IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ, პროექტი ხორციელდება უწმიდესის ლოცვა კურთხევით
ალექსანდრე
პოსტი May 1 2007, 05:46 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



პროექტი ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით


ადამიანები, ვინც გამოეხმაურებიან ნატვრის ავტორებს და ნატვრის ახდენაში დაეხმარებიან მათ, მოხსენიებული იქნებიან პატრიარქის მიერ აღვლენილი სადღესასწაულო წირვების დროს

თუ გსურთ, დაუკავშირდეთ რომელიმე ნატვრის ავტორს და აუსრულოთ ნატვრა,
დარეკეთ ნომერზე: 377-533, 375-003



ხმის მიცემა SMS-შეტყობინებით
ტელეფონის SMS-ფუნქციაში აკრიფეთ სიტყვა ნატვრა, გამოტოვეთ ერთი სიმბოლოს ადგილი, შემდეგ კი ჩაწერეთ ტურის ნომერი, დეფისი და იმ ნატვრის ნომერი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგეწონათ და რომელიც გსურთ, რომ ახდეს. SMS-შეტყობინება გამოგზავნეთ ნომერზე 8884.

მაგალითად, ამ # 27 ტურში მოგეწონათ მესამე ნომრით გამოქვეყნებული ოცნება და გინდათ, რომ თქვენი ხმა მას მისცეთ. ტელეფონის სერვისში, სმს-ფუნქციაში აკრიფეთ: ნატვრა 27-3 და გამოგზავნეთ ნომერზე: 8884.
სმს-შეტყობინების გამოგზავნა შეიძლება «მაგთიდან» და «ჯეოსელიდან». ერთი სმს-შეტყობინების ღირებულება 50 თეთრია.
გამარჯვებულის გამოვლენაში მონაწილეობს 26 აპრილის 15 საათამდე გამოგზავნილი სმს-ები.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ:
37-50-03; 37-75-33


XXVII ტურში 355 «ნატვრის ბარათი» მონაწილეობდა. მათგან ჟიურიმ ეს ნატვრები აარჩია

«ახდენილი ნატვრის» ჟიურის თავმჯდომარე მერაბ სეფაშვილი წარმოგიდგენთ:


--------------------------------------------------------------------------------

1 - გიორგი გ., 8 წლის, თბილისი

ძალიან გთხოვთ, მომიტანოთ დიდი, ფუმფულა ძაღლი. რამდენი ხანია, მინდა. ჩემს მშობელს არა აქვს იმის საშუალება, რომ მიყიდოს. დიდი მადლობა.

2 - მანანა ა., 12 წლის, თბილისი

ჩემი პატარა ძმა დიდი ხანია, ნატრობს გლობუსს. ძალიან გთხოვთ, ეს ნატვრა ამისრულოთ. მე და ჩემს 10 წლის დას კი ძალიან გვინდა რუსულ-ქართული ლექსიკონი, რისი ყიდვაც ჩემმა მშობლებმა ვერაფრით მოახერხეს. კეთილი ადამიანების დიდი იმედი გვაქვს.

3 - თინა ა., 66 წლის, ახმეტა, ქვემო ალვანი

ვარ პენსიონერი, ჩემი ნატვრაა, მქონდეს ბიბლია, რის შეძენასაც პენსიით ვერ ვახერხებ. ძალიან გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა და მაჩუქოთ ბიბლია. წინასწარ გიხდით მადლობას.

4 - თეკლე ე., 15 წლის, თბილისი

თუ გინდათ, რომ გაახაროთ
დარდით სავსე ბავშვის გული,
გეხვეწებით, მისახსოვრეთ
ერთი კარგი მობილური.

სამუდამოდ მეხსომება ეს ლამაზი გაზაფხული.

5 - ლამარა ტ., 70 წლის, თბილისი

ვარ მარტოხელა პენსიონერი. ვცხოვრობ მარტოდმარტო. წელს მისრულდება 70 წელი. ძალიან მიჭირს მარტოობა, ამხელა დღის დაღამება.

გთხოვთ, მაჩუქოთ ტელევიზორი, გინდ ფერადი იყოს, გინდ შავ-თეთრი, რისთვისაც გიხდით დიდ მადლობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

6 - ანანო ი., 7 წლის, თბილისი

ძვირფასო რედაქციავ, უკვე მეხუთედ გწერთ ჩემს ნატვრას. ძალიან მინდა ლამაზი თოჯინა. თუ ამ ნატვრას ამისრულებთ, ძალიან გამახარებთ, წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.

7 - მარიკა გ., 37 წლის, თბილისი

ბავშვობიდან ვოცნებობდი მტვერსასრუტზე, რატომღაც ამ ასაკამდე ამ ნატვრის შესრულება ვერ შევძელი. არადა, მართლაც ძალიან მჭირდება. გთხოვთ, თუკი ვინმეს ამის საშუალება გაქვთ, ეს ნატვრა ამისრულეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

8 - ნონა ვ., 32 წლის, დუშეთი, სოფ. დავათი

სოფელი, სადაც ვცხოვრობ, მაღალმთიანია. ტელეარხებიდან მხოლოდ ორ არხს აჩვენებს. შაბათი და კვირა ჩემთვის დღესასწაულია, რადგან ქართულ ფილმებს უჩვენებენ, ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ. ჩემი უდიდესი ნატვრაა, მქონდეს ქართული ფილმების ვიდეოკასეტები, ყველა ფილმი ჩემთვის სანატრელია, განსაკუთრებით «ჭრიჭინა», «ხევსურული ბალადა», «გლახის ნაამბობი», «ისინი ჩამოვიდნენ მთიდან» და სხვა. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში, რასაც ჩემი ხელფასით ვერ ვახერხებ.

9 - მარიამ ტ., 6 წლის, თბილისი

6 წლის გავხდი და წელს სკოლაში სასწავლებლად წამიყვანენ. ჩემი და ჩემი 4 წლის დაიკოს ნატვრაა იაკობ გოგებაშვილის «დედა ენის» ეკლესიური გამოცემა მღვდელი კონსტანტინეს (გიორგაძის) რედაქციით. ვცხოვრობთ ეკლესიურად, ხშირად ვეზიარებით. 4 წლის ეკატერინეს კითხვა უკვე ვასწავლე.

10 - ლია ო., 40 წლის, თბილისი

უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ, ამდენ მადლიან საქმეს რომ აკეთებთ და მრავალი ადამიანის გულს სიხარულით ავსებთ. მეც მოგწერთ ჩემს ნატვრას, რომელსაც დიდი ხანია, ვნატრობ, მაგრამ ჯერჯერობით არ შემსრულებია. გულით მინდა, გაზქურა მქონდეს. თუ გულთან მიიტანთ ჩემს ნატვრას, მადლობელი დაგრჩებით. უფალი გფარავდეთ. გმადლობთ წინასწარ.

11 - ნინო ხ., 8 წლის, ზესტაფონი

ჩემი ნატვრაა, რომ მქონდეს პიანინო, რადგან დავიწყე მუსიკაზე სიარული. სახლში პიანინოს მაგივრად მაგიდაზე ვაკაკუნებ თითებს და ასე ვვარჯიშობ.

12 - ანატოლი ჩ., 70 წლის, ონი

ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ ნატვრა 70 წლის კაცსაც აქვს. ორი წელია, მწოლიარე ავადმყოფი ვარ, ჯერ მიწისძვრამ დამინგრია სახლი, ახალი, 2007 წლის წინა დღეებში კი ნაწილობრივ აღდგენილი სახლი ხანძარმა დამიწვა. ჯდომა შემიძლია მხოლოდ სხვათა დახმარებით. ჩემი ნატვრაა ფანჯარაში გახედვა, ამისთვის კი, ინვალიდის ეტლი.

13 - გიორგი ა., 8 წლის, თბილისი

მე მქონდა საწოლი, მაგრამ გავიზარდე, საწოლზე აღარ ვეტევი. დედაჩემი და მამაჩემი უმუშევრები არიან და ვერ ვყიდულობთ. გთხოვთ, მაჩუქოთ საწოლი.

14 - ირმა ბ., 29 წლის, დედოფლისწყარო, სოფ. ჯაფარიძე

ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი, მყავს სამი მცირეწლოვანი ბავშვი. მათი დღემდე აუხდენელი ოცნებაა ფერადი ტელევიზორი. მათი სურვილი ჩემი ნატვრაა. ამასთან, გთხოვთ, «ბიბლია» მაჩუქოთ. გმადლობთ.

15 - იამზე ბ., 67 წლის, ქუთაისი

ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. მაქვს ხელოვნური სახსარი, რომელმაც ძალიან დიდი ხანია, თავისი ფუნქცია ამოწურა და შემიზღუდა მოძრაობა. მიჭირს სარეცხის რეცხვა. ძველი მანქანა გაგვიფუჭდა ისე, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება, ახლის შეძენა არ შეგვიძლია. მეუღლეც მე-2 ჯგუფის ინვალიდია. ვცხოვრობთ მხოლოდ პენსიით. ძვირფასო ჟიური, ბევრჯერ მოგწერეთ ჩვენი ნატვრა, გთხოვთ, აგვისრულოთ ეს ნატვრა, კეთილო ადამიანებო. წინასწარ დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ.

16 - თეონა ს., 10 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს როლიკები. ჩემი ოჯახი ვერ ახერხებს როლიკების ყიდვას. ძვირფასო ჟიურივ და ძვირფასო მკითხველებო, გთხოვთ ამიხდინოთ ნატვრა.

17 - თამარ ა., 44 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, ჩემს 21 წლის ნათლულს, ნინო მელიქიშვილს ვაჩუქო ბიბლია, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ავტოგრაფით. დარწმუნებული ვარ, იგი ჩემს ნათლულს დაიცავს და დაიფარავს მთელი ცხოვრება. პატივისცემით, თქვენზე მლოცველი.

18 - თაზო კ., 9 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ველოსიპედი. მაგრამ ვინ შემისრულებს? რადგან დედას და მამას საშუალება არა აქვთ, ვინც ამას შემისრულებს, ღმერთი დალოცავს, დაულოცავი არც ადამიანისგან დარჩებით, ანუ ჩემგან.

19 - ქეთი ყ., 15 წლის, თელავი, სოფ. კურდღელაური

ნატვრა, მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი მაქვს (დედას 3 შვილი ჰყავს), მაგრამ ძალიან მინდა, ჩემი დის ნატვრა აასრულოთ, თუ შეიძლება. იგი სულ პიანინოს გაიძახის. მას ნატო ჰქვია, არის 4 წლის, დაავადებულია ლეიკემიით. ამჟამად თბილისში, იაშვილის კლინიკაში წევს. წინასწარ გიხდით მადლობას.

20 - შორენა ვ., 27 წლის, ლანჩხუთი

გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა, ვცხოვრობ მიტოვებულ ბინაში, მყავს ორი შვილი, მეუღლე არ მყავს, თუ საშუალება იქნება, მაჩუქოთ ტელევიზორი, ბავშვებს აინტერესებთ ტელევიზორი, სულ სხვას ხომ არ დავუსხდებით სახლში.

21 - თემურ ჟ., 16 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა ჩემი მომავალი დისშვილისთვის, რომელიც მალე დაიბადება, პატარა საწოლი და ღვთისმშობლის ხატი. იქნებ ერთხელ მაინც გავახარო ჩემი და. ღმერთმა დაგლოცოთ.

22 - სალომე მ., 15 წლის, თბილისი

გამარჯობათ! მართალი გითხრათ, ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთი და ხშირად ვკითხულობ. 1 მაისს ჩემი დაბადების დღეა. ძალიან მინდა, რომ კარგი გამოვიდეს, მაგრამ მუსიკის გარეშე, აბა, რა იქნება? მე კი ძალიან მინდა, რომ მქონდეს ცენტრი, იმიტომ, რომ ყველა ჩემს მეგობარს დაბადების დღეზე ჰქონდა და მე რომ არ მქონდეს, ძალიან დამწყდება გული. იმედია, ჩემი ნატვრა ამისრულდება. დიდი მადლობა!

23 - ქეთინო ნ., 58 წლის, თბილისი

ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი, გულით და ასთმით დაავადებული. ოჯახში არავინ მყავს მარჩენალი. იმდენჯერ გთხოვეთ, სარეცხი მანქანის შეძენაში დახმარება, უკვე მეხათრება, მაგრამ მაინც იმედს არ ვკარგავ. ამიხდინეთ ეს სანუკვარი ოცნება, ეგება სიცოცხლე გამიხანგრძლივოთ სიხარულით. თქვენზე მლოცველი ქეთინო.

24 - თამილა გ., 43 წლის, ქუთაისი

იტყვიან, ქართველს საოცნებოს რა გამოულევსო. მაგრამ მე მხოლოდ ჩემი გოგონასთვის მინდა ყველაფერი. მას არ აქვს სამაგიდო ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. ეს მისი ნატვრაა, ოღონდ მე მინდა, გავახარო, ისე, რომ მან არ იცოდეს. თუ შეგიძლიათ, ორივეს აგვიხდინეთ ნატვრა. გმადლობთ.

25 - დარეჯან მ., თბილისი

ჩემი ძმა პაატა დაბადებიდან ინვალიდი, დაუნის დიაგნოზით დაავადებული ახალგაზრდაა, სამწუხაროდ, მის ერთადერთ გასართობს წარმოადგენს ნათხოვარი ვიდეომაგნიტოფონით ქართული ფილმების ყურება. ნატრობს, ჰქონდეს ვიდეომაგნიტოფონი და «აბესალომ და ეთერის» კასეტა. პატივისცემით, პაატას და დარეჯანი.

26 - სალომე, 12 წლის, ანი, 10 წლის, ა-ები., ხაშური

ჩვენ გვყავს ძალიან საყვარელი, ცელქი და მხიარული ძამიკო, რომელიც გიჟდება მანქანებზე. იგი მალე ორი წლის ხდება და ვოცნებობთ, ისეთი საჩუქარი გავუკეთოთ, რომელიც ყველაზე მეტად გაეხარდება. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დიდი მანქანა, რომელშიც შეძლებს ჩაჯდომას და მართვას.

თუ აგვისრულებთ ამ ნატვრას, ძალიან გაგვაბედნიერებთ და, ალბათ, ეს სიხარული არასოდეს დაგვავიწყდება. გმადლობთ.

27 - მარიკა ხ., 10 წლის, ვანი, სოფ. დიხაშხო

ყველა ნატვრა რომ სრულდებოდეს, პირველ რიგში, დედაჩემისთვის მარჯვენა ხელს ვინატრებდი, მაგრამ, ვიცი, რომ ეს შეუძლებელია და მოკვეთილ ხელს ვერავინ აღუდგენს. მე ხშირად ვეხმარები დედას, მაგრამ პატარა ხელებით რეცხვა არ შემიძლია და ამის გამო, ხშირად ვტირი, ჩემი და-ძმა კი ჩემზე პატარები არიან. გთხოვთ, დედაჩემს აჩუქოთ სარეცხი მანქანა. რომელიც შეგვიმსუბუქებს შრომას და მეტი დრო მექნება სწავლისთვის.

28 - ლილი ლ., 56 წლის, თბილისი

ვარ უმუშევარი, მოვყევი შემცირებაში. ვარ მარტოხელა. ძალიან მინდა, მქონდეს მიკროტალღური ღუმელი, რომ გამოცხობილი ნამცხვრები ჩავაბარო მაღაზიაში, რადგან ასაკის გამო, ვერ ვშოულობ სამსახურს.

29 - მაგდა ს., 27 წლის, თბილისი

მე სამი შვილი მყავს, უფროსი, თამარი 10 წლის ხდება, ის პატარა ხელოვანია და ვერ ავუსრულე ნატვრა, რადგანაც საშუალება არა მაქვს. მისი ნატვრაა, ჰქონდეს თეთრი თიხა, გუაშების და ფუნჯების «ნაბორი». წინასწარ გიხდით მადლობას მისი ნატვრის ასრულებისთვის.

30 - ირინა ბ., 22 წლის, თბილისი

მოგესალმებით, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი კეთილი საქმე წამოიწყო, ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ საქმეში მთელი რედაქცია და ხალხი მონაწილეობს. ჩემი ნატვრაა, «ბიბლია» - ეს წმინდა წიგნი მისახსოვროთ.

31 - ნანუკა ბ., 12 წლის, თბილისი

გამარჯობათ, გულისფანცქალით ველოდები თქვენი გაზეთის გამოსვლას. ძალიან, ძალიან, სულ ძალიან მინდა საბავშვო ენციკლოპედია. კეთილ ადამიანებს ვთხოვ, გულთან ახლოს მიიტანონ ჩემი თხოვნა და ოცნების შესრულებაში დამეხმარონ. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ გამახარებთ და დამიბეჭდავთ ჩემს ნატვრას. გემუდარებით, გამიხარეთ გული.

32 - ლევან ჩ., 11 წლის, ზესტაფონი

უკვე დიდი ხანია, გწერთ. ოცნება კი არ ამისრულდა. ხშირად ისტორიის გაკვეთილზე პროექტის მოსამზადებლად მიხდება სურათების გადაღება ციხე-ტაძრებისა და ისტორიული ადგილებისათვის, ფოტოაპარატი კი არ მაქვს. გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში.

33 - მზია კ., 45 წლის, თბილისი

უმორჩილესად გთხოვთ, ამიხდინოთ ეს პატარა სურვილი და დამეხმაროთ მობილური ტელეფონის შეძენაში. არ ვნატრობ ძალიან ძვირიანს. გმადლობთ წინასწარ დახმარებისთვის.

34 - თინა გ., 59 წლის, თბილისი

თქვენი დიდი მადლობელი ვიქნები, თუ ჩემი გათხოვილი, 28 წლის შვილის დაჩაგრულ გულს გაახარებთ და სარეცხის მანქანას აჩუქებთ. ის ცხოვრობს ქირით, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. უფროსი, 7 წლის დათუნა 5 თვიდან მიკროცეფალიით არის ავად. დანარჩენი თქვენ თვითონ გაითვალისწინეთ. წინასწარ დიდი მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი შემწე!

35 - დოდო ნ., 50 წლის, ხაშური

ღმერთის და განგების გავლენით და თქვენი წყალობით ბევრს აუსრულდა ნატვრა და ოცნება, იდღეგრძელოს თქვენმა ქველმოქმედებამ.

რადგან განგებამ ინება,
თავისი მადლი გვაპკურა,
უკვე მეხუთედ მოგმართავთ,
ძალიან მინდა გაზქურა.

ველი თქვენს თანადგომას.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ალექსანდრე   "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ   May 1 2007, 05:46 AM
kato_Bato   ეს sms-ები რამეში წაა...   May 1 2007, 01:41 PM
KAIROS   გული დამეწვა ამ თხ...   May 14 2007, 01:10 PM
ლეონტი   გული დამეწვა ამ თხ...   May 14 2007, 01:45 PM
მარიამი   გული დამეწვა ამ თხ...   May 14 2007, 04:30 PM
ნათია   ამ ხალხთან დაკავშ...   May 14 2007, 06:07 PM
KAIROS   საპატრიარქოდან ა...   May 14 2007, 05:34 PM
მარიამი   მეც ეგ მომხვდა თვა...   May 14 2007, 06:06 PM
KAIROS   ახდენილი ნატვრა ...   May 14 2007, 07:05 PM
ალექსანდრე   ასეთი თემა უკვე არ...   May 14 2007, 08:04 PM
შოთა   რა ღირს ხალხო ბიბლ...   May 14 2007, 09:06 PM
ნათია   რა ღირს ხალხო ბიბლ...   May 14 2007, 10:18 PM
ქავთარაძე   შოთა ძვირი არა, 10 თე...   May 14 2007, 10:10 PM
ქავთარაძე   ნათია ეეე კაი რას ა...   May 14 2007, 10:30 PM
ნათია   ნათია ეეე კაი რას ა...   May 14 2007, 10:36 PM
ნათია   დღეს დოლიძეზე საეკ...   May 15 2007, 03:30 PM
Floyd   ”ალილო”ში ვნახავ უ...   May 15 2007, 08:11 PM
ნათია   ”ალილო”ში ვნახავ ...   May 15 2007, 08:15 PM
Floyd   ნათია აუცილებლად ნ...   May 15 2007, 08:16 PM
მარიამი   ბიბლიასთან ერთად ი...   May 15 2007, 08:21 PM
ნათია   ბიბლიასთან ერთად ...   May 15 2007, 08:27 PM
abo   ბიბლიის ფულს მე და...   May 15 2007, 09:23 PM
ნათია   დღეს აღმაშენებელზ...   May 16 2007, 04:11 PM
marita26   გამაგებინეთ რა მეც...   May 16 2007, 06:21 PM
Floyd   ნათია იქნებ ამ დღე...   May 16 2007, 08:51 PM
t.l.   Floyd უმნო   May 16 2007, 08:53 PM
კანონისტი   მეგობრებო, გახსოვ...   Jun 20 2007, 06:13 PM
BOO   მეგობრებო, გახსოვ...   Jun 20 2007, 10:11 PM
ubralod ninka   getanxmebi kanonisto :მპუა:   Jun 20 2007, 09:31 PM
ნათია   შესანიშნავი იდეაა ...   Jun 20 2007, 11:21 PM
KAIROS   რამდენს გაწვდებით....   Jun 21 2007, 12:04 AM
ნათია   დიდი მადლობა :) ...   Jun 21 2007, 12:12 AM
მაეასი   ისე რას ვფიქრობ იც...   Jun 21 2007, 12:18 AM
KAIROS   აჰა, სწორია მეასი, ...   Jun 21 2007, 12:43 AM
ბექა.შუხოშვილი†   13.ნიკა თ 13 წლის ამაზ...   Jun 21 2007, 12:44 AM
მარიამი   მეც ხომ არ მივწერო?...   Jun 21 2007, 12:54 AM
KAIROS   ჰო, მაგრამ უპირველ...   Jun 21 2007, 12:58 AM
მაეასი   მარიამი მეც მასე ვ...   Jun 21 2007, 01:00 AM
მარიამი   მარიამი მეც მასე ვ...   Jun 21 2007, 01:02 AM
ზესქვი_უჩა   მართლა კარგი აზრია...   Jun 21 2007, 02:55 AM
ნათია   რაც დავაკოპირე მაქ...   Jun 21 2007, 09:10 AM
მარიამი   მარკის მითითება ა...   Jun 21 2007, 10:13 AM
Lenus   ის კინო გამახსენდ...   Jun 21 2007, 10:21 AM
ნათია   ის კინო გამახსენდ...   Jun 21 2007, 10:24 AM
მარიამი   მე ცოტა გარღვევები...   Jun 21 2007, 10:27 AM
Lenus   შენ კი გხედავ (მაინ...   Jun 21 2007, 11:21 AM
_Matasi_   :(   Jun 21 2007, 11:29 AM
მარიტა   აუ ეტლი მართლა რა კ...   Jun 21 2007, 07:00 PM
ნათია   ვინმემ ხომ არ იცის ...   Jun 22 2007, 12:24 AM
ნათია   ახალი ეტლი ვნახე 350 ...   Jun 22 2007, 03:29 PM
თამარი_ცქნაფო   აქ შაქრის საზომ აპ...   Jun 25 2007, 01:45 AM
ნათია   აქ შაქრის საზომ აპ...   Jun 25 2007, 02:19 AM
თამარი_ცქნაფო   ნათია მე ახლა ველა...   Jun 25 2007, 12:21 PM
ნათია   ნათია მე ახლა ველა...   Jun 25 2007, 07:28 PM
თამარი_ცქნაფო   ჩვენს ფორუმზე დაი...   Jun 25 2007, 09:39 PM
თამარი_ცქნაფო   ნათი, მოკლედ სიახლ...   Jun 25 2007, 10:30 PM
ნათია   ნათი, მოკლედ სიახლ...   Jun 25 2007, 11:32 PM
ninore   მაგაზე კი ვიფიქრე...   Jul 2 2007, 01:39 AM
ნათია   მართლა? :blink: რა ხამ...   Jul 2 2007, 12:58 PM
შევრდომილი   ისე კარგი იქნებოდა...   Jun 25 2007, 10:36 PM
თამარი_ცქნაფო   ნათია, რა ქენი? დაურ...   Jul 2 2007, 01:41 PM
ნათია   ნათია, რა ქენი? დაუ...   Jul 4 2007, 12:15 AM
KAIROS   აშკარად უფროსის დ...   Jul 4 2007, 12:15 AM
ნათია   აშკარად უფროსის დ...   Jul 4 2007, 12:17 AM
თამარი_ცქნაფო   სადღაც 10 ბურთი უნდა...   Jul 4 2007, 01:49 AM
ნათია   დღეს ინვალიდის ეტლ...   Jul 5 2007, 12:30 AM
თამარი_ცქნაფო   ნათია მე? მე არაფერ...   Jul 5 2007, 09:05 PM
ნათია   ამ ქალბატონს უკვე...   Jul 9 2007, 01:23 PM
t.l.   ამ ქალბატონს უკვე ...   Jul 9 2007, 01:26 PM
ნათია   აი შეპირებული სურ...   Jul 9 2007, 04:30 PM
მარიტა   ნათია რა კარგია ღმ...   Jul 9 2007, 05:42 PM
catherina_10   ციტატა 11 - ეკატერინ...   Jul 9 2007, 05:52 PM
marine   ბავშვებო, ვინც ამ კ...   Jul 11 2007, 02:17 PM
teo..   ვაიმე, გული გამისკ...   Jul 12 2007, 09:14 AM
teo..   ეს სია მეც დამეხმა...   Jul 12 2007, 04:20 PM
ნათია   ეს სია მეც დამეხმა...   Jul 12 2007, 04:31 PM
Tatarashvili   დალოცოს უფალმა ყვე...   Jul 12 2007, 06:07 PM
პატრიოტი   37. :D რადგან გლოკი ვი...   Jul 13 2007, 01:06 AM
N. R.   ნეტა შემეძლოს რომე...   Jul 13 2007, 01:39 AM
ბექა.შუხოშვილი†   [quote]2 - მანანა ა., 12 წლი...   Jul 13 2007, 08:23 AM
ნათია   ბექა სუხოშვილი არ...   Jul 13 2007, 10:27 AM
ნათია   არავის გადაუციე ლე...   Jul 13 2007, 11:45 AM
ბექა.შუხოშვილი†   არავის გადაუციე ლ...   Jul 13 2007, 09:11 PM
ნათია   ვაი რა კაიაა გაიხა...   Jul 13 2007, 09:36 PM
ნათია   შედით ამ ლინკზე http://c...   Sep 14 2007, 04:47 PM
თათარაშვილი   ნება მომეცით ლევა...   Sep 14 2007, 06:43 PM
ნათია   ნება მომეცით ლევა...   Sep 14 2007, 08:42 PM
თათარაშვილი   დიდი მადლობა გიგ...   Sep 14 2007, 08:43 PM
yipiani gio   ვახ ცუდად გავხდი.......   Sep 14 2007, 08:50 PM
::სალომე::   ასეთი PM მომივიდა და...   Sep 22 2007, 07:29 PM
::სალომე::   ხომ არავინ იცის, და...   Sep 23 2007, 05:02 PM
ალექსანდრე   აუცილებლად უნდა დ...   Sep 24 2007, 03:32 AM
ალექსანდრე   ავთო გაგუა 11 წლის, ქ....   Sep 24 2007, 04:02 AM
გიორგი   ავთო გაგუა 11 წლის, ქ...   Sep 24 2007, 10:37 AM
ნათია   ბიბლია 20 ლარი ღირს (...   Sep 24 2007, 10:11 AM
თათი87   ნეტა ტერფის პროტე...   Sep 24 2007, 10:21 AM
ნათია   ნეტა ტერფის პროტე...   Sep 24 2007, 10:28 AM
თათი87   მსგავსი თერაპიები...   Sep 24 2007, 10:38 AM
ნათია   მსგავსი თერაპიები...   Sep 24 2007, 10:53 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 07:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი