IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცხონების შესახებ.ა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი?, ვის როგორ ესმის ეს და რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ
George Leluashvili
პოსტი Mar 1 2011, 04:49 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი საყოველთაო სამსჯავრომდე

პირადი სამსჯავრო

სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია. მაგრამ მათთვის ეს განადგურებას არ ნიშნავს. მხოლოდ სული განეშორება სხეულს. ადამიანის სულის უკვდავების ჭეშმარიტება ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტებაა. „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველოაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე“ (ლკ. 20,38). ახალი აღთქმის წმიდა წერილში სიკვდილს ეწოდება „განსლვა“: „ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ“ (2 პეტ. 1,15); ჩვენი ამქვეყნიური სახლის დანგრევა (2 კორ. 5,1); სხეულის დატოვება: „ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ“ (2 პეტ. 1,14); განსლვა: „გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფლპ. 1,23); მიქცევა: „ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია“ (2 ტიმ. 4,6); შესვენება: „დავით... შეისუენა“ (საქმ. 13,36). საღვთო წერილის აშკარა მოწმობით სულს სიკვდილის შემდგომ თავისი მდგომარეობა გაცნობიერებული აქვს (მაგ., იგავი მდიდარსა და ლაზარეზე). ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. „ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისაჲთა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყუნეს საქმენი მათნი“ (ზირ. 11,26) - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: „ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 22,43) - უთხრა უფალმა მონანულ ავაზაკს.

წმიდა წერილიდან ვერ ვიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობს პირადი სამსჯავრო. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ცალკეულ გამონათქვამებზე დაყრდნობით, რომლებიც საღვთო წერილში გვხვდება. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პირად სამსჯავროზე ადამიანის სიკვდილის შემდგომი ბედის განსაზღვრაში დიდ მონაწილეობას იღებენ როგორც კეთილი, ისე ბოროტი ანგელოზები. იგავში მდიდარსა და ლაზარეზე ნათქვამია,რომ ლაზარე „მიიყვანა ... ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისათა (ლკ. 16,22); სხვა იგავში მდიდარს ეუბნებიან: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლკ. 12,20) - აშკარაა, რომ ბოროტი სულები მიიღებენ მას (წმ. იოანე ოქროპირი). რადგან, ერთი მხრივ, უფლის სიტყვების თანახმად: „ანგელოზნი..... მცირეთა ამათგანი..... ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“ (მთ. 18,10); აგრეთვე ქვეყნის აღსასრულის ჟამს უფალი გამოგზავნის ანგელოზებს და მათ „განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა“ (მთ.. 13,49); ხოლო, მეორე მხრივ, „წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი, მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (I პეტ. 5,8) - და თითქოს ჰაერიც გაჯერებულია უკეთური სულებით, „რომელნი არიან ცათა ქუეშე“ (ეფ. 6,12) და მთავარი მათი იწოდება ხელმწიფედ ჰაერისა (ეფ. 2,2).

წმიდა წერილის ამ მინიშნებათა საფუძველზე და ძველთაგანვე წმიდა მამების აღწერით სხეულთან განშორებული სული ისეთ სულიერ სივრცეებში იწყებს სლვას, სადაც ბნელი სულიერად სუსტების შთანთქმას ცდილობენ და სადაც განსაკუთრებით ამიტომ არის საჭიტო ზეციურ ანგელოზთა მფარველობა და ეკლესიის ცოცხალ წევრთა მხრიდან ლოცვითი თანადგომა. ამის შესახებ საუბრობდნენ ძველი დროის ისეთი წმიდა მამები, როგორებიც არიან: ეფრემ ასური, ათანასე დიდი, მაკარი დიდი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვანი. ყველაზე ზედმიწევნით ამ თემაზე მსჯელობს წმ. კირილე ალექსანდრიელი ნარომში „სიტყვა სულის განსლვაზე“ (იგი ჩვეულებრივ გამოკრებილ ფსალმუნებთან ერთად იბეჭდება ხოლმე); ამ გზის ხატოვანი აღწერა მოცემულია ღირსი ვასილი ახლის ცხოვრებაში, რომლის მიხედვით მიცვალებული ნეტარი თეოდორა ძილში გამოეცხადა ვასილის მოწაფეს და აუწყა ის, რაც იხილა და განიცადა სულის სხეულთან გაყრის შემდგომ, ზეციური სავანეებისაკენ სულის ზეაღსვლის გზაზე. ამ გზას, მიღებულია, ეწოდოს „საზვერეები“. საზვერეებზე ხატოვანი ნაამბობის შესახებ მიტრ. მაკარი ნაშრომში „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“ შენიშნავს: „მტკიცედ უნდა გვახსოვდეს დარიგება, რაც უთხრა ანგელოზმა ღირს მაკარი ალექსანდრიელს, როცა მან საზვერეებზე დაიწყო საუბარი: „აქ მიწიერი სახეები ზეციურის ყველაზე მკრთალ ასახვად ჩათვალე“. გვმართებს საზვერეების გავლას შეძლებისდაგვარად მივანიჭოთ ის სულიერი დატვირთვა, რაც მეტ-ნაკლებად გრძნობადი, ანთროპომორფული მახასიათებლებით არის დაფარული“1.

სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: „გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა“2. მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს - მართალთათვის და მეორეს - ცოდვილთათვის: ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. ეკლესია არ ცნობს რომაული კათოლიციზმის მის სწავლებას სამ მდგომარეობაზე. ესენია: 1. ნეტარება; 2. განსაწმენდელი (პურგატორიუმი) და 3. გეენაში ყოფნა.

ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას - „გეენა ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება „ტბასა მას ცეცხლისასა“ (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით3. ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან „სასჯელად დიდისა მის დღისა“ (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4).





სიკვდილის შესახებ


სიკვდილზე ფიქრს ძალუძს ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. სიკვდილი ისეთი რამ არის, რომ ვიცით კიდეც იგი და არც ვიცით. ცნობილია, რომ ყველა მოკვდავია, ყველანი მოვკვდებით, მაგრამ არ ვიცით - როდის, სად და როგორ მოხდება ეს. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს. რომელიც უჩინრად მიმოდის და მაშინ გვსტუმრობს, როცა არავინ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჯანმრთელები, ასე ფიქრობს: მე ჯერ კიდევ ვიცოცხლებ, სიკვდილი ჯერაც შორსაა, დავტკბები მიწიერი სიკეთეებით. მაგრამ მაშინ, მისთვის მოულოდნელად, მოდის სიკვდილი და მეყსეულად იკარგება ადამიანის ყოველი ფიქრი და ოცნება. ადრე იღუპება ის, რომელსაც ჰგონია, რომ დიდხანს იცოცხლებს. რა მდგომარეობაშიც წავა ამქვეყნიდან ადამიანი, იმ მდგომარეობით წარადგება იგი ღვთის სამსჯავროზე.

ცოდვილნო! გავაანალიზოთ ეს სიტყვა და მოვინანიოთ, რათა ცოდვებთან ერთად არ გადავიდეთ იმქვეყნად. აღვემართოთ ცოდვის ძილისაგან და, ჩვენი სიკვდილის მომხსენებელნი, გამოვსწორდეთ და მოვემზადოთ საბოლოო წამისათვის. საშინელია ყველასათვის ის წამი, წმინდანები მისი გახსენებისას ტიროდნენ. საკვირველი ის არის, რომ წმინდანები ტირიან, ცოდვილები კი - არა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავენ მომაკვდავებს.

უბედურნო ცოდვილნო! რას გვძინავს? ეშმაკი, როგორც ქურდი, ისე გვპარავს საუკუნო ხსნას. აღვბეჭდოთ ჩვენს გონებაში ის საბოლოო წამი და განვემზადოთ მასთან შესახვედრად, რომლის დროსაც ყველას განეღება მარადიულობის ბჭე, მომავალი ცხოვრება და წავალთ ან სიხარულით აღსავსე ან - უსიხარულო უსასრულობაში. სად არიან ამჟამად ჩვენამდე მცხოვრებნი - რომლებმაც განცხრომაში, უსინანულოდ განვლეს წუთისოფელი? - განშორდნენ ამქვეყანას, დატოვეს ყოველი მიწიერი და იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებში და მოელიან საბოლოო მსჯავრს, სადაც საქმეთა მიხედვით განისჯება ყოველი. სანამ ჩვენთვისაც არ დამდგარა საშინელი საბოლოო წამი, მივიქცეთ წმიდა გულით ღვთისკენ, რომელიც რწმენისა და სინანულის სანაცვლოდ, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას მოგვაგებს.

სწორედ ამას გვევედრებიან და გვლოცავენ მოციქულები წმიდა წერილში. გავაცნობიეროთ მათი სიტყვა და შევინანოთ ცოდვები, რათა არ დავმკვიდრდეთ საუკუნო სატანჯველში! ამინ.




--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mociquli qristesi   ცხონების შესახებ.ა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი?   Mar 1 2011, 04:49 PM
FiloTeos   არის სამოთხე და არ...   Mar 1 2011, 08:49 PM
mociquli qristesi   არის სამოთხე და არ...   Mar 1 2011, 10:23 PM
+++თამარი+++   სრულიად გეთანხმებ...   Mar 1 2011, 10:27 PM
mociquli qristesi   მთავარია შენ ფიქრ...   Mar 1 2011, 11:01 PM
+++თამარი+++   ეგ ეგოიზმია!რას ქ...   Mar 1 2011, 11:10 PM
mociquli qristesi   კაი კაი რაც გინდა ი...   Mar 1 2011, 11:14 PM
+++თამარი+++   რამე ვთქვი არასწო...   Mar 1 2011, 11:21 PM
mociquli qristesi   შენი პრობლემები შ...   Mar 1 2011, 11:26 PM
+++თამარი+++   :D :D :D გთხოვ მითხარი ...   Mar 1 2011, 11:46 PM
mociquli qristesi   ვინ არის შენი მოძღ...   Mar 2 2011, 12:00 AM
+++თამარი+++   რუსთავში მყავს მა...   Mar 2 2011, 12:02 AM
mociquli qristesi   ვიცნობ....კარგი ადა...   Mar 2 2011, 12:11 AM
leluashvili.giorgi   [u]დავფიქრდეთ ქრისტ...   Mar 29 2011, 07:15 PM
leluashvili.giorgi   [u]სულის ცხონების გზ...   Mar 29 2011, 11:14 PM
leluashvili.giorgi   [u]მარადიულ წყვდიად...   Mar 30 2011, 08:07 PM
A.V.M   რამდენი თემაა გაცო...   Aug 5 2011, 06:12 PM
mzime)   მიდი რა, მიდი თქვი შ...   Aug 5 2011, 06:22 PM
A.V.M   არა ჯობს ჩუმად ვიყ...   Aug 5 2011, 06:38 PM
mzime)   არა ჯობს ჩუმად ვიყ...   Aug 5 2011, 09:48 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M როგორც უფალი ამ...   Aug 5 2011, 09:14 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI A.V.M mzime) გირჩევ...   Aug 5 2011, 09:58 PM
A.V.M   ვიდეო კარგი მარა ვ...   Aug 5 2011, 10:24 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ვიდეოს ეხლაც ვუ...   Aug 5 2011, 10:34 PM
A.V.M   კი ბატონო ვთქვათ მ...   Aug 5 2011, 10:38 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI კარგად მოუს...   Aug 5 2011, 10:44 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ვიცი, ვიცი რაც ა...   Aug 5 2011, 10:56 PM
starscream   სულის ცხონება შეიძ...   Aug 5 2011, 10:57 PM
A.V.M   მეც ეგრე ვფიქრობ. ა...   Aug 5 2011, 11:00 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ეს ნამდვილა ზეც...   Aug 5 2011, 11:07 PM
A.V.M   ე კაცო ეჭვი კი არაფ...   Aug 5 2011, 11:10 PM
dzvelmartlmadidebeli   FiloTeos დოგმატი ჯოჯოხ...   Aug 6 2011, 12:18 AM
Otherguy   FiloTeos დოგმატი ჯოჯოხე...   Aug 16 2011, 08:47 PM
dzvelmartlmadidebeli   მაგრამ, რა სატანჯვ...   Aug 6 2011, 12:34 AM
A.V.M   მშვენიერი ინფორმა...   Aug 6 2011, 01:02 AM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M :D კოსმოსში რა უნდ...   Aug 6 2011, 01:54 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy იმას ნიშნავს, რ...   Aug 16 2011, 11:17 PM
Otherguy   Otherguy იმას ნიშნავს, რ...   Aug 17 2011, 08:22 AM
Otherguy   სიბრძნე იესუსი, ძი...   Aug 17 2011, 10:50 AM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy გადამრევ მე შე...   Aug 17 2011, 06:04 PM
A.V.M   რა კარგი ვერსიები ...   Aug 17 2011, 08:14 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI საპასუხო ვ...   Aug 17 2011, 08:53 PM
A.V.M   ...   Aug 17 2011, 09:32 PM
Otherguy   აჰა კარგი პოლემიკ...   Aug 17 2011, 10:37 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy :D რა მაგრად გამ...   Aug 18 2011, 12:45 AM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI მაგ აზრით ი...   Aug 18 2011, 11:24 AM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy მილიონჯერ განვ...   Aug 18 2011, 02:57 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI ამ ეტაპზე დ...   Aug 18 2011, 05:30 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ეს მაინც კარგი...   Aug 18 2011, 09:40 PM
archmikael   უკაცრავად,ვიცით რო...   Aug 19 2011, 09:41 PM
GIORGI LELUASHVILI   archmikael ამ კითხავს ვსვ...   Aug 19 2011, 10:12 PM
A.V.M   ...   Sep 27 2011, 05:12 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M მძიმე საკითხია:ფ...   Sep 27 2011, 05:22 PM
A.V.M   რის შესახებ ვიმსჯ...   Sep 27 2011, 05:38 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანუ მე ვიგულისხ...   Sep 27 2011, 05:40 PM
georgios   არის. :კი1:   Sep 27 2011, 07:59 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios "რა არის სამო...   Sep 27 2011, 08:21 PM
A.V.M   შესწორება მიეცი...   Sep 27 2011, 09:23 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M სათაურს ვერ გაუ...   Sep 27 2011, 09:24 PM
GIORGI LELUASHVILI   .   Mar 5 2012, 07:19 PM
mama archili   მამა იაკობი სექტოლ...   Mar 5 2012, 07:49 PM
GIORGI LELUASHVILI   .   Mar 5 2012, 07:54 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI ჩემი მამა ...   Mar 5 2012, 08:51 PM
GIORGI LELUASHVILI   .   Mar 5 2012, 09:07 PM
lasha_k   ----------------------------------------------   Mar 6 2012, 07:34 PM
GIORGI LELUASHVILI   ძალიან გთხოვთ გად...   Mar 6 2012, 07:37 PM
A.V.M   რა ხდება გიო?   Mar 6 2012, 07:44 PM
GIORGI LELUASHVILI   რა ხდება გიო? არ უნ...   Mar 6 2012, 07:52 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 10:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი