![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
რუსუდანი |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 21-March 07 წევრი № 1,458 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
უკვე 7 წელია ეკლესიაში დავდივარ, ვმარხულობ, მყავს მოძღვარი, ვამბობ აღსარებას, ვცდილობ რომ ნელ-ნელა გავიზარდო სულიერად. გავხდე კარგი ქრისტიანი, თუმცა ძალიან ხშირად ეს სურვილი მინელდება, განსაკუთრებით მარხვის დამთავრების შემდეგ. მყავს არაჩვეულებრივი მოძღვარი, მე ვთვლი რომ ცოტა გამოუცდელი, თუმცა ასაკოვანი, თავში ძალიან აღტკინებული ვიყავი როდესაც მასთან დავიწყე სიარული, თვითონაც ძალიან მონდომებული იყო და ახალი მღვდლისთვის საკმაოდ პატარა დროში დიდი მრევლი შეიძინა, (რა თქმა უნდა ყველაფერი შედარებითია) , მაგრამ გავიდა დრო და მეც შემეცვლა ცოდვები და სამწუხაროდ ჩემო ცოდვები უფრო ფიქრისეული და გრძნობისეული გახდა, მაგალითად ადრე თუ სიგარეტს ვეწეოდი, კლუბებსი დავდიოდი, ბიჭთან უფრო თამამი ვყოფილიყავი და ასე შედეგ....... ეს ყველაფერი დავძლიე, დავმორჩილდი, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა სხვა პრობლემები დამეწყო, უიმედობა, საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა, გინდა ფიიკურად გინდა პიროვნულად, მამაოსთან ამაზე საუბარში მამაომ ლოცვა და კიდევ უფრო გაძლიერება მირჩია ქრისტიანული წესების, რაშიც რა თქმა უნდა ვეთანხმები მაგრამ საშინელი დაუკმაყოფიელბლობის გრძნობა მაქვს გაჩენილი, და ბევრი ამპარტვანული ფიქრები დაიბადა. ჩემს მამაოსთან ურთიერთობაში სიმშრალეს ვგრძნობ, აღარ მაქვს სურვილი რომ ყველაფერი მოვუყვე, რაც მტკივა, რაც მაწუხებს. პრინციპში არვიცი თქვენგან რა პასუხს მოველი მაგრამ თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული რჩევა-დარიგება გთხოვთ დამეხმაროთ, ნორმალურია ეს ფაქტი რომ სხვა მოძღვარს დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი, გამოცდლილს, უფრო ყურადღებიანს, თუმცა გაითვალისწინეთ ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ გულგრილობასა და ნელ-თბილობაში......თუმცა თითქოს ბიძგი აღარ მაქვს............... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 10:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი