IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული მუსიცირება..., ქართული ჟღერადობა თანამედროვე მუსიკაში
დათიკო
პოსტი Mar 3 2007, 02:59 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მეგობრებო, ერთ საჭირბოროტო საკითხზე მსურს საუბარი.
მესმის რომ ეს ფოლკლორის განყოფილებაა, მაგრამ ის, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ მჭიდრო კავშირშია ჩვენს ფოლკლორთან.
სათაურიდანვე ჩანს, რომ საკითხი ეხება თანამედროვე მუსიკაში ფოლკორის არსებობას, ანდა პირიქით.
პირველ რიგში მინდა გავმიჯნო ეს ორი რამ, რადგან ჩემთვის ეს სხვადასხვა რამეებია: 1. თანემედროვე ქართული მუსიკა რომელიც დაფუძნებულია ქართულ სკალაზე და მისი ჰარმონია მეტნაკლებად არ შორდება ქართული ფოლკლორის ჟღერადობას; 2. ქართული ფოლკლორი გაზავებული თანამედროვე მუსიკის ელემენტებით.
სანამ ხმლებს იშიშვლებდეთ მინდა მყარად დავაფიქსირო ჩემი აზრი: მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ქართული ტრადიციული ფოლკლორი რამენაირად შერყვნილი იყოს თანამედროვე ”ექსპერიმენტებით”. ანუ, უკვე არსებული ხალხური სიმღერების ”რემიქსები”, გადამღერებები თანამედროვე და ქრომატიული ინსტრუმენტებით და .ა.შ.
მაგრამ ამავე დროს ვარ დიდი მომხრე იმისა, რომ აღდგეს ქართული მუსიცირება... შეიქმნას ახალი თანამედროვე ქართული მუსიკა, რომელიც ბოლომდე დაფუძნებული იქნება ქართულ სკალაზე... მუსიკალური იმპროვიზაცია მოხდეს არა ბლუზურ ან ჯაზურ გამებში, არამედ ტრადიციული სკალების გამოყენებით.
იმისათვის რომ უფრო ნათელი გავხადო ჩემი პოზიცია შემოგთავაზებთ ორიოდ მაგალითს:
პირველი სიმღერა არასოდეს გაჟღერებულა ხალხურ შემოქმედებაში, მაგრამ თუ დავაკვირდებით ის მთლიანადაა გაჯერებული ქართული ხმოვანებით, მიუხედავად იმისა, რომ მასში კლასიკური და ჯაზური მუსიკის გავლენაც იგრძნობა. მე ასეთ მუსიკას მივესალმები.
1. ”ჩიორა” - ჯგუფი ”სტუმარი”

მეორე სიმღერა რომელიც კარგადაა ცნობილი ჩვენთვის და მისი შესრულებისთვის გამოყენებულია ჯაზური და სხვა ჟანრობრივი ხერხები. მიუხედავად იმისა რომ ის საინტერესოდაა არანჟირებული და მუსიკალური თვალსაზრისით სულაც არაა ცუდი, მაინც არ მივესალმები.
2. ”რომ მითხარი მიყვარხარო” (სათაური არ მახსოვს ზუსტად) - ჯგუფი ”შინ"

მესამე სიმღერა ძალიან ლამაზი კომპოზიცია, რომელის ძალიან მომწონს და სწორ გზად მიმაჩნია.
3. ”ალილო” - ჯგუფი ”ზუმბა”

მეოთხე სიმღერა, რომელსაც არ ვამართლებ.
4. ”გურიშ ვარდი” - ჯგუფი ”ზუმბა”

5. არაჩვეულებრივად ლამაზი სიმღერა "ნატვრა" რომელიც სამწუხაროდ არ ვიცი ვისი დაწერილია, მაგრამ ვიცი რომ არც თუ ისე შორეულ წარსულშია შექმნილი. (ურუშაძეების ოჯახის შესრულებით)

ვიცი რომა სეთი სიმღერები სხვებიც არის, თუნდაც ანზორ ერქომაიშვილის ან ჯანო კახიძის დაწერილი. ვეეშაპოსაც აქვს მიღებული მონაწილეობა ჯანოსთან ასეთი სახის მუსიკის ჩაწერაზე. არა ვეშაპო? smile.gif

გთხოვთ დააკვირდეთ იმპროვიზაციას ამ კომპიზიციაშიც

ნუ სუხიშვილებზე, ერისიონზე და ნაბადზე საერთოდ არ მაქვს საუბარი. (რასაც ისინი აკეთებენ დანაშაულია ქართული ფოლკლორის წინაშე!!!)
გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი ამის თაობაზე.
ასევე ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოგიდგენიათ ახალი ქართული სიმღერების შეთხზვის პროცესი, როგორ შეიძლება ის წარიმართოს ”სწორად” და რა არის ამისთვის საჭირო.
პირადად მე მსურს აღდგეს ქართული მუსიცირების ტრადიცია, რომელიც უთუოდ არსებობდა წარსულში, რის შედეგადაც ჩვენ მივიღერთ ათასობით გენიალური ხალხური სიმღერა. დამერწმუნებით ალბათ იმაში, რომ ეს სიმღერები ერთ დღეში არ იქმნებოდა და მათი ინტერპრეტაციებიც მრავლადაა. ეს სწორედ იმ ქართული იმპროვიზაციის (მუსიცირების) შედეგია, რისი აღდგენის სურვილიც მაწერინებს ამ უსტარს.
ოღონდ მე მაქვს საუბარი იმპროვიზაციაზე არა უკვე ნამღერ ცნობილ ხალხურ სიმღერებში, არამედ სრულიად ახალ მუსკალურ ნაწარმოებებში.
ამ სფეროში წარმატებულად მუშაობენ ლეჟავების ოჯახი - ანსამბლი ”დეციში”, ”სტუმარი”, ”შინ (მიუხედავად იმისა რომ ”რემეიქებიც” აქვთ), ზუმბა (აქაც ანალოგიური სიტუაციაა).

ასეთივე სიტუაციაა ქრომატიულ ინსტრუმენტებშიც.
ის რაც ძველია და დაწერილია არაქრომატიულ ინსტრუმენტებზე, არ მიმაჩნია სწორად მათი ქრომატიულზე შესრულება, მაგრამ ის რაც ეხლა იწერება, მისი ტექნიუკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეიძლება შესრულდეს ქრომატიულზეც. არატემპერირება ფოლკლორისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მუსიკოს შემსრულებელთა კლასი XXI საუკუნეში გაცილებით განსხვავდება ძველისგან, ამიტომ ის რაც ვერ შესრულდება არაქრომატიულზე აუცლიებლად უნდა შესრულდეს ქრომატიულზე. მაგრამ, ვიმეორებ, ის რაც დაიწერა ქრმატიულზე არაფრის დიდებით არ უნდა შესრულდეს ქრომატიულ ინსტრუმენტზე!

აქვე მინდა დავამატო ერთი რამ:
მე ხშირად მსმენია ასეთი გამოთქმა: ამა თუ ამ მუსიკოსმა ფოლკლორული სიმღერა დაწერაო... ხალხნო, ეს სასაცილოა, ფოლკორის დაწერა შეუძლებელია, რადგან ის საუკუნეების წინ დაიწერა და ახლა მხოლოდ მისი შესრულება თუ გადამღერებაა შესაძლებელი.
დღეს შეიძლება მხოლოდ ახალი ქართული სიმღერის დაწერა, რომელშიც ავტომატურად იგულისხმება ქართული სკალა, ჰარმონია და ის მუსიკალური ტექნიკა, რომელიც გამოიყენებოდა ადრინდელი ფოლკორული სიმღერების შექმნის პროცესში.

ასევე მინდა ვთხოვო ქართული ფოლკლორული სიმღერის შემსრულებლებს გამოთქვან აზრი იმის შესახებ, ხდება თუ არა დღეს ექსპერიმენტები ახალი სიმღერების შესაქმნელად, თუ ისინი მხოლოდ ძველი სიმღერების შესრულებით კმაყოფილდებიან.

აქვე მინდა გავიხსენ გურულების ძველი წესი, რომელსაც ”ლატარიას” უწოდებენ. ამაზე ალბათ ვეშაპო უფრო უკეთ დაგველაპარაკება smile.gif

იმედია სწორად და გასაგებად გადმოვეცი ჩემი აზრები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დათიკო   ქართული მუსიცირება...   Mar 3 2007, 02:59 PM
ქავთარაძე   დათიკო ზემოთ ხსენე...   Mar 3 2007, 03:15 PM
ვეშაპო   დათიკო ეს სიმღერა...   Mar 3 2007, 04:08 PM
დათიკო   ქავთარაძე ფოლკლორ...   Mar 3 2007, 05:52 PM
misdevs mela loms   დათიკო მართალი ხარ...   Mar 3 2007, 09:38 PM
misdevs mela loms   დათიკო შენ გაიხარე...   Mar 3 2007, 10:08 PM
დათიკო   misdevs mela loms ეს სიმღერა ...   Mar 3 2007, 11:12 PM
misdevs mela loms   დათიკო შენ თუ მაგ ს...   Mar 3 2007, 11:23 PM
დათიკო   misdevs mela loms მტავარია სტ...   Mar 4 2007, 12:13 AM
დათიკო   misdevs mela loms კი რა თქმა უ...   Mar 4 2007, 11:01 PM
ქავთარაძე   დათიკო მეც მაგრა მ...   Mar 4 2007, 11:04 PM
დათიკო   misdevs mela loms ინებე :) http://www.l...   Mar 6 2007, 06:00 PM
gvanci   ''მე უფრო მეტად მ...   Mar 7 2007, 03:09 PM
ulvashi   ფოლკლორის შექმნა შ...   May 24 2007, 11:36 AM
N. R.   ფოლკლორი არის პრო...   Jun 1 2007, 04:22 PM
ulvashi   N. R. აი, ეს მომეწონა, ...   Jun 1 2007, 04:39 PM
qarcivadze   ulvashi შენ მემგონი სწო...   Jun 1 2007, 05:07 PM
ქავთარაძე   qarcivadze მეც ასე ვფიქრო...   Jun 1 2007, 05:12 PM
ulvashi   qarcivadze აი, დაკინსერვე...   Jun 4 2007, 03:03 PM
დათიკო   არც არის დაკონსერვ...   Jun 4 2007, 09:05 PM
N. R.   დღესაც შესაძლებე...   Jun 6 2007, 11:33 AM
N. R.   საუბარია ზოგადად ...   Jun 6 2007, 11:45 AM
N. R.   ulvashi დღევანდელ ეპოქ...   Jun 5 2007, 02:50 PM
qarcivadze   N. R. ზუსტად ეგ ვიგული...   Jun 5 2007, 03:48 PM
N. R.   qarcivadze ჯიგარი ხარ რა ...   Jun 5 2007, 04:46 PM
დათიკო   მაგ ფარგლებს კარგ...   Jun 5 2007, 07:43 PM
N. R.   მსურს გავიხსენო ი...   Jun 6 2007, 11:13 AM
N. R.   ნებისმიერი კლასიკ...   Jun 6 2007, 07:03 PM
დათიკო   N. R. საინტერესო რამე...   Jun 7 2007, 09:36 PM
დათიკო   არ მიმაჩნია მართებ...   Jun 7 2007, 10:28 PM
d.p   "რიჩე" ქვია და მ...   Jun 8 2007, 12:56 AM
N. R.   დათიკო :) რა ვერ გაი...   Jun 8 2007, 11:22 AM
Cecxladze I   ოო! ეს საკითხი მარ...   Jun 9 2007, 09:28 PM
N. R.   Cecxladze I კაია რომ შენც ...   Jun 9 2007, 09:35 PM
დათიკო   N. R. უპირველეს ყოვლი...   Jun 9 2007, 09:59 PM
N. R.   დათიკო ურუშაძეები...   Jun 9 2007, 10:28 PM
დათიკო   N. R. კი, ეგაა მგონი რა...   Jun 9 2007, 10:58 PM
N. R.   დათიკო ის რაც გინდ...   Jun 10 2007, 01:47 AM
M.M.   დათიკო ის რაც გინდ...   Sep 7 2007, 05:38 PM
დათიკო   N. R. http://www.link.ge/file/143990/GAMOAGET--PA...   Jun 10 2007, 02:57 PM
Revaz   რითშე ქვია მაგ სიმ...   Jun 14 2007, 04:47 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 12:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი