მართლმადიდებლობის მხსნელები., ასეთ რამეზე ამბობენ არამკითხე მოაბეო. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობის მხსნელები., ასეთ რამეზე ამბობენ არამკითხე მოაბეო. |
abo |
Jan 3 2010, 06:14 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ბოლო დროს აშკარად შეიმჩნევა არამართლმადიდებლების და ათეისტების გაძლერებული "ვითომ" ზრუნვა მართლმადიდებლობის გადასარჩენად. წინა პლანზე აყენებენ ეკლესიაში გამეფებულ უცოდინარობაზე და ფანატიზმზე, კორუფციასა და გარყვნილებაზე.
საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული ნაკლოვანებები ყველასათვის ნათელია და მისი აღმოფხვრის გზებიც დასახული, მაგრამ ამ არამკითხე არამართლმადიდებლებს ვინ თხოვა დახმარება ვერ გამიგია... უფრო სწორად ძალიან კარგადაც გავიგე: უკვე შეიძლება ითქვას , რომ აქაური ფარდისმიღმელი ორგანიზაციები, ხმალამოღებული ჩაერთვენ იმ ძირითად დოქტრინაში, რომლის თანახმად, მართლმადიდებლობის დაშლა დარღვევა სწორედ მართლმადიდებლობის დაცვის სახელით უნდა მოხდეს. ეს ხერხი არც რუსული პოლიტიკისთვისაა უცხო და წარმატებითაც იყენებენ საქართველოსა და ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. არ გეცნობათ ხერხი? რუსულენოვან მოსახლეობას ვიცავთო და ავტომატებით შერბიან სხვის ტერიტორიებზე. ასევე ხდება ჩვენს სინამდვილეშიც, მხოლოდ უფრო შეფარული და გაიძვერული მეთოდებით. დავაკვირდეთ ვის შეტკივა გული და რას გვასწავლიან დედა-ეკლესიის "გადასარჩენად". ხალხო მართლა ნუ გაფანატიკოსდებით და ყველაფერს განკითხვად ნუ წარმოადგენთ. მხილებასა და განკითხვას შორის დიდი სხვაობაა და მხილება სულ არ არის მარტო მოძღვრების საქმე, ის უფრო მეტად ერს ეკუთვნის, ვინაიდან ეს გაიძვერობა სწორედ ერზეა გათვლილი. აქ მინდა თქვენი აზრი გამოთქვათ აღნიშნულის ირგვლივ და აღნიშნოთ, აქვთ თუ არა უფლება არამართლმადიდებელს ჭკუის სწავლება დაუწყოს საქართველოს მართ. ეკლესიას, ან ფარისევლურად იზრუნოს ნაკლის გამოსწორებაზე. ხომ არ გავს ეს შემთხვევა ებრაელებს თორაში ცვლილებების შეტანაზე ზეწოლა გაუკეთოთ? ან მუსლიმანს რელიგიური ცხოვრების წესის შეცვლისაკენ ჭკუა ვარიგოთ მართლმადიდებლებმა? გამოფხიზლდით ხალხო სანამ ისედაც სახელგატეხილი საღმღვდელოება, ათეისტებით და მასონურ-ლიბერალური ახალგამოყვანილი მუტანტებით არ გავსებულა, რომლებიც ჯერ გარედან დაწკავწკაობენ მალე კი შუა გულში აღმოჩდებიან, თეა თუთბერიძეს მღვდლად აკურთხებენ, ხოლო თქვენთვის ცნობილ საეჭვო ორიენტაციის ხალხს ერთმანეთზე ქორწინების უფლებას მიცემდნენ. მხედველობაში მიიღეთ ახლავე, რათა შემდეგ გვიან არ იყოს. ადრინდელი ჩემი გაფრთხილებები ახლაც ბევრ თქვენგანს გაახსენდება. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი