IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თურქული ენა დამწყებთათვის, დისტანციური სწავლება
კანონისტი
პოსტი Feb 24 2009, 11:18 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შევხედე რა კაიროსის მიერ გახსნილ თემას, საღვთო შურით აღვივსე ( biggrin.gif ) და გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა.

მაშ ასე.

თურქული ენა განეკუთვნება ალთაურ ენათა ოჯახის თურქმანულ ჯგუფს. ამ ენაზე საუბრობს 80 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქული ენა არის სახელმწიფო ენა თურქეთის რესპუბლიკაში და აგრეთვე, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მასთან ისე ახლო მდგომია აზერბაიჯანული, რომ ენათმეცნიერებაში ხშირად მას აზერბაიჯანის თურქულადაც მოიხსენიებენ.

თურქული ენა 1926 წლის შემდეგ ეფუძნება ლათინური დამწერლობის საფუძველზე შექმნილ ანბანს.

თურქულ ანბანში 29 ასოა, ლათინურიდან ამოღებულია Q, X და W, დამატებულია 6 ასო-ნიშანი:
Ç, Ş, Ğ, I, Ö და Ü.

თურქულ ენაში იკითხება ისე, როგორც იწერება.

თურქულს აქვს ფიქსირებული მახვილი, რომელიც მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე. გამონაკლისია სახელმწიფოთა დასახელება, სადაც მახვილი პირველ მარცვალზეა.

Aa - ა
Bb - ბ
Cc - ჯ
Çç - ჩ
Dd - დ
Ee - ე
Ff - ф
Gg - გ
Ğğ - ღ (წარმოითქმის ძალიან რბილად, ჰგავს "ი"-ს)
Hh - ჰ
Iı - დაახლ. რუსული ы, უფრო ზუსტად ის ბგერა, რომელიც ისმის ორი თანხმოვნის წარმოთქმის დროს, მაგ. გკ (გ-სა და კ-ს შორის)
İi - ი (მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავრულ ასოსაც წერტილი ეწერება)
Jj - ჟ
Kk - ქ
Ll - ლ
Mm - მ
Nn - ნ
Oo - ო
Öö - დაახლ. იო
Pp - ფ
Rr - რ
Ss - ს
Şş - შ
Tt - თ
Uu - უ
Üü - დაახლ. იუ
Vv - ვ
Yy - უმარცვლო ი
Zz - ზ

თურქულ ენაში მთავრული ასოთი იწერება:
ა) კერძო სახელები
ბ) გეოგრაფიული სახელები
გ) ეროვნული კუთვნილების ზედსართავები
დ) ალლაჰი, მუჰამმადი და სხვა ისლამური სიტყვები

დამატებითი ნიშნები:
ა) არაბულის გავლენით, შეიძლება თურქულ ხმოვანს თავზე გაუკეთდეს ^ ნიშანი, რაც ნიშნავს რომ ხმოვანი არბილებს მის წინ მდგომ თანხმოვანს
მაგ. İslâm - დაახლ. ислям
ბ) თურქულში აპოსტროფი გამოიყენება კერძო სახელისგან ბრუნვის ნიშანის გამოსაცალკევებლად
მაგ.:
Ben Batum'a gittim [ბენ ბათუმა გითთიმ] - მე ბათუმში წავედი

წაკითხვის მაგალითები:

Ben Türkçe öğreniyorum [ბენ თურქჩე ოირენიორუმ] - მე ვსწავლობ თურქულს
Ahmet çay içti [აჰმეთ ჩაი იჩთი] - აჰმედმა ჩაი დალია
Sen bu kitap beğendin mi? [სენ ბუ ქითაფ ბეიენდინ მი?] - შენ ეს წიგნი მოგეწონა?
İstanbul Türkiye'nin en büyük ve en güzel şehiri [ისთანბულ თურქიენინ ენ ბუიუქ ვე ენ გუზელ შეჰირი] - სტამბული თურქეთის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ქალაქია
İki saat sonra evden çıkma! [იქი საათ სონრა ენდენ ჩქმა*] - ორი საათის შემდეგ სახლიდან არ გახვიდე

* რეალურად "ჩ"-სა და "ქ"-ს შორის, ირაციონალური ბგერა ისმის, როგორც ერთად რომ წარმოვთქვათ "ჩ-ქ" აი ისეთი.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   თურქული ენა დამწყებთათვის   Feb 24 2009, 11:18 AM
sergi_glaxa   სად იყავი მერე აქა...   Feb 24 2009, 11:27 AM
კანონისტი   sergi_glaxa ახლა ისწავლე მ...   Feb 24 2009, 11:33 AM
KAIROS   :) მადლობა ძამიკო :)...   Feb 24 2009, 12:48 PM
Ligia   :) მადლობა ძამიკო :) ...   Feb 24 2009, 02:21 PM
ირაკლი   რა მაგარი თემაა კა...   Feb 24 2009, 01:15 PM
კანონისტი   ირაკლი Allah Allah, ben sen Türkçe k...   Feb 24 2009, 02:06 PM
S a l l y   ვახ მიხარია ეს ტემ...   Feb 24 2009, 02:50 PM
ირაკლი   S a l l y diş hekimiyim :dans2:   Feb 24 2009, 03:31 PM
S a l l y   S a l l y diş hekimiyim :dans2: ეგ რ...   Feb 24 2009, 10:31 PM
zedela   ეს ჟ-დ იკითხება? :o მ...   Feb 24 2009, 03:35 PM
ssofka   აუ მაგარი ენაა :D :D :D :D...   Feb 24 2009, 04:09 PM
ა ნ უ კ ა   კანონისტი ერთი ეს ...   Feb 24 2009, 04:43 PM
კანონისტი   zedela "ჯ" არის Cc ა ნ ...   Feb 24 2009, 05:25 PM
კანონისტი   S a l l y კბილის ექიმი ვ...   Feb 24 2009, 10:53 PM
S a l l y   S a l l y კბილის ექიმი ვ...   Feb 24 2009, 11:11 PM
Ismail   Türkçe öğreniyor musunuz? :o Çök güzel...   Feb 25 2009, 02:26 AM
კანონისტი   Ismail Sende sağ ol, kardeşim. Yardımcı isters...   Feb 25 2009, 11:26 AM
კანონისტი   დღეს საღამოს თუ მო...   Feb 25 2009, 05:30 PM
Ismail   თურქულს პრაქტიკუ...   Feb 27 2009, 01:59 AM
zedela   კანონისტი უი ხოოო:D...   Feb 28 2009, 02:26 AM
Ismail   zedela :D :D ჩემზე და შენზ...   Feb 28 2009, 02:44 AM
zedela   :D ნუ რა გინდა..იმის კ...   Feb 28 2009, 03:24 AM
კანონისტი   [b]ხმოვნების შეთანხ...   Mar 4 2009, 11:25 AM
კანონისტი   თუ ვერ გაიგეთ, მკით...   Mar 4 2009, 01:57 PM
maikoo-84   ის კი გავიგე მაგრა...   Mar 4 2009, 04:12 PM
კანონისტი   maikoo-84 1. ეგენია კითხვი...   Mar 4 2009, 05:01 PM
ბადრი   გაგახაროთ ღმერთმა ...   Mar 5 2009, 11:50 PM
maikoo-84   გაგახაროთ ღმერთმა...   Mar 12 2009, 11:33 AM
eleniko30   თუ იცით ეხლაც არის ...   Jun 25 2014, 12:31 PM
KAIROS   :D ეგ რას ნიშნავს?   Mar 6 2009, 05:14 AM
კანონისტი   KAIROS რაც ქართულად არ...   Mar 6 2009, 10:32 AM
გულთმისანი   KAIROS რაც ქართულად არ...   May 30 2014, 12:05 PM
ნიკა   კანონისტი დავით ე...   Mar 6 2009, 10:35 AM
კანონისტი   ნიკა and what about Italian? :e025:   Mar 6 2009, 10:35 AM
ნიკა   კანონისტი Did u open that one ...   Mar 6 2009, 11:12 AM
კანონისტი   ნიკა No, bro. I didn't.... and that on...   Mar 6 2009, 11:14 AM
კანონისტი   იმედია კეთილხმოვა...   Mar 7 2009, 01:32 PM
კანონისტი   ყველაფერი გაიგეთ თ...   Mar 9 2009, 10:50 AM
კანონისტი   ვინმე სწავლობთ?? :unsure...   Mar 10 2009, 10:45 AM
maikoo-84   ვინმე სწავლობთ?? :unsur...   Mar 12 2009, 11:53 AM
ა ნ უ კ ა   კანონისტი ჩამოვრჩ...   Mar 10 2009, 01:43 PM
zegardeli   კანონისტი შეიძლებ...   Mar 11 2009, 12:08 PM
Ismail   ხალხო, ვინმემ არ იც...   Mar 12 2009, 12:43 AM
Ismail   www.seslisozluk.com-ზე ჩავწერე ...   Mar 12 2009, 12:24 PM
კანონისტი   Ismail http://translator.imtranslator.net/ უ...   Mar 12 2009, 01:09 PM
Ismail   კანონისტი ებიჭო! ...   Mar 13 2009, 02:39 AM
zedela   კანონისტი მე ვიხს...   Mar 13 2009, 03:01 AM
sopo...   მე წავიკიტხავ საღ...   Mar 13 2009, 01:01 PM
maikoo-84   ბატომო მასწ. შეგიძ...   Mar 13 2009, 02:52 PM
კანონისტი   maikoo-84 ეგ უღლებაა და ა...   Mar 13 2009, 03:05 PM
Ismail   Ne yapıyorsunuz? Dato, kardeşim, oğretmeki vazg...   Mar 25 2009, 01:35 AM
ქევანა   რას ნიშნავს თურქულ...   Apr 2 2009, 07:35 PM
zedela   ევეტ-ნიშნავს კის...მ...   Apr 3 2009, 05:16 PM
maikoo-84   ევეტ-ნიშნავს კის......   Apr 8 2009, 04:55 PM
Bivrili   :) ძალიან კარგი თემ...   Apr 29 2009, 07:27 PM
Ismail   ცოტა მივიწყებულია...   Apr 30 2009, 02:18 PM
zedela   Ismail თან თარგმანის მ...   May 1 2009, 10:55 PM
Bivrili   zedela მუშაობსო :) Ben Tür...   May 6 2009, 01:44 PM
staywhite   ეს სიტყვა 'მაგრამ...   May 6 2009, 02:14 PM
კანონისტი   staywhite არა. მასთან – ა...   May 6 2009, 02:31 PM
staywhite   კანონისტი ხო, შემე...   May 6 2009, 02:41 PM
კანონისტი   უღლებაზე გადავდივ...   May 8 2009, 11:47 AM
Irma   :( მოიცათ რა. ეხლა აღ...   May 8 2009, 02:31 PM
კანონისტი   Irma რა საჭიროა, ეგ იგ...   May 8 2009, 03:01 PM
Anuki...   გამარჯობა! ძალია...   Nov 30 2010, 10:21 PM
sopo...   "Sen gibi olamam canını yakamam Bizde v...   Dec 2 2010, 10:20 PM
აკაკი   თამამ ... იახში... ქაჩ...   Dec 2 2010, 11:30 PM
ikanosi   პორკე :cray:   Dec 2 2010, 11:47 PM
გუდაგუდა   პორკე :cray: ნოსე ისპ...   Dec 10 2010, 04:35 PM
ikanosi   გუდაგუდა Han comenzado su español...   Dec 10 2010, 04:54 PM
გუდაგუდა   გუდაგუდა Han comenzado su españo...   Dec 11 2010, 01:40 AM
ikanosi   Dónde aprender español? კარგი, ა...   Dec 11 2010, 10:50 AM
გუდაგუდა   Dónde aprender español? კარგი, ა...   Dec 12 2010, 01:08 AM
ikanosi   გუდაგუდა მეც ვიცი ...   Dec 12 2010, 11:40 AM
გუდაგუდა   გუდაგუდა მეც ვიცი ...   Dec 12 2010, 02:14 PM
ikanosi   გუდაგუდა შენ უკვე ...   Dec 12 2010, 04:49 PM
გუდაგუდა   გუდაგუდა შენ უკვე ...   Dec 13 2010, 01:08 AM
სოფი   ვინმეს ხომ არ გეგუ...   Oct 18 2012, 11:59 AM
ქევანა   სოფი მასწავლებელკ...   Oct 18 2012, 05:06 PM
სოფი   ქევანა მადლობა ქე...   Oct 22 2012, 02:27 PM
MOgeLA   საჭიროებამ მოითხო...   May 29 2013, 10:59 PM
sopo...   საჭიროებამ მოითხო...   Jul 7 2013, 09:13 PM
qetevano   ერთი გულე-გულე ვიც...   Jul 7 2013, 10:26 PM
G_saxva   ერთი გულე-გულე ვიც...   Jul 8 2013, 10:17 AM
qetevano   G_saxva ნახვამდისო   Jul 8 2013, 11:08 AM
თამთათამთა   კანონისტი კანონის...   Apr 9 2014, 11:45 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 08:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი