|  საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე | 
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
|  საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე | 
| ალექსანდრე |  Oct 4 2006, 05:58 AM 
				 პოსტი
					#1				
			 | 
|  Advanced Member    ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7  | მოკლედ უკვე რამოდენიმე წელია რაც დავინტერესდი და ვაგროვებ სხვადასხვა გაზეთსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებსა თუ ინტერვიუებს რელიგიურ და სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მინდა თქვენც ნელ ნელა შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ ჩემი მონაპოვარი   ახლა რასაც შემოგთავაზებთ შეიძლება ბევრს ზღაპრადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნება თქვენია გინდ დაიჯერეთ გინდა არა  მაშ ასე  გაზეთი კვირის პალიტრა 22-28 მაისი, 2000 წელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ბევრს წერენ მათზე. სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფები თურმე სექტის მაგვარ გაერთიანებას ქმნიან და მიმდევრები საქართველოშიც ჰყოლიათ. ჩვენი რესპოდენტი სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს. თავად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იმიტომ არ არის, რომ ჰომოსექსუალისტია და ზეცოდვილი. პირადი უსაფრთხოების მიზნით, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ირჩია, - სატანისტები ერთმანეთს არ ინდობენ და თუ ჩემი საუბრის შესახებ გაიგებენ, სასტიკად გამისწორდებიანო. რაც მან გვიამბო, შემაძრწუნებელი და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს. _ ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის, ყველა მათგანმა იცის, რომ მე ''ცისფერი'' ვარ. არავის არ განვსჯი, ამიტომ ჩემთან თავს ყველა თავისუფლად გრძნობს და თავის ამბებსაც დაუფარავად ჰყვებიან. სატანისტების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისაგან გავიგე. ჩემს მეგობარს სოფელი აქვს გურიაში. ერთხელ მდინარის ნაპირზე მიმავალს უცნაური ხმა მოესმა და თავზე ადამიანის მსგავსმა არსებამ გადაუფრინა. გონს რომ მოეგო, მის წინ შავი კატა იჯდა და შესცქეროდა, თითქოს თვალებით ნუსხავდა. ფეხი მისკენ წადგა, კატა გაიქცა. ისიც დაედევნა, თითქოს რაღაც ძალა ეწეოდა კატისკენ. კატა ეკალბარდებში გაუჩინარდა. ჩემი მეგობარიც მიჰყვა და ის არსება იხილა, მდინარის პირას თავზე რომ გადაუფრინა - ქალი იყო, მანტიამოსხმული. რაღაცას ხარშავდა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში. ირგვლივ ბურუსი და მყრალი სუნი იდგა. - იქნებ ეს ყოველივე მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რასაც შენ ჰყვები, დაუჯერებელია, შენ როგორ დაიჯერე? - ბავშვობიდან მიზიდავდა იდუმალება და მისტიკა... ჩემი მეგობარი, როგორც ჩანს, ჰიპნოზის ქვეშ მოექცა. ქალმა ადუღებული სითხე დაალევინა. ჯერ ემწარა, მერე სასიამოვნო გემო დარჩა პირში. ქალმა უთხრა - ამიერიდან სატანის თანაზიარი ხარ. თავად განიშნებს, როდის მიხვიდე მასთან. გზას ეს კატა გასწავლისო. შინ დაბრუნებული ჩემი მეგობარი სახტად დარჩა - 3 დღე და ღამე იყო, რაც მის გაუჩინარებას ვგლოვობდით. მას კი ეგონა, ეზოდან ეს-ესაა გავედიო. შემდეგ შეხვდა სექტის წევრებსა და მაგისტრს, რომელსაც უთქვამს, -14 წელი გელოდიო... - ეს რას ნიშნავს? თუ ყოვლისშემძლენი არიან და ელოდნენ რატომ არ მოიძიეს? -ამდენი არ ვიცი. ჩემთვის მათი ნაამბობი არასოდეს ყოფილა დაუჯერებელი და ასე არ ჩავძიებივარ. ის კი ვიცი, რომ სატანისტები საწესებულ დღეებში იკრიბებიან და სატანის სადიდებელ რიტუალებს ატარებენ. მაგისტრს სახელად გიორგი ჰქვია. სახეზე მუდამ ნიღაბი აქვს აფარებული. შეუძლია ნებისმიერ ცოცხალ არსებად იქცეს. ლოცვისა და თავბრუსდამხვევი ტრიალის დროს საშინელი გრგვინვით გადმოდის ცეცხლის სვეტი. მის ადგილას ჩნდება შავი კატა ან რომელიმე სხვა ცხოველი. თვით სექტანტებსაც კი, ამ დროს შიშით ძარღვებში სისხლი ეყინებათ. ჩემს მეგობარს რომ კატა მისცეს, ჩვეულებრივი არ არის. შვილებს გაჩენისთანავე ჭამს.. - შენ გინახავს ის კატა? -კატა კი ვნახე, მაგრამ კნუტებს როგორ ჭამს, ეგ აღარ მინახავს -რაიმე განმასხვავებელი ნიშანი თუ აქვთ სატანისტებს და როგორ ხდებიან ამ სექტის წევრები? -სატანის ნიშნით აღბეჭდილნი თავად პოულობენ ერთმანეთს. ზოგს ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა აქვს, ზოგსაც ამაზრზენი, ბოროტი. ისე, ამ სექტაში ის ხალხი მიდის, რომელსაც სხვის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება უყვარს, ვინც ვიღაცის მართვით ერთობა. ერთი რამ მახსენდება, რაც ხალხმა უსათუოდ უნდა იცოდეს: უშვილო ცოლ ქმარი მყავს მეზობლად. ქალი დედაჩემთან იჯდა და უყვებოდა, რომ ვიღაც ექიმთან მკურნალობდა, მაგრამ შვილი მაინც არ უჩნდებოდა. ამ საუბარს მე და ჩემი სატანისტი მეგობარი უნებურად მეორე ოთახიდან ვუგდებდით ყურს. მეგობარმა ჩაიცინა და მითხრა, - კახეთში რომ მკურნალობს ქალი უშვილოებს, ჩვენიანია და სატანის დავალებას ასრულებს. მისი ჯადოთი დაორსულებული ყველა ქალი ანტიქრისტეს მიმდევარს შობს. ასწავლე შენს მეზობელს, მასთან წავიდეს. ''მკურნალ'' ქალს გეგმა აქვს შესასრულებელიო. რაღაც ციფრი დამისახელა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეს ყველაფერი 2000 წლამდე უნდა მომხდარიყო. ვკითხე, ჩვეულებრივი ბავშვები გაჩნდებიან მეთქი? მიპასუხა: სატანას სრულყოფილი ადამიანი სჭირდება და ამიტომ ყველა მისი მიმდევარი ჯანმრთელი იბადებაო. თუმცა რამდენიმე ქალს მახინჯი და უუნარო ბავშვი გასჩენია, რადგან კახეთში მკურნალობით დაორსულებულები ეკლესიაში დადიოდნენ და ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ თურმე. ალბათ ღვთის სასწაულმა დააუძლურა ეშმაკის სურვილით ჩასახულები. სწორედ ამან შემირყია სატანის ძლიერებისადმი რწმენა. - ან შენ ან მათ ღმერთის არ გეშინიათ? -მე მეშინია, მათ კი ღმერთის ხსენებაც არ უნდათ. ერთხელ ჩემთან ვიღაცას საფულე დარჩა. შინ არ ვიყავი და ვერ გავიგე, ვისი იყო. გადავწყვიტე, სატანისტებთან გამერკვია უცნობის ვინაობა. მათ შეუძლიათ სანთლის ალზე, კვამლზე დაინახონ, რაც სურთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფულეში ხატი იდო. სანამ არ ამოვიღე, ჩემმა მეგობარმა ხელი არ ახლო. მერე დიდხანს ყნოსავდა საფულეს. -ჩვეულებრივ სანთლებს ხმარობენ? -არა, საეკლესიო სანთლებს ვერ ეკარებიან. უცნაური სუნის მქონე შავი ფერის სანთლებია, საზრვარგარეთიდან ჩამოაქვთ, მგონი ვიღაც გზავნის. -სად იყრიან თავს? ცენტრი თბილისში აქვთ. თუმცა ყველა ქალაქში ჰყავთ წევრები. თუკი ვინმე მივა და სთხოვს დახმარებას, დაეხმარებიან. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ვინმეს ავნონ, მაგრამ ეს აღარ ადარდებთ. გასამრჯელოსაც იღებენ, მაგრამ ჩემგან არ აუღიათ. -როგორ, შენც სთხოვე დახმარება? -(პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა) კი. კაცი, რომელიც მიყვარს, მათი მეშვეობით დავიმორჩილე, ჯადო გავუკეთეთ. მანამდე ვეზიზღებოდი, მამცირებდა. სატანისტებმა მითხრეს, - მისი თმა მოიტანე. თმა ტვინთან ახლოს არის და მისი ფსიქიკის შეცვლა არ გაგვიჭირდებაო (საერთოდ, ამგვარი საქმიანობისთვის მათ თმა, ფრჩხილები და სისხლი სჭირდებათ). ძლივს მოვახერხე საპარიკმახეროდან თმის მოპარვა. მალე ის თვითონ მოვიდა ჩემთან . ცოლს გასცილდა. -ცოდვის შეგრძნება სულ არა გაქვს? -კი. ამიტომაც ვწყევლი ჩემი არათუ გაჩენის, არამედ ჩასახვის დღესაც კი. ეკლესიაშიც დავდივარ. -ეკლესიაში რადგან დადიხარ, ესეიგი გინდა მოგეტევოს ცოდვები, გინდა სიხარული იგრძნო? -დახმარება მჭირდება. დღეს ყველა ცოდვილია. ბევრისთვის საკუთარი ცოდვის აღიარება ძნელია - ურჩევნია სხვა განიკითხოს. მე ... ალბათ ჭეშმარიტი მოძღვარი თუ მიხსნის ამ განსაცდელისაგან. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა | 
 ალექსანდრე   საინტერესო საგაზეთო სტატიები   Oct 4 2006, 05:58 AM
 ალექსანდრე   საინტერესო საგაზეთო სტატიები   Oct 4 2006, 05:58 AM 
  ალექსანდრე   მრავალ მორწმუნეს ს...   Oct 4 2006, 02:51 PM
 ალექსანდრე   მრავალ მორწმუნეს ს...   Oct 4 2006, 02:51 PM 
  seminarieli lela   [b]ფარისევლები თანა...   Feb 28 2008, 01:14 PM
 seminarieli lela   [b]ფარისევლები თანა...   Feb 28 2008, 01:14 PM 
  მხევალი ნინო   seminarieli lela
შენი სტატია...   Feb 28 2008, 01:18 PM
 მხევალი ნინო   seminarieli lela
შენი სტატია...   Feb 28 2008, 01:18 PM
 
  seminarieli lela   
seminarieli lela
შენი სტატია ...   Feb 28 2008, 03:29 PM
 seminarieli lela   
seminarieli lela
შენი სტატია ...   Feb 28 2008, 03:29 PM 
  xornabujeli   :) როგორია ადამიანი ...   Jun 21 2008, 04:06 PM
 xornabujeli   :) როგორია ადამიანი ...   Jun 21 2008, 04:06 PM
 
  Genesis   
:) როგორია ადამიანი...   Sep 13 2008, 05:46 PM
 Genesis   
:) როგორია ადამიანი...   Sep 13 2008, 05:46 PM 
  demetre89   ყოველივე ეს მართლა...   Sep 4 2008, 12:24 AM
 demetre89   ყოველივე ეს მართლა...   Sep 4 2008, 12:24 AM 
  nino_ni   კაი სტატიებია....გაგ...   Sep 13 2008, 05:41 PM
 nino_ni   კაი სტატიებია....გაგ...   Sep 13 2008, 05:41 PM 
  KAIROS   მდას... 
ასე არ შეიძლ...   Mar 9 2010, 09:50 AM
 KAIROS   მდას... 
ასე არ შეიძლ...   Mar 9 2010, 09:50 AM 
  KAIROS   ზემოთ მოყვანილის გ...   Mar 9 2010, 10:01 AM
 KAIROS   ზემოთ მოყვანილის გ...   Mar 9 2010, 10:01 AM 
  კანუდოსელი   კურაევი აშკარად ან...   Mar 9 2010, 10:14 AM
 კანუდოსელი   კურაევი აშკარად ან...   Mar 9 2010, 10:14 AM 
  KAIROS   
ეგ ცნობილი ხერხია ...   Mar 20 2010, 10:02 AM
 KAIROS   
ეგ ცნობილი ხერხია ...   Mar 20 2010, 10:02 AM 
  knata   მგონი ამ განყოფილე...   Nov 15 2010, 09:54 PM
 knata   მგონი ამ განყოფილე...   Nov 15 2010, 09:54 PM
 
  მარიამი   
მგონი ამ განყოფილ...   Nov 16 2010, 11:02 AM
 მარიამი   
მგონი ამ განყოფილ...   Nov 16 2010, 11:02 AM 
  აკაკი   სახარების ორიგინა...   Feb 18 2011, 01:33 PM
 აკაკი   სახარების ორიგინა...   Feb 18 2011, 01:33 PM 
  seminarieli89   .:Lela:.
კარგი სტატია იყ...   Sep 12 2012, 01:47 AM
 seminarieli89   .:Lela:.
კარგი სტატია იყ...   Sep 12 2012, 01:47 AM 
  ნოე   http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...-ckho...   Oct 9 2012, 10:54 PM
 ნოე   http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...-ckho...   Oct 9 2012, 10:54 PM 
  A.V.M   საპროტესტო აქცია ტ...   Jul 5 2013, 01:31 PM
 A.V.M   საპროტესტო აქცია ტ...   Jul 5 2013, 01:31 PM
 
  G_saxva   
საპროტესტო აქცია ...   Jul 5 2013, 02:55 PM
 G_saxva   
საპროტესტო აქცია ...   Jul 5 2013, 02:55 PM 
  qetevano   მამა ნიკოლოზის გამ...   Jul 5 2013, 03:20 PM
 qetevano   მამა ნიკოლოზის გამ...   Jul 5 2013, 03:20 PM
 
  G_saxva   
პ.ს. ეს ყველაფერი ი...   Jul 5 2013, 03:36 PM
 G_saxva   
პ.ს. ეს ყველაფერი ი...   Jul 5 2013, 03:36 PM 
  qetevano   G_saxva
შენ წარმოიდგინ...   Jul 5 2013, 03:41 PM
 qetevano   G_saxva
შენ წარმოიდგინ...   Jul 5 2013, 03:41 PM
 
  G_saxva   
G_saxva
შენ წარმოიდგინ...   Jul 5 2013, 03:46 PM
 G_saxva   
G_saxva
შენ წარმოიდგინ...   Jul 5 2013, 03:46 PM 
  qetevano   G_saxva
დანარჩენი არ იც...   Jul 5 2013, 03:52 PM
 qetevano   G_saxva
დანარჩენი არ იც...   Jul 5 2013, 03:52 PM
 
  G_saxva   
G_saxva
დანარჩენი არ ი...   Jul 5 2013, 03:58 PM
 G_saxva   
G_saxva
დანარჩენი არ ი...   Jul 5 2013, 03:58 PM 
  qetevano   G_saxva
ამაზე საერთოდ ა...   Jul 5 2013, 04:06 PM
 qetevano   G_saxva
ამაზე საერთოდ ა...   Jul 5 2013, 04:06 PM
 
  G_saxva   
G_saxva
ამაზე საერთოდ ...   Jul 5 2013, 04:10 PM
 G_saxva   
G_saxva
ამაზე საერთოდ ...   Jul 5 2013, 04:10 PM 
  qetevano   G_saxva
დიადი მბრძანებ...   Jul 5 2013, 04:13 PM
 qetevano   G_saxva
დიადი მბრძანებ...   Jul 5 2013, 04:13 PM
 
  G_saxva   
[b]G_saxva
დიადი მბრძანე...   Jul 5 2013, 04:15 PM
 G_saxva   
[b]G_saxva
დიადი მბრძანე...   Jul 5 2013, 04:15 PM 
  A.V.M   მგონი აზრზზე არ ვა...   Jul 6 2013, 01:14 PM
 A.V.M   მგონი აზრზზე არ ვა...   Jul 6 2013, 01:14 PM 
  A.V.M   19:01 / 05-11-2013
ტაილანდში ტ...   Nov 5 2013, 10:22 PM
 A.V.M   19:01 / 05-11-2013
ტაილანდში ტ...   Nov 5 2013, 10:22 PM 
  Atm@n   "უცხო პლანეტებიც ...   Nov 9 2013, 02:13 PM
 Atm@n   "უცხო პლანეტებიც ...   Nov 9 2013, 02:13 PM 
  A.V.M   ეჰ...   Nov 9 2013, 03:55 PM
 A.V.M   ეჰ...   Nov 9 2013, 03:55 PM 
  G_saxva   ინტერნეტჰიტი: ჩინე...   Nov 25 2013, 12:25 PM
 G_saxva   ინტერნეტჰიტი: ჩინე...   Nov 25 2013, 12:25 PM 
  qetevano   მე არ მომეწონა ეგ ე...   Nov 25 2013, 01:49 PM
 qetevano   მე არ მომეწონა ეგ ე...   Nov 25 2013, 01:49 PM 
  G_saxva   qetevano
ბაყაყებზე და ძა...   Nov 25 2013, 02:03 PM
 G_saxva   qetevano
ბაყაყებზე და ძა...   Nov 25 2013, 02:03 PM 
  qetevano   G_saxva
სულ ცუდზეა ხაზი ...   Nov 25 2013, 02:05 PM
 qetevano   G_saxva
სულ ცუდზეა ხაზი ...   Nov 25 2013, 02:05 PM 
  G_saxva   qetevano
ღმერთმა დაგვიფ...   Nov 25 2013, 02:07 PM
 G_saxva   qetevano
ღმერთმა დაგვიფ...   Nov 25 2013, 02:07 PM 
  qetevano   G_saxva
ის არ მიყვარს კი...   Nov 25 2013, 02:15 PM
 qetevano   G_saxva
ის არ მიყვარს კი...   Nov 25 2013, 02:15 PM
 
  G_saxva   
G_saxva
ის არ მიყვარს კ...   Nov 25 2013, 02:21 PM
 G_saxva   
G_saxva
ის არ მიყვარს კ...   Nov 25 2013, 02:21 PM 
  qetevano   G_saxva
მერე მანდ ისეა გ...   Nov 25 2013, 02:25 PM
 qetevano   G_saxva
მერე მანდ ისეა გ...   Nov 25 2013, 02:25 PM 
  G_saxva   qetevano
ვაი რომ არა მარ...   Nov 25 2013, 03:37 PM
 G_saxva   qetevano
ვაი რომ არა მარ...   Nov 25 2013, 03:37 PM 
  G_saxva   ულტურული პრობლემა...   Nov 27 2013, 04:00 PM
 G_saxva   ულტურული პრობლემა...   Nov 27 2013, 04:00 PM 
  qetevano   ნამდვილად არის ეს ...   Nov 27 2013, 04:31 PM
 qetevano   ნამდვილად არის ეს ...   Nov 27 2013, 04:31 PM 
  G_saxva   qetevano
:D კოშმარი კარგი ...   Nov 27 2013, 04:36 PM
 G_saxva   qetevano
:D კოშმარი კარგი ...   Nov 27 2013, 04:36 PM 
  qetevano   აი ეს მართლა კოშმა...   Nov 27 2013, 05:01 PM
 qetevano   აი ეს მართლა კოშმა...   Nov 27 2013, 05:01 PM 
  G_saxva   qetevano
სათაურის მერე დ...   Nov 27 2013, 05:19 PM
 G_saxva   qetevano
სათაურის მერე დ...   Nov 27 2013, 05:19 PM 
  One truth   
მოკლედ უკვე რამოდ...   Dec 17 2013, 07:22 AM
 One truth   
მოკლედ უკვე რამოდ...   Dec 17 2013, 07:22 AM 
  marine   ქვის კვალი მანქანი...   Jun 14 2020, 07:43 PM
 marine   ქვის კვალი მანქანი...   Jun 14 2020, 07:43 PM 
  marine   კარგი თუ ცუდი? ვინ ი...   Aug 3 2020, 08:00 PM
 marine   კარგი თუ ცუდი? ვინ ი...   Aug 3 2020, 08:00 PM 
  marine   პლასიდო დომინგოს დ...   Aug 31 2020, 10:40 PM
 marine   პლასიდო დომინგოს დ...   Aug 31 2020, 10:40 PM|   | 
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2025 - 01:49 AM | 
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი