სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Apr 3 2026, 01:16 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლიდან ასკვნიან, რომ პავლე მოციქული გარეგნობით შეუხედავი და ტანით პატარა კაცი იყო.
მაგრამ არავის დაუტოვებია ისეთი დაწვრილებითი აღწერა პავლესი, როგორც ეს ნიკიფორე კალისტემ გააკეთა. "პავლე, - ამბობს იგი, - ტანად დაბალი იყო, წელში ოდნავ მოხრილი, სუფთა სახის, თუმცა მასზე ხნე ასაკი აისახეობდა, თავზე სიქაჩლე ჰქონდა, თვალებში სიამოვნება უციმციმებდა, წარბები ზემოთ ჰქონდა აზიდული და გვერდზე გაქცეული, ცხვირი - მოგრძო და ლამაზკეხიანი, გრძელ წვერში ალაგ-ალაგ ჭაღარა ჰქონდა გამორეული, როგორც თმაში". პორტრეტი საკმაოდ შთამბეჭდავია, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იგი დაწერილია მოციქულის სიკვდილიდან 13 საუკუნის შემდეგ, და არ არის ცნობილი - რომელ წყაროზე დაყრდნობით. თუკი პავლე მოციქული ტანად მართლად დაბალი იყო, მაშინ მასზე გამართლდა აზრი, რომ პატარა ტანში არცთუ იშვიათად დიდი სული ბინადრობს". /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ "წმინდა იოანე ოქროპირი, ღვთის ეს დაუდუმებელი საყვირი გვაუწყებს, რომ შეუძლებელია, პავლეს ეპისტოლეები გაიგო, თუ მისი პიროვნება, მისი ხასიათი არ შეიცანი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine წმინდა პავლე მიციქული და მისი ეპისტოლეები Apr 3 2026, 01:16 PM
marine "პავლე უბიწო ცხოვ... Apr 5 2026, 06:55 PM
marine "როდესაც მის ეპის... Apr 11 2026, 07:17 PM
marine "პავლეს სიკვდილი... Apr 11 2026, 07:51 PM
marine "არც ერთ მოციქულს... Apr 12 2026, 06:22 PM
marine პავლეს პირველი ტყვ... Apr 13 2026, 03:33 PM
marine "ცხადია, დედამიწა... May 5 2026, 08:38 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2026 - 10:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი