IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?, ბიბლიური ფაკტები
bakolavio
პოსტი Dec 15 2013, 07:22 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 15-December 13
წევრი № 13,468



რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?

ბიბლიის თავი : მუხლი

ამონაწერი ბიბლიიდან

მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული.

2 ტიმოთე 4:1-5 მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, და გიმოწმებ მისი გამოცხადებითა და სამეფოთი. იქადაგე სიტყვა გადაუდებლად კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით. დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ. შენ კი ყველაფერში იფხიზლე, მოითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება.

საქმეები 10:42 მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა.

2 კორინთელები 4:4,5 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.5ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია, ჩვენ კი — თქვენი მონები იესოს გულისთვის.

იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.

2 ტიმოთე 3:12,13 ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება. ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.

რომაელები 10:13-15 „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა? როგორც დაწერილია: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“
მაგრამ ყველა როდი დაემორჩილა ამ სასიხარულო ცნობას, რადგან ესაია ამბობს: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ ამრიგად, რწმენა მოსმენილისგან მოდის, მოსმენილი კი — ქრისტეს შესახებ სიტყვისგან. მაგრამ გეკითხებით: განა არ მოუსმენიათ? „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა, მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“

ებრაელები 10:23 მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა.

ებრაელები 13:15 ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს.

1-იოანე 4:5,6 ისინი ქვეყნიერებისგან არიან, ამიტომაც ლაპარაკობენ ქვეყნიერებისას და ქვეყნიერებაც უსმენს მათ. 6 ჩვენ ღვთისგანა ვართ. ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ; ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამგვარად ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს.

მათე 10:7 იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“

საქმეები 20:20, 21
თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით+ სახალხოდ და კარდაკარ,საფუძვლიანად ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ.

სოფონია 2:2, 3 ვიდრე შესრულებულა ბრძანება, ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას მრისხანება, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე, ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს

იოანე 15:18, 19 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას

1 პეტრე 4:3, 4 თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას. ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ, მაგრამ პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად

1 იოანე 5:19
ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია

გამოცხადება 12:17 განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია.

საქმეები 20:24 მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
bakolavio   რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?   Dec 15 2013, 07:22 PM
A.V.M   ამათი წაკითხვის დრ...   Dec 15 2013, 07:43 PM
afxazi   ეს რა ენაა?   Dec 15 2013, 08:31 PM
esre ars cheshmariteba   ეს რა ენაა? დავით შ...   Dec 16 2013, 11:04 PM
qetevano   სომხურ-რასელისტურ...   Dec 15 2013, 09:03 PM
G_saxva   სადღაც ნახა თემები...   Dec 15 2013, 10:24 PM
MIRDAT   G_saxva სათაურებიც იქი...   Dec 15 2013, 10:27 PM
A.V.M   afxazi სულიერებაში რო...   Dec 15 2013, 10:57 PM
esre ars cheshmariteba   რატომ ქრისტიანი უ...   Dec 16 2013, 11:16 PM
A.V.M   ახალი ფაკტები არა ...   Dec 17 2013, 04:52 AM
G_saxva   რაც თავი მახსოვს ი...   Dec 17 2013, 09:06 AM
†სერგი†   მხოლოდ საკუთარი ც...   Dec 17 2013, 07:27 PM
esre ars cheshmariteba   მხოლოდ საკუთარი ც...   Dec 17 2013, 09:29 PM
A.V.M   მანდედან რომელია ...   Dec 17 2013, 10:12 PM
esre ars cheshmariteba   მანდედან რომელია ...   Dec 18 2013, 10:10 PM
†სერგი†   ერთ-ერთი ქალწულივ...   Dec 18 2013, 10:05 AM
A.V.M   esre ars cheshmariteba გენაცალე ...   Dec 19 2013, 12:04 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba გენაცალე ...   Dec 19 2013, 12:43 AM
A.V.M   esre ars cheshmariteba :connie_08: :connie_08:   Dec 19 2013, 02:47 AM
afxazi   esre ars cheshmariteba :D ვაღიარ...   Dec 19 2013, 11:32 AM
A.V.M   afxazi :* :angel: :angel:   Dec 19 2013, 06:27 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 03:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი