდათ, რომ „მუსლიმს არ შეეძლო ეცხოვრა ურწმუნოების ქვეყანაში“, ამიტომაც, მისი მიზანი იყო საღმრთო ომი წმინდა რწმენის, ალაჰის სუფთა სახელის რწმენის აღსადგენად.

ბაჰაიზმი ბაბიზმის შემდგომი განვითარების შედეგად აღმოცენდა. თვით ბაბიზმის წარმოშობა კი უკავშირდება სეიდ ალ მუჰამედის, შირაზელი ვაჭრის, სახელს, რომელმაც, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდამ, XIX საუკუნის 40-50-იან წლებში თავი გამოაცხადა ბაბად, რაც ნიშნავდა თავისებურ შუამავალს ალაჰსა და მორწმუნეს შორის, კარიბჭეს. ალი აგრძელებდა შეიხიტების სექტის ხელმძღვანელის სეიდ კაზემ რეშტის საქმეს. ეს უკანასკნელი ითვლებოდა მოსასვლელი მეთორმეტე იმამის წინამორბედად.

ბაბმა დამთავრებულად გამოაცხადა ყურანსა და შარიათზე დამყარებული კანონების ბატონობა. წამოაყენა მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი; ადამიანთა უფლებების დაცვა, რითაც სწრაფად გახდა პოპულარული. აცხადებდა, რომ როგორც მოციქულის მემკვიდრე მოწოდებული იყო ახალი კანონების საუწყებლად. მის მოძღვრებაში დიდი ადგილი ეთმობოდა პანთეიზმისა და მისტიციზმის პრინციპებს. ბაბიზმი უარყოფდა ექსპლოატაციას და შიიტი სამღვდელოების თვითნებობას. ამ დროს დიდი უფლებები მოიპოვეს ადგილობრივმა ვაჭრებმა. ქვეყნიდან იდევნებოდნენ უცხოელი ვაჭარნი; რაც შეეხება რელიგიას, ბაბმა გაამარტივა ისლამური კულტი, შეამცირა ლოცვების რაოდენობა. ბაბისტურ მოძრაობაში დიდი როლი შეასრულა ქალმა ზაჰრე-ხანუმმა. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი, რომელიც ითხოვდა ქალთა ემანსიპაციას, ასევე მრავალცოლიანობისა და ქალების დამამცირებელი სხვა მუსლიმური ჩვეულებების გაუქმებას.

1850 წელს შაჰის ბრძანებით ბაბი სიკვდილით დასაჯეს თეირანში. პროტესტის ნიშნად ბაბისტურმა მოძრაობამ მოიცვა მთელი ირანი, მაგრამ, რადგანაც უშუალო ხელმძღვანელი აღარ იყო, მოძრაობა თანდათან შესუსტდა და მალე თავი იჩინა ახალმა დაჯგუფებამ, რომელშიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ჰუსეინ ალი, ბაჰაულას სახელით ცნობილი (ეს სახელი ნიშნავდა „ღმერთის ბწყინვალებას“). მოძრაობამ ბაჰაიზმის სახელწოდება მიიღო და გამოაცხადა რჯულშემწყნარებლობა. ცდილობდა ისეთი მსოფლიო რელიგიის შექმნას, რომელიც იქნებოდა სრულიად ახალი და შეძლებდა გართულებების გარეშე ხალხების გაერთიანებას. ამ რელიგიურმა მიმდევრობამ უკანა პლანზე დააყენა კულტი: ლოცვას არ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას და არც რელიგიური აკრძალვები მიუღია კანონად. სავალდებულოდ აღარ ითვლებოდა მეჩეთში ერთობლივი ღვთისმსახურება, გააუქმა მთელი რიგი ბაბისტური აკრძალვები და სხვ.


ბაჰაისტური ტაძარი
IPB-ს სურათი



ბაჰაიზმი თანამედროვე რელიგიურ-სოციალური-პოლიტიკურ მიმდევრობად ჩამოყალიბდა, რომელმაც თავის მოწოდებებსა და საქმიანობაში სერიოზული ყურადღება დაუთმო ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას, რითაც შეძლო ავტორიტეტის სწრაფად მოხვეჭა. ეს უარყოფდა ძალადობას და მოუწოდებდა სიყვარულისა და მიმტევებლობისაკენ. ბაჰაისტების რელიგიური წიგნი „ქითაბ აკდას“ ანუ „უწმინდესი წიგნი“ ამთლიანებდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ბაჰაისტურ ტაძრებში ამ წიგნიდან ამოღებულ ცალკეულ გამონათქვამებს კედლებზეც კი ლოზუნგებად აწერდნენ. ბაჰაი უდიდეს სიყვარულს გამოხატავდა უქონელი და მოშიმშილე ხალხისადმი. ის ბევრს წერდა იმ ადამიანთა მომავალი კეთილდღეობის შესახებ, რომლებიც სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი გახდნენ. ერთი ბაჰაისტური წიგნი გარკვევით იუწყება: „იყო ბაჰაის მიმდევარი ეს იმას ნიშნავს გიყვარდეს მთელი კაცობრიოიბა, ემსახურო მას, იმუშაო საყოველთაო მშვიდობისა და ძმობისათვის. ბაჰაის მიმდევარი არის პიროვნება, რომელშიც შეთავსებულია ყველა საუკეთესო და სრულყოფილი თვისება. ბაჰაიზმი კრძალავს ადამიანების მხრივ ყველა ძალადობას, უსინდისობას და კაცობრიობას მოუწოდებს სიყვარულისაკენ. ამ ამაღელვებელი გრძნობის დაუფლებაში ადამიანებს ეხმარება უფლისადმი ლოცვა, რომელიც დღეში სამჯერ აღევლინება და მისი მეშვეობით მორწმუნეში „იბადება უფალი“. ბაჰაიზმის ძირითადი რელიგიური და მორალური პრინციპები შემდეგია: ჭეშმარიტების ძიება; რელიგია, როგორც საშუალება ძმობისა და სიყვარულისა; რათა გამოირიცხოს ადამიანებს შორის რელიგიური წინააღმდეგობები, აუცილებელია საერთო რელიგია, ასეთი ბაჰაიზმი; რელიგიისა და მეცნიერების მტკიცე კავშირი; ცრურწმენის უარყოფა; სოციალურ და ეკონომიკურ საშუალებათა გათანაბრების გზით ადამიანთა თანასწორობის მიღწევა; ადამიანთა თანასწორუფლებიანობა კანონის მიმართ; საყოველთაო მშვიდობა დედამიწაზე; რელიგიის ჩაურევლობა პოლიტიკაში; ქალისა და მამაკაცის თანსწორუფლებიანობა; და სხვ.

ბაჰაისტებს აქვთ საკუთარი კალენდარი, რომელიც ეყრდნობა მზის სისტემას; წელიწადი მოიცავს ცხრამეტდღიან თვეს, სულ 361 დღეს, ხოლო ოთხი დღე არის დამატებითი მეთვრამეტე და მეცხრამეტე თვეებს შორის; დღესასწაულების უმეტესობა ბაჰაის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. მთელ რიგ სახელმწიფოებში მოქმედებს ბაჰაიზმის 8 „თაყვანისცემის სახლი“ და იმედოვნებენ, რომ მათი რაოდენობა თანდათან გაიზრდება. დღეს ბაჰაიზმი გავრცელებულია მსოფლიოს 30 ქვეყანაში, 10 მილიონი მიმდევარი აღიარებს ამ რელიგიურ მოძღვრებას. მოქმედებს 250000-მდე ადგილობრივი და 800-მდე „ეროვნული სასულიერო საბჭოები“. ბაჰაის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს გაეროს სხვადასხვა მისიებთან, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მათი გაერთიანება „სამართლიანობის მსოფლიო სახელი“ ჩაბმულია ეკოლოგიური პრობლემების მოწესრიგებისათვის მოძრაობაში, განვითარებადი ქვეყნების, უპატრონო ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაში.

ბაჰაიზმი მოქმედებს საქართველოშიც, 1992 წელს აქ მისი გავრცელება დაიწყეს ირანელმა როჰანმა და ინდოელმა აფშინმა. ისინი ასრულებდნენ ბაჰაიზმის „გავრცელების საერთაშორისო კომიტეტის“ დავალებას. „ოთხი თვის მანძილზე თავიანთ რწმენაზე მოაქციეს საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების ოციოდე ადამიანი, ხოლო 1993 წელს თბილისში ჩაატარეს „ადგილობრივი სასულიერო საბჭოს“ პირველი არჩევნები. 1994 წლიდან აქტიურ მქადაგებლობას ეწევიან: ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, თელავში, გორში და ა.შ. დედაქალაქში მათი საკრებულო მოქმედებს აკაკი წერეთლის გამზირზე. ოთახში გაკრულია აბდულ ბაჰას დიდი სურათი, რწმენის 11 ძირითადი პრინციპი, ქარმალის მთის სურათი ბაბის განსასვენებელის გამოსახულებით და კალენდარი, აქვთ ბიბლიოთეკა და მათთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები. მოქმედებს ე.წ. „ბაჰაის აკადემია“, თვეში ერთხელ გამოსცემენ გაზეთს „ახალი ერა“. დღეისათვის თბილისში არის 200-მდე ბაჰაის მიმდევარი, მთალიანად საქართველოში - 2500.

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
GIORGI LELUASHVILI   ისლამი   Jun 15 2011, 10:52 PM
Kanishtha-Adhikar   ისე ამ რელიგიასაც ...   Jun 16 2011, 10:37 PM
davithet   ყურანი არაბულ ენაზ...   Jun 17 2011, 12:44 AM
GIORGI LELUASHVILI   http://islam.ge/rf/index.php?option=com_co...emid=...   Jun 17 2011, 09:51 AM
davithet   http://islam.ge/rf/index.php?option=com_co...emid...   Jun 17 2011, 05:30 PM
GIORGI LELUASHVILI   davithet რა მოგეწონა მა...   Jun 17 2011, 05:34 PM
davithet   davithet რა მოგეწონა მა...   Jun 17 2011, 06:00 PM
GIORGI LELUASHVILI   davithet კი,ნამდვილად.ყ...   Jun 17 2011, 08:18 PM
ქევანა   მე მაინტერესებს :) ...   Jun 21 2011, 04:07 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა რომ გაინტე...   Jun 21 2011, 05:58 PM
ხახაბოელი   მუსულმანებს ბევრს ...   Jun 21 2011, 07:50 PM
GIORGI LELUASHVILI   ხახაბოელი ეს კი,ნა...   Jun 21 2011, 08:44 PM
ხახაბოელი   ერთმა ჩემმა ნაცნობ...   Jun 21 2011, 09:34 PM
GIORGI LELUASHVILI   ხახაბოელი კი,ნამდ...   Jun 21 2011, 10:17 PM
ხახაბოელი   ქალებს რას პირდება...   Jun 21 2011, 11:53 PM
GIORGI LELUASHVILI   ხახაბოელი ქალებს ...   Jun 22 2011, 11:25 AM
GIORGI LELUASHVILI   ნახეთ რა კარგი სიმ...   Jun 29 2011, 12:16 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI რა არის და ...   Jun 29 2011, 04:18 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა ეს არაა პირ...   Jun 29 2011, 04:23 PM
ქევანა   რა მუსულმანური კა...   Jun 29 2011, 04:31 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა რა მუსულმა...   Jun 29 2011, 04:39 PM
GIORGI LELUASHVILI   "სხვა რელიგიების...   Oct 31 2011, 10:19 AM
აკაკი   http://church.ge/index.php?showtopic=7908   Oct 31 2011, 05:47 PM
arcivi9   მე არაერთხელ მაქვს...   Oct 31 2011, 08:40 PM
karpaki   მე არაერთხელ მაქვ...   Oct 31 2011, 09:23 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 ფაქტები განა სხ...   Oct 31 2011, 10:16 PM
arcivi9   karpaki ეგ არ მახსოვს, თ...   Oct 31 2011, 10:19 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 რომელი ერთი ჩამ...   Oct 31 2011, 10:21 PM
arcivi9   GIORGI LELUASHVILI მერე მანდ ე...   Nov 1 2011, 01:10 AM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 ებრაელები არაფ...   Nov 1 2011, 08:37 AM
arcivi9   GIORGI LELUASHVILI მეც, მაგრამ ...   Nov 1 2011, 06:56 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 შეიძლება მრავა...   Nov 1 2011, 07:05 PM
ikanosi   სად გაიგონე ეგ :D   Nov 1 2011, 08:41 PM
lasha_k   ამას უყურეთ ........დე...   Nov 2 2011, 08:48 PM
GIORGI LELUASHVILI   ამას უყურეთ ........დევ...   Nov 2 2011, 09:30 PM
GIORGI LELUASHVILI   ამას უყურეთ ........დევ...   Nov 3 2011, 08:42 AM
A.V.M   მუჰამედი აპირებდა...   Nov 2 2011, 09:40 PM
ხახაბოელი   მუჰამედი აპირებდა...   Nov 7 2011, 10:52 PM
GIORGI LELUASHVILI   ვფიქრობ საუკეთესო...   Nov 7 2011, 10:59 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M საინტერესოა ბუდ...   Nov 2 2011, 09:43 PM
A.V.M   შედი მედიტაციით მ...   Nov 2 2011, 09:56 PM
karpaki   შედი მედიტაციით მ...   Nov 2 2011, 10:41 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M მეზარება:D მე უფრ...   Nov 2 2011, 10:02 PM
ქევანა   lasha_k და მაგ ვიდეოთი რ...   Nov 4 2011, 12:21 AM
A.V.M   მთვლემარე დრაკონმ...   Nov 4 2011, 12:30 AM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა ქეთევან და...   Nov 4 2011, 09:01 AM
lasha_k   ქევანა არა ჩემი ბრ...   Nov 4 2011, 12:15 PM
GIORGI LELUASHVILI   lasha_k კი, ნამდვილად ა...   Nov 4 2011, 12:27 PM
karpaki   ალბად კათოლიკურს ...   Nov 4 2011, 01:14 PM
GIORGI LELUASHVILI   ცოტა ძველი ინფო აღ...   Nov 4 2011, 11:20 PM
GIORGI LELUASHVILI   [size=3][color=#CC0000]ირანელი მ...   Nov 6 2011, 07:26 PM
ხახაბოელი   მე როგორც ვიცი ყურ...   Nov 7 2011, 11:05 PM
GIORGI LELUASHVILI   მე როგორც ვიცი ყურ...   Nov 7 2011, 11:13 PM
A.V.M   არ დაგავიწყდეს,რო...   Nov 8 2011, 07:40 PM
A.V.M   მე დავდებ ეხლა ციტ...   Nov 8 2011, 08:05 PM
A.V.M   ნახეთ ყურანში რას ...   Nov 9 2011, 04:44 PM
GIORGI LELUASHVILI   ნახეთ ყურანში რას ...   Nov 9 2011, 06:12 PM
ხახაბოელი   ხო კათოლიკურ სამყა...   Nov 9 2011, 06:12 PM
A.V.M   ადრე ვითხოვე ყურა...   Nov 9 2011, 06:25 PM
afxazi   სენატის გადაწყვეტ...   Nov 11 2011, 08:44 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 07:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი