სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Mar 25 2007, 08:10 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. - ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.
საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე). სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, - წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს. სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით... იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს - ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს: „სულხან-საბა ორბელისძე სიბრძნით აღხდა ორბებისზე“. დააფიქსირეთ თქვენი აზრი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
natia83 სულხან-საბა ორბელიანი Mar 25 2007, 08:10 PM
mampali ეს იმის შედეგი იყო ... Mar 26 2007, 12:44 AM
გლახა ერთი რამ ნათელია: ს... Mar 26 2007, 10:55 AM
ekusia "„მე მართლმადიდე... Mar 26 2007, 01:06 PM
marine "მამა" საქართვე... May 3 2007, 03:49 PM
marine ტანძია
თოვლზე მზე ... Dec 14 2012, 12:39 PM
marine "სულხან-საბა 55 წლი... Jul 3 2018, 03:53 PM
marine "წმინდა დავით გარ... Jul 9 2018, 06:59 PM
marine "ჩემთვის მეტად სა... Aug 22 2019, 09:28 PM
marine "1716 წელს სულხან-სა... Jun 3 2022, 09:16 PM
marine "1716 წელს სულხან-სა... Jun 4 2022, 01:28 PM
marine "1716 წლის 13 მაისს სუ... Jun 9 2022, 02:06 PM
marine "გულქან დედოფალი ... Jun 20 2022, 07:27 PM
marine "ცნობილია სხვადა... Jun 21 2022, 02:16 PM
marine "1808 წელს იოანე იაღ... Jun 25 2022, 01:49 PM
marine "სამწუხაროდ, ქვეყ... Jul 21 2022, 07:54 PM
marine "სულხან-საბა ორბე... Aug 18 2022, 05:03 PM
marine "სულხან-საბა ორბე... Aug 18 2022, 05:16 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 01:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი