![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
araferi_aravin |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 4-April 07 წევრი № 1,562 ![]() |
იცით..აი ზოგჯერ მართლა თითქოს მოვტრიალდები უკან და ჩემთავს ვუყურებ და დავცინისავით, გეყოთქო ამდენი ფილოსოფია, უაზრობაზე ფიქრი..მაგრამ ძნელია..განსაკუთრებით კი ახლა გახდა ძნელი რაც გავიზარდე..
პატარა როცა ხარ, რაღაცას ელოდები თითქოს და ის რაღაცა კარგია..მერე იზრდები და ნელნელა უხილავი ტვირთი გაწვება გულმკერდზე და ძილს გიშლის..12 წლის ასაკში ერთადერთი (იმ დროისთვის) ახლო მეგობარი დამეღუპა..13 წლის ასაკში თავის მოკვლა ვცადე..23 ვარ..და რასაც ქვია ჩემთავს მივათრევ ძალით..ხომ იცით, ყოველ დილას ძალით რომ დგები იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფიზიკური გადარჩენის ინსტინქტი გამოძრავებს, უნდა ჭამო რომ არ მოკვდე და ასე შემდეგ.. სხვას ეგ ეთქვა ჩემთვის და ისე მწარედ გავეხუმრებოდი, მათრახი და მაგის ჯანი გინდა შენთქო..და ცხოვრებაში რეალურად ჩემთავს უფლებას არ დავრთავ ეგ უბრალოდ როდესმე მართლა ვინმეს ვუთხრა..მაგრამ ღამე, ფაქტი ფაქტად რჩება..ვერ ვიძინებ..და ვფიქრობ, და ვფიქრობ და ვფიქრობ..უაზროდ ამიტყდება ტირილი..სარკეში ჩემთავს შევხედავ თუ არა მეტირება, რა უბედურება მიყურებსთქო იქიდან..მეზიზღება ჩემი თავი..და მართლაც რო სარკეს ველაპარაკები, მათრახი და მაგის ჯანითქო..იცით მეცინებასავით თან მეტირება..იდიოტიზმი მჭირს.. მეგობრები მეგობრებად, ნათესავები ნათესავებად მაგრამ არცერთი არ დაიჯერებს და გიჟი ვეგონები ეგ რომ გამიგონ..სხვა ტიპის ხალხია..მეზიზღება ჩემი თავი, მაგრამ ყველაზე მაგრად...მინდა რომ განვმარტოვდე..და ზოგჯერ ვფიქრობ კაი მონაზონი გამოვიდოდითქო, ოღონდ საერთოდ მარტო რომ ვცხოვრობდე..ასე უფრო მარტივი იქნება, მე ხომ ისედაც მარტო ვარ ხოდა, ბოლომდე მარტო ვიყო რა.. ნეტა რა გეგმები ჰქონდა ღმერთს ჩემზე როდესაც მქმნიდა..გავამართლე ნეტა, თუ არა..მე კი უფრო მგონია რომ არა მარა, მაგი ჩემი გადასაწყვეტი არაა..ბევრი ვინმე მენატრება ხოლმე..და თითქმის ყველას მე ვშორდები ხოლმე..ბრალი იმათი არაა, ბრალი ჩემია, მე მჭირს რაღაცა უაზრობა, მაგრამ აბა წადი და აუხსენი...რაც თვითონ არ გესმის.. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი