ბებია და შვილიშვილი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბებია და შვილიშვილი |
mari24 |
Mar 12 2007, 10:58 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 17-February 07 წევრი № 1,102 |
დამლოცეთ მამაო,
ამ ფორუმის ახალი მომხმარებელი ვარ და ძალიან მიხარია რომ შესაძლოა მისი მეშვეობით მრავალ ჩემს კითხვას პასუხი გაეცეს. მამაო თქვენთან მაქვს შეკითხვა, რომელიც ძალიან მაწუხებს უკვე დიდი ხანია, მყავს ბებია, რომელიც თათართან ცხოვრობს და შვილები გაუზარდა თუმცა საკუთარზე უარი თქვა და აბორტები გაიკეთა, დღემდე უშვილოდ დარჩა, ამჟამად მეუღლის შვილიშვილებს ზრდის და ჩვენთან დიდად არ ურთიერთობს, ჩემს მიმართ რატომღაც აგრესიულად განეწყო, ერთი პერიოდი მეუღლესთან კამათი მოუვიდა და ჩვენ შეგვეკედლა, მე ვცდილობდი ღვთის სიყვარული მესწავლებინა ამ პერიოდის მანძილზე, ეკლესიაშიც დამყავდა, მაგრამ ამაოდ, როცა კარგ ხასიათზე იყო სწამდა ღმერთის, ცუდ ხასიათზე ყოფნისას კი უარყოფდა, იმდენად გაბოროტდა რომ ჩვენი ოჯახის ყველა წევრი შერისხა და ისევ თათარს დაუბრუნდა, გული მტკივა მის გამო, არ ვიცი როგორ გადავარჩინო, ჩემი ოჯახის მიმართ სიძულვილი ამოძრავებს, მაგრამ მე მაინც მიყვარს, თუმცა მეშინია მისი კიდეც, ვინაიდან ბოროტია მასში დაბუდებული და გამუდმებით იწყევლება და წყევლას როგორც ვიცი თავის შედეგი მოაქვს. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, დროებით საერთოდ განვერიდე და ურთიერთობა გავწყვიტე, თუმცა ის ჩემი ბებიაა და მოვალე ვარ დავეხმარო, მაგრამ როგორ? იქნებ მირჩიოთ? დიდი მადლობა წინასწარ, ღმერთმა გაგვაძლიეროს! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 12:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი