IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შენი ჩარლი...
მნათე
პოსტი Mar 26 2007, 05:36 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სევდანარევი სილამაზე ვიპოვე ჩაპლინის ამ წერილში, ნუთუ ჯამბაზებმა, ქრისტეანობა ჩვენზე უკეთ იციან? sad.gif sad.gif sad.gif


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ჩემო გოგონა

Aახლა ღამეა.შობა ღამე.ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან... მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში.Eელისეს მინდვრების თეატრში. Dდიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული აპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. Mმაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! Mმე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
... იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი!_ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! Mმე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. Mმესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:”ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”
Hჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! Mმე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. Eეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. Gგაფრინდი, გაფრინდი იქით... მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება_ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა... იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია... ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი ... მოწყალებას აგროვებდა! Aაი, ჩემი ზღაპარი! Mმე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! Eეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკიანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. Mმაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.
შენ ჩემი გვარისა ხარ_ჩაპლინი! Lლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. Mმაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რავ მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!...
... ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხდძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. Mმე პროკრედიტ ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! Dდროდადრო მეტროში ჩადი. Qქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! Qქვრივ-ობლებს შეხედე! Dდა თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!’
Dდიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს... როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. Pპირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. Mმე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს_შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი:შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? Gგამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს:ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს...
ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ... მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს_ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს:ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, დომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა...
ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა... ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული...
სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი... სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და სემოსილი უნდა დაბრუნდე...
მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს... ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო...
მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი,_ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე_იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   შენი ჩარლი...   Mar 26 2007, 05:36 PM
kato_Bato   ვაიმე:( სიტყვები არ...   Mar 26 2007, 05:45 PM
მნათე   მოხუცი მამის ტკივ...   Mar 26 2007, 05:48 PM
kato_Bato   მნათე ვაიმე, როგორ...   Mar 26 2007, 05:56 PM
მნათე   და ასე დაუსრულებლ...   Mar 26 2007, 05:57 PM
Cotne   დიდი მადლობა ლევან...   Mar 26 2007, 06:00 PM
მნათე   გაიხარე :( რა დიდ, რ...   Mar 26 2007, 06:03 PM
kristine   :) მართალია ძალიან გ...   Mar 26 2007, 06:13 PM
Qeti   მნათე უღრმესი მადლ...   Mar 26 2007, 06:57 PM
tatia24   უღრმესი მადლობა. გ...   Mar 26 2007, 09:42 PM
_MATASI_   რა საყვარელი ადამი...   Mar 26 2007, 09:45 PM
natinatia   დიდი მადლობა. ძალი...   Mar 26 2007, 10:36 PM
მხევალი ნინო   კარგი სიტყვებია. მ...   Mar 27 2007, 11:26 AM
iako   ეს ადამიანი მართლა...   Mar 27 2007, 12:49 PM
palma   ეს ადამიანი მართლ...   Mar 27 2007, 01:00 PM
მარიამი   ჩარლი ჩაპლინის ცხო...   Mar 27 2007, 05:35 PM
T.L.   ჩარლი ჩაპლინის ცხ...   Oct 17 2008, 11:51 AM
ლილიანა   "ჩემი ბიოგრაფია ...   Mar 27 2007, 05:46 PM
takusha   საოცარი ისტორია არ...   Mar 29 2007, 11:41 PM
subterranean   აუ ძალიან მაგარია   Oct 16 2008, 09:46 PM
შოთა   http://img369.imageshack.us/img369/4388/chaplin2hz...   Oct 17 2008, 02:23 AM
KAIROS   :) მარიამის არ იყოს, ...   Oct 17 2008, 04:32 AM
milana   http://s44.radikal.ru/i105/0904/1a/7a2da83ec570.gi...   Apr 30 2009, 01:54 AM
ქავთარაძე   გენია იყო... უხმო ფი...   Apr 30 2009, 09:39 AM
ქევანა   არ ვიცოდი მისი ფრა...   Apr 30 2009, 11:47 AM
milana   არ ვიცოდი მისი ფრა...   May 12 2009, 08:08 PM
staywhite   წინა პოსტები ყველა...   May 12 2009, 11:34 PM
მატასი   გენიალური იყო ჩარდ...   May 13 2009, 01:05 PM
*ana*   მაგარია.. :(   May 13 2009, 05:21 PM
ანნო   ეს სიტყვები მეც მქ...   Jul 8 2009, 11:16 PM
ninela   არაჩვეულებრივი წე...   Aug 19 2009, 11:36 AM
nino84   "თუ ჩემი შეხედულე...   Aug 29 2009, 09:16 PM
cinemamu   ესეც ჩარლის ტანგო. ...   Sep 5 2009, 11:04 PM
Misha Songulashvili   :) ეჰ, ნეტავ ჩემს გულ...   Sep 6 2009, 02:48 AM
nino84   Atman Limelight-ის საუნდრეკ...   Sep 10 2009, 04:05 AM
Atman   მაქვს :) http://bin.ge/file/75908/ch...   Sep 10 2009, 05:46 AM
nino84   Atman გაიხარე :)   Sep 10 2009, 07:47 PM
Atman   nino84 ფილმების სოუნდ...   Sep 10 2009, 07:55 PM
nino84   Atman ხო, ახლა ვიწერ მა...   Sep 10 2009, 08:03 PM
Atman   nino84 შეგიძლია სხვა მ...   Sep 10 2009, 08:06 PM
nino84   Atman ოკ. :) "Last Tango in Paris"-...   Sep 10 2009, 10:06 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 02:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი