გმობა 'სონღულაშვილის სახარებაში'? (მათე 1 -25) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გმობა 'სონღულაშვილის სახარებაში'? (მათე 1 -25) |
მნათე |
Apr 13 2007, 09:41 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
გიორგი მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი: და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ. (მათე 1 -25) პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელის) გამოთარგმნილი - ზ.ა ნაწილი: და არ იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე თავისი, პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო. (მათე 1 -25) ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილის მიერ ნათარგმნი სახარება: არ გაჰკარებია მას, ვიდრე არა შვა თავისი ძე და დაარქვა მას იესო (მათე 1 -25) ============================================================ რა უნდა აქ სიტყვა 'არას'?! ქალწულის უბიწოების დაკნინების მეთოდია?! თითქოს პირველსა და მეორე ციტატას შორის განსხვავება არ არის, მაგრამ თუ დააკვირდებით ამოიცნობთ! მოვუსმინოთ იოანე ოქროპირის ეგზეგეზას: კუალად ამათ სიტყვათათვის ბრძოლად აღმიდგებიან ურჩულონი ჰურიანი და მათისა მის სიბოროტისა მიმსგავსებულნი მწვალებელნი ვინმე, უცხონი შვილთაგან ეკლესიისათა და ცუდად მეტყველებენ და ამას ზრახვენ, თუ შემდგომად საკვირველისა ამის შობისა კვალად მოასწავებსო სახარება შობასა ქალწულისასა რჩულითა მით ქორწინებისათა და ამას სიტყვასა შემწედ თვისისა უგუნურებისა მოიღებენ, ვითარმედ: “არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თვისი პირმშო”. ხოლო ჩვენდა ფრიადი შრომა არად სახმარ იყო ამისთვის, რამეთუ ესე ოდენ იყო საძიებელ, რომელ მახარებელმანცა გამოაჩინა, ვითარმედ უთესლოდ შვა და ქალწულადვე ეგო და შემდგომი ამისი. ჩხად არს ყოვლისავე კაცისა გულისხმისსაყოფელად, ვითარმედ შეუძლებელ იყო ქალწული იგი, ესევითარისა მის უცხოსა მიდგომილებისა და საკვირველისა შობისა ღირსქმნული, შემდგომად შობისა მის წესსა მას ქორწინებისასა მონებად, ანუ იოსებისა კადრებად შეხებად მისა, არამედ რათა განჩინებულადცა პირი დაუყოთ პირთა მათ უღობავთა და გულთა მწვირის სახეთა, ესრეთ ვიტყვით: ნუ იყოფინ ესე, ურჩულონო, ნუ იყოფინ! უბიწოდ ეგო მარადის და შეუხებელად საუნჯე იგი ქალწულებისა; არა განეღო ყოვლადვე ტაძარი იგი ღმრთისა, რომლისათვის ჰრქვა უფალმან ეზეკიელს: “ბჭე ესე დახშულ იყოს და არა განეღოს და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაელისა შევიდეს მიერ და იყოს დახშულ”. ხოლო მრქვან თუ, ვითარმედ: რასათვის თქვა მახარებელმან, თუ: “არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თვისი პირმშო”? ვჰრქვათ ჩვენ ჰინდოთა მათ გონებითა და სულითა: უწყით-მეა რასა ეგე იკითხავთ? ჰე, უგუნურ ხართ და უსწავლელ, უგულისხმო და ბრმა, არამედ ჩვენგან ისწავეთ სიტყვა ესე, თუ: ვიდრემდე და ვიდრემდის – მუნ ჟამადმდე, სადა-იგი იყოს სიტყვა მეტყველისა, მოასწავებს; ხოლო წაღმართ მისა არას გამოაჩინებს, არცა აღსასრულსა რას მის საქმისასა დაამტკიცებს, უკეთუ სხვა არარა შესძინოს. Dა მრავალ მაქვს ამის სიტყვისა სახე წმიდათა წერილთაგან რომელთაგან მცირედი ვთქვა გულისხმისსაყოფელად სახეთა მათ სიტყვათასა. ჰრქვა უფალმან მოციქულთა შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა: “აჰა ესერა, მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა”. რა არს ესე? ნუუკვე შემდგომად სოფლისა აღსრულებისა განეშოროს უფალი მათგან? და ვითარ ეგების ესე მოგონებადცა? და კვალად იტყვის დავით წინაწარმეტყველი: “ჰრქვა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა”. ეწამების მას მოციქული პავლე და იტყვის: “რამეთუ ჯერ არს მისა სუფევა, ვიდრემდე დაისხნეს მტერნი მისნი ქვეშე ფერხთა მისთა”. რასა იტყვით ამისთვის? Nუუკვე სთქვათა, ვითარმედ ჯდეს იგი მარჯვენით მამისა და სუფევდეს, ვიდრემდე დაემორჩილნენ მტერნი მისნი და მერმე აღდგეს მარჯვენით ჯდომისაგან, ანუ არღარა სუფევდესა? რომელმანცა ეშმაკმან მოიგონა ესე, ანუ იკადრამცა თქმად, ჰოი თქვენ, ეშმაკთა უურცხვინესნო? . . . და სხვა ესევითარი მრავალი არს გამოჩინებად, ვითარმედ სიტყვა ესე: ვიდრემდე, ანუ ვიდრემდის – სადამდის სიტყვა იგი იყოს, მოასწავებს, ხოლო აღსასრულსა მის საქმისასა და ამისა შემდგომად არღარა ყოფასა არა გამოაჩინებს. ეგრეთვე აქა, არათუ ამისთვის თქვა: “არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თვისი პირმშო”, რათამცა მოიგონე, თუ მისა შემდგომად იცნა, არამედ “ვიდრემდე შვა ძე თვისი” ამისთვის თქვა, რათა უცხო იგი და საკვირველი საქმე დაამტკიცოს უთესლოდ და უხრწნელად შობისა, ხოლო შემდგომი ამისი დაიდუმა, რამეთუ საკვირველი ესე იყო და ძნიად დასარწმუნებელი: უთესლოდ და უხრწნელად შობა. აწ რომელი ესე ძნელ იყო საცნობელად და უცხო მოგონებად, გვასწავა მახარებელმან, ხოლო რომელი იგი ადვილ იყო და ცხად, ჩვენ დაგვიტევა გულისხმისსაყოფელად, რამეთუ რამცა იყო ამისა უმეტეს ცხად და გულისხმისსაყოფელად ადვილ, ვითარმედ შეუძლებელ იყო გამოუთქმელისა მის შობისა შემდგომად წესსა მას ქორწინებისასა შესლვა წმიდისა მის ქალწულისა, რომელი იგი შობამდე ქალწულ იყო და შობასა ქალწულ და შემდგომად შობისა ქალწულადვე ეგო და კურთხევა იგი შვილიერებისა დაიმკვიდრა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი