IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მადიდებლობის ამპარტავნება
მნათე
პოსტი Jun 11 2007, 07:18 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



1. ნეტარნი არიან გლახაკნი სულით, რადგან მათია სასუფეველი ცათა.

2. ნეტარნი არიან მგლოვიარენი გულით, რადგან იგინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

3. ნეტარნი არიან მშვიდნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

4. ნეტარნი არიან, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლე, რადგან ისინი გაძღებიან.

5. ნეტარნი არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.

6. ნეტარნი არიან წმინდანი გულით, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.

7. ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან.

8. ნეტარნი არიან დევნილნი სიმართლისათვის, რადგან მათია სასუფეველი ცათა.

9. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ და გდევნიან და სიცრუით ამბობენ ყოველგვარ ბოროტს თქვენ მიმართ ჩემ გამო;

გიხაროდეთ და მხიარულნი იყავით, რადგან საზღაური თქვენი დიდია ცაში, რადგან ასევე დევნეს წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

<<<<<<<< ეს ქრისტეანული მორალია, არაქრისტეანულს ემატება;

ციტატა
ჯოჯოხეთის კუპრში დაიხრუკები




მოკლედ პრობლემა მდგომარეობს, ქრისტეს - ადამიანური სამართლიანობისთვის დაქვემდებარების მცდელობაში... ნამდვილი ქრისტეანი თავს დატეხილ უბედურებას, აუცილებლად მიიღებს მწარე წამლად - იმ მომენტში ყველაზე საუკეთესეო გამოსავლად და ნეტარების გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯად, მოსიყვარულე მამის დაშვებად - ამავდროულად იგი არ დაიმშვიდებს თავს პოტენციური მიზანთროპიზმით - როგორიცაა - 'ის დაიტანჯება' და ამაში რაღაც ველური სიამოვნების განცდას mad.gif ნიშნისმოგებას.. რომელიც თავის მხრივ ქრისტეს მიერ დაგმობილია, როგორც მოყვასის სიძულვილი.

ქრისტეანის სიყვარული ადამიანებისადმი, ნიშნავს მათ არსობრივ სიყვარულს, მათდამი მოპყრობით, ღვთის კიდევ ერთხელ განდიდებას, თქვენ წარმოიდგინეთ, ხატის შეურაცხყოფასა და ძმის შეურაცხყოფას, საეკლესიო სამართალი თანაბარი 'სასჯელით' 'სჯის'...

ქრისტეანული ეკლესია, ეს არის სიყვარულის ძალაუფლების მქონე, კლდეზე დაფუძნებული ორგანიზმი, რომელიც საღვთო მადლს რაციონალურად გვაძლევს, მაგალითად წირვა არის ქრისტეს ეკლესიურასთან კავშირის მოქმედება, ანუ მისი ამქეყნად კიდევ ერთხელ მოვლინება და ადამიანში შესვლა, რომელიც ეკლესიამ - დროში არსებობასთან ერთად, მომავალი დროის საჭიროების მიხედვით შეამკო, ეს ბუნებრივი მოვლენაა - ქრისტე აარონიდან დღემდე, ეკლესიას ზრდის, ავსებს და დროისშესაბამისს ხდის - რადგან მან შეძლოს 'წარვიდეს და მოიმოწაფოს ყოველნი წარმართნი და ნათელ სცეს მათ, სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა' ამავდროულად ზოგიერთი მორწმუნის ცუდადგაგებულ ქრისტეანობაში, სიყვარულის ძალაუფლების ცხოვრებაში დანერგვას, რაღაც ბარიერი უშლის ხელს, დავარქვათ მას - ემპირიული ფენა, რომელზეც ხსენებული პიროვნება სრიალებს, შესაბამისად იგი ვერ წვდება იმ არსობრივსა და მაცხოვნებელს, რომელიც ეკლესიაშია, ის არ არის ურთიერთობაში ღვთაებრივ მხსნელთან ქრისტეანმა უნდა გააცნობიეროს რომ, ის არ მოსულა ეკლესიაში მსახურებისთვის, ანუ მხოლოდ რაღაც მოქმედების შესასრულებლად - ის მოვიდა მსახურებით ქრისტეს განსადიდებლად, მისი ეკლესიისა და მაცხოვნებლობის შესაგრძნობად

ქრისტეანობა იწყება, საკუთარი პიროვნების ლაქის, ღვთაებრივ შუქზე შეცნობით - ანუ ეგოს დაცემულობის, მონობის, ცოდვის ტყვეობის შეგრძნებით და შემდეგ სხვადასხვა სულიერ ავადმყფობებათა, შესაბამისი დანიშნულების ექიმთან გამოაშკარავებითა და მათი განკურნებისათვის ზრუნვით, მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია სხვისი 'თავგატეხვა' განიკითხოს, ვისაც არ უგრძვნია თავისტკივილი - ანუ, არ განუცდია საკუთარი ცოდვილობა არც ერთი 'ფეხისტკივილ' შეცნობილი ადამიანი, სხვის 'ხელისტკივილის' არ გაკიცხავს, რადგან ტკივილი ერთია - თუმცა სხვადასხვა კატეგორიის, რა ხდება როცა ამჩნევ, რომ შენს ირგვლივ ყველა ავადაა და თავადაც ავად ხარ? იწყებ ზრუნვას განკურნო საკუთარი თავი და შემდეგ სხვასაც მიეხმარო იგივეს გაკეთებაში, ამ დროს შენში შეცოდების გრძნობა ჩნდება (არა მხოლოდ სხვისი, საკუთარი თავისაც) და ეს შეცოდება შობს სიყვარულს, სიყვარულმა უკვე აღარ იცის არანაირი ტკივილი... იქ სადაც ჩნდება, უანგარო სიყვარული - ჩნდება საღვთო მადლი, რომელიც ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს - რაც მთავარია ყველაფერს ალამაზებს

სწორედ უსიყვარულობა, ქრისტეს არ ცნობა იწვევს, 'მორწმუნეობის ამპარტავნებას' იგივე - ხიბლს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სრულყოფის გზაზე წინ მიიწევს, რომლის სულიც ნელ-ნელა თეთრდება, უფრო მეტად ამჩნევს საკუთარ ცოდვებს და უფრო მეტად ესმის სხვის, შესაბამისად მისი მსახურების, მისი ღმერთისადმი ურთიერთობის დოზა სულ უფრო ეცოტავება და ეს თავმდაბლობას ბადებს, ბადებს ელემენტარული რეალობის გაცნობიერებას, რადგან ამპარტავანი ადამიანი არ არის რეალისტი



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი