IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმიდა გრიგოლ ნოსელი, შესაქმისათვის კაცისა
afxazi
პოსტი Feb 16 2010, 03:13 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მინდა შემოგთვაზოთ მართლაც უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ზოგადად ქრისტიანული ლიტერატურიდან. ეს წიგნი თანამედროვე ქართულ ენაზე სულ ეხლახანს გამოიცა და მისი თარგმანი გვანცა კოპლატაძეს ეკუთვნის.

ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ თავს დავწერ (იმედია სრულად ჩვენს ბიბლიოთეკაში ავტვირთავთ), რომელიც საკმაოდ აქტუალურ საკითხს ეხება. ამ საკითხზე მსჯელობაც შეიძლება.



თავი XVII

რა უნდა ვუპასუხოთ საგონებელში ჩავარდნილებს იმის გამო, რომ უკეთუ შვილიერება შემდგომად ცოდვისა შემოვიდა, როგორ დაიბადნენ (ჩემის აზრით აქ უნდა იყოს დაიბადებოდნენ) სულები, როცა თავდაპირველად ადამიანები უცოდველნი იყვნენ



ვიდრე წინამდებარე საგანს გამოვეძიებდეთ, შესაძლებელია, უმჯობესი მოწინააღმდეგეთა მიერ ჩვენთVის შემოთავაზებული საძიებელი საკითხის განმარტება იყოს. ისინი ამბობენ, რომ ცოდვამდე არაფერია მოთხრობილი არც შობაზე, არც მშობიარობის ტკივილებსა და არც შვილიერებისაკენ სწრაფვაზე. ხოლო, როცა შემდგომად ცოდვისა, სამოთხიდან გამოდევნილ იქნენ და დედაკაცს სასჯელად მშობიარობის ტკივილები მიესაჯა, მაშIნ მიუდგა ადამი მეუღლეს, ქორწინებით შეიცნო იგი და შვილიერებასაც დასაბამი მაშინ დაედო. ამიტომ, რადგანაც სამოთხესა შინა არც ქორწინება იყო, არც ტკივილი და არც შOბა, აქედან, - ამბობენ ისინი, - უცილობლად უნდა დავასკვნათ, რომ არც ადამიანთა სულების სიმრავლე იქნებოდა, მადლი უკვდავებისა მოკვდავობით რომ არ შეცვლილიყო და ბუნება ქორწინებას არ შეენახა ახლადდაბადებულთა მიერ, რომელნიც ნაცვლად გარდასულთა, ვისგანაც შობილნი იყვნენ, შემოჰყავდა; ასე რომ, ცოდვა, რომელიც კაცთა ცხოვრებაში შემოვიდა, ერთგვარად სასარგებლოც გამოდგა. კაცთა მოდგმა პირველქმნილ წყვილად დარჩებოდა, სიკვდილის შიშს რომ ბუნება მემკვიდრეობისათVის არ აღეძრა.

მაგრამ ჭეშმარიტი სწავლება ამის თაობაზეც ისევ და ისევ მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს ნათელი, რომელნიც პავლეს მსგავსად (II კორ. 12,4) სამოთხის გამოუთქმელთა საიდუმლოთა ეზიარნენ; ხოლო ჩვენი აზრი ასეთIა: ეკამათებოდნენ რა სადუკეველნი მოძღვრებას აღდგომის შესახებ, თავიანთი სწავლების დასამტკიცებლად მაგალითად მრავალგზის დაქორწინებული დედაკაცი მოიყვანეს, რომელმაც სათითაოდ შვიდ ძმაზე იქორწინა და იკითხეს, შემდგომად აღდგომისა, რომელი მათგანის ცოლი იქნებოდა იგი (მათ. 22,28), უფალმა კითხვას პასუხი გასცა, რომლითაც არა მხოლოდ სადუკეველთ ასწავლა, არამედ საიდუმლო აღდგომის შემდგომი ცხოვრებისა ყველასათვის გააცხადა: "რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან და არცა განჰქორწინებდენ" (მათ. 22,30); "არცაღა მერმე სიკუდილად ხელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და ძენი აღდგომისანი არიან" (ლუკა. 20,36).

და მადლი აღდგომისა სხვას არაფერს გვახარებს ჩვენ, თუ არა დაცემულთა პირვანდელი სახით აღდგენას, რადგანაც ეს მადლი, რომელიც მოგველის, გარკვეულწილად თავდაპირველ ცხოვრებაში დაბრუნებაა, რადგანაც მას სამოთხიდან გამოძევებული ისევ სამოთხეში შეჰყავს. უკეთუ აღდგენილთა ცხოვრება ანგელოზთა ცხოვრებას დაემსგავსება, მაშინ, ცხადია, ცხოვრება მცნების დარღვევამდე ანგელოზური იყო. ამიტომ, ჩვენი თავდაპირველ ცხოვრებაში დაბრუნებაც ანგელოზთა მსგავსი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნათქვამია, მათ შორის ქორწინება არ არსებობს, ანგელოზთა მხედრობა მაინც აღურაცხელად მრავალია.

ამრიგად, ჩვენ რომ არცერთი ის ცვლილება არ განგვეცადა, რომელიც ცოდვის გამო შეგვემთხვა და ამის გამო არც ანგელოზთა სწორ პატივს ჩამოვშორებოდით, ქორწინება გამრავლებისათვის არც ჩვენთვის იქნებოდა საჭირო. ხოლო ის, თუ ანგელოზთა ბუნებაში რა საშუალება არსებობს მათი გამრავლებისა, - გამოუთქმელი და მიუწვდომელია კაცობრივი ვარაუდებისათვის, გარდა ერთისა, - რომ იგი უცილობლად არსებობს. შეიძლებოდა იმავე საშუალებას ემოქმედა ადამიანთა შორისაც, რომელნიც "მცირედ რაიმე ანგელოზთა" (ფს. 8,5) დაკლებულ არიან და კაცთა მოდგმა შემოქმედის ნებით დადგენილ ზღვრამდე გაემრავლებინა.

ამიტომ, უკეთუ ვინმეს გამოძIება ადამიანთა წარმოშობის ისეთი საშუალებისა, რომ კაცს ამისთვის ქორწინების შემწეობა აღარ სჭირდებოდეს, გაუჭირდება, ჩვენი მხრიდან ჩვენც უნდა ვკითხოთ, ანგელოზური არსებობის საშუალებაზე, სახელდობრ, რატომ არიან ისინი აღურაცხელად მრავალნი და მაშინ, როცა ერთი არსი აქვთ, სიმრავლით როგორ აღირაცხებიან? აქედან გამომდინარე, შემკითხველს: როგორ იქნებოდა ადამიანი გარეშე ქორწინებისა, შესაფერის პასუხს გავცემთ და ვეტყვით, რომ ისევე იქნებოდა, როგორც ანგელოზნი არიან ქორწინების გარეშე, რადგან მცნების დარღვევამდე ადამიანიც მათი მსგავსი იყო, რასაც მისი კვლავ იმავე მსგავსებით აღდგენაც ამტკიცებს.

რაკიღა ამაზე უკვე ვიმსჯელეთ, ისევ პირველსავე სიტყვას მივუბრუნდეთ. რატომ მოიფიქრა ღმერთმა შემდგომად ხატის შემზადებისა მისი დაყოფა მამაკაცად და დედაკაცად? ვგონებ, ამისთვის ზემოთ გადმოცემული თეორია გამოდგება.

მოიყვანა რა მან ყოველივე ყოფიერებაში და შექმნა რა საკუთარი ნებით კაცი ყოვლითურთ ღმრთეებრივ ხატად, არ დაელოდა ხილვას, როგორ მიაღწევდა ახალშობილთა მცირედ-მცირედ შემატებით რიცხვი სულებისა თავის სავსებას, არამედ მყის გაიაზრა რა წინასწარმცნობელითა ძალითა თვისითა მთელი კაცობრივი ბუნება მისი სისავსით და მიაგო რა მას პატივი მაღალი ანგელოზებრივი ხვედრის მინიჭებით, მჭვრეტელობითი ძალით წინასწარ იხილა, რომ ნება კაცისა მშვინიერებისაკენ წრფელი გზით არ წარემართებოდა და ამის გამო, ანგელოზებრივი ცხოვრებისაგან განშორებული, დაკარგავდა იმ საშუალებას, რომლითაც ანგელოზთა რიცხვი გაიზარდა. ამიტომ, კაცობრივ სულთა სიმრავლის გაზრდა რომ არ შეწყვეტილიყო, შესაფერისად ცოდვით დაცემულისათვის, მოიფიქრა და ბუნებაში განამზადა საშუალება გამრავლებისა: ნაცვლად ანგელოზისებური დიდებული შობისა, კაცებასა შინა შთამომავლობის გასაგრძელებლად ცხოველური და პირუტყვული შობა დანერგა.

ვფიქრობ, ამიტომაც დასტირის ადამიანის უბედურებით შეწუხებული დიდი დავითი მის ბუნებას: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაყო", გულისხმობს რა პატივში ანგელოზთა სწორ პატივს და ამბობს: "ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა და მიემსგავსა მათ" (48,20), რამეთუ მართლაც პირუტყვული გახდა ის, ვინც ნივთიერებისაკენ მიდრეკის გამო ეს ხრწნადი შობა ბუნებით შეიწყნარა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 04:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი